მავნეა თუ არა წინდებში ძილი?

ადამიანების უმეტესობას დროდადრო უჭირს დაძინება. ერთი ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ - ძილის წინ წინდების ჩაცმაა.
2007 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოზრდილებს, რომლებსაც საწოლში თბილი წინდები ეცვათ, უფრო სწრაფად იძინებდნენ.
ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანის სხეულის ტემპერატურა ღამით ეცემა და ყველაზე დაბალ ტემპერატურას დილის 4 საათზე აღწევს. წინდები თბილად ინარჩუნებს ფეხებს და ეს იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, რასაც ვაზოდილატაცია ეწოდება. სითბო გამოიყოფა კანის მეშვეობით და ხელს უწყობს სხეულის შინაგანი ტემპერატურის შემცირებას. ეს, თავის მხრივ, აგზავნის სიგნალს ტვინში, რომ შეგიძლიათ გააგრძელოთ ძილი.
წინდებიამცირებსრეინოსდაავადებისსიმპტომებს
ხშირად ცივი ხელები და ფეხები შეიძლება იყოს რეინოს დაავადების ნიშანი.
საწოლში წინდების ტარება დაგეხმარებათ სიმპტომების შემცირებაში, ასევე თქვენი სითბოს შენარჩუნებაში მთელი დღის განმავლობაში.
წინდებიაგვაცილებს ალებს
მენოპაუზის დროს ბევრ ქალს აღენიშნება ალები.
ითვლება, რომ ეს გამოწვეულია ჰორმონალური რყევებით, რომლებიც გავლენას ახდენენ სხეულის ტემპერატურის კონტროლზე. იმის გამო, რომ წინდების ტარება ხელს უწყობს სხეულის ტემპერატურის შემცირებას ღამით, ის ასევე დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ალები.
წინდებიაუმჯობესებსსექსუალურცხოვრებას
2005 წლის ერთ-ერთი პოპულარული კვლევის თანახმად, წყვილები, რომლებიც წინდებს ატარებდნენ საწოლში, უფრო ხშირად განიცდიდნენ ორგაზმს სექსის დროს.
მეცნიერებმა შეისწავლეს ტვინის რეაქციები სექსის დროს და დაადგინეს, რომ ცივი ფეხები ადამიანებს „აშორებს“.
რამდენად მავნე შეიძლებაიყოსძილისწინწინდებისჩაცმა?
გარკვეულწილად, დიახ.
- შემცირებული ცირკულაცია. საწოლში წინდების ტარებამ შეიძლება შეაფერხოს სისხლის მიმოქცევა. თუ წინდები ძალიან მჭიდროა, ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ნაკადის შემცირება.
- ცუდი ჰიგიენა. თუ დასაძინებლად ბინძური წინდებით დაწვებით, ფეხები ვერ სუნთქავს ნორმალურად და იზრდება ინფექციის ან ცუდი სუნის შანსი. ამის თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად გამოიცვალეთ წინდები ძილის წინ და შეარჩიეთ წყვილი სუნთქვადი მასალა, როგორიცაა ბამბა, ქაშმირი ან ბამბუკი.
- მაღალი ტემპერატურა. თუ თქვენი წინდები არ სუნთქავს, ვაზოდილატაციის შედეგად წარმოქმნილი სითბო არსად წავა, რაც გადახურებას გამოიწვევს.