ფსიქოლოგიური დახმარება

"ჩემი მეგობარი ვაჟი ძალიან არაორგანიზებულია. მუდმივად ადგენს გეგმებს, რომლებიც არასოდეს სრულდება. მაგალითად, ამბობდა, რომ დღესასწაულის დღეებში ბაკურიანში ან გუდაურში წავიდოდით, შემდეგ კი დაივიწყა ეს. მე ვცდილობ, არ ვისაუბრო ამაზე, რათა მასზე ზეწოლა არ მოვახდინო, ხოლო თუ მაინც წამოვიწყებ ლაპარაკს, ყოველთვის ასახელებს რაიმე მიზეზს, რის გამოც გეგმები შეიცვალა: ან სამსახურის გამო, ან ნათესავებს სჭირდებოდათ მისი დახმარება, ან გადაღლილი იყო... მაგრამ ეს ხომ ჩემი გეგმებიც არის. ძალიან მწყინს ეს ყველაფერი. როგორ მოვიქცე?"
ანი, 22 წლის
ალბათ თქვენი მეგობარი ადეკვატურად ვერ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, ყველა გარემოებას. მას ნამდვილად სჯერა, რომ გამონახავს დროს, ფულსა და ძალებს იმისათვის, რომ გეგმა შეასრულოს და გაემგზავროს, მერე კი ირკვევა, რომ რაღაც არასწორად გათვალა. ამიტომ შეეცადეთ, არ უსაყვედუროთ ამის გამო. უმჯობესია უთხრათ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია, წინასწარ განსაზღვროს თავისი შესაძლებლობები და მხოლოდ იმას დაგპირდეთ, რის შესრულებასაც შეძლებს. გარდა ამისა, თქვენი მეგობარი მამაკაცი ალბათ იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც კარგად ეხერხებათ ახალი იდეების მოწოდება, მაგრამ არ აქვთ მათი ცხოვრებაში რეალიზების უნარი. ზოგჯერ ამისათვის შესაძლებლობებიც არ უწყობს ხელს. მაშინ შეძლებთ თქვენი პრობლემის გადაჭრას, თუ "ადმინისტრატორი" გახდებით თქვენს წყვილში, საკუთარ თავზე აიღებთ დასახული გეგმებისა და მიზნების ორგანიზებას, მათ ხორცშესხმას.
"ვერც კი მოვასწარი ახალ სამსახურში მისვლა, რომ სამუშაომ იმედი გამიცრუა. წამოსვლას ვფიქრობ, მაგრამ ვერ ვიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას, რადგან კოლექტივი ნამდვილად ძალიან კარგია! მათთან დაშორება არ მინდა. არ ვიცი, როგორ გავაკეთო არჩევანი."
ზეიკო, 29 წლის
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
გამოსავალი ერთია - ახალი სამსახური უნდა მოძებნოთ. ყველაზე საყვარელი და სიმპათიური კოლეგებიც კი ვერ მოგანიჭებენ სიხარულს, თუ სამუშაოს ვერ მოაქვს თქვენთვის სიამოვნება და ვერ აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნილებებს, ან უფრო მეტიც - ზიზღს იწვევს. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც თქვენ მოგწონთ, მათთან ურთიერთობა ისედაც შეგიძლიათ გააგრძელოთ. ამიტომ თავს ნუ იმართლებთ და ნუ გერიდებათ თქვენი გადაწყვეტილების. თბილად დაემშვიდობეთ თანამშრომლებს. შეგიძლიათ გამოსამშვიდობებელი საღამოც მოაწყოთ, სადაც შეძლებთ უთხრათ მათ, რომ მათთან მუშაობა და ურთიერთობა თქვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო.
"ახლობელი მამაკაცი მყავს. საკმარისია ერთმანეთი დავინახოთ, მაშინვე იფეთქებს ხოლმე ვნება. ყოველი შეხვედრისას ერთი და იგივე მეორდება: შემთხვევით შევხვდებით ერთმანეთს და გრძნობების ტყვეობაში ვვარდებით. მხურვალე ურთიერთობა გვაქვს. მერე კი საშინლად ვჩხუბობთ, სკანდალებს ვაწყობთ. ვიცი, რომ ხასიათით ვერ ვეწყობით ერთმანეთს. როგორ ავიცილოთ თავიდან ასეთი ხაფანგი?"
ელენე, 25 წლის
როდესაც ურთიერთობებში ერთი და იგივე სიტუაცია მრავალჯერ მეორდება, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: ყველაფერი ბოლომდე არ არის გარკვეული. თქვენი რომანი ყოველთვის თავიდან იმიტომ იწყება, რომ თქვენთვის ის არ დამთავრებულა. ახალი შეხვედრები - ეს არის მცდელობა, ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყოს: რაღაც დაუმტკიცოთ ერთმანეთს, ურთიერთობა უფრო სერიოზული გახადოთ, თავიდან აიცილოთ განხეთქილება და ა.შ. შესაბამისად, იმისათვის, რომ აღარ გქონდეთ გულისტკენა, უნდა შეეცადოთ და ან თქვენი ფარული სურვილების რეალიზაცია მოახდინოთ, ან უარი თქვათ მათზე.
"ჩემი დედამთილი დარწმუნებულია, რომ ჩემი გოგონასგან ყაჩაღანას ვზრდი. გამუდმებით მარწმუნებს, რომ უნდა აღვზარდო "ნამდვილი ქალი". გოგონასთვის საჩუქრად მოაქვს ლამაზი კაბები, კატეგორიულად უკრძალავს ხეებზე აძრომას, დაღმართიდან ჩამოსრიალებას, ველოსიპედით სეირნობას, რათა ახალი ტანსაცმელი არ დასვაროს და გააფუჭოს. მე კი ვერ ვხედავ დიდ უბედურებას იმაში, რომ ჩემი გოგონას შარვლებიდან ლაქები არ ამოდის - ის ხომ ჯერ მხოლოდ რვა წლისაა!"
ლიკა, 28 წლის
ყველაზე გონივრულია, გაითვალისწინოთ, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის სურვილები და მოთხოვნილებები. ბავშვებს კი ამ ასაკში ხმაურიანი, სწრაფი თამაშები მოსწონთ. თამაში უმთავრესია ბავშვის განვითარებისთვის. რაც შეეხება ტანსაცმელს, ბავშვები ტანსაცმლის მოხერხებულობას უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე სილამაზეს. გარდა ამისა, მოძრაობითი აქტივობა ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. არ არის საჭირო, გოგონა ძალით გადავაქციოთ თოჯინად.
"ყოფილი შეყვარებული გამუდმებით მირეკავს და საყვედურებით მავსებს, სცენებს მიწყობს. თუმცა საუბარი ყო-ველთვის იმით იწყება, რომ ბოდიშის მოხდა სურს, და იმით მთავრდება, რომ ცრემლებამდე მივყავარ. როგორ შევაჩერო? ~"
მარიკა, 19 წლის
იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მის წინაშე რამე დააშავეთ, მან თავისი ქცევით უკვე დიდი ხანია აიღო რევანში. უბრალოდ, შეწყვიტეთ მასთან ურთიერთობა: არ უპასუხოთ მის ზარს, არ წაიკითხოთ წერილი, არ დაელაპარაკოთ შეხვედრისას. შეცვალეთ მობილური ტელეფონის ნომერი.