სიცოცხლის გახანგრძლივების ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური ასპექტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიცოცხლის გახანგრძლივების ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური ასპექტები

ქვეყნის ისტორია საზოგადოების ნებისმიერი წევრის ცხოვრების ნაწილიცაა და ხშირად მათი ნაღვაწით ივსება. ადამიანის ყოფაში ყველაზე ფასეული მისი ცხოვრებაა. ის მარტო პირადი ინტერესებით კი არ უნდა ცხოვრობდეს, არამედ უნდა მონაწილეობს ქვეყნისა და ხალხის ცხოვრებაში და მისი ცხოვრების წესით დიდი სიხარული უნდა მოჰქონდეს სხვებისთვის.

ადამიანმა თავისი ფუნქცია ღირსეულად რომ შეასრულოს, საჭიროა ჯანმრთელობა და ხანგრძლივი, აქტიური სიცოცხლე. ამის მისაღწევად სამედიცინო მეცნიერებაში შეიქმნა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა გერონტოლოგია და გერიატრიიის.

  • გერონტოლოგია არის მეცნიერება სიცოცხლის გახანგრძლივების შესახებ;

  • გერიატრია გერონტოლოგიის ნაწილია, რომელიც შეისწავლის ხანდაზმულობის პერიოდში დაავადებების თავისებურებებს, მათ გამომწვევ მიზეზებს და მკურნალობის მეთოდებს.

საზოგადოდ, მთელი მედიცინა, განსაკუთრებით კი მედიცინის ეს დარგები, ძირითადად დაბერებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების პრობლემებზე მუშაობენ.

ვიდრე უშუალოდ დაბერების პრობლემებზე გადავიდოდეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბავშვობაში იდება ის პირველი აგური, რომელზეც ადამიანის მთელი ცხოვრება იგება.

ადამიანი ცხოვრების მანძილზე გაივლის განვითარების სხვადასხვა ეტაპს. ამ ეტაპების სწორად გავლა ჯანმრთელი და ხანგრძლივი ცხოვრების საწინდარია.

ადამიანის ცხოვრების ეტაპებია:

  1. ბავშვობა;
  2. პუბერტატული ანუ სქესობრივი მომწიფების პერიოდი;
  3. ცხოვრების მესამე ეტაპი ანუ ადამიანის ცხოვრების შემოდგომა - 45-50 წლიდან ორგანიზმში ჰორმონული ძვრები და ინევოლუციის, ანუ უკუგანვითარების პროცესი იწყება, რასაც ადამიანები სხვადასხვაგვარად ხვდებიან. ბევრი მას მტკივნეულად აღიქვამს და მძიმედ გადააქვს. ზოგი ამ პერიოდში თვითმკვლელობამდეც კი მიდის და ეს რომ არ მოხდეს, უნდა შეიცვალოს სიბერისადმი დამოკიდებულება.

  • სიბერისადმი დამოკიდებულების შეცვლა

მართალია სიბერე რთული ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური პერიოდია, მაგრამ ამ მდგომარეობის დაბალანსება და გალამაზება შესაძლებელია, რაც თვად ადამიანზეა დამოკიდებული.

ხანდაზმული ასკში ადამიანს საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვს დაგროვილი, რისი გამოყენებაც და სიბერის პერიოდის შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდად ქცევა შეუძლია - ამ დროს უკვე პროფესიონალი ხარ, შეგიძლია სწავლა და დაოსტატება განაგრძო და პარალელურად შენ ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გაუზიარო. ერთი სიტყვით, საჭირო ადამიანი ხარ, ეხმარები და ასწავლი ყველას, ვისაც სჭირდება, რაც დიდი სიამოვნებაა. დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გამო საინტერესო მოსაუბრე ხდები, გისმენენ, გეკითხებიან. ამ ასაკში ფინანსურადაც დამოუკიდებელი ხარ, გემოვნებაც ჩამოყალიბებული გაქვს და იცი, რა გიხდება და რა არის შენი შესაფერისი, რომ უკეთესად წარმოჩნდე.

ხანდაზმულობის პერიოდის მოახლოება განსაკუთრებით სუსტი სქესის წარმომადგენლებს აშინებთ, არადა საინტერესო და აქტიური ცხოვრება ამ პერიოდშიც არის შესაძლებელი და ეს თავად ქალზეა დამოკიდებული. ასაკის მიუხედავად, ქალის გული სიყვარულითა და სითბოთი უნდა იყოს სავსე. ამისათვის საჭიროა აქტიურობა, მეგობრებთან, ხალხთან, საზოგადოებასთან ურთიერთობა, კეთილგანწყობის შენარჩუნება, მიზნის არსებობა და საყვარელი საქმით დაკავევბა. ამ შემთხევაში ეს პერიოდი ჰარმონიულად და საინტერესოდ ჩაივლის.

ქართველების ოდითგანვე ადათ-წესად გვქონდა უფროსების, მით უმეტეს, ხანდაზმულების, პატივისცემა და რიდი. ეს ტრადიცია თაობებს გადაეცემოდა და მისი დამსახურებაა, რომ საქართველოში დღესაც მრავლად არის ტრადიციული ოჯახები, სადაც რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს. რასაკვირველია, თუ ახალგაზრდები ცალკე ცხოვრებას მოისურვებენ, ესეც არ არის პრობლემა, ისინიც შთამომავლობას ტრადიციულ ფასეულობებზე გაზრდიან.

  • ასაკობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლა

ერთ-ერთი მითის თანახმად, სიბერე პათოლოგიური პროცესია. მართალია სიბერე ადამიანის ორგანიზმის სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს უკავშირდება, მაგრამ არ არსებობს მჭიდრო კავშირი სიბერესა და ადამიანის კალენდარულ ასაკს შორის, ადამიანები სხვადასხვაგვარად და სხვადასხვა ასაკში ბერდებიან.

აღმოჩენილია სიბერის გენი – ერთნაირი კალენდარული ასაკის ადამიანები სხვადასხვანაირად ბერდებიან, რასაც მშობლებიდან გადმოცემული სიბერის გენი განაპირობებს. ნორმალურია ფიზიოლოგიური პროცესი, როცა კალენდარული ასაკი ბიოლოგიურ მაჩვენებელს შეესაბამება, თუ კალენდარული ასაკი ჩამორჩება ბიოლოგიურ მაჩვენებელს, ეს ნაადრევი სიბერის მაჩვენებელია. საქართველოში ხანშიშესულს უწოდებენ 60-75 წლის ადამიანს, ხოლო ხანდაზმულს - 100-125 წლისას.

საქართველოში ასაკოვან ადამიანებზე ზრუნვა სახელმწიფო დონეზეა აყვანილი. არსებობს მოხუცთა სახლები, ადგილობრივი და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციები, კერძო ქველმოქმედების პრაქტიკაც გვაქვს და ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრებიც.

ერთ-ერთი მოხუცთა სახლი მდებარეობს დედაქალაქის შედარებით ეკოლოგიურად სუფთა რაიონში თბილისის ზღვასთან ახლოს, სადაც მობინადრეებს ნორმალური ცხოვრების პირობები აქვთ. იქ ბევრი ინტელექტუალური ადამიანია, რომლებიც შემოქმედებით მუშაობასაც აგრძელებენ. ხანდაზმულებს, მართალია, ახალგაზრდული ეშხი აღარ აქვთ, მაგრამ ცოდნითა და სიბრძნით გასხივოსნებულები, ძალზე მომხიბვლელები არიან.

  • აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ხანდაზმულ ასაკში

აქტიური შემოქმედებითი უნარის დიდხანს შესანარჩუნებლად ადამიანმა თავად უნდა იზრუნოს. მართალია, არსებობს სახელმწიფო პროგრამები, საყოველთაო დაზღვევა და სხვა, მაგრამ ნათქვამია, რომ ყველაზე კარგი მკურნალი ადამიანისთვის თავისი თავიაო. თავზე ზრუნვაში უპირველეს ყოვლისა იგულისხმება ჯანსაღი ცხოვრების წესი ანუ ფიზიკური და გონებრივი მუშაობა, დღის რეჟიმის დაცვა (ღამის სრულფასოვანი ძილი და სხვა), სწორი კვება, დაავადებათა რისკ ფაქტორების თავიდან აცილება გენეტიკური განწყობის გათვალისწინებით. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ზომიერების ანუ ოქროს შუალედის დაცვა.

მოხუცებულობა ავადმყოფობა არ არის. ავად შეიძლება გახდეს ახალგაზრდაც და მოხუციც. მაგრამ მოხუცების შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის, რომ მათი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი დაქვეითებულია გარემო ფაქტორებისა და ინფექციების მიმართ და ამიტომ ასაკოვან ადამიანებზე ზრუნვა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.

განსხვავებულია მოხუცთა ასაკში დაავადების მიმდინარეობა, სიმპტომები და კვლევის მონაცემები. რაც ახალგაზრდებისთვის ნორმაა, შეიძლება მოხუცებისთვის პათოლოგია იყოს, ან პირიქით. ზოგჯერ ყველა ცვლილებას დაავადებას მიაწერენ, არადა, ეს ასე არ არის. თმის გაჭაღარავება, კანის ელასტიკურობის დაქვეითება, ძილზე მოთხოვნის შემცირება ფიზიოლოგიური პროცესებია და გენეტიკური ფაქტორებითაც არის განპირობებული. მაგალითად, თუ ხანმოკლე ძილი ადამიანის გუნება-განწყობასა და საქმიანობაზე გავლენას არ ახდენს ე.ი. საკმარისია და ნორმად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ თუ ხანმოკლე ძილი ადამიანის გუნებ-განწყობას აქვეითებს და საერთო სისუსტეს იწვევს, მაშინ აუცილებელია ძილის კორექცია.

არტერიული წნევის მეტ-ნაკლები მერყეობა ნორმალურია და ახალგაზრდებში, ორგანიზმის მიერ რეგულირდება (ხდება თვითრეგულაცია). მოხუცებს ეს უნარი უქვეითდებათ, ამიტომ დასახმარებლად ექიმს უნდა მიმართონ.

ხანშიშესულების კვების რეჟიმი, საკვები პროდუქტები, მათი რაოდენობა და ხარისხიც სხვაგვარი უნდა იყოს. ასაკში უნდა შეიზღუდოს ცხოველური ცხიმები, მარილი და გლუკოზის რაოდენობა. უმჯობესია თეთრი ხორცის (ფრინველის ხორცი) მიღება. არ უნდა დაგვავიწყდეს ფიზიკური აქტივობა, ფეხით სიარული, სუფთა ჰაერზე ყოფნა, ოთახის ხშირი განიავება, გრილ ოთახში ძილი. ყოველივე ეს, ჯანმრთელი და ხანგრძლივი ცხოვრების საწინდარია.

  • დაბერების პოზიტიური იმიჯის შექმნა

სიბერეზე ახალგაზრდობიდან უნდა ვიზრუნოთ, რაც ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრებასა და მავნე ჩვევებზე უარის თქმას ნიშნავს. ჩვენ რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ. გლობალიზაციის, ახალი ტექნოლოგიების და ქიმიური საშუალებების წარმოების პროცესებს ვერ შევაჩერებთ, ამიტომ უნდა ვისწავლოთ პრობლემებთან თანაცხოვრება - მნიშვნელოვანია აჩქარებული და დაძაბული დღის სწორად განაწილება, სტრესთან გამკლავება, ახალი ტექნოლოგიების ზომიერი მოხმარება და დასვენებისა და ფიზიკური აქტივობას მონაცვლეობა.

    • იზრუნეთ გარემოს გაჯანსაღებაზე, არ დააბინძუროთ ის, თორემ ცუდად შემოგიბრუნდებათ.
    • არასოდეს გაჩერდეთ უსაქმოდ, იპოვეთ თქვენი ჰობი. თუ სამსახური ახლოს გაქვთ, ნუ გადაადგილდებით ავტომობილით, იარეთ ფეხით, ეს თქვენს ჯანმრთელობასაც წაადგება და გარემოსაც.
    • იზრუნეთ სხეულის მასის ინდექსის ანუ წონის კორექციაზე, ებრძოლეთ ჭარბ წონასა და სიმსუქნეს. ძალზე ღირებულია ასაკოვანი ადამიანების კვების რაციონში ანტიოქსიდანტების ჩართვა.
    • აკეთეთ სიკეთე! ამ ბოლო დროს მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სიკეთის მკეთებელი ადამიანები უფრო ხანგრძლივად ცხოვრობენ.
    • სასურველია, ადამიანმა ასაკში განსაკუთრებით იზრუნოს თავის სულიერ ცხოვრებაზე და ჰყავდეს სულიერი მოძღვარი.

დაბერებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა კომპლექსურ მიდგომას გულისხმობს. სასურველია განათლების პროგრამის გაუმჯობესება, მეცნიერული კვლევების ხელშეწყობა. გადასახედია საპენსიო პროგრამა, პენსიები აუცილებლად დამსახურებისა და ღვაწლის მიხედვით უნდა გაიცეს. მანქანების გამონაბოლქვის წილი გარემოს დაბინძურებაში ცნობილია, ამიტომ უნდა შემუშავდეს პროგრამა, რომელიც განტვირთავს ქალაქს მანქანების მავნე გავლენისაგან. უცხოეთში ამის პრეცენდენტები უკვე არის.

მეცნიერები ინტენსიურად მუშაობენ სიცოცხლის გახანგრძლივების პრობლემებზე და დამაიმედებელი პროგნოზებიც არსებობს. ამბობენ, რომ ადამიანის არსებობა 30-40% განპირობებულია გენეტიკით, დანარჩენი კი – გარემოთი. იმედია, ასრულდება ადამიანების ოცნება სიცოცხლის გახანგრძლივების შესახებ და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 100-125 წელი გახდება, თუ ადამიანი სწორად დაგეგმილი ცხოვრების რიტმით იცხოვრებს.

  • ფსიქოლოგიური განწყობა

ახალგაზრდა ორგანიზმი სწრაფად ეგუება ახალ პირობებს, იოლად იკრებს ძალას გადატანილი სტრესის შემდეგ. ორგანიზმის ეს უნარი თანაბრად ეხება როგორც სხეულს, ისე ფსიქიკასაც, თუმცა ფსიქიკური პროცესების აღდგენა და გაახალგაზრდავება უფრო ადვილია. ამისთვის საჭიროა, ადამიანმა სიახლეები შეიტანოს თავის ყოველდღიურ ყოფაში, შეიცვალოს გარემო, სამუშაო, საცხოვრებელი ადგილი, გაიფართოვოს ნაცნობ-მეგობართა წრე... ყოველი ცვლილება ხვეწს და წვრთნის ადაპტაციის უნარს.

ამ მხრივ გამოირჩევიან შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები – მათი ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, ახალ-ახალი მისწრაფებებით, ამიტომ ისინი უფრო გვიან ბერდებიან.

    • სტრესი

სტრესი დაბერებას აჩქარებს. მყარი ფსიქოლოგიური განწყობა ადამიანისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მან უნდა გააცნობიეროს, რომ არსებობს რაღაც, რისი შეცვლაც შეუძლებელია, შეეგუოს ამას, მშვიდად შეხვდეს ცხოვრების ყოველდღიურ გამოწვევებს. ეს დაეხმარება სტრესის დამანგრეველი ზემოქმედების განეიტრალებაში, დააზოგვინებს სასიცოცხლო ძალას და ენერგიას, რომელიც ესოდენ აუცილებელია სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.

    • ტვინი

ხანდაზმულობასა და დაბერებასთან ბრძოლაში დიდი როლის შესრულება შეუძლია ტვინს. ტვინი ის ორგანოა, რომლის მრავალი საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია, თუმცა, საბედნიეროდ, დადგენილია, რა გზითაა შესაძლებელი ამ საოცარი ორგანოს აქტივობის ზედმიწევნით შენარჩუნება.

ტვინის ოპტიმალური მუშაობის დიდხანს შესანარჩუნებლად, უპირველესად, უნდა გავუფრთხილდეთ მის მკვებავ სისხლძარღვებს და დროულად გავასუფთაოთ ისინი.

ადამიანის ორგანიზმს ანაგვიანებს ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებები, საკვები, წყალი, თამბაქო, ალკოჰოლი, სამკურნალო პრეპარატები. ტვინის მუშაობის აღსადგენად და ფსიქიკური პროცესების გასაუმჯობესებლად აუცილებელია ამ მავნე ნაერთებისგან სისხლძარღვებისა და სისხლის გაწმენდა.

ტვინი ადამიანის ორგანოთაგან ყველაზე მეტ ჟანგბადს მოიხმარს და, ამასთან, ყველაზე მწვავედ რეაგირებს მის უკმარისობაზე.

ტვინისა და, საზოგადოდ, ფსიქიკური ფუნქციების შენარჩუნებას ძალიან უწყობს ხელს მათი რეგულარული ვარჯიში:

  1. ახალი გარემო – ხშირად გამოიცვალეთ გარემო, წადით იქ, სადაც აქამდე არ ყოფილხართ ან ისეთი ადგილები მოინახულეთ, სადაც იშვიათად გიწევთ გავლა: ქალაქის ახალი უბანი, ახალი პარკი, ახალი სავაჭრო ცენტრი, ახალი საკონცერტო დარბაზი ან რესტორანი.
  2. ახალი სურნელი – ეზიარეთ ახალ არომატებს, შეიძინეთ ახალი სუნამო ან სურნელოვანი ნივთები, ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე შეისუნთქეთ ახალი სურნელი – ეს ტვინს გამოაფხიზლებს.
  3. დახუჭეთ თვალები – ბნელ ოთახში ნუ აანთებთ შუქს, იარეთ ისე, რომ მხოლოდ მეხსიერებას ენდოთ. ეს გაავარჯიშებს ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარს. ეცადეთ, შხაპის მიღებისას თვალები დახუჭოთ – როდესაც ვეღარაფერს ხედავთ, სხვა გრძნობებია გამახვილებული.
  4. სამუშაო შეასრულეთ საწინააღმდეგო კიდურით: მარჯვენით, თუ ცაცია ბრძანდებით და მარცხენით – თუ მემარჯვენე.
  5. ხშირად იცვალეთ სამოსი. ერიდეთ ერთფეროვნებას. დადასტურებულია, რომ ტანსაცმლის ცვლა შეგრძნებებთან ერთად აზრებსაც ცვლის.
  6. ეცადეთ, სამსახურში, მაღაზიებში, მეგობრებთან ახალ-ახალი გზებით იაროთ. გზა შესაძლოა გრძელი აღმოჩნდეს, მაგრამ ეს ძალიან არგებს ტვინს.
  7. გჯეროდეთ თქვენი თავის, მაშინაც კი, თუ ისეთ საქმეს შეეჭიდეთ, რომელიც ადრე არასოდეს გიკეთებიათ – ტვინი ყველაზე უკეთ მაშინ აქტიურდება, როცა ზუსტად არ იცის, რა და როგორ უნდა აკეთოს.
  8. ეცადეთ, სტანდარტულ კითხვებზე შაბლონურად არ უპასუხოთ, არასტანდარტული პასუხები მოიფიქრეთ.
  9. გაეცანით უცხო ინფორმაციას და გაიაზრეთ.
  10. გაამრავალფეროვნეთ დასვენება.
  11. ხშირად მოიშველიეთ იუმორი, იხუმრეთ, მოჰყევით სასაცილო ამბებს. ეს გონებრივ შესაძლებლობებთან ერთად, კრეატიულ აზროვნებასაც ავითარებს.

ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე ყველა ვაცნობიერებთ, რომ ახალგაზრდობა მიდის. დრო გადის და თან მიაქვს ჩვენი მომხიბვლელობა და ჯანმრთელობა. ამაზე ყველას სხვადასხვაგვარი რეაქცია აქვს, თუმცა ჯობს, ამ ფაქტს მშვიდად შევხვდეთ – ადრე თუ გვიან ყველა ბერდება. ვეცადოთ, ყველა საშუალება გამოვიყენოთ, რათა მაქსიმალურად გავიხანგრძლივოთ ახალგაზრდობის წლები.

უპირველეს ყოვლისა, მოვიკრიბოთ ნებისყოფა და შევიმუშაოთ გამაჯანსაღებელი პროგრამა. ვავარჯიშოთ ტვინი. გვახსოვდეს, ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები დიდწილადაა დამოკიდებული კვების თავისებურებებზე, ფიზიკურ აქტივობაზე, სრულფასოვან ძილზე, ნერვული სისტემის სიმშვიდეზე.

  • ფსიქოლოგიურად არ დავბერდებით, თუ სიახლეებისადმი ინტერესი არ გაგვინელდება, არ ამოვვარდებით ცხოვრების რიტმიდან, არ დავკარგავთ სიცოცხლის ხალისს, გვეყვარება ადამიანები, ხშირად გავიღიმებთ...
  • იყავით ბრძენი, მიზანდასახული და წლები ვერაფერს დაგაკლებთ!

სიცოცხლის გახანგრძლივების 8 მეცნიერულად დამტკიცებული მეთოდი ცნობილმა ბრიტანელმა ფსიქოლოგმა, ლუიზა ატკინსონმა, თავის მრავალწლიან გამოცდილებასა და უკანასკნელ სამედიცინო კვლევებზე დაყრდნობით, შეადგინა რამდენიმე საკმაოდ მარტივი წესის კრებული, რომელთა დაცვით არა მხოლოდ საგრძნობლად გავიუმჯობესებთ ჯანმრთელობას, არამედ სიცოცხლესაც გავიხანგრძლივებთ.

1 – ერთი ფინჯანი ჩაი დღეში

ერთდროულად რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ჩაიში შემავალი განსაკუთრებული კომპონენტები ხელს უწყობს სტრესის ჰორმონების დაქვეითებას, სისხლძარღვების გამტარობას და 28%-ით ზრდის გადარჩენის შანსს გულის ინფრაქტის შემთხვევაშიც კი.

2 – კოქტეილის ჩხირით სუნთქვა

დღეში თუნდაც 2-3 წუთი დაუთმეთ შემდეგ ვარჯიშს: ჩაისუნთქეთ ღრმად და გრძლად კოქტეილის ჩხირის მეშვეობით. ეს ვარჯიში თქვენს ფილტვებს გააძლიერებს, შეანელებს პულსს და დაბლა დასწევს არტერიულ წნევას.

3 – იარეთ ფეხშიშველმა

მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ყოველდღიურად თუნდაც სულ მცირეხნიანი ფეხშიშველი სეირნობა დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე და აუმჯობესებს მეხსიერებას.

4 – ჭამეთ მეტი ხახვი

ამ ყველაზე ხელმისაწვდომი პროდუქტის 80 გრამსაც კი შეუძლია არსებითად შეამციროს საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი, ასევე, მთლიანობაში, გაამყაროს იმუნიტეტი.

5 – ნუ დატოვებთ მკვეთრი ფერის პროდუქტებს მაცივარში

ოთახის ტემპერატურაზე შენახული ხილი და ბოსტნეული მათ სასარგებლო თვისებებს უნარჩუნებს. განსაკუთრებით, ისეთი მკვეთრი შეფერილობის პროდუქტებს, როგორებიც არის პომიდორი, ნესვი, საზამთრო და გრეიპფრუტი, რომლებიც დიდი რაოდენობით ლიკოპენს და ბეტა-კაროტინს შეიცავს. ამ ნივთიერებების რაოდენობა პროდუქტებში დაბალ ტემპერატურაზე მცირდება.

6 – გაიღიმეთ ფართოდ

ფართოდ ღიმილი ორგანიზმში ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს უშვებს, რომლებიც თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ, რაც, თავის მხრივ, გააუმჯობესებს თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობას. ეს კი უმთავრესი მოქმედი ძალაა იმუნიტეტის ასამაღლებლად.

7 – ლუკმა დაღეჭეთ 20-ჯერ

ლუკმის 20-ჯერ დაღეჭვით თქვენ არა მხოლოდ თავიდან აიცილებთ კალორიებს, არამედ 50%-ით შეამცირებთ დიაბეტის მე-2 ტიპის განვითარებას.

8 – იჭორავეთ რამდენიც გინდათ

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერების კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ მეგობრებთან თუნდაც მხოლოდ 20 წუთი ჭორაობა, ორგანიზმში ჰორმონ პროგესტერონის დონეს ამაღლებს, რაც, თავის მხრივ, ხსნის შფოთვასა და სტრესს.