/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

კოშმარული სიზმრები

კოშმარული სიზმრები
კოშმარული სიზმრები ძილში სიარულთან, საუბარსა და ღამის შიშებთან ერთად პარასომნიური ბუნების ძილის დარღვევებს მიეკუთვნება, რომლებიც ძილის ყველაზე ღრმა

სტადიაში წარმოიშობა. ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 5%-ს ტანჯავს სხვადასხვა მიზეზით განპირობებული ღამის კოშმარები, რომლებიც მათ მოსვენებას გაღვიძების შემდეგაც არ აძლევს - ადამიანი მთელი დღის განმავლობაში ღამით ნანახის უსიამოვნო გავლენისა და ტყვეობის ქვეშ რჩება. რატომ ესიზმრებათ ღამის კოშმარები და რა წარმოადგენს მათ რეალურ საფუძველს? ამის შესახებ ფსიქოლოგი ელზა მესხი გვესაუბრება.

  • ქალბატონო ელზა, რა ფსიქოლოგიური ახსნა აქვს კოშმარულ სიზმრებს და რა წარმოადგენს მათ საფუძველს?

- მეცნიერთა ერთი ნაწილი კოშმარულ სიზმრებს ძილის დროს თავის ტვინის აქტივობათა შემთხვევით ცვლილებას მიაწერს, როდესაც მძინარე ტვინი ქორეოგრაფის მსგავსად ცდილობს საშიში სიუჟეტის მქონე სპექტაკლის დადგმას, მეორენი ასეთი სახის სიზმრებს გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მათ დათრგუნული შიშებისა და სურვილების სიმბოლურ გამოსახულებად მიიჩნევენ, მესამენი ამტკიცებენ, რომ თითოეული მათგანი საშუალებას აძლევს ტვინს, გაიხსენოს რეაქცია უკვე მომხდარ საგანგაშო და ამაღელვებელ სიტუაციაზე.

არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომ ისინი შემთხვევითი ხასიათისანი არიან და არავითარი ღრმა ფესვები არ გააჩნიათ.

  • მიუხედავად მრავალფეროვანი სიუჟეტისა, მაინც ხერხდება ღამის კოშმარების სახეობრივი კლასიფიკაცია.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- დღეისათვის ცნობილია კოშმარული სიზმრის 12 ნაირსახეობა, რომელთაგან სამს ყველაზე ხშირად ხედავენ ადამიანები.

კოშმარული სიზმრის სამი ძირითადი ნაირსახეობაა:

  1. დევნა: ადამიანს ვიღაცა მისდევს და აუცილებლად იმისთვის, რომ რამე დაუშაოს.
  2. შვილის, ახლობელი ადამიანის ან საკუთარი გარდაცვალებაა.
  3. მძინარე ადამიანი ხედავს, რომ არაბუნებრივ გარემოშია, არამიწიერ არსებათა შორის, ან იმყოფება საიქიოში გარდაცვლილ ნაცნობ ან უცნობ ადამიანებთან ერთად.
შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

შესაძლოა, ადამიანი ხედავდეს კოშმარულ სიზმრებს, მაგრამ გამოღვიძებულს აღარ ახსოვდეს. ყველაზე უკეთ იმ კოშმარებს იმახსოვრებენ, რომელთა ნახვის დროსაც ეღვიძებათ. ასეთი შინაარსის სიზმრები ადამიანის ფსიქიკის შეუცნობელი მხარეების ერთგვარი ასახვა, მისი შემოქმედებითი ფანტაზიის ნაყოფია, რის გამოც კოშმარები ყველაზე ხშირად მარჯვენანახევარსფერული, ანუ მხატვრული ნიჭის მქონე ადამიანების ხვედრია. ამგვარი სიზმრებით ხდება ადამიანის ფსიქიკური დისკომფორტის, ემოციური სტრესის, შფოთვისა და შიშის ფონზე მიმდინარე დაავადების გამოვლენაც. ისინი, ჩვეულებრივ, დეპრესიული, საკუთარ თავში დაურწმუნებელი, დაუცველი და დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანების ღამეული თანამგზავრია.

  • რატომ ესიზმრება კოშმარები მხოლოდ ხუთ პროცენტს? თუ განსხვავდებიანკოშმარების მოყვარულები” მათგან, ვისაც ეს არასოდეს განუცდია?

- რატომ ესიზმრება კოშმარები მოსახლეობის მცირე ნაწილს და არა ყველას, ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა მეცნიერები ფიქრობენ, რომ კოშმარები ყველას ესიზმრება, უბრალოდ ყველა ვერ იმახსოვრებს მათ. კოშმარებით დატანჯული ადამიანები ხასიათით ნამდვილად განსხვავდებიან დანარჩენებისგან, კერძოდ, ისინი გაცილებით მეტად უგდებენ ყურს თავიანთ შინაგან შეგრძნებებს, აქვთ გაცილებით ცოცხალი წარმოსახვა და მათი აზრები უმეტესად ნეგატიურია, მაშინაც კი, როცა ამას თვითონვე ხვდებიან. ზოგადად, ეს ზომაზე მეტად გულღია და ძლიერ გულჩვილი ადამიანების ხვედრია.

  • რა უწყობს ხელს ღამის კოშმარებს?

ასევე დაგაინტერესებთ
რა იწვევს უძილობას ორსულობისას
ვარჯიშმა შეიძლება ხელი შეუწყოს უძილობის მკურნალობას

- არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ხელს უწყობს კოშმარულ სიზმრებს. ეს არის ზოგიერთი (უპირატესად - ცხელებით მიმდინარე) დაავადება, გარდამავალი ასაკის სირთულეებით, საცხოვრებელი ადგილის შეცვლით, სამსახურში ან სასწავლებელში არსებული უსიამოვნო სიტუაციით გამოწვეული სტრესი, ცუდი დამოკიდებულება გარესამყაროსთან და ფსიქიკის მატრავმირებელი მოვლენები: მიწისძვრა, თავდასხმა. ამგვარ მოვლენებს შეუძლია, ადამიანში კოშმარული სიზმრების მთელი ციკლიც კი გამოწვიოს. გარდა სტრესისა და განცდებისა, რომელთაც დღის განმავლობაში განვიცდით, კოშმარის მიზეზად შესაძლოა იქცეს ალკოჰოლი, არასასიამოვნო სიუჟეტის მქონე წიგნი, საშინელებათა ჟანრის ფილმი, განსაკუთრებით - თუ ძილის წინ წავიკითხავთ ან ვუყურებთ.

აუცილებელია იმის დადგენა, ღამის კოშმარები ხომ არ უკავშირდება რომელიმე პრეპარატის მიღებას. არ არის გამორიცხული, საშინელი არსება, რომელიც ძილში მოსვენებას გიკარგავთ, სწორედ რომელიმე წამლის ფლაკონში ”იმალებოდეს”, რადგან საკმაოდ ვრცელია იმ სამკურნალო საშუალებათა ნუსხა, რომლებიც სიზმრების შინაარსის, ხარისხისა და ხანგრძლივობის უეცარ, მყისიერ ცვლილებას იწვევს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია წნევის დამწევი საშუალებები. ამგვარი მოქმედების თითქმის ყველა წამალს ახასიათებს უსიამოვნო შინაარსის სიზმრებისადმი ტენდენციის ზრდა. ასეთივე თვისება აქვს პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატებსაც.

ხშირად ექიმები მონსტრების დასამარცხებლად პაციენტებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მიღებას ურჩევენ, რაც ღამის კოშმარებს მართლაც ძლევს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, როდესაც პაციენტებს აღენიშნებათ კარგად გამოხატული ძილის დარღვევა და დიდი ხნის განმავლობაში ესიზმრებათ საშინელი სიზმრები.

ამგვარი ანტიდეპრესანტების დანიშვნისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ზოგჯერ ეს პრეპარატები იმდენად ამოკლებენ ღრმა ძილის ფაზას, რომ სიზმრები სულ მთლად ქრება. ამიტომ ძილის დარღვევის ზოგიერთი ფორმისას ანტიდეპრესანტთა მიღება საერთოდ არ შეიძლება.

გამონაკლისია დეპრესიაში მყოფი ადამიანი, რომელსაც კოშმარები კიდევ უფრო თრგუნავს, ამიტომ უმჯობესიც კია, თუ მკურნალობის პერიოდში სიზმრებს საერთოდ არ ნახავს.

  • უკანასკნელ ხანს გავრცელდა მოსაზრება, რომ კოშმარულ სიზმრებს ერთგვარი სქესობრივი დიმორფიზმი ახასიათებს, რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს?

- ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ ქალები ღამის კოშმარებს მამაკაცებზე ორჯერ უფრო ხშირად ხედავენ. ეს რამდენიმე მიზეზით აიხსნება. უმთავრესი მიზეზი ქალის ორგანიზმში მიმდინრე ყოველთვიური მენსტრუალური ცვლილებებია, უფრო ზუსტად, სხეულის ტემპერატურის ხშირი ცვალებადობა, რომელიც მენსტრუალურ ციკლს ახასიათებს. განსხვავების მიზეზია ისიც, რომ უძილობა გაცილებით ხშირია ქალებში, კოშმარული სიზმრები კი ყველაზე ხშირად, მოგეხსენებათ ძილის დარღვევის თანამდევია. არსებობს მოსაზრება, რომ ქალები ზუსტად იმავე სიხშირით ხედავენ კოშმარებს, როგორითაც მამაკაცები. უბრალოდ, ისინი ყველაფერს კარგად იმახსოვრებენ და ხატოვნადაც ჰყვებიან, მამაკაცებს კი გამოღვიძების შემდეგ სიზმარი აღარ ახსოვთ. ქალების კოშმარები გაცილებით შემზარავი შინაარსისაა და გაცილებით ღრმა კვალს ტოვებს მათ ფსიქიკაზე, რადგან ქალებს მამაკაცებზე მდიდარი ფანტაზია აქვთ და მათზე ემოციურებიც არიან.

  • როდის არის საჭირო სპეციალისტთან მისვლა?

- ეს აუცილებელია მაშინ, როდესაც უსიამოვნო სიზმრები იმდენად ხშირად მეორდება, რომ უძილობის მიზეზად იქცევა - ბევრს უსიამოვნო განცდების გამო ძილი უტყდება, ბევრი კი კოშმარის ნახვის შიშით თვითონვე ამბობს უარს დაძინებაზე.

  • რას ურჩევდით მათ, ვისაც კოშმარული სიზმრები ძილს ხშირად უფრთხობს?

- კოშმარული სიზმრები უმეტეს შემთხვევაში არ წარმოადგენს ფსიქიკურ დარღვევებს, ამიტომ მათთან ბრძოლა შიშველი ხელებითაც შეიძლება. საკმარისია, შთააგონოთ თავს, რომ ყველაფერი რიგზეა და ეს მხოლოდ ცუდი სიზმარია, რომელიც გაღვიძებისთანავე უკვალოდ გაქრება. უნდა შეეცადოთ, გამოღვიძებისთანავე რამენაირად შეცვალოთ ნანახის სცენარი. ამისთვის კარგად გაიხსენეთ ნანახი, მისი შინაარსი და შეეცადეთ, გონებაში ფინალი თქვენთვის მისაღები სიუჟეტით შეცვალოთ, შემდეგ შეცვლილი სცენარი რამდენჯერმე გაიმეორეთ. ამას ყველაფერს დაიმახსოვრებს ტვინის შესაბამისი სტრუქტურები და გაიხსენებს ძილის დროს, რაც აუცილებლად აისახება სიზმრის შინაარსზე.

ღამის კოშმარები ყველაზე ხშირად შინაგანი, გადაუჭრელი ემოციური კონფლიქტების გამოძახილია, ამიტომ აუცილებელია, მათ შესახებ ახლობლებს ესაუბროთ. ასეთ დროს შედეგიანია გულახდილ საუბარს სანდო ადამიანთან, მეგობართან, ფსიქოთერაპევტთან, რათა მათთან ერთად დაადგინოთ, რა დგას ამ სიზმრების უკან.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღამის კოშმარების გამშვები მექანიზმი შიშებია, რომელთაც მრავლობითი სახის მოლოდინი ახლავს, მაგალითად, როდესაც ადამიანი მიდის ჩაბნელებულ ქუჩაში, აქვს შიში, რომ შესაძლოა თავს დაესხას შეიარაღებული თავდამსხმელი, მაგრამ ამისთვის რეალურად საჭიროა თავდამსხმელი. დაძინების შემდეგ ეს განცდები ისე ფორმირდება, რომ ძილში თავდამსხმელი თვითონვე ჩნდება და იწყება ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია: ვხედავთ ყველაზე საშინელ სიუჟეტს, რომლის წარმოდგენაც კი ჩვენს ფანტაზიას შეუძლია.

საკმარისია, შევწყვიტოთ ფიქრი მოსალოდნელ საფრთხეზე, რომ კოშმარებიც გაქრება. გახსოვდეთ, ღამით, სიზმრებში, მთავარი მტერი თქვენი სულის სიღრმეში დამალული შიშია.

კოშმარულ სიზმრებს ერთი დადებითი თვისებაც აქვს: ისინი ერთგვარად ეხმარება ტვინს იმ საგანგაშო და ამაღელვებელი მოვლენების გადატანაში, რომლებსაც შესაძლოა ადამიანი მომავალში გადაეყაროს. ისინი ექსტრემალური სიტუაციების რეპეტიციას წარმოადგენს - მოსალოდნელი საფრთხის ძილში გაცნობის შედეგ ადამიანი უკეთესად უმკლავდება მას რეალურ ცხოვრებაში.

ასე რომ, კოშმარული სიზმრების მეშვეობით ადამიანი სწავლობს, როგორ მოიქცეს რეალურ სტრესულ სიტუაციაში.

შეგიძლიათ, ჩაიტაროთ ხუთსაფეხურიანი ფსიქოლოგიური ვარჯიშიც:

  1. საფეხური პირველი:
    1. დაჯექით მოხერხებულად, მოეშვით. შეგიძლიათ, ამისთვის გამოიყენოთ ნებისმიერი საშუალება, ყველაზე ხშირად კი პაციენტებს ვურჩევთ, შეიგრძნონ საკუთარი სუნთქვა და სწორედ მასზე შეაჩერონ ყურადღება. შეიგრძენით ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. დაბინდეთ გონება ისე, თითქოს დასაძინებლად ემზადებოდეთ.
  2. საფეხური მეორე:
    1. დახუჭეთ თვალები, უყურეთ კოშმარულ სიზმარს ხელახლა და მთლიანად განიცადეთ ის, რასაც ძილში განიცდით, ოღონდ ამ დროს ყურადღება გაამახვილეთ საკუთარ გრძნობებსა და ემოციებზე და არა სიზმრის შინაარსზე.
  3. საფეხური მესამე:
    1. ჩახედეთ შიშს თვალებში, შეიმეცნეთ, რისი გეშინიათ ყველაზე მეტად და რას უფრთხით, განაწყვეთ თავი მის დასამარცხებლად.
  4. საფეხური მეოთხე:
    1. წარმოსახვაში მიეცით საშინელი სიზმრების გმირებს იმის საშუალება, აკეთონ, რაც უნდათ, წარმოიდგინეთ, რომ ამას შორიდან უყურებთ და შემდეგ ყოველივეს ვიღაცას უყვებით.
  5. საფეხური მეხუთე:
    1. კარგად გაიაზრეთ, რას გთავაზობთ კოშმარული სიზმრის ისტორია, რამდენად შეუძლია მას თქვენი ცხოვრების შეცვლა და რამდენად არის ეს შესაძლებელი.

თუ ყოველივეს ბოლომდე გააზრებას შეძლებთ, აუცილებლად იპოვით გზას, კოშმარი თქვენს მოკავშირედ აქციოთ, რათა მისი ხელმეორედ ნახვა ყოველგვარი ნეგატიური გრძნობისა და ემოციის გარეშე შეძლოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ფსიქოლოგია

-გამარჯობა, მაქვს პრობლემა როდესაც გარეთ გავდივარ ტვინი იწყებს იმაზე ფიქრს "ტვალეტი ხომ არ მინდა" და ამის გამო სადაც კი მივდივარ ვცდილობ მოვშარდო რადგან თუ სადმე მომინდა ოდნავადაც კი დავუშვათ საცობში მეწყება პანიკური ფიქრი და ვერ ვმართავ ჩემ ფიქრებს, გონება მეკეტება თითქოს, უკვე 1 წელზე მეტია ასე ვარ, უროლოგთან ვიზიტის შემდეგ ანალიზები ნორმაში მაქვს, ჰიპერაქტიული შადის ბუშტზე წამალი ვსვი და სამწუხაროდ არ მოქმედებს კარგად სავარაუდოდ ფსიქროლოგიური პრობლმეაა, მაინტერესებს ვის შეიძლება მივმართო და თუ არის რამე მედიკამენტი რამაც შეიძლება მიშველოს მაგალითად ანტიდეპრესანტები?

კატეგორია : ფსიქოლოგია

-მოგესალმებიᲗ, არ ვიცი ფსიქოლოგი მესაᲭიროება Თუ ფსიქიატრი, Შინაგანად ცუდაᲗ ვგრᲫნობ Თავს.ხᲨირად გწერᲗ ხოლმე და საკმაოდ კარგ რᲩევებს ვიᲦებ Თქვენგან, რისიც მადლობელი ვარ.მოკლედ აგიხსნიᲗ Ჩემს სიტუაციას, ვცხოვრობ ანტალიაᲨი , ვარ აქ გაᲗხოვილი, ვარ 35 წლის და მყავს 2 წლის Შვილი, ცელქი, ჰიპერაქტიული ზედმეტადაც, საქმე იმაᲨია, Ჩემი Შვილის ქცევები მაᲦიზიანებს, ეს ყაზრო სირბილი,უაზრო მისი გაჯიუტება, უაზრო გაბრაზება, Ხან ᲗავᲨი იტყავს ხელებს რაც მაᲦიზიანებს, ადრეც ირტყავდა ,მერე ბაᲦᲨი მივიყვანეᲗ და გადაეᲩვია, ბაᲦᲨი კარგად ერᲗობოდა, ახლა მე არ ვმუᲨაობ სახლᲨი ვარ და ბაᲦიდან გამოვიყვანეᲗ( კერᲫო ბაᲦᲨი დაგვყვავდა) მოკლედ ნერვებს ვერ ვᲗოკავ და ვუყვირი, ყველაფერზე ვᲦიზიანდები,ვზრდიᲗ მხოლოდ მე და მეუᲦლე, მეუᲦლე მეხმარება, ეᲗამაᲨება ბავᲨვს მაგრამ Ჩვენც ასაკᲨი ვარᲗ მე 35 ის 37, დასვენება გვინდა ამ დროს უცელქესი ბავᲨვი გყვავს, მე სულ ცემაᲨი გამზარდა დედაᲩემმა და არ მინდა მეც ისეᲗი დედა ვიყო როგორც დედაᲩემი მაგრამ ვერ ვᲗოკავ Თავს, ვუყვირი ბავᲨვს,მინდება ხანდახან დავარტყა, გავგლიჯო არ ვიცი სიფსიხე მაწვება, მერე Ღრმად ვსუნᲗქავ და Თავს ვᲗოკავ მაგრამ Ძალიან ვუყვირი წყობიდან გამოვდივარ, რა გავაკეᲗო?არ მინდა ვუყვირო და მიᲗუმეტეს ვურტყა, გვურილის Ჩაის ვსვამ რომ დავმᲨვიდდე გᲗხოვᲗ მიᲗხრაᲗ ნევროზი მაქვს? Თუ უფრო რᲗულად მაქვს საქმე?

კატეგორია : ფსიქოლოგია

გამარჯობათ, ვარ 24 წლის გოგო, არ ვიცი მაინც გეტყვით რომ ფსიქიატრის დანიშნულებით ვსვამ მეათე თვეა ციტოლესს.. კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა ადრეც და ახლაც სულ ვიბნევი, კერძოდ სხვის ქცევებს ვერ ვიღებ სწორად, ანუ არ ვიცი რა არის სწორი,მეგობრული, ფლირტი და ა.შ მაგალითად, პირველად ჩავედი ჩემს ნათესავთან და იქ სომხურად საუბრობნდნე რაც არ ვიცი, მხოლოდ რუსული მესმის და ერთი ბიჭი მომეწონა თუმცა სუფრაზე ხელი გადამხვია და ცუდი რეაქცია მქონდა, მან მიპასუხა როგორც დაიკო ისე შემოგხედეო ამიტომ ძმაკაცურად უხეშად დავუდექი და აჰა მოდი გადავიღოთ ფოტო თქო. მერე ვიტირე და მასაც ბოდიში მოვუხადე და მითხრა დაივიწყეო.. საქმე იმაშია რომ მომეწონა და ეს ჟესტი ცუდად მივიღე და მგონი დავაფრთხე, იქ წესია ასეთი რომ ჩემს ნათესავ ბიჭს უნდა უთხრან თუ მე მოვეწონე და ჩვეულებრივად ვწერ ამ ბიჭს თუმცა თვითონ არ მწერს პირველი. ახლახანს ჩავედიდ ა მეორე დღეს მოვიდა ჩამეხუტა როგორ ხარო, მის გვერდით წინაზე რომ ვიჯექი ავდექი და ახლა ის რომ ჯდება მერე დგება და მიდის;დ წამოსვლისას ისიც იქ იყო და ჩამეხუტა გამიღიმა თბილად და რომ მივწერე რუსულად ვერ გწერ სწორად ბოდიში მეთქი ქართულად მომწერე მე გადავთარგმნიო მაგრამ მგონია რომ ვინუჟდენი მიბრუნებს პასუხებს რადგან ჩემი ნათესავის ბავშვობის ძმაკაცია და მე ხომ მათ სახლში მივდივარ სტუმრად არ ვიცი( მგონია რომ ვეტენები ყველაზე ასე ვარ ხოლმე და ამიტომ მივწერე რომ მგონია გავაფუჭე ჩვენი ურთიერთობა და რასც ვფიქრობდი ის.. არათავდაჯერებულობის ბრალია ? არ ვიცი რა მეშვლება ამხელა გოგოს :( მასაც შეიძლება მოვწონდე თუ მე მეჩვენება? მეორე დღესვე იქ რომ გაჩნდა გამიკვირდა და მივწერე რომ უნდა მეთქვა რომ ჩამოვედი და გამიხარდა რომ გნახე თქო, მეც გამიხარდა შეხვედრაო ასევეო და ახლა ნასვამი ვარ ხვალ დავილაპარაკოთო მაგრამ არ მოუწერია არაფერი, გუშინ რომ ჩამეხუტა წამოსვლისას რუსულად მითხარიო რამეო და ვერაფერი მოვიფიქრე დავიბენი და დღეს მივწერე...

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კოშმარული სიზმრები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები