"გული რომ არ ამჩქარებოდა, ღამღამობით ზოგჯერ წამომჯდარს მეძინა"- 3 ინგრედიენტისგან დასამზადებელი ნარევი, რომელიც ტაქიკარდიისას ეფექტურია

ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან შემომიტია ტაქიკარდიამ. გული რომ არ ამჩქარებოდა, ღამღამობით ზოგჯერ წამომჯდარს მეძინა. შემდეგ მეგობარმა მომიმზადა ეს ნახარში, რომელიც ძალიან მომიხდა:
- აიღეთ 2 სუფრის კოვზი გულყვითელას დაქუცმაცებული ყვავილი, 2 სუფრის კოვზი ბარამბოს ფოთოლი, 3 სუფრის კოვზი პიტნის ფოთოლი. 3 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე, წამოადუღეთ, 1 წუთი გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ გადმოდგით და კიდევ 1 საათი აცადეთ. ბოლოს გადაწურეთ. გაყავით 3 თანაბარ ულუფად და მიიღეთ ჭამიდან ჭამამდე შუალედებში. მკურნალობის კურსია 2 კვირა.
ნუნუ ფიცხელაური, ახმეტა