მატიტელა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მატიტელა

ჩვეულებრივ, 10-20 სმ-მდე იზრდება, თუმცა მისმა სიმაღლემ შეიძლება 50 სმ-საც მიაღწიოს. მატიტელა ივლისიდან ყინვების დაწყებამდე ყვავილობს. აქვს მცირე ზომის კაკლისებრი ნაყოფი. ყვავილობის შემდეგ მცენარის ღერო მკვრივდება. არავინ იცის, სად არის მატიტელას სამშობლო, რადგან ის პრაქტიკულად ყველგან ხარობს, გარდა შორეული (უკიდურესი) ჩრდილოეთისა, უდაბნოებისა და ნახევარუდაბნოებისა.

მას წააწყდებით ეზოებში, გზისპირებზე და ბილიკების გასწვრივ, ნაგავსაყრელებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. მატიტელათი დაფარული ფეხბურთის მოედანი განსაკუთრებით რბილი და ლამაზია - მწვანე ხავერდოვან ხალიჩას წააგავს. ხტომისა და სირბილის დროს ადამიანის ფეხი ვერ აზიანებს მატიტელას, რადგან მცენარეს ელასტიკური ბოჭკოები იცავს.

შემადგენლობა და სამკურნალო თვისებები

მატიტელა ძვირფასი სამკურნალო მცენარეა. მას აგროვებენ ყვავილობის დაწყებიდან დასრულებამდე. გადაყვავილებული მცენარის გამკვრივებული ღეროები სამკურნალოდ აღარ გამოდგება. გასახმობად ის ჩრდილში, სუფთა ჰაერზე, თხელ ფენად უნდა გაიფინოს და დროდადრო გადაბრუნდეს.

მატიტელას მეტისმეტად გამოშრობა არ არის რეკომენდებული. გახმობის შემდეგ მცენარეს, ჩვეულებრივ, გადაარჩევენ ხოლმე - ყვითელ და ყავისფერ ფოთლებსა და ღეროებს ყრიან. მატიტელა შეიცავს A, C, K ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, შაქრებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებს, მფრინავ ალკალოიდებს, პექტინებს, ეთერზეთებს და სხვა. მის ნაყენსა და ნახარშს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ლპობის საწინააღმდეგო და შარდმდენი მოქმედება. იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას, ოდნავ აქვეითებს არტერიულ წნევას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ზრდის სისხლის შედედების სიჩქარეს, ამცირებს ლორწოვანი გარსებიდან სისხლდენას, ორგანიზმიდან გამოაქვს წიდა და სხვა მავნე ნივთიერებები, ხელს უშლის მინერალური მარილების კრისტალიზაციის პროცესს საშარდე გზებში, ამაღლებს იმუნიტეტს.

მატიტელას სამკურნალო თვისებებს მხოლოდ ხალხური მედიცინა როდი აღიარებს - ამ მცენარის პრეპარატებს დასავლეთ ევროპის მრავალი ქვეყნის ოფიციალური მედიცინაც წარმატებით იყენებს. მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია მატიტელას განსაკუთრებული უნარი - ის სხვა შარდმდენ საშუალებებთან ერთად შლის თირკმელებში არსებულ კენჭებს, ქვიშად აქცევს მათ და ორგანიზმიდან შეუმჩნევლად გამოაქვს.

ხალხური მედიცინა მატიტელას ნახარშს არა მხოლოდ შარდკენჭოვანი დაავადების, არამედ თირკმელებისა და შარდის ბუშტის, ღვიძლისა და კუჭის სამკურნალოდაც იყენებს. ეფექტიანია ნაღველკენჭოვანი დაავადების დროსაც. არის შემთხვევები, როცა მატიტელას წყალობით საოპერაციო პაციენტებს ნაღვლის ბუშტში მთლიანად ეშლებათ კენჭები.

ნებისმიერ შემთხვევაში, კენჭოვანი პათოლოგიების მკურნალობა ექიმთან შეთანხმებით უნდა მოხდეს, რადგან შესაძლოა, „კენჭების თვითნებურად დაძვრამ“ სერიოზული პრობლებემი შეუქმნას ადამიანს.

  • ნახარშის მომზადების წესი

ერთ სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი, გადაწურეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ. ხალხური მედიცინა მატიტელას, ჩვეულებრივ, სხვა მცენარეებთან კომბინირებულად იყენებს.

ფილტვის ანთების, პლევრიტისა და ბრონქიტის დროს

აიღეთ 15-15 გრამი მატიტელა, ვირისტერფას ფოთოლი და დიდგულას ყვავილი, წვრილად დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. ერთ სადილის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15-20 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

მატიტელას გამოყენება არ შეიძლება ორსულთათვის, აგრეთვე - შარდის ბუშტისა და თირკმლის დაავადებათა გამწვავებისას; ეკრძალებათ მათ, ვისაც გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, აღენიშნება სისხლის შედედების მომატება ან მიდრეკილია თრომბოფლებიტისკენ.