ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარების მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარების მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

ან სანაღვლე სადინარებში (ქოლედოქოლითიაზი) კენჭების წარმოქმნა.

ნაღველკენჭოვანი დაავადებისთვის ნიშნეულია ნაღვლის სინთეზისა და ცირკულაციის დარღვევა ჰეპატობილიარულ სისტემაში ქოლესტერინის ან ბილირუბინის ცვლის დარღვევის მიზეზით, რის გამოც სანაღვლე სადინარებსა და ნაღვლის ბუშტში კენჭები ფორმირდება.

ნაღველკენჭოვანი დაავადება საშიშია მძიმე გართულებების განვითარების გამო, რადგანაც დიდია ლეტალობის ალბათობა.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ნარველკენჭოვანი დაავადება?

რისკფაქტორებია:

  • ხანდაზმული ასაკი;
  • ქოლესტერინისა და ბილირუბინის ცვლაზე მოქმედი მედიკამენტების მიღება;
  • კვების რეჟიმის დარღვევა (სიმსუქნე, მკვეთრი გახდომა, შიმშილი, სისხლში ქოლესტერინისა და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების მომატებული დონე, ჰიპერტრიგლიცერინემია);
  • მრავლობითი ორსულობა;
  • ნივთიერებათა ცვლისა და ენდოკრინოლოგიური დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ფერმენტოპათია, მეტაბოლური სინდრომი);
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების დაავადებები (კრონის დაავადება, თორმეტგოჯა ნაწლავის და სანაღვლე სადინარის დივერტიკული, ნაღვლის გამომტანი გზების ინფექცია);
  • პოსტოპერაციული მდგომარეობა (კუჭის რეზექციის, ღეროვანი ვაგოექტომიის შემდგომი მდგომარეობა).

ნაღველკენჭოვანი დაავადება უფრო ხშირად უვითარდებათ ქალებს.

რა არის კენჭების წარმოქმნის მიზეზი?

ორგანიზმში ნაღვლის კომპონენტების რაოდენობრივი თანაფარდობის დარღვევისას მყარი წარმონაქმნები ფორმირდება, რომლებიც დაავადების მიმდინარეობისას იზრდება და წარმოიქმნება კენჭები. ყველაზე ხშირად გვხვდება ქოლელითიაზი ქოლესტერინის ცვლის დარღვევისას (ნაღველში მისი ჭარბი შემცველობისას).

ქოლესტერინის სიჭარბეს შემდეგი ფაქტორები იწვევს:

  • სიმსუქნე და დიდი რაოდენობით ქოლესტერინის შემცველი პროდუქტების მიღება;
  • ნაღვლის მჟავების რაოდენობის დაქვეითება;
  • ფოსფოლიპიდების რაოდენობის დაქვეითება, რომლებიც ნაღვლის მჟავების მსგავსად არ აძლევს ქოლესტერინსა და ბილირუბინს მყარ მდგომარეობაში გადასვლისა და დალექვის საშუალებას;
  • ნაღვლის ცირკულაციის სისტემაში შეგუბებითი მოვლენები (ნაღვლის შედედება).

ნაღვლის შედედებას, თავის მხრივ, შეიძლება ჰქონდეს მექანიკური და ფუნქციური ხასიათი.

მექანიკური შეგუბების დროს ნაღვლის ბუშტიდან ნაღვლის გამოდენა ფერხდება (სიმსივნე, შეხორცება, გადაგრეხა, ახლომდებარე ორგანოების და ლიმფური კვანძების გადიდება, ნაწიბურები, ანთება სადინარის კედლის შეშუპებით, სტრიქტურები).

ფუნქციური დარღვევა დაკავშირებულია ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის გამომტანი გზების მოტორიკის დარღვევით.

ნაღველკენჭოვანი დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ინფექციამ, ბილიარული სისტემის ორგანოების ანთებამ, ალერგიულმა რეაქციებმა, აუტოიმუნურმა მდგომარეობამ.

რამდენი სახის კენჭი არსებობს?

ნაღვლის კენჭები მრავალფეროვანია ზომით, ფორმითა და რაოდენობით (ერთი კონკრემენტიდან ასეულამდე), მაგრამ ისინი იყოფა ქოლესტერინულად და პიგმენტურად (ბილირუბინული).

ქოლესტერინული კენჭები მოყვითალო ფერისაა. კენჭების თითქმის 80% ამგვარია.

მუქი ყავისფერი, თითქმის შავი ფერი ფორმირდება ნაღველში ბილირუბინის სიჭარბისას, რაც თავს იჩენს ღვიძლის ფუნქციური დარღვევებისას, ხშირი ჰემოლიზის, ნაღვლის გზების ინფექციური დაავადებებისას.

როგორია ნაღველკენჭოვანი დაავადების გამოვლინება?

დაავადების სიმპტომატიკა დამოკიდებულია კენჭის ლოკალიზაციასა და ზომაზე.

დამახასიათებელია ტკივილის სიმპტომი - ნაღვლოვანი ან ღვიძლის ჭვალი, გამოხატული, მწვავე, უეცრად აღმოცენებული ტკივილი მარჯვენა ფერქვეშა მიდამოში, რომელიც მჭრელი და მჩხვლეტავია. რამდენიმე საათში ტკივილი საბოლოოდ კონცენტრირდება ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეში. შეიძლება ირადიაცია განიცადოს ზურგში, მარჯვენა ბეჭქვეშ, კისერში, მარჯვენა მხარში, შეიძლება ირადირდეს გულის არეში და გამოიწვიოს სტენოკარდია.

ტკივილი აღმოცენდება ცხარე, მჟავე, შემწვარი, ცხიმიანი პროდუქტების, ალკოჰოლის მიღების შემდეგ, სტრესის, მძიმე ფიზიკური დატვირთვის, ხანგრძლივად მოხრილი მუშაობის დროს.

რა არის ტკივილის სინდრომის განვითარების მიზეზი?

კონკრემენტების მიერ ნაღვლის ბუშტის კედლის გაღიზიანებაზე ან ნაღვლის გამომყოფი გზების ობტურაციისას ნაღვლის ჭარბი რაოდენობის შედეგად ბუშტის გაჭიმვაზე ვითარდება რეფლექსური პასუხი - ნაღვლის ბუშტისა და სადინარების მუსკულატურის სპაზმი.

ნაღვლის სადინარის დახშობისას, გლობალური ქოლესტაზის დროს, ფართოვდება ღვიძლის სადინარები, ორგანო იზრდება მოცულობით, იჭიმება კაფსულა და ვითარდება ტკივილი. მას მუდმივი, ყრუ ხასიათი აქვს და თან ახლავს მარჯვენა ფერდქვეშა არეში სიმძიმის შეგრძნება.

თანმხლები სიმპტომებია:

  • გულისრევა;
  • ღებინება, რომელსაც შვება არ მოქვს. ღებინება არის რეფლექსური პასუხი თორმეტგოჯა ნაწლავის დვრილის ირგვლივი მიდამოს გაღიზიანებაზე. თუ ანთებითი პროცესი კუჭუკანა ჯირკვლის ქსოვილებსაც მოიცავს, ღებინება შეიძლება იყოს ხშირი.

ინტოქსიკაციის სიმძიმის მიხედვით შესაძლებელია ტემპერატურის მომატება სუბფებრილური ციფრებიდან გამოხატულ ცხელებამდე. კონკრემენტის მიერ ნაღვლის საერთო სადინარის დახშობისას და ოდის სფინქტერის გაუვალობის დროს აღინიშნება ობტურაციული სიყვითლე და განავლის გაუფერულება.

როგორია დიაგნოსტიკა?

კანზე აღინიშნება ქსანტემები. ობტურაციული სიყვითლის დროს დამახასიათებელია კანისა და სკლერების მოყვითალო-მოყავისფრო ფერი.

სისხლის საერთო ანალიზი კლინიკური გამწვავების დროს აჩვენებს არასპეციფიკური ანთების ნიშნებს - ლეიკოციტოზს, ედს-ის ზომიერ მატებას.

სისხლის ბიოქიმიური კვლევით ვლინდება ჰიპერქოლესტერინემია და ჰიპერბილირუბინემია, ტუტე ფოსტფატაზას აქტივობის მომატება.

დიაგნოსტიკა

ტარდება ქოლეცისტოგრაფია, ნაღვლის ბუშტის ექოსკოპია, ნაღვლის ბუშტისა და სადინარების ვიზუალიზაცია ხდება მაგნიტურ-რეზონანსული კვლევითა და კომპიუტერული ტომოგრაფიით. ნაღვლის ცირკულაციის დარღვევის გამოსავლენად ინფორმაციულია ბილიარული სისტემის სცინტიგრაფია და ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია.

რა გართულებები შეიძლება განვითარდეს ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს?

ყველაზე ხშირი გართულებაა ნაღვლის ბუშტის ანთება (მწვავე და ქრონიკული) და კონკრემენტით ნაღვლის გამომყოფი გზების ობსტრუქცია. სანაღვლე გზების სანათურის დახშობამ კუჭუკანა ჯირკვალში შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ბილიარული პანკრეატიტი. ასევე ხშირი გართულებაა ქოლანგიტი.

როგორია მკურნალობა?

ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობისას, თუ არ აღინიშნება გართულებები, სპეციფიკური მკურნალობა შესაძლოა, არც იყოს საჭირო.

თუ ვითარდება მწვავე ან ქრონიკული კალკულოზური ქოლეცისტიტი, ნაჩვენებია ნაღვლის ბუშტის როგორც კენჭების წარმოქმნის წყაროს ამოკვეთა. ქოლეცისტექტომია ლაპაროსკოპიულად გაკეთდება თუ ღია წესით, დამოკიდებულია ორგანიზმის მდგომარეობაზე, ნაღვლის ბუშტის კედლების და ირგვლივ მდებარე ქსოვილების პათოლოგიურ ცვლილებებზე, კონკრემენტის ზომაზე.

ცოტა რამ კენჭის დაშლის მეთოდებზე

არსებობს კონკრემენტის დაშლის მეთოდი პრეპარატებით, თუმცა ასეთი თერაპია ნაღველკენჭოვან დაავადებებს არ კურნავს და დროთა განმავლობაში შეიძლება ახალი კენჭები წარმოიქმნას.

კენჭის დაშლის კიდევ ერთი მეთოდია დარტყმით-ტალღოვანი ლითოტრიფსია, რომელიც მხოლოდ ერთეული კონკრემენტის დროს გამოიყენება, როდესაც არ აღინიშნება ნაღვლის ბუშტისა და სადინარების ანთება.

რამდენად შესაძლებელია ნაღველკენჭოვანი დაავადების პროფილაქტიკა?

პროფილაქტიკა გულისხმობს ქოლესტერინემიის, ბილირუბინემიისა და ნაღვლის შეგუბების ხელშემწყობი ფაქტორების მოშორებას.

დაბალანსებული კვება, სხეულის ნორმალური მასა, ცხოვრების აქტიური წესი რეგულარული ფიზიკური დატვირტვით ხელს უშლის ცვლით დარღვევებს, ბილიარული სისტემის დაავადების დროული აღმოჩენა და მკურნალობა კი ნაღვლის შეგუბების ალბათობას შეამცირებს. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მათ, ვისაც კენჭის წარმოქმნის მიმართ გენეტიკური განწყობა აქვს.

ნაღვლის ბუშტში კენჭის არსებობის დროს ტკივილის შეტევის პროფილაქტიკა იქნება მკაცრი დიეტის დაცვა, წონის კორექცია, საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება. კონკრემენტის ნაღვლის ბუშტიდან სადინარში შესაძლო გადაადგილების ასარიდებლად მოხრილმა არ უნდა იმუშაოთ.