ნაღველკენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტები ოპერაციაზე ხშირად სასწრაფო ჩვენებებით ხვდებიან - შეიძლება, რომ დაავადება ოპერაციის გარეშე დავამარცხოთ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაღველკენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტები ოპერაციაზე ხშირად სასწრაფო ჩვენებებით ხვდებიან - შეიძლება, რომ დაავადება ოპერაციის გარეშე დავამარცხოთ?

თუ დაავადება არაფრით მჟღავნდება და ქვები ნაღვლის ბუშტში უხმოდ წვანან, შეიძლება, მათ ხელი არც კი ვახლოთ. ნაღველკენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტებისთვის მთავარი საექიმო მსჯავრი ცხოვრების ჯანსაღი რეჟიმისა და მკაცრი დიეტის დაცვაა. აკრძალულია ცხარე, ცხიმიანი, შემწვარი და შებოლილი საკვები.

არცთუ დიდი ქოლესტერინული ქვების დაშლას ზოგჯერ სამკურნალო პრეპარატებით ცდილობენ - ქენოდეოქსიქოლინის მჟავათი და ურსოფალკით.

ასეთი მკურნალობა ხანგრძლივია - კურსი თითქმის მთელი წელი გრძელდება, ძვირია და, სამწუხაროდ, ყოველთვის არ მოაქვს სასურველი შედეგი. რამდენიმე წლის შემდეგ პაციენტთა უმრავლესობას ქვები ისევ უჩნდება. გარდა ამისა, ასეთ მკურნალობას გართულებებიც შეიძლება მოჰყვეს - ეს პრეპარატები არცთუ იშვიათად ღვიძლის უჯრედებს აზიანებენ.

ერთეული მცირე ზომის ქვები შეიძლება დარტყმითი ტალღით დაიშალოს. ამ დროს ქვები მცირე (1-2 მმ) ზომის ნაწილებად იშლება, რომლებიც თავად ტოვებენ ორგანიზმს. პროცედურა უმტკივნეულოა, ადვილად ასატანი და შეიძლება ამბულატორიულადაც ჩატარდეს.

ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს კატეგორიულად უკუნაჩვენებია ნაღველმდენი ფიტოპრეპარატების გამოყენება - ამან შესაძლოა ქვების მიგრაცია გამოიწვიოს და მეტად სახიფათო გართულებამდე მიგვიყვანოს. ამავე მიზეზით დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ მინერალური წყლების გამოყენებასაც. თუ ქვები დიდია და ნაღვლოვანი კოლიკის შეტევა - ხშირი, ჯობს, პაციენტი საოპერაციო მაგიდაზე დაწვეს.

ნაღველკენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტები ოპერაციაზე ხშირად სასწრაფო ჩვენებებით ხვდებიან, ესე იგი მაშინ, როცა ნაღვლის ბუშტის ამოღება, ქოლეცისტექტომია, სასიცოცხლოდ აუცილებელია. ასე ხდება მწვავე ქოლეცისტიტის დროს, რომელიც შეიძლება პერიტონიტით (მუცლის ფარის ანთებით) გართულდეს, ასევე - პანკრეატიტისა და სანაღვლე გზების დახშობის შემთხვევებში.

ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს ოქროს სტანდარტად ითვლება “უსისხლო”, ლაპაროსკოპიული ოპერაცია: ქირურგი ნაღვლის ბუშტს მუცლის წინა კედელზე გაკეთებული მცირე ზომის ხვრელიდან იღებს.

ამ დროს კანზე ოპერაციის ნაკვალევი თითქმის არ რჩება. ავადმყოფები, ჩვეულებრივ, ოპერაციის მეორე დღესვე ეწერებიან სახლში და სწრაფად უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

წაიკითხეთ სრულად