/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

აუცილებელია თუ არა ოპერაცია, როცა ნაღვლის ბუშტში კენჭია

როცა ნაღვლის ბუშტში 15 მმ-იანი კენჭი გაქვს, აუცილებელია თუ არა ოპერაცია? რა შეიძლება გამოიწვიოს მან? შეიძლება თუ არა კენჭის გაქრობა მკურნალობით?

სტატისტიკის მიხედვით, ნაღვლოვანი ქვები მსოფლიოში ყოველ მეხუთე ადამიანს აქვს. ქალებში ნაღველკენჭოვანი დაავადება მამაკაცებზე ორჯერ ხშირად გვხვდება. ამის მიზეზია ქალური ჰორმონები - ესტროგენები, რომლებიც ანელებენ ნაღვლის გამოყოფას.

  • როგორ მოვიქცეთ, თუ ქვები აღმოგვაჩნდა? ნუთუ არ არსებობს ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის ალტერნატივა?

ნაღვლის ბუშტი - ეს მცირე ზომის ტომსიკაა, რომელიც ღვიძლზეა მიმაგრებული. მასში გროვდება ნაღველი - რთული შემადგენლობის ხსნარი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში საკვებთან ერთად მიღებული ცხიმების დასაშლელად. გარდა ამისა, ნაღველი პასუხისმგებელია ნაწლავში ნორმალური მიკროფლორის შენარჩუნებაზე. თუ ნაღველი შეგუბდა ან მისი შემადგენლობა შეიცვალა, ნაღვლის ბუშტის ფუნქციობა ფერხდება და მის სადინარებში ქვები ჩნდება.

დაავადების წარმოქმნას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ნაკლებმოძრავმა ცხოვრების წესმა, რომლის დროსაც ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესები ნელდება. მაგრამ რისკის ჯგუფში შედიან უმთავრესად ის ადამიანები, რომლებიც არარეგულარულად იკვებებიან, ასევე - ჭარბი ქოლესტერინის შემცველი ცხიმიანი საკვების მოყვარულები. ასეთი ადამიანების ყოველ კვებას თან სდევს ნაღვლის შემადგენლობის ცვლილება, ამ დროს კი ქვების წარმოქმნის ალბათობა მრავალჯერ იზრდება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

შემადგენლობის მიხედვით ნაღვლის ქვები შეიძლება იყოს ქოლესტერინული, პიგმენტური, თუ ისინი წარმოიქმნა ნაღვლის შემაფერადებელი ნივთიერებისგან - ბილირუბინისგან და დანალექი, თუ მათში ძირითადად კალციუმის მარილებია. ხშირად გვხვდება 0,1 მილიმეტრიდან 3-5 სანტიმეტრამდე ზომის ნარევი ქვები.

სანამ ქვა პატარაა და მშვიდად წევს ნაღვლის ბუშტში, ადამიანი შესაძლოა ვერც კი ხვდებოდეს, რომ ავად არის. პირველი დამაფიქრებელი ნიშნები, რომელთა გამოც შეიძლება ვიეჭვოთ ნაღველკენჭოვანი დაავადების არსებობა, მარჯვენა ნეკნთაქვეშა არეში სიმძიმის, პირში სიცხარის და ჭამის შემდეგ გულისრევის შეგრძნებებია.

სიტუაცია იცვლება, როცა ქვა ნაღვლის ბუშტის სადინარში ხვდება და ახშობს მას. ნაღვლის ნაწლავში გადადენის პროცესი ირღვევა, ნაღვლის ბუშტის კედლები იწელება და ადამიანი გრძნობს ძლიერ ტკივილს მარჯვენა ნეკნთაქვეშა ან მუცლის ზედა მიდამოებში. ტკივილი შეიძლება გადაეცემოდეს ზურგში, მარჯვენა ხელში, მარჯვენა ლავიწის მიდამოში. ჩნდება გულისრევის შეგრძნება ან იწყება ღებინება. ასეთ შეტევას ექიმები ნაღვლოვან კოლიკას უწოდებენ. ტკივილი შესაძლოა არც ისე ძლიერი იყოს და არცთუ იშვიათად თავისთავად ყუჩდება, მაგრამ მისი წარმოშობა უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ორგანიზმში “ქვათაცვენა” დაიწყო და ადამიანმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

ქვებს, რომლებმაც დამოუკიდებლად დაიწყეს ცურვა, შეუძლიათ ნაღვლის დენის შეჩერება და შედეგად ნაღვლის ბუშტის ანთების - ქოლეცისტიტის, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების - პანკრეატიტის ან მექანიკური სიყვითლის გამოწვევა.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ ვარ 25 წლის ბიჭი და გუშინ გავიკეთე სისხლის ანალიზი ჩემი გადაწყვეტილებით იმიტომ რომ მქონდა კუჭის შეკრულობა საშინელი ეხლა იმდენად აგარ რაც გასტრიტოლის წვეთების კეტილეპტის და მეზინფორტეს დალევა დავიწყე. მქონდა ასევე საშინელი ტკივილი მუცლის ზედა მარცხენა მხარეს ნეკნებ ქვეშ საშინელი ტკივილი. ეხლა იმდენად აღარ. ანრა არის მუცლის მაგნაწილშიდა როგორცვე ცოტა რაგაცას შევჭამ თითქოს და ტონა ჭამაო. რაც შეეეხებააა ჩემსს სისხლის ანალიზსსსს ერითროციტები მააქვსს მომატებული შედეგი 6.19 და ნორმა 5.9 წერია .ასევე ჰემოგლობინი 17.8 წერია შედეგიდა ნორმა 17.5 ..ასევე მაქ ეოზინოფილის პროცენტი 0.5 და ნორმაა 1-5 წერია და გვერძე წერია რომდაბალი მაჩვენებელია და და თვითონ ეოზინოფილი და არა ეოზინოფილის პროცენტი (ორიწერია ) ეგ მააქვს 0.03 და ნორმა 0.044 -0.5 წერიაა დააა ძან ავნერვიიულდი რატომ მაქვს ეს ეოზინოფილი დაბალიდა რისი მანიშნებელია? ან ერითროციტების და ჰემოგლობინის მატება რიიისი ნიშანიააა (ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ ).</p>

“დახედვით” ნაღველკენჭოვანი დაავადების დიაგნოზის დასმა ყველაზე გამოცდილ ექიმსაც გაუჭირდება. ამისთვის საჭიროა დამატებითი კვლევა - მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია, ხოლო უფრო რთულ შემთხვევებში - რენტგენოლოგიური კვლევა სანაღვლე გზებში სპეციალური კონტრასტული ნივთიერების შეყვანით.

სადღეისოდ არსებობს კიდევ ერთი სახის კვლევა, რომელიც ექიმს საშუალებას აძლევს, საკუთარი თვალით დაინახოს ქვები - ეს ქოლედოქოსკოპიაა. ეს სადიაგნოსტიკო პროცედურები ექიმს ქვების ზომის, მათი განლაგების შეფასების საშუალებას აძლევს, რაც აუცილებელია დაავადების შემდგომი განვითარების პროგნოზირებისა და მკურნალობის მართებული სტრატეგიის შემუშავებისთვის.

ნაღვლის ქვებისგან თქვენი გათავისუფლება მხოლოდ ქირურგს შეუძლია! თუმცა, თუ დაავადება არაფრით მჟღავნდება და ქვები ნაღვლის ბუშტში უხმოდ წვანან, შეიძლება, მათ ხელი არც კი ვახლოთ.

ნაღველკენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტებისთვის მთავარი საექიმო მსჯავრი ცხოვრების ჯანსაღი რეჟიმისა და მკაცრი დიეტის დაცვაა. აკრძალულია ცხარე, ცხიმიანი, შემწვარი და შებოლილი საკვები.

არცთუ დიდი ქოლესტერინული ქვების დაშლას ზოგჯერ სამკურნალო პრეპარატებით ცდილობენ - ქენოდეოქსიქოლინის მჟავათი და ურსოფალკით. ასეთი მკურნალობა ხანგრძლივია - კურსი თითქმის მთელი წელი გრძელდება, ძვირია და, სამწუხაროდ, ყოველთვის არ მოაქვს სასურველი შედეგი. რამდენიმე წლის შემდეგ პაციენტთა უმრავლესობას ქვები ისევ უჩნდება. გარდა ამისა, ასეთ მკურნალობას გართულებებიც შეიძლება მოჰყვეს - ეს პრეპარატები არცთუ იშვიათად ღვიძლის უჯრედებს აზიანებენ.

ერთეული მცირე ზომის ქვები შეიძლება დარტყმითი ტალღით დაიშალოს. ამ დროს ქვები მცირე (1-2 მმ) ზომის ნაწილებად იშლება, რომლებიც თავად ტოვებენ ორგანიზმს. პროცედურა უმტკივნეულოა, ადვილად ასატანი და შეიძლება ამბულატორიულადაც ჩატარდეს.

ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს კატეგორიულად უკუნაჩვენებია ნაღველმდენი ფიტოპრეპარატების გამოყენება - ამან შესაძლოა ქვების მიგრაცია გამოიწვიოს და მეტად სახიფათო გართულებამდე მიგვიყვანოს. ამავე მიზეზით დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ მინერალური წყლების გამოყენებასაც.

თუ ქვები დიდია და ნაღვლოვანი კოლიკის შეტევა - ხშირი, ჯობს, პაციენტი საოპერაციო მაგიდაზე დაწვეს. ნაღველკენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტები ოპერაციაზე ხშირად სასწრაფო ჩვენებებით ხვდებიან, ესე იგი მაშინ, როცა ნაღვლის ბუშტის ამოღება, ქოლეცისტექტომია, სასიცოცხლოდ აუცილებელია. ასე ხდება მწვავე ქოლეცისტიტის დროს, რომელიც შეიძლება პერიტონიტით (მუცლის ფარის ანთებით) გართულდეს, ასევე - პანკრეატიტისა და სანაღვლე გზების დახშობის შემთხვევებში. ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს ოქროს სტანდარტად ითვლება “უსისხლო”, ლაპაროსკოპიული ოპერაცია: ქირურგი ნაღვლის ბუშტს მუცლის წინა კედელზე გაკეთებული მცირე ზომის ხვრელიდან იღებს. ამ დროს კანზე ოპერაციის ნაკვალევი თითქმის არ რჩება. ავადმყოფები, ჩვეულებრივ, ოპერაციის მეორე დღესვე ეწერებიან სახლში და სწრაფად უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

  • ბევრს აწუხებს კითხვა: შესაძლებელია თუ არა სრულფასოვანი ცხოვრება ნაღვლის ბუშტის გარეშე?

ექიმები ამტკიცებენ, რომ ქოლეცისტექტომია ცხოვრების ხარისხს არ აქვეითებს. ნაღვლის ბუშტის დანიშნულებაა ნაღვლის შენახვა საკვების მიღების მომენტამდე. ის სასიცოცხლოდ აუცილებელი მხოლოდ ქვის ხანის ადამიანებისთვის გახლდათ, რომლებიც სუფრას მხოლოდ წარმატებული ნადირობის შემდეგ მიუსხდებოდნენ (რაც ყოველდღიურად არ ხდებოდა) და სიამოვნებით სანსლავდნენ მონადირებული მამონტის ნახევარს. თანამედროვე ადამიანს კი სულაც არ სჭირდება ამგვარი კვება “მარაგის შესაქმნელად”, ამიტომ ნაღვლის ბუშტის უქონლობა არაფრით აისახება მისი ორგანიზმის ცხოველქმედებაზე.

კომენტარები (7)
ლიკა
გამარჯობა, ანუ ნაღველში კენჭები არ იშლება?და აუცილებელია ოპერაცია?
თარიღი : 12-07-2019
ნინო.
ლევანის, კერძოდ რა გართულებებს ?
თარიღი : 06-01-2019
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

საჭმლის მონელების პრობლემების 11 ტიპი - სიმპტომები და მკურნალობა

საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები ჩნდება საჭმლის მომნელებელი სისტემის და მისი ორგანოების დარღვევების დროს.
სრულად
7 საუკეთესო საკვები ყაბზობის შესამსუბუქებლად

კარგად დაბალანსებული დიეტა თამაშობს გადამწყვეტ როლს ჯანსაღი და რეგულარული საჭმლის მომნელებელი სისტემის შენარჩუნებაში.
სრულად
რა არის გაღიზიანებული ნაწლავის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები?

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს მსხვილ ნაწლავზე.
სრულად
დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების 50%-ს აქვს  ბაქტერია Helicobacter pylori. მეცნიერები გვახსენებენ ბაქტერიას, რომელიც იწვევს კუჭის კიბოს

ამ პათოგენის აღმოჩენისთვის მეცნიერებს ნობელის პრემია მიენიჭა. დღეს ეს ბაქტერია კუჭის კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება.
სრულად
გულძმარვა და პირში  მწარე გემო შეიძლება მიუთითებდეს კუჭის წყლულზე

მკურნალობის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია დიეტის დაცვა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
სრულად
ღვიძლის პრობლემების სადიაგნოსტიკო ნიშნები

მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლის დაავადებების დიაგნოსტირება სპეციალური კვლევების გარეშე შესაძლებელია მხოლოდ დაავადების გვიან ეტაპებზე,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

აუცილებელია თუ არა ოპერაცია, როცა ნაღვლის ბუშტში კენჭია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები