/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

ზაფრანა

ზაფრანა
ზაფრანა სანელებლების მეფედ არის აღიარებული და მთელ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულია. არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ ის არის უძველესი სანელებელი.

სახელწოდება ”ზაფრანა” წარმოდგება არაბული სიტყვისგან ”ზა-ფრან”, რაც ნიშნავს ”იყო ყვითელი”. საკუთრივ მცენარის ყვავილი ღია იისფერია, ხოლო ბუტკოს სამი სურნელოვანი დინგი, რომელიც, ფაქტობრივად, გამოიყენება სანელებლად - ნარინჯისფერ-მოწითალო.

დინგების შეგროვება სექტემბერ-ნოემბერში ხდება: მათ ყვავილებს გაფურჩქვნისთანავე აცლიან და უმალვე აშრობენ. 100 000 ყვავილიდან საშუალოდ 1 კგ სანელებელს იღებენ. ყველაზე მაღალხარისხოვანი მუქი წითელი ფერის ან მოწითალო-მოყავისფრო ზაფრანაა. მას აქვს მძაფრი და საუცხოო სურნელი, ოდნავ მომწარო და ასევე გამორჩეული გემო.

  • ცოტა რამ ისტორიიდან

ზაფრანის სამშობლოდ მცირე აზია, ახლო აღმოსავლეთი და ინდოეთი მიიჩნევა. ეს სანელებელი ჯერ კიდევ შუმერულ წყაროებშია მოხსენიებული. ფინიკიელები თურმე წარმატებით ვაჭრობდნენ ამ სანელებლით ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში. ზაფრანის სამკურნალო თვისებების შესახებ ინფორმაცია მრავლად მოიპოვება ჩინურ და ეგვიპტურ სამედიცინო წყაროებშიც, რომლებიც შესაბამისად ძვ. წ. აღ.-ით 2600 და 1500 წლებით თარიღდება. ამ სანელებელს იყენებდნენ როგორც ძვირად ღირებულ წამალს და ნელსურნელებას. მას, როგორც საგანგებო და ძვირფას საჩუქარს, მიართმევდნენ ხოლმე იმპერატორებს, მეფეებსა და მღვდელმთავრებს. ძველი რომაელები ამ მცენარით კატარაქტას მკურნალობდნენ. მდიდარი რომაელებისთვის ზაფრანა ფუფუნების საგანი იყო. მისგან ამზადებდნენ სურნელოვან წყალს, ზეთსა და საცხს. გაბატონებული იყო შეხედულება, რომ ზაფრანას შხამის დათრგუნვის უნარი ჰქონდა. ზაფრანისფერი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით შემოსვა სიმდიდრის ნიშნად ითვლებოდა.

რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ზაფრანისადმი ინტერესი შენელდა. ესპანელები პირველი ევროპელები იყვნენ, რომლებმაც ზაფრანის მოშენება დაიწყეს (ყველაზე ცნობილი პლანტაციები მადრიდის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო გაშენებული). ესპანეთში ზაფრანა IX საუკუნეში არაბთა წყალობით მოხვდა, იქიდან კი საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში გავრცელდა. დღეს ეს მცენარე მოჰყავთ საბერძნეთში, იტალიასა და ირანში, კავკასიასა და უკრაინაში.

  • ქიმიური შედგენილობა

ახალმოკრეფილი ზაფრანა შეიცავს კაროტინოიდული ბუნების გლიკოზიდს პროტოკროცინს, რომელიც გახმობისას შედარებით მარტივ გლიკოზიდებს - კროცინსა და პიკროკროცინს წარმოქმნის. კროცინი წარმოადგენს საღებავ ნივთიერებას. სწორედ ის აძლევს ზაფრანას სპეციფიკურ ყვითელ ფერს. პიკროკროცინი მომწარო ნივთიერებაა. ზაფრანის ეთერზეთის ძირითადი კომპონენტია საფრონალი. გარდა ამ ნივთიერებისა, ზაფრანის ეთერზეთი შეიცავს პინენსა და ცინეოლს. მცენარის დინგი მდიდარია ლიკოპენით, კაროტინით, B ჯგუფის ვიტამინებით, ფლავონოიდებით, ცხიმოვანი და აზოტოვანი ნაერთებით, შეიცავს წყალს, შაქარს, ცვილს, კალიუმს, კალციუმს.

  • სამკურნალო თვისებები

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

ზაფრანას დამწვრობის სამკურნალოდ ჯერ კიდევ ავიცენას დროს იყენებდნენ. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, ანადგურებს მავნე ნივთიერებებს, რომლებიც ასაკთან ერთად უფრო და უფრო მრავლად წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში. ზაფრანის მცირე რაოდენობით გამოყენება აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ხალხური მედიცინა ზაფრანას იყენებს როგორც ტკივ¬ილგამაყუჩებელ, შარდმდენ, ოფლმდენ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და საგულე საშუალებას. რეკომენდებულია მადის გასაუმჯობესებლად, ღვიძლისა და კუჭის დაავადებათა სამკურნალოდ, ძლიერი ხველის შეტევების მოსახსნელად.

გარდა ამისა, ზაფრანას ახასიათებს მატონიზებელი თვისება, კვებავს ორგანიზმის უჯრედებს, ძირითადად - სისხლს, წმენდს შარდის ბუშტსა და თირკმელებს, აუმჯობესებს სახის ფერს, ამაგრებს გულის კუნთს, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სასუნთქ და ნერვულ სისტემებზე. ამაღლებს გუნება-განწყობას, ხალისსა და სასიცოცხლო ტონუსს მატებს ადამიანს. მისი საფენები კარგია თავის ტკივილისაგან თავდასაღწევად, თაფლთან ერთად მას თირკმელებსა და შარდის ბუშტში არსებული კენჭების დასაშლელად იყენებენ, ცხელ რძესთან კომბინაციაში კი ხელს უწყობს ტვინის მუშაობას, მეხსიერებისა და მგრძნობელობის გაუმჯობესებას.

ასევე დაგაინტერესებთ
რომელი მცენარეები გვიცავს კიბოსგან - "მწვანე კედელი" კანცეროგენების წინააღმდეგ
თვალებისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტები - ზაფრანა მხედველობის შენარჩუნებას უწყობს ხელს

ფარმაცევტულ წარმოებაში ზაფრანა ტინქტურების, ექსტრაქტებისა და თვალის წვეთების დასამზადებლად გამოიყენება.

ზაფრანის გამოყენება აკრძალულია ორსულობის პერიოდში - შესაძლოა, აბორტი გამოიწვიოს!

კომენტარები (3)
ნინო
სტატიაში რომელ მცენარეზეცაა საუბარი ის არის ზაფრანა, რომელიც საქართველოში არ არის გავრცელებული და არც სანელებლად ვხმარობთ. ფოტოზე კი არის იმერული ზაფრანა, რომელიც აბსოლუტურად სხვა მცენარეა და მთელ საქართველოში ტრადიციულად გამოიყენება როგორც ერთერთი საუკეთესო სუნელი
თარიღი : 22-03-2017
თამარი
აქ ნაჩვენები ყვითელი ყვავილია და მას საქართველოში სუნელებში ვხმარობთ,მაგრამ ნამდვილი ზაფერანა ასე ჰქვია იტალიაში ,იასამნისფერი ნაზი დავალი ყვავილია მას შუა გულში ძაფებივით ყვიტელ წამონაზარდებს აძრობენ და ასე აგროვებენ ,მოავთ კულტურაში და ძალიან ძვირად ღირებულია კილო ათასობით ევრო ღირს აშრობენ და ქვავენ სანელბლებში ხმარობენ.
თარიღი : 08-10-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ზაფრანა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები