ასისთავა წონის მომატებაში დაგეხმარებათ

გთავაზობთ საშუალებას, რომელიც მადის გაძლიერებით სასურველ კილოგრამებს შეგმატებთ. ამისთვის საჭიროა, შეიძინოთ მცენარე ასისთავა, მისი ნახარშით კი სპირტზე დაამზადოთ ნაყენი:
ასისთავას ბალახის ნაყენი:
1 სადილის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თბილად შეფუთეთ და დააყენეთ ნახევარი საათი, შემდეგ გაწურეთ. უნდა დაილიოს 1 სადილის კოვზით 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ასისთავას ბალახის ნახარში ასე მზადდება:
2 სადილის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში, გაწურეთ, შეავსეთ მდუღარე წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ასისთავას ბალახის სპირტზე ნაყენი ასე მზადდება:
აიღეთ 20 გრამი დაქუცმაცებული ბალახი, დაასხით 40%-იანი სპირტი, დააყენეთ 7-14 დღე, ყოველდღე რამდენჯერმე შეანჯღრიეთ, გაწურეთ. მიიღეთ 15-20 წვეთი ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.