/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მკურნალობის მეთოდები

მკურნალობის 20 უცნაური მეთოდი

მკურნალობის 20 უცნაური მეთოდი
ჰიპოკრატეს დროიდან მოყოლებული, “არ ავნო” მედიცინის მთავარ პრინციპად მიიჩნევა, თუმცა

არცთუ დიდი ხნის წინ ექიმები და სხვა სპეციალისტები საკმაოდ ხშირად იყენებდნენ მკურნალობის ფრიად საეჭვო მეთოდებს, მათ შორის - ისეთებსაც, რომლებიც დღეს არა მარტო უეფექტოდ, არამედ სახიფათოდაც კი ითვლება.

1. დაობებული პური

  • ძველ ეგვიპტეში დაობებული პური ჭრილობების სადეზინფექციოდ გამოიყენებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის ეს მეთოდი მეტად უცნაურია, მასში არის საღი აზრის მარცვალი.

ცნობილმა ფრანგმა მიკრობიოლოგმა ლუი პასტერმა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი სახეობის სოკო, რომლებიც პენიცილინს გამოყოფს, მართლაც თრგუნავს ბაქტერიების გამრავლებას, თუმცა ფაქტია ისიც, რომ ობიან პურში მხოლოდ პენიცილინის გამომყოფი სოკოები არ იზრდება.

2. მეტამფეტამინი

  • ეს მეთოდი პოპულარული გახდა ადოლფ ჰიტლერის წყალობით, რომელიც იპოქონდრიით იყო შეპყრობილი. ფიურერს ექიმი უკეთებდა ვიტამინების ინექციას, რომლებსაც ზოგჯერ ამ ნარკოტიკულ ნივთიერებას ამატებდა.

ეს ინექციები ჰიტლერს საშუალებას აძლევდა, “ენერგიული, ყურადღებიანი, აქტიური და სასიამოვნო მოსაუბრე ყოფილიყო და მრავალი საათის განმავლობაში ეფხიზლა”. შემდეგ ნაცისტებმა ამ წამლის გამოყენება სამხედროებთანაც დაიწყეს ახალი ტიპის, მოუღლელი მკვლელების შესაქმნელად.

3. აირები ქილებში

  • შუა საუკუნეების ექიმები მიიჩნევდნენ, რომ “მსგავსი მსგავსით იკურნება” და შავი ჭირის გავრცელებისას, რომელიც, როგორც მაშინ ეგონათ, სასიკვდილო ანაორთქლებისგან წარმოიქმნებოდა - პაციენტებს ურჩევდნენ, შეეგროვებინათ საკუთარი ნაწლავური აირები ქილებში და ხშირად შეესუნთქათ.

4. მკვდარი თაგვი

  • ძველი ეგვიპტელები მკვდარი თაგვებისგან დამზადებულ მალამოებს კბილის ტკივილის დროს ღრძილებში შესაზელად ხმარობდნენ.

მკვდარი თაგვებით მკურნალობდნენ ელისაბედის ეპოქის ინგლისშიც - შუაზე გაჭრილ თაგვს მეჭეჭებზე იდებდნენ მათ მოსაცილებლად. თაგვებს იყენებდნენ ღამის შარდშეუკავებლობის, ყივანახველის, ჩუტყვავილასა და წითელას სამკურნალოდაც.

5. ნიანგის ექსკრემენტები

ამფიბიის გამომშრალი გამონაყოფი საშოში შეჰყავდათ, სადაც სხეულის ტემპერატურა მათ არბილებდა. მიიჩნეოდა, რომ ეს სპერმატოზოიდებისთვის გადაულახავი დაბრკოლება იყო. ამავე მიზნით იყენებდნენ ხის წვენს, ლიმონს, შალს, ზღვის ვარსკვლავსა და სპილოს ექსკრემენტებს.

6. დარიშხანი

  • მიუხედავად იმისა, რომ დარიშხანი შხამია, მას მრავალი საუკუნის განმავლობაში წამლადაც იყენებდნენ ჩინელი ექიმები, ევროპაში კი ის მე-18 საუკუნის დამლევს მალარიის, სიფილისის, ართრიტისა და დიაბეტის სამკურნალო საშუალებების ძირითადი ინგრედიენტი იყო.
შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ.გამიკეთდა ბერა თითის რეპლანტაცია.თითი მოკვეთილი მქონდა ფრჩხილსა და სახსარს შორის.რა მკურნალობას მირჩევთ ნერვები რომ აღსდგეს?ან თუ არის შანს რომ აღდგეს?</p>

ვიქტორიანული ეპოქის ქალბატონები დარიშხანს კოსმეტიკურ საშუალებადაც ხმარობდნენ.

7. გველის ზეთი

  • ჩინური წყლის გველის ზეთით ჩინური მედიცინა საუკუნეების განმავლობაში მკურნალობდა სახსრების ტკივილს.

სხვათა შორის, მას დღემდე იყენებენ. სადღეისოდ გველები ომეგა-3-ისა და სხვა იმ ცხიმმჟავების წყაროდ არის მიჩნეული, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.

8. უროსკოპია

  • შუა საუკუნეების ევროპაში ექიმები დიაგნოზს სვამდნენ უროსკოპიის საფუძველზე, უბრალო ენით რომ ვთქვათ, პაციენტების შარდის დათვალიერების გზით.

ზოგიერთ პაციენტს თავად მიჰქონდა საკუთარი შარდი, ზოგიერთი კი მსახურის ხელით გზავნიდა საანალიზოდ. ექიმი ყურადღებას აქცევდა შარდის სუნს, ფერს, კონსისტენციას და არცთუ იშვიათად გემოსაც უსინჯავდა.

9. მარიანის ღვინო

  • ეს ღვინო 1863 წელს გამოიგონა იტალიელმა ქიმიკოსმა ანჯელო მარიანიმ. მატონიზებელი სასმელი ღვინისა და კოკას ფოთლებისგან შედგებოდა. მან მალე მოიპოვა პოპულარობა, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ კოკას ფოთლები კოკაინს შეიცავს.

რეკლამა ამტკიცებდა, რომ მარიანის ღვინო 8000-მა ექიმმა მოიწონა და რომ ის “გადაღლილი მამაკაცებისთვის, სუსტი ქალებისთვის და ავადმყოფი ბავშვებისთვის იყო სასარგებლო”.

მარიანის ღვინოს სიამოვნებით აგემოვნებდნენ თომას ედისონი, დედოფალი ვიქტორია, რომის პაპი პიუს მე-10 და სხვები. მოგვიანებით ამერიკელმა აფთიაქარმა ჯონ პემბერტონმა შექმნა მსგავსი ნაყენი, რომელიც კოკა-კოლას წინამორბედი გახდა.

10. დიაგნოსტიკა ცხვრის ღვიძლით

  • სისხლის ანალიზი და რენტგენის სხივები არცთუ დიდი ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი. მათ აღმოჩენამდე ექიმები დიაგნოსტირების მეტად უჩვეულო ხერხებს მიმართავდნენ. მაგალითად, მესოპოტამიაში პაციენტის ჯანმრთელობაზე იმ ცხვრის ღვიძლის მიხედვით მსჯელობდნენ, რომელსაც ავადმყოფი მსხვერპლად სწირავდა.

იმხანად ღვიძლი მიიჩნეოდა ადამიანის სისხლის ანუ სიცოცხლის წყაროდ.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

იგემეთ ხრაშუნა პური - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იგემეთ ხრაშუნა პური

ხრაშუნა პურები ერთმანეთისგან განსხვავდება არა მხოლოდ შემადგენლობით (რომელი ბურღულისგან არის დამზადებული), არამედ ფორმითაც (მრგვალი კვერები, მართკუთხა ფირფიტები).

როგორ მზადდება ხრაშუნა პური

ექსტრუზიული პურის შემადგენლობაში შედის მხოლოდ სასარგებლო მარცვლეული: ხორბალი, წიწიბურა, სიმინდი, ქერი. ის არ შეიცავს მავნე დანამატებს, მოდიფიცირებულ სახამებელს, კონსერვანტებს, საფუარს, ანტიდამჟანგავებს და სხვა.

ექსტრუზიის არსი ასეთია: თავდაპირველად ამზადებენ ნედლეულს, რომელსაც დაახლოებით ნახევარი საათით ალბობენ წყალში (გამონაკლისია სიმინდი, რომელსაც 12 საათი სჭირდება), რათა მარცვალი გაჯირჯვდეს და მისი მაგარი გარსი დალბეს. გაჯირჯვებულ მასას ათავსებენ სპეციალურ მოწყობილობაში, რომელსაც ექსტრუდერი ეწოდება. ექსტრუდერში ის მაღალი წნევისა და ტემპერატურის (3000ც) პირობებში დაახლოებით 8 წამს ყოვნდება. მარცვლებში დაგროვილი წყალი უმალ გარდაიქმნება ორთქლად, ხეთქავს მარცვლებს და მათ გაფურჩქვნა-გადმობრუნებას იწვევს.

ფაქტობრივად, ექსტრუზიით მიიღება ჩვენებური ბატიბუტიც (იგივე პოპკორნი), იმ განსხვავებით, რომ ბატიბუტის დასამზადებელ აპარატში გადაფურჩქნილ სიმინდს მეტი სივრცე აქვს და თავისუფლად ცვივა, მაშინ როცა კლასიკურ ექსტრუდერში შექმნილი მაღალი წნევის გამო დახეთქილი მარცვლები ერთმანეთს ეწებება და ერთგვარ დაპრესილ ბრიკეტს წარმოქმნის.

ხრაშუნა პური, სახელწოდების შესაბამისად, უნდა იყოს ხრაშუნა, მშრალი და ადვილად იფხვნებოდეს. ზომაზე მეტად გამომწვარ პურს ხორკლიანი ზედაპირი აქვს, მაშინ როცა საუკეთესოდ აფეთქებული მარცვლეულის ფირფიტები მარცვლების არათანაბარი დიამეტრისა და არერთგვაროვანი შეწებების გამო სიმყიფითა და სიმსუბუქით გამოირჩევა.

ხრაშუნა პურის შემადგენლობა

ხრაშუნა პური გაჯერებულია ნახშირწყლებით, უჯრედისით, საკვები ბოჭკოებით, უჯერი და პოლიუჯერი ამინმჟავებით. მისი განსაკუთრებული კვებითი ღირებულება განპირობებულია E (ტოკოფეროლი) და A (რეტინოლი) ვიტამინების, ბეტა-კაროტინის, B1, B2 და PP (ნიაცინი) ვიტამინების სიუხვით. მიკროელემენტებიდან აღსანიშნავია რკინის, კალიუმის, კალციუმის, ნატრიუმის, მაგნიუმისა და ფოსფორის შემცველობა.

რა სარგებლობა მოაქვს ხრაშუნა პურს

სასარგებლოა მხოლოდ სუფთა მარცვლეულისგან დამზადებული “ნამდვილი” ხრაშუნა პური და არა მასთან მიმსგავსებული ნაწარმი, რომელიც, ფაქტობრივად, ორცხობილას მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული ჩვეულებრივი პურია. მართალია, ნაკლებ საფუარს შეიცავს და უკეთაც არის გამომშრალი, მაგრამ გაჯერებულია საკვები დანამატებით, სანელებლებითა და არომატიზატორებით. მის შემადგენლობაში შედის მშრალი რძეც.

ნამდვილი ხრაშუნა პური კი სულ სხვა პროდუქტია. მისი დამზადების ტექნოლოგია ისეთია, რომ საფუვრის, შაქრის, კონსერვანტების და სხვა დანამატების გამოყენებას გამორიცხავს. ამრიგად, წარწერა “ხრაშუნა პურმა” არ შეგაცდინოთ, დააკვირდით საკუთრივ პროდუქტს და მაშინვე მიხვდებით, ნამდვილი ხრაშუნა პურია თუ არა.

ნამდვილი ხრაშუნა პური დიეტური, ჯანსაღი და ძალზე სასარგებლო პროდუქტია. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს იმუნიტეტს, ორგანიზმიდან გამოაქვს წიდები და ტოქსინები, მრავალი პათოლოგიის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა.

  • ხორბლის ხრაშუნა პური სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის.
  • წიწიბურას ნაწარმი ამაღლებს ჰემოგლობინის დონეს სისხლში, შესაბამისად, მეტად ეფექტურია ანემიის (სისხლნაკლებობის) დროს.
  • ქერისგან დამზადებული ხრაშუნა პური ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს არის სასარგებლო.
  • შვრიის ხრაშუნა პური დერმატიტებსა და თირკმლის პათოლოგიებს უხდება. კარგია გაციების დროსაც იმუნიტეტის ასამაღლებლად.
  • ბრინჯის ნაწარმი რეკომენდებულია ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიებით დაავადებულთათვის.

წონის დაკლების მსურველთათვის

ხრაშუნა პურის კალორიულობა ჩვეულებრივის ანალოგიურია, თუმცა საფუვრიანი პურისგან მას განასხვავებს უჯრედისის და “ხანგრძლივი” ნახშირწყლების მაღალი შემცველობა, რის წყალობითაც ადვილი ასათვისებელია და სწრაფადაც ანაყრებს. ხრაშუნა პურის უჯრედისი აფერხებს კალორიების ათვისებას, ამიტომ ის, მიუხედავად მაღალი კალორიულობისა, წონის კლების ხელშემწყობი შესანიშნავი საშუალებაა.

გახდომის მსურველებმა, სასურველია, დღეში 3-5 ცალი მიირთვან, რათა მიიღონ 35 გრამი უჯრედისი და დაწვან 245 კკალორია. ორგანიზმს არაფერს ავნებთ, პირიქით, არგებთ კიდეც, თუ დროებით უარს იტყვით თეთრ პურზე, ფუნთუშებსა და ბატონებზე და ხრაშუნა პურზე გადახვალთ. თუ მას უცხიმო ხაჭოს, მწვანილსა და ბოსტნეულსაც მიაშველებთ, ორგანიზმს უფრო მეტ სარგებლობას მოუტანთ.

ყველაზე ნაკლებკალორიულია ჭვავის ხრაშუნა პური. მასში ბევრი ამინმჟავაა, რომლებიც ხელს უწყობს ჭარბი ცხიმის წვას.