/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

როგორ აღვიდგინოთ ორგანიზმში მინერალების დეფიციტი

ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ

ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის წყალთან ერთად აუცილებელია მინერალური ნივთიერებებიც. ენდოკრინოლოგების შეფასებით, ადამიანის ორგანიზმისთვის მინერალების მნიშვნელობა შეუფასებელია.

"მინერალური ნივთიერებები შედის ფერმენტების და ჰორმონების შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. ძვლოვანი ქსოვილის შენებაში მთავარ ელემენტებს წარმოადგენს კალციუმი და ფოსფორი. მინერალები ორგანიზმს ესაჭიროება სხვადასხვა რაოდენობით. მათი ნაკლებობა იწვევს სისხლის წარმოქმნის, იმუნური, ენდოკრინული, რეპროდუქციული და ძვლოვანი სისტემების ფუნქციონირების დარღვევას," - განმარტავენ სპეციალისტები.

ორგანიზმი საჭირო მინერალებით შეიძლება შევივსოთ სხვადასხვა კატეგორიის საკვები პროდუქტით, ასევე ყოველდღიურად მივიღოთ მინერალური წყალი. ზუსტად რა არის სასარგებლო მინერალურ წყალში და ზოგადად, რა როლი აქვს მინერალებს ორგანიზმის გაჯანსაღებასა და გაძლიერებაში, გვესაუბრება ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთი ასათიანი, რომელიც ასევე არის სიმსუქნისა და მეტაბოლურ დარღვევათა განყოფილების ხელმძღვანელი ენდოკრინოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში და საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- რა პროდუქტები უნდა მივიღოთ კორონავირუსის ფონზე, იმისათვის, რომ გავიძლიეროთ იმუნური სისტება და მარტივად მოვერიოთ ვირუსს?

- იმუნური სისტემა, როგორც ცნობილია, გვიცავს ბაქტერიებით, ვირუსებითა და ტოქსინებით გამოწვეული დაავადებებისგან და გვეხმარება "ცუდი" უჯრედებისგან განთავისუფლებაში; ჯანსაღი იმუნური სისტემის წინაპირობა არის სწორი კვების რაციონი, სეზონურ პროდუქტში არსებული ვიტამინებისა და მინერალების ერთობლიობა, სრულფასოვანი ძილი, ფიზიკური აქტივობა. ბალახეული ჩაი, კერძოდ, მწვანე და გვირილის ჩაი - მძლავრი ანტიოქსიდანტია, იგივე შეიძლება ითქვას ციტრუსების, ხახვის, ნიორის, მწვანილის, კოჭას, კურკუმასა და მარცვლოვანების შესახებ.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, ვარ 36 წლის. 3 ბუნებრივი მშობიარობა მქონდა და 3ვე შვილი ბუნებრივი კვებით გავზარდე. მეორე წლინახევრის რომ მყავდა, ძუძუში დამეწყო წვის და ტეხვის შეგრძნება, განსაკუთრებით ნერვიულობის დროს. გადავიღე ექო. კანის სისქე - 2მმ. კანქვეშა ცხიმი ზომიერად, ფიბროზული ქსოვილი ზომიერად. ორივე სარძევე ჯირკვაში ჯირკვლოვანი კომპონენტი სჭარბობს ცხიმოვანს. პარენქიმის სტრუქტურა არაერთგვაროვანი, ექოგენობა დაქვეითებული არათანაბრად, სარძევე სადინრები 2 მმ, ლიმფური სადინრები არ ისახება. ოვალური ფორმის სადა მკვეთრკონტურიანიქსოვილოვანი შენების ჰიპოექოგენური კვანძები, მარჯვნივ 11 სთპროექციაზე სუბარეულურად 9-4.5 მმ, 8 საათის პროექციაზრ ანალოგიური შენების კვანძი ზომით 5.5-2 მმ. 5 საათის პროექციაზრ 7-4 მმ, მარცხნივ რეტროარეულურად 6მმ. მარცხნივ 11 საათის პროექციაზე ცისტა 4 მმ.მარცხენა იღლიის არეში ლიმფური კვანძი სტრუქტურაშეუცვლელი 4 მმ.</p>

D ვიტამინი სრულიად შეუცვლელი კომპონენტია იმუნური სისტემის სრულფასოვანი მუშაობისათვის - D ვიტამინს შეიცავს თევზის ცხიმიანი სახეობა, რძე და რძის პროდუქტები. აუცილებელია, გარკვეული ოდენობით - A, C, E ვიტამინების, ისევე როგორც თუთიისა და საკვები ბოჭკოს მიღება. C ვიტამინის წყაროა - ისპანახი, ბულგარული წიწაკა, ბრიუსელის კომბოსტო, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ციტრუსები. E ვიტამინი C ვიტამინის მსგავსად მძლავრი ანტიოქსიდანტია, ის წინააღმდეგობას უწევს ინფექციას. ნუში, თხილი, ნიგოზი მდიდარია E ვიტამინით, ისევე როგორც ბროკოლი და ისპანახი. A ვიტამინს შეიცავს - სტაფილო, გოგრა, ტკბილი კარტოფილი.

ამ პროდუქტში შემავალი კაროტინოიდები ეხმარება იმუნურ სისტემას ინფექციასთან ბრძოლაში. ფოლიუმის მჟავა შედის მწვანე ბოსტნეულის, ლობიოს, პარკოსნების შემადგენლობაში. რკინა, უჯრედებისთვის ჟანგბადის გადამტანი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, უპირატესად შედის ხორცის შემადგენლობაში, თუმცა ის ასევე არის ბროკოლშიც და ლობიოშიც. სელენით მდიდარია ნიორი, ბროკოლი, თინუსი, ნიგოზი. თუთიას შეიცავს ზღვის პროდუქტები, ხორცი, ბარდა. ყველა ეს მიკროელემენტი უმნიშვნელოვანესია იმუნური სისტემის სრულფასოვანი მუშაობისათვის და ასევე აუცილებელია მინერალური წყალი.

- რა ძირითადი ფუნქცია ეკისრება მინერალებს ადამიანის ორგანიზმში?

- ადამიანის ორგანიზმში მინერალები სხვადასხვა ფიზიოლოგიური პროცესისა თუ ფუნქციის მძლავრი მოდულატორები არიან - მყარი ძვლების ფორმირებიდან მოყოლებული ნერვული იმპულსის გადაცემამდე. ისინი ხელს უწყობენ ორგანიზმის ზრდას, განვითარებას და სხეულის ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებას. ზოგიერთი მინერალი გამოიყენება ჰორმონის შესაქმნელად, ასევე პასუხისმგებელია გულის სრულფასოვან რითმზე. მინერალები მონაწილეობენ საკვებიდან ენერგიის მიღების პროცესში, აღადგენენ დაზიანებულ უჯრედებს, მონაწილეობენ ჭრილობის შეხორცების პროცესში და აძლიერებენ ჩვენს იმუნურ სისტემას. ისინი ასევე ხშირად გვევლინებიან ერთგვარ ფარმაკოლოგიურ აგენტებად. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მათი პოტენციალი ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არ არის და კვლევა-ძიება ამ მიმართულებით კვლავაც გრძელდება.

- ბევრს საუბრობენ მინერალური წყლების სასარგებლო თვისებებზე. თქვენ, როგორც ენდოკრინოლოგი, როგორ შეაფასებდით?

- სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიკროელემენტების მონაწილეობა ისეთ ენდოკრინულ პროცესებში, როგორიცაა ზრდის პროცესი, გონადების, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის გამართული ფუნქციონირება, გლუკოზის ჰომეოსტაზი, კალციუმ-ფოსფორის მეტაბოლიზმი. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ მინერალებს, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, იოდი, სელენი, თუთია, ქრომი, მანგანუმი. ჩვენს შემთხვევაში მინერალური წყალი "ლიკანი" შეიცავს უმეტესწილად ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიკროელემენტებს. წყლის ზუსტი მინერალური შედგენილობა დამოკიდებულია მისი წარმოშობის ადგილზე, ანუ იმ ბუნებრივ რესურსებზე, საიდანაც იღებს სათავეს ეს წყალი. შესაბამისად ადამიანის ჯანმრთელობაზე მის სასიკეთო გავლენას, სწორედ, მისი შედგენილობა განსაზღვრავს. "ლიკანის" წყაროები ბორჯომის ხეობაში ზღვის დონიდან 810 მეტრის სიმაღლეზეა. ის ზომიერად შეიცავს მინერალურ-იონურ კომპლექსს. მისი თავისებურება არის ჰიდროკარბონატების, მაგნიუმისა და კალციუმის განსაკუთრებული თანაფარდობა. "ლიკანი" უხვად არის გაჯერებული ბუნებრივი გაზით. ნახშირორჟანგის დახმარებით მინერალური წყალი 1500 მეტრის სიღრმიდან ამოდის და მას სრულიად განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს.

mkurnali.ge

- რამდენად უწყობს ხელს "ლიკანი" ორგანიზმის გაჯანსაღებასა და მინერალების დეფიციტის აღდგენას?

- მინერალი, კვების თვალსაზრისით, ქიმიური ელემენტია. ის ესენციური, სავალდებულო მკვებავი ნივთიერებაა; მისი მეშვეობით ორგანიზმი წარმართავს და ახორციელებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებს. ორგანიზმისათვის სხვადასხვა მინერალების საჭირო რაოდენობა ნახშირწყლებთან, ცილებთან და ცხიმებთან შედარებით ბევრად მცირეა. თუმცა, ამ მცირე ზომის ნაწილაკების როლი ორგანიზმის სრულფასოვანი მუშაობისათვის ფრიად მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, არ არსებობს არცერთი ორგანო, რომლის მუშაობაში მონაწილეობას არ იღებს ესა თუ ის მიკროელემენტი. იმის გათვალისწინებით, რომ "ლიკანი" ბუნებრივი გზით გამდიდრებულია ცოცხალი მინერალებით (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი) ის უზრუნველყოფს ორგანიზმისთვის ენერგიის მიწოდებას და ხელს უწყობს მის სიჯანსაღეს. მისი ბუნებრივად დაბალმინერალიზებული გემო კი თითქმის ყველა გემოვნების ადამიანისთვის არის მისაღები. აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რომ მინერალური წყლის მიღებასთან ერთად მნიშვნელოვანია კვების რეჟიმის დარეგულირებაც, რადგან სწორედ კომპლექსურად მიღებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ეფექტი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ძუძუს კიბო: კვლევის მეთოდები, სტადიები, დიაგნოსტიკა, სიმპტომები, მკურნალობის მეთოდები, მართვა და პროგნოზი

ძუძუს კიბო წარმოადგენს ავთვისებიან სიმსივნეს, რომელიც ვითარდება სარძევე ჯირკვლის ქსოვილებში.
სრულად
სხივური თერაპია
სხივური თერაპია
სხივური, იგივე რადიოთერაპია, კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის მეთოდია, რომლის დახმარებითაც სპეციალისტები სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებენ მათზე მაიონებელი გამოსხივების მოქმედებით, ისეთებით, როგორიცაა:
სრულად
ონკოპროტექტორი - ექსპერტები ასახელებენ 6 პროდუქტს პროსტატის კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთ საკვებს, შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს პროსტატის კიბოს მკურნალობის დროს.
სრულად
5 ფაქტი ქიმიოთერაპიის შესახებ
5 ფაქტი ქიმიოთერაპიის შესახებ
ზოგიერთ ადამიანს „ქიმიის“ შიში უფრო მძაფრად აწუხებს, ვიდრე თვითონ დაავადების.
სრულად
ხმელთაშუა ზღვის დიეტა კიბოს განვითარების ალბათობას ამცირებს

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს პოპულარული კვების სტილი ამცირებს გარკვეული კიბოს განვითარების ალბათობას.
სრულად
რომელი დაავადებისგან შეიძლება დაგვიცვას იოგურტის საუზმეზე მიღებამ?

კვირაში ორჯერ მაინც იოგურტის მიღება ამცირებს
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ აღვიდგინოთ ორგანიზმში მინერალების დეფიციტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები