/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიაგნოსტიკა

რამდენიმე შეკითხვა პეტ/კტ-სთან დაკავშირებით

რამდენიმე შეკითხვა პეტ/კტ-სთან დაკავშირებით

სხეულის პოზიტრონემისიური ტომოგრაფია პეტ/კტ (PET/CT) დიაგნოსტიკის რამდენადმე ახალი მეთოდია.

რა არის პეტ/კტ?

პეტ/კტ – სხვადასხვა დაავადების (პირველ რიგში, ონკოლოგიური დაავადებების) დიაგნოსტიკის მეთოდია, რომელიც მოიცავს ქსოვილების სტრუქტურისა (კომპიუტერული ტომოგრაფია, კტ) და მათი ფუნქციის (პოზიტრონემისიური ტომოგრაფია, პეტ) კვლევას. ამგვარად, პეტ/კტ სპეციალისტს აძლევს იმის საშუალებას, რომ დაადგინოს, სად მდებარეობს ქსოვილი, რომლის ფუნქციონირებაშიც აღინიშნება ნორმიდან გადახრა, მაგალითად, სიმსივნე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

როგორ მუშაობს?

ქსოვილებისა და ორგანოების ფუნქციას აფასებენ მათში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესის შედეგად. უჯრედებისათვის ყველაზე უნივერსალური (მაგრამ არა ერთადერთი) „საწვავი“ გლუკოზაა. პეტი-ის ჩატარებისას პაციენტის ორგანიზმში შეჰყავთ რადიაქტიური ატომით, მაგალითად, ფთორ-18-ით, მონიშნული გლუკოზის მცირე რაოდენობა. აღნიშნული ნივთიერება გროვდება იმ ქსოვილებში, სადაც აღინიშნება მეტაბოლიზმის მაქსიმალური დონე. სწორედ ეს არის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის განმასხვავებელი ნიშანი.

რადიოაქტიური ფთორის ატომის ბირთვში ხდება ბეტა-დაშლა: ერთ-ერთი პროტონი გარდაიქმნება ნეიტრონად, უშვებს რა ანტინივთიერების ნაწილაკს – პოზიტრონს. პოზიტრონებს გზაზე ხვდება ელექტრონები – ნივთიერების ნაწილაკები. ელექტრონები და პოზიტრონები შეჯახებისას ერთმანეთს ანადგურებენ. მათი მასა გარდაიქმნება აინშტაინის ცნობილი ფორმულის მც2 შესაბამის ენერგიად, რომელიც ქსოვილს ტოვებს გამა-გამოსხივების სახით. ამ მომენტში ორგანიზმი ხდება სუსტი გამოსხივების წყარო. ამასთან, უფრო აქტიურად ასხივებენ სიმსივნეები, სადაც მეტი პრეპარატი გროვდება. მათი გამა-გამოსხივება რეგისტრირდება ხელსაწყოთი, რომელიც აფასებს სიმსივნისა და მეტასტაზების ადგილმდებარეობას და ზომებს.

პრობლემა ისაა, რომ ყველა სხვა ქსოვილი რჩება პრაქტიკულად „დასხივებული“, რის გამოც, სად არიან ისინი ზუსტად განლაგებული, მხოლოდ პეტ-ის საშუალებით დიდი სიზუსტით ვერ ხერხდება.

ამისათვის, პეტ-სთან ერთად კეთდება კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც ახდენს ქსოვილების სტრუქტურის ვიზუალიზაციას მილიმეტრის სიზუსტით, მაგრამ ვერაფერს ამბობს მათ ფუნქციაზე. ზოგჯერ კომპიუტერული ტომოგრაფიისას გამოიყენება საკონტრასტო ნივთიერება. სკანირების შემდეგ პეტ-ისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგები ხვდება კომპიუტერში, რომელიც ერთმანეთს უთავსებს მათ მოცულობით გამოსახულებას და ექიმს აძლევს ზუსტ ინფორმაციას, თუ სად მდებარეობს შეცვლილი უჯრედები.

რისთვისაა საჭირო ამგვარი სიზუსტე?

ეს აუცილებელია სიმსივნის საწინააღმდეგო ნებისმიერი ტიპის თერაპიის ჩასატარებლად. ქირურგს პეტ/კტ-ს საშალებით ზუსტად ეცოდინება, სად არის ახალწარმონაქმნის და მისი მეტასტაზების საზღვრები, რაც ჯანმრთელი ქსოვილის შეხების გარეშე მათი სრულად მოშორების საშუალებას იძლევა (თუ, რასაკვირველია, სიმსივნე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში არაა ჩაზრდილი). რადიოლოგმა შეიძლება დაადგინოს დასხივების ფოკუსირების ადგილი კიბოს უჯრედების გასანადგურებლად და ამით მინიმალური ზიანი მიაყენოს ნორმალურ ქსოვილებს. განმეორებითი პეტ/კტ-ის საშუალებით შესაძლებელია შეფასდეს, რამდენად ეფექტურად შეაჩერა სხივურმა და ქიმიოთერაპიამ კიბოს ზრდა და გავცრცელება და, აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობის ტაქტიკა კორექტირდეს.

რამდენად უსაფრთხოა ორგანიზმში შეყვანილი რადიოაქტიური ნივთიერება?

ნებისმიერი კვლევა მაიონიზებელი გამოსხივებით, მათ შორის, რენტგენოგრაფია, გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. მთავარია, რომ ეს რისკი იყოს უმნიშვნელო. ამისათვის პეტ-ის ჩასატარებლად იყენებენ ნივთიერებას, რომელიც ორგანიზმიდან მაქსიმალურად სწრაფად გამოიყოფა – რამდენიმე საათში და ვერ ასწრებს ზიანის მიყენებას. ამის შედეგად, სხივური დატვირთვა ორგანიზმზე პეტ-ის დროს უფრო ნაკლებია, ვიდრე რენტგენის გამოსხივება კომპიუტერული ტომოგრაფიისას.

თანამედროვე დიაგნოსტიკური ტექნოლოგიები იქმნება და პრაქტიკაში დაიშვება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათგან მიღებული სარგებელი მნიშვნელოვნად მეტია რისკზე. პეტ/კტ ამ თავალსაზრისით გამონაკლისი არ არის.

როგორ ემზადებიან კვლევისთვის?

პეტ/კტ-ის ჩატარებამდე რამდენიმე საათით ადრე არ შეიძლება საკვებისა და სასმლის (გარდა წყლისა) მიღება და ფიზიკური დატვირთვა. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს შედეგებზე. კვლევამდე პაციენტმა უნდა მოიხსნას ლითონის ყველა საგანი (სამკაული, საათი, სათვალე, კბილის პროთეზი და ა.შ.). აუცილებელია, ექიმს ეცნობოს არსებული დაავადებების, მიღებული წამლების შესახებ. ქალებმა აუცილებლად უნდა აცნობონ ექიმს შესაძლო ორსულობის შესახებ.

რა დრო სჭირდება კვლევას?

რადიოაქტიური პრეპარატის შეყვანის შემდეგ ის სწრაფად, დაახლოებით ერთ საათში, ნაწილდება ორგანიზმში. ამ დროს არ შეიძლება აქტიური მოძრაობა, რომ აღნიშნული ნივთიერება არ დაგროვდეს კუნთებში. არც საუბარია რეკომენდებული. თავად სკანირების ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ აღემატება 30 წუთს. ამის შემდეგ გარკვეული დრო სჭირდება კომპიუტერულ დამუშავებას და მიღებული შედეგების ინტერპრეტაციას, რაც პაციენტის მონაწილეობას აღარ მოითხოვს.

ახლავს თუ არა კვლევას უსიამოვნო შეგრძნებები?

მტკივნეულ შეგრძნებებს პეტ/კტ არ იწვევს. გარკვეული დისკომფორტის შემქმნელი შეიძლება იყოს დახურულ სივრცეში უმოძრაოდ წოლა, მაგრამ პაციენტების უმრავლესობას ეს ადვილად გადააქვს.

აქვს კი ალტერნატივა პეტ/კტ-ს?

არა. ინფორმაციულობის თვალსაზრისით პეტ/კტ-ს კვლევის არსებული მეთოდები ვერ შეედრება.

კომენტარები (3)
ნანა
პეტ/კტ (PET/CT) ფილტვის ფიბროზზე რა დასკვნას დებს?
თარიღი : 24-05-2025
ნანა
თუ ფილტვის ფიბროზია ,ამ შემთხვევაში რა დასკვნას დებენ?
თარიღი : 24-05-2025
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ გამოვიკვლიოთ გული
როგორ გამოვიკვლიოთ გული
სრულად
რატომ და როდის კეთდება მუცლის აორტის ულტრაბგერითი კვლევა
რატომ და როდის კეთდება მუცლის აორტის ულტრაბგერითი კვლევა
მუცლის აორტისა და მისი ტოტების ულტრაბგერითი კლვევა არის არაინვაზიური გზა შინაგან ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის დიაგნოსტირებისთვის.
სრულად
ანალიზები, რომლებიც უნდა ჩაიტაროთ, თუ მუდმივად დაღლილობას გრძნობთ
ანალიზები, რომლებიც უნდა ჩაიტაროთ, თუ მუდმივად დაღლილობას გრძნობთ
სიმპტომი, როგორიცაა მუდმივი დაღლილობა, გვხვდება ბევრი პათოლოგიის დროს და ის არ არის სპეციფიკური.
სრულად
გზა სამედიცინო გამოსახულებიდან გამოსახულებაზე დაფუძნებულ მედიცინამდე
გზა სამედიცინო გამოსახულებიდან გამოსახულებაზე დაფუძნებულ მედიცინამდე
1895 წელს რენტგენის აღმოჩენამ და ქალის ხელის პირველმა რენტგენოლოგიურმა სურათმა დაიწყო რადიოლოგიისა და სამედიცინო გამოსახულებების კვლევის ახალი ერა.
სრულად
რა არის გლიკოზირებული ჰემოგლობინი
რა არის გლიკოზირებული ჰემოგლობინი
გლიკირებული, იგივე გლიკოზირებული ჰემოგლობინი, არის ჰემოგლობინის სტაბილური ნაერთი გლუკოზასთან,
სრულად
როგორ ხდება ნაწლავის გამოკვლევა და დაავადების დიაგნოზი
როგორ ხდება ნაწლავის გამოკვლევა და დაავადების დიაგნოზი
ადამიანს არ შეუძლია რამდენიმე რამის – საკვების და წყლის გარეშე არსებობა. საკვებითა და წყლით მიღებული ნივთიერებები უზრუნველყოფს მთელი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ენერგიას.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : რჩევები

რომელი იფრო რბილია?მიკროფაიბერი სინდეფონინთუ სილიკონი?მე. ადვილად მტკენს თავს ბალოშები და სულ ვწვალობ. რომ მითხარით მთავარია ბუნებრივი ქსოვილი იყოს გარედანო და არგატკენსო.ეს კი მაგრამ შიგთავსი ანუ სილიკონი მიკროფაიბერინსინდეფონი არვიცინრომელია მგონი სინდეფონია ოსეთი იხეშია როგორც ჩანს რომ ომ ბამბისნქსოვილში მისი ბუსუსები ატანს და მშუშხავს. ჰიდა ამდენი ფული არმაქ ვიყიდო და ვცადო რომელი არმატკენა არ დამშიშხავს.იქნებ მირჩიოდ რონელიანიფეო ნაკლებად შუშხია ამ სამში?სილიკონი სინდეფონი თუ მიკროფიბერი?რომ ნაჭერში არგაატანოს იმ ბისისებმა?ზიმალეტა ვიყიდე ომდენიხანი ვაგრივე ფული და მშიხავს შუგთავსი ზოგი ამბიბს სილიკონიაო ზოგი ამბიბს სინდეფონიო ვერ ჰავუგე რააქვს არის მთლიანი ბრტყელი ნეილონივით რაღაცა დასტოგანებული ცალკე ხელს რომ ვუსვამ არაა თითქოს შუშხია მაგრამ კლავებზე რომ მეხება მაწიხებს...ბალიშებზე კიდე ბუმბულიანს ვხმარობ მაგრამ იმას ბუმბულგაუმტარი აკრია გარედან მერე ბუნებრივი ქსოვილი და მიხირებს თავს. მტლენს ყველაფწრი

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

რამდენიმე შეკითხვა პეტ/კტ-სთან დაკავშირებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები