/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყელი, ყური, ცხვირი

ცხვირის ძგიდის გამრუდება

ცხვირის ძგიდის გამრუდება
ყველამ კარგად იცის, რომ ორგანიზმისათვის ფიზიოლოგიური ცხვირით სუნთქვაა და არა პირით.

შესუნთქული ჰაერი ცხვირის ღრუში ტენიანდება, იწმინდება მინარევებისგან, თბება და რეზონირდება, რაც ხმას გარკვეულ ბგერით ელფერს ანიჭებს. ცხვირით არაადეკვატური სუნთქვა სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის აღმოცენებას განაპირობებს. ცხვირით სუნთქვის დარღვევის გამომწვევ დაავადებათა შორის აღსანიშნავია ცხვირის ღრუს სტრუქტურათა ანატომიური დეფორმაცია, მათ შორის – ცხვირის ძგიდის გამრუდება.

ცხვირის ძგიდე ცხვირის ღრუს მთელ სიგრძეზე ორ სიმეტრიულ ნახევრად ყოფს. მასში განარჩევენ განსხვავებული ქსოვილოვანი წარმოშობის ნაწილებს: ცხვირის ძგიდის ძვლოვან, ხრტილოვან და აპკისებრ ნაწილებს. ცხვირის ძგიდესა და ცხვირის ნიჟარებს შორის ცხვირის ღრუს მთელ სიგრძეზე რჩება ვიწრო, მაგრამ ვრცელი გასავალი, ე. წ. ცხვირის საერთო გასავალი, რომელიც ჰაერის ცირკულაციის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ძგიდის გამრუდების დროს აღნიშნული გასავალი მცირდება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ცხვირით სუნთქვას.

ცხვირის ძგიდის წინა ნაწილი გამოდის ცხვირის ღრუდან და გარეთა ცხვირის შექმნაში მონაწილეობს. მისი შეგრძნება ადვილია ცხვირის შუა ხაზზე ზემოდან ქვემოთ თითის გატარებისას. ძგიდის ხრტილოვანი ნაწილი ძვლოვანზე რბილი და მოქნილია, შესაბამისად, მისი მიწევ-მოწევა ნებისმიერ მხარეს სურვილისამებრ შეგვიძლია. სწორედ ეს ნაწილი ზიანდება უხშირესად ტრავმების დროს. ბავშვებთან ცხვირის ძგიდე დაახლოებით 10 წლისთვის ფორმირდება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სადღეისოდ დადგენილია, რომ ადამიანთა მხოლოდ 5 %-ს აღენიშნება ცხვირის სწორი ძგიდე. უმეტესობასთან შეინიშნება სხვადასხვა სახის გამრუდება. ძირითადად ცხვირის ძგიდე შუა ხაზიდან მარცხნივ ან მარჯვნივ იხრება, თუმცა არსებობს ცხვირის ძგიდის გამრუდების სხვა ვარიანტებიც, ე. წ. ქედის ან წვეტის სახით.

რატომ ვითარდება ცხვირის ძგიდის გამრუდება

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. 6 თვის წინ გავიკეთე სეპტორინოპლასტიკა პლუს ნიჟარებიც და მას შემდეგ მთელი უბედურებები გადავიტანე. ჯერ ერთი, რომ სისხლდენა ძლივს შემიჩერდა და მერე მეორეც ის, რომ მთელი 4 თვე ცხვირიდან მქონდა მწვანე სუნიანი გამონადენი. ბოლოს ვიმკურნალე და ახლა ბოლო 2 თვეა მაქვს გამონადენი ოღონდ ძალიან ცოტა და ისიც მაშინ, როდესაც ბევრს ვმოძრაობ და ფიზიკურად ვიღლები, ძირითადად მზეში. ბოლო 1 კვირაა დამეწყო თავის ტკივილი შუბლის არეში და თვალებს ზევით. ისე, რომ არ მოგატყუოთ, საკმაოდ დაძაბულიც ვარ ამ ცხვირის ამბების გამო. ხოდა, ექიმთან ვიყავი და დამითვალიერა. მითხრა, რომ არანაირი სინუსიტის სიმპტომებიც კი არ მაქვს და ყველაფერი რიგზე გაქვსო. ასევე, ცხვირის ერთი ნესტო უფრო ცუდად სუნთქავს ვიდრე მეორე და ეს ბოლო 2 თვეა შევნიშნე. და რა ხდება ამ დროს. მაქვს ცხვირის ციკლი და როდესაც მარჯვენა მარცხენა ნესტო იხსნება და მარჯვენა შუპდება, მარცხენათი გადასარევად ვსუნთქავ, მაგრამ როდესაც მარცხენა შუპდება და მარჯვენა იხსნება, მაგ ნესტოს უჭირს სუნთქვა. ძგიდიც სწორად მაქვს, რენტგენი გადავიღე მოკლედ. პლუს, დავაკვირდი რატომაც ხდება ეგრე. შესუნტქვის დროს ცხვირის ნესტო ერთმანეთისკენ მიდის, ვიწროვდება. როგორ მოვიქცე, რას მირჩევთ? ან რა შეიძლება რომ მჭირდეს?</p>

გამომწვევი მიზეზების მიხედვით, ცხვირის ძგიდის გამრუდება სამი სახისაა – ფიზიოლოგიური, ტრავმული და კომპენსატორული.

ფიზიოლოგიური გამრუდება – ორგანიზმის ზრდა-განვითარების პროცესში ხდება. მისი მიზეზი ძგიდის განსხვავებული ქსოვილოვანი ნაწილების (ძვლოვანი და ხრტილოვანი სტრუქტურების) არათანაბარი განვითარებაა. ასეთ დროს ძვლოვანი ან ხრტილოვანი ნაწილის სრულყოფა-ჩამოყალიბება ჩამორჩება მეორისას და ძგიდე გამრუდებას განიცდის. ამ დროს უხშირესად ცხვირის მთელი ძგიდეა გამრუდებული, უფრო კონკრეტულად, ერთ მხარესაა ცდომილი ან ქედისა თუ წვეტის სახით სახეცვლილი.

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ ამოვიცნოთ ცხვირის ძვლების მოტეხილობა

ტრავმული გამრუდება – მექანიკური დაზიანებით აღმოცენდება და შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. ამ სახის გამრუდება ხშირად ცხვირის ძვლების მოტეხილობასთანაა შეუღლებული. ბავშვებთან ცხვირის ძგიდე შეიძლება დაბადების პროცესშიც კი გამრუდდეს, რადგან დაბადების მომენტში შესაძლოა ბავშვს ცხვირის ძგიდის ხრტილოვანი ნაწილი ამოუვარდეს. სახის ქალას ზრდა-განვითარების პროცესში ცხვირის უმნიშვნელო ტრავმამაც შეიძლება გამოიწვიოს ძგიდის გამრუდება და შემდგომ აუცილებელი გახდეს ოპერაციული ჩარევა.

კომპენსატორული გამრუდება – ცხვირის ღრუს შემადგენელი ნაწილების ანატომიურ ცვლილება-დარღვევებს უკავშირდება. ცხვირის ღრუს გვერდით კედლებზე განსაკუთრებული წარმონაქმნები – ცხვირის ნიჟარებია, რომლებმაც, ძგიდის მსგავსად, ზრდა-ჩამოყალიბების პროცესში შესაძლოა სხვადასხვა ფორმა მიიღონ. ხშირად შეინიშნება ცხვირის ნიჟარების გადიდება (ჰიპერტროფია). ასეთ დროს ისინი მუდმივად ეხება ცხვირის ძგიდეს. შეხების ადგილას კი დროთა განმავლობაში კომპენსატორულად ცხვირის ძგიდე მრუდდება. გადიდებული ნიჟარის მხრიდან ძგიდეზე ჩაღრმავება ვითარდება, საპირისპირო მხარეს კი – გამობურცულობა ან ქედისმაგვარი გამოდრეკა. ასეთი სახის გამრუდება შეიძლება ცხვირის ღრუს პოლიპების დროსაც გამოვლინდეს, ვაზომოტორული რინიტის ან ცხვირის ღრუში უცხო სხეულის არსებობისას განვითარდეს, იმ განსხვავებით, რომ ძგიდის გამრუდების მიზეზი ასეთ დროს მისი სხვა წარმონაქმნთან ან სხეულთან შეხებაა.

ცხვირის ძგიდის გამრუდებისას გამოხატული სიმპტომები

  • ცხვირით სუნთქვის გაძნელება – შეიძლება გამოხატული იყოს მსუბუქად ან დარღვეული იყოს სრულად. ძგიდის ცალმხრივად გამრუდებისას სუნთქვის გაძნელება ცხვირის მარჯვენა ან მარცხენა ნახევარშია გამოხატული. პაციენტებს ხშირად უკვირთ ცხვირის ძგიდის გამრუდების შესახებ ინფორმაციის გაგება და გაოცებულნი ეუბნებიან ოტორინოლარინგოლოგს (ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს), რომ ცხვირით სუნთქვა არ უჭირთ. ეს არ არის გასაკვირი, რადგან ცხვირის ძგიდის გამრუდების დროს ორგანიზმი ადაპტირდება და ცხვირის ღრუ ამ ნაკლოვანებას სხვა სტრუქტურათა ხარჯზე ავსებს. თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ასეთი კომპენსაცია დიდხანს არ გრძელდება და რაღაც ეტაპზე აღნიშნული მექანიზმი იშლება. ამის შედეგია ის, რომ ცხვირით სუნთქვის გაძნელება გამრუდებული ძგიდის მქონე ადამიანს შესაძლოა ასაკში დაეწყოს, მაშინ, როცა ორგანიზმის კომპენსატორული მექანიზმები უფრო მეტად იფიტება. ისიც საყურადღებოა, რომ დიდი ცხვირის ღრუს მქონე პირებს ძგიდის გამოხატული გამრუდების დროსაც კი არ აღენიშნებათ სუნთქვის დარღვევა. ერთი სიტყვით, თუ ადამიანს არ უჭირს ცხვირით სუნთქვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ცხვირის ღრუში იდეალური ძგიდე აქვს;
  • ხვრინვა – აღმოცენდება ცხვირით სუნთქვის დარღვევის გამო;
  • ცხვირის ღრუს სიმშრალე – შესაძლოა ცხვირიდან სისხლდენებიც;
  • ცხვირის დანამატი წიაღების ანთება (სინუსიტები) – ცხვირით სუნთქვის გაძნელების დროს დანამატი წიაღების ვენტილაცია ირღვევა, ამიტომ წიაღების ლორწოვანის სეკრეტი სრულად ვერ გამოიდევნება, გუბდება და ინფექციის განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის;
  • რინიტი – ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება.

ამ ძირითადი სიმპტომების არსებობისას საეჭვოა ცხვირის ძგიდის გამრუდება. პათოლოგიის შედეგები თავის მხრივ სხვადასხვაგვარია. ცხვირით სუნთქვის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის ცვლილება, სისხლძარღვთა და სასქესო სისტემების მხრივ დარღვევები, ორგანიზმის მიდრეკილება და განწყობა სხვადასხვა ინფექციისადმი, რადგან სწორ სუნთქვასა და იმუნურ სტატუსს შორის უშუალო კავშირია.

როგორ მკურნალობენ ცხვირის ძგიდის გამრუდებას

მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია. ოპერაცია პლასტიკურ ჩარევებს განეკუთვნება და ცხვირიდან მიდგომით, ანუ ენდონაზალურად წარმოებს. ოპერაციის მიზანი გამრუდებული ძგიდის გასწორება-მოდელირებაა. ოპერაციას სეპტოპლასტიკა ჰქვია.

კომენტარები (4)
ხატია
მაქვს გამრუდებული ძგიდე და ნიჟარები მოსაწვავი. ოპერაციას ვიკეთებ და მაინტერესებს ცხვირის ძვლის ფორმა შემეცვლება?
თარიღი : 14-05-2021
Maka
Lazerit tu ketdeba?
თარიღი : 25-01-2019
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა კავშირია კონცენტრაციასა და მეხსიერებას შორის
რა კავშირია კონცენტრაციასა და მეხსიერებას შორის
ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს შეექმნას გარკვეული პრობლემები ინფორმაციის დამახსოვრებასთან ან გახსენებასთან დაკავშირებით,
სრულად
პატარა ძუნწი
პატარა ძუნწი
ადრე პატარა სიამოვნებით გარბოდა თანატოლებთან სათამაშოდ, ახლა კი განზე გადგება ხოლმე და თავის სათამაშოებს ხელს მაგრად უჭერს. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ცხვირის ძგიდის გამრუდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები