როგორ ამოვიცნოთ ცხვირის ძვლების მოტეხილობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ამოვიცნოთ ცხვირის ძვლების მოტეხილობა

- სახის ტრავმებს შორის ხშირია საწარმოო ავარიების, ავტოსაგზაო შემთხვევების, სპორტული ასპარეზობის დროს მიღებული ცხვირის ტრავმები. რას გვეტყვით მათზე?

- ცხვირის ტრავმებია ცხვირის ძვლების მოტეხილობა და ცხვირის ხრტილების დაზიანება. ცხვირის ხრტილოვანი დაზიანება საგრძნობლად სჭარბობს ძვლოვან ტრავმებს, თუმცა თვით ცხვირის ძვლების მოტეხილობა სახის ტრავმებს შორის ყველაზე ხშირია - მათ 40%-ს შეადგენს. ის შესაძლოა იყოს როგორც ღია, ასევე დახურული, როგორც ძვლების ცდომით, ასევე ცდომის გარეშე. ცხვირის ძვლების მოტეხილობისას უპირველეს ყოვლისა სისხლდენა და ტკივილი ვითარდება. დარტყმის ადგილი და თვალებქვეშა არე შუპდება. მოგვიანებით ცხვირისა და თვალების ირგვლივ ჩნდება სიშავე - ეგრეთ წოდებული სათვალის სიმპტომი.

როდესაც მოტეხილობას თან ახლავს ძვლების ცდომა, ცხვირი დეფორმირებულია და სუნთქვა ჭირს. ზოგჯერ ცხვირის ძვლებთან ერთად სახის სხვა ძვლებიც ზიანდება. გამორიცხული არც ცხვირის ირგვლივ მდებარე სტრუქტურების დაზიანებაა. ასეთი ტრავმები ხშირად თვალს, საცრემლე არხს, ცხვირის დანამატ ღრუებს, კბილებსა და პირის ღრუსაც აზიანებს. ცხვირის გვერდითა კედლის ძვლისა და საცრემლე არხის დაზიანებისას ვითარდება ძლიერი ცრემლდენა, ცხავის ძვლის მოტეხილობისას კი ცხვირიდან თავ-ზურგტვინის სითხე გადმოდის.

თუ ცხვირის დანამატი ღრუებია დაზიანებული, კანქვეშა ემფიზემა ვითარდება. ყბის ძვლის ტრავმების მსგავსად, მკურნალობა ამ შემთხვევაშიც ცხვირის ფორმისა და მისი ფიზიოლოგიური ფუნქციის სრულ აღდგენას ემსახურება. აუცილებელია ცხვირზე ცივის დადება - ეს ხელს შეუშლის შეშუპებას და სისხლდენასაც შეაჩერებს - და დაზარალებულის დროული ჰოსპიტალიზაცია. არამც და არამც არ შეიძლება ძვლების თვითნებური ჩასწორება - შესაძლოა, ძვლების ნატეხებმა უფრო მეტად დააზიანოს ცხვირის რბილი ქსოვილები და დამატებითი ტრავმატიზაცია გამოიწვიოს.

განსაზღვრული ხნის შემდეგ, თუ გაირკვა, რომ ტრავმამ არა მარტო სუნთქვითი, არამედ ცხვირის ესთეტიკური ფუნქციაც დააზიანა, ტარდება რინოპლასტიკა - ქირურგიული გზით ცხვირის უწინდელი ფორმის დაბრუნება. ზოგჯერ ცხვირის ფორმის აღდგენასთან ერთად სწორდება გამრუდებული ძგიდეც, რათა ცხვირით სუნთქვა სავსებით აღდგეს.