/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

საშიშია თუ არა ქალაზიონი

საშიშია თუ არა ქალაზიონი
რა დაავადებაა ქალაზიონი და საშიშია თუ არა იგი მხედველობისთვის?

ამ კითხვით სამედიცინო ცენტრ "ჯეოსვისის" ექიმს, ოფთალმოლოგ მანანა ქავთარაძეს მივმართეთ.

- ქალაზიონი (chalasion) ქუთუთოების ანთებითი დაავადებაა. ხშირად ის ჯიბლიბოში ერევათ, რადგან მათი დაწყებითი სიმპტომები ერთმანეთს ჰგავს, ზოგჯერ კი ჯიბლიბო თვითონვე შეიძლება იქცეს ქალაზიონის მიზეზად. თუმცა, ჯიბლიბოსგან განსხვავებით, ქალაზიონს არ ახასიათებს თვითგანკურნება. იგი ქრონიკული პათოლოგიაა. ხალხში ქალაზიონს ხოშკაკალას უწოდებენ, რაც მისი შესახედაობით არის განპირობებული.

ქალაზიონი არის ქუთუთოს ხრტილის სისქეში არსებული მკვრივი კვანძი, გამოწვეული ქუთუთოს ხრტილის ჯირკვლების (მეიბომის ჯირკვლების) ქრონიკული ანთებით. ეს უმტკივნეულო, მრგვალი წარმონაქმნი წინ არის წამოწეული, მასზე კანი მოძრავია, ლორწოვანა კერის არეში ჰიპერემიულია.

- რა საფრთხეს შეიცავს ეს კვანძი?

- ასეთი კვანძი შეიძლება დიდხანს არ გაიწოვოს და მოახდინოს არასასურველი ზეწოლა თვალის კაკალზე, რაც, თავის მხრივ, სხვა დაავადებების, მაგალითად, ქრონიკული კონიუნქტივიტის პროვოცირებას გამოიწვევს.

- რა იწვევს თავად ქალაზიონს?

- ქალაზიონის გაჩენის მიზეზია ცხიმოვანი (მეიბომის) ჯირკვლის სადინართა დახშობა. სითხის დაგროვება იწვევს ანთებით პროცესს, რასაც კვანძის წარმოქმნა მოჰყვება. სადინარების დახშობის გავრცელებული მიზეზია მათი დაბინძურება, რაც პირადი ჰიგიენის დაუცველობის ბრალია.

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი. დროდადრო მაქვს თვალზე ალერგიული რეაქციები- ტრანსპორტში კითხვისას ტელეფონში,ასევე ტელეფონში თუ მიწევს სიბნელეშე მოხმარება ,დიდხანს ურთიერთობა ,კითხვა და ა.შ. ბოლოს მქონდა ძლიერი ქავილი თვალში. ექიმმა ჩამიტარა სრული კვლევა. არაფერი ხარვეზი.დამინიშნა ალერგოვისი სამი თვით. ერთი კვირის შემდეგ არაფერი მოიხსნა საერთოდ,არაფერს მშველის დღემდე. მივმართე მას ისევ, დექსამეტაზონი დამიმატა, ჩავიწვეთე თუ არა მაშინვე,ერთ წვეთზე მოიხსნა ყველაფერი. ერთი კვირა გამოვიყენე. ეხლა ალაგ ალაგ მაქვს ისევ წვა და რეაქციები. რა შეიძლება ხანგზლივად ჩავიწვეთო,ანტიჰისტამინი,უკონსერვანტო,რქოვანა რომ არ დააზიანოს ან თუ შეიძლება დექსამეტაზონი გამოვიყენო ასეთ დროს,თუნდაც ერთჯერადად ან რამდენიმე დღე, თვალის წნევაზე რომ არ იმოქმედოს.</p>

თუ ხშირად ეხებით თვალებს, განსაკუთრებით - დაუბანელი ხელებით, ცურავთ ბინძურ აუზსა თუ წყალსატევში, არ იცავთ კონტაქტური ლინზების მოხმარების წესებს, ამით ხელს უწყობთ ქალაზიონის განვითარებას. ხშირად ქალაზიონი ჯიბლიბოსგანაც ვითარდება, თუ არ ჩატარდა მისი სათანადო მკურნალობა.

არსებობს ისეთი მიზეზებიც, რომლებზეც უშუალოდ ზემოქმედება არ შეგვიძლია: ორგანიზმის მდგომარეობა, რომელიც პროვოცირებას უწევს გაძლიერებულ ცხიმგამოყოფას, კანის ბუნებრივი ცხიმიანობა, ჰორმონული ძვრები, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი.

- როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას?

- ქალაზიონის მკურნალობის რამდენიმე სქემაა მოწოდებული. არჩევანი დამოკიდებულია დაავადების სტადიასა და მიმდინარეობაზე. გაითვალისწინეთ: ისეთი სათუთი ორგანოს დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორიც თვალია, კვალიფიციურმა ოფთალმოლოგმა უნდა ჩაატაროს. ქალაზიონზე ეჭვის დროს არ შეიძლება თვითმკურნალობა "ხალხური საშუალებებით": ისინი შესაძლოა უეფექტო აღმოჩნდეს ან რეციდივის პროვოცირება მოახიდნოს, რაც შემდგომ მკურნალობას გაართულებს. ნუ ეცდებით თვითგანკურნებას, იმკურნალეთ მხოლოდ ექიმის ზედამხედველობით.

თუ ქალაზიონი "ახალია", მცირე ზომის კვანძი ჯერ კიდევ არ არის გამაგრებული, მოჩანს პატარა ჩირქგროვა, შემოგთავაზებენ კონსერვატიულ მკურნალობას. ყველაზე მარტივი საშუალებები სპეციალისტის მეთვალყურეობით მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა ძალზე ეფექტური აღმოჩდეს. ასეთებია მშრალი სითბო, ფიზიოთერაპია, სადეზინფექციო საშუალებები, თვალის მალამოები. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი ირჩევს მკურნალობის იმ გზას, რომელსაც მას ავადმყოფობის ისტორია უკარნახებს.

თუ ქალაზიონი "ძველია" ანუ კვანძი გამკვრივდა, საჭიროა უფრო რადიკალური ზომები. ეფექტიანია კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა - ინექცია უშუალოდ კვანძში. პროცედურა უმტკივნეულოა და პრაქტიკულად არ ტოვებს კვალს.

როდესაც მკურნალობის ზემოაღნიშნული საშუალებები არ იძლევა სასურველ შედეგს ან ქალაზიონის ზომა 5 მმ-ზე მეტია, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

სამწუხაროდ, განსაკუთრებით შორსწასულ შემთხვევებში ოპერაცია ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. ამასთანავე, თანამედროვე ქირურგიული მეთოდები საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ ნაკერების დადება და ქუთუთოს კანის დაზიანება, ხოლო მთელი პროცედურა შესაძლოა 10 წუთზე მეტხანს არც კი გაგრძელდეს. ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით ექიმმა შეიძლება დანიშნოს ანტიბიოტიკის, იმუნომასტიმულირებელი ან ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებების კურსი.

კომენტარები (6)
ნათია.
ჩემს 11 წლის ქალიავილსაც ქალაზიონი დაუდგინდა. დაახლოვებით 3 თვეა ვართ გაურკვევლობაში. რატომღაც ოპერაციის მეშინია. ვიყენებთ ექიმის დანიშნულ წვეთებს და მალამოს. შედეგი არა აქვს. მხოლოდ დღეს საღამოს თვალის ქუთუთოზე შევნიშნე ოდნავ თითქოს თავი ჩირქოვანი. უკვე მეშინია სხვა, მეორე სიმაგრე ხომ არ ჩაუჯდება&#129401;სხვა ექიმთან 27 ნოემბერს ვართ ჩაწერილები…
თარიღი : 29-10-2024
არმენ არუთინოვი
მოგესალმებით! საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ ქალაზიონზე. გასულ ზამთარს საზღვარგარეთ მუშაობის დროს, თვალში ანთებითი პროცესი მქონდა. ჯერ რამდენიმე დღით გამისივდა, რომელიც მალევე დამიცხრა და ბოლოს ქვედა თუთუთოს ქვეშ ქალიზიონი (როგორც მოგვიანებით გავიგე სახელი) გამივითარდა. იქ არ გავესინჯე, არ ვიცოდი ჩემი დაზღვევა ფარავდა თუ არა, თან არ მაწუხებდა. შინ დაბრუნების შემდეგ ორთაჭალის ნიუ ჰოსპიტალსში ჩემმა ექიმმა მითხრა, უკვე შორს წასულია, მკურნალობას აღარ ექვემდებარება და ოპერაცია მირჩია დაჟინებით. თან შეიძლება ოპერაციის შემდეგ ისევ გაგიმეორდესო, დამამშვიდა :) დღეც კი დამითქვა ოპერაციის, მაგრამ არ წავედი, რაღაცნაირად შიში მქონდა თვალზე ოპერაციის და თავი შევიკავე. გავიდა კიდევ ორი-სამი თვე და ომეგა 3-ით თვითმკურნალობა დავიწყე. ყოველდღიურად ერთ კაფსულა ომეგას ვსვამდი. პარალელურად როცა გამახსენდებოდა, დილაობით რამდენიმე კაკლის ლებანსაც გეახლებოდით ხოლმე. დაახლოებით ორი თვის შემდეგ შევამჩნიე, რომ ქალიზიონი საგრძნობლად შემცირდა, კიდევ ერთი თვის შემდეგ კი თითქმის მთლიანად გაქრა. ახლა ქუთუთოს შიგნით სულ ცოტა ჩანს, გარედან კი აღარაფერი მეტყობა. ცხადია დაჟინებით არავის ვურჩევ, რომ ასეთ თვითმკურნალობას მიმართოს, არჩევანი თქვენზეა, უბრალოდ გამოცდილება გაგიზიარეთ. ომეგა 3-მა კი თვალის სიმშრალეც გამიქრო დიდი ხნით. არც რეკლამას და არც ანტირეკლამას არ ვეწევი, მოგიყევით ისე, როგორც იყო. ჯანმრთელობას გისურვებთ!
თარიღი : 03-06-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ ვიკვებოთ ცხელ ამინდში
როგორ ვიკვებოთ ცხელ ამინდში
რჩევები ცხელ ამინდში კვებისა და ქცევისათვის:
სრულად
რა სარგებელს მიიღებთ ფინიკის  მოხმარებით
რა სარგებელს მიიღებთ ფინიკის მოხმარებით
ფინიკი უმეტესად გამოიყენება დეჰიდრატირებული (გამშრალი) ფორმით.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

საშიშია თუ არა ქალაზიონი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები