სქესობრივი ორიენტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სქესობრივი ორიენტაცია

ვაჟებში ვითარდება ლიბიდო - სქესობრივი ლტოლვა, რომელიც შემდეგ მათ სქესობრივ ქცევას აყალიბებს, ხელს უწყობს სქესობრივი ცხოვრების დაწყებას. ადამიანთა უმეტესობა ჰეტეროსექსუალია და სქესობრივ კავშირს საპირისპირო სქესის პარტნიორთან ამყარებს. ზოგიერთი მკვეთრად გამოხატული ჰომოსექსუალია და, შესაბამისად, სქესობრივ კავშირს ამყარებს მხოლოდ თავისივე სქესის პარტნიორთან.

ზოგი ბისექსუალია და ორივე სქესის პარტნიორთან ამყარებს სქესობრივ კავშირს. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ძირითადად ჰეტეროსექსუალური ქცევა ახასიათებთ, მაგრამ ხანდახან ჰომოსექსუალურ ეპიზოდებშიც ებმებიან. აღსანიშნავია, რომ დროდადრო ზოგიერთი ცხოველიც ებმება სქესობრივ აქტივობაში თავისივე სქესის წარმომადგენელთან, მაგრამ მკვეთრად გამოხატული ჰომოსექსუალობა მხოლოდ ადამიანისთვის არის დამახასიათებელი.

  • ფსიქოსექსუალური ორიენტაციის დარღვევა

ფსიქოსექსუალური ორიენტაციის დარღვევა სქესობრივი ლტოლვისა და მისი რეალიზაციის ფორმის მიმართულების შეცვლაა. ასეთი დარღვევები სქესობრივი პერვერსიების (გადახრები) და პარაფილიების (გადახრებისადმი მიდრეკილება) სახელით არის ცნობილი. განასხვავებენ ჭეშმარიტ და ფსევდოპერვერსიებს.

ჭეშმარიტი პერვერსია ფსევდოპერვერსიისგან იმით განსხვავდება, რომ ეს უკანასკნელი გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ სქესობრივი ლტოლვის ბუნებრივი გზით რეალიზაციის შემაფერხებელ ფაქტორთა გავლენით, - ისეთებისა, როგორებიც არის ერთსქესიანი იზოლირებული კოლექტივები, ძალდატანებითი სქესობრივი ურთიერთობა და ფიზიკური განუვითარებლობა. პარაფილიები რეალობად უნდა მივიჩნიოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სქესობრივი ლტოლვა სრულად რეალიზდება რომელიმე პათოლოგიური ფორმით.

ჭეშმარიტი პარაფილიები ორ სტადიად ფორმირდება. პირველ ფაზაში ანომალიური სქესობრივი ცხოვრება ვლინდება დეფორმირებულ ლიბიდოში, ოცნებებსა და ფანტაზიებში, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო არ არის გამოხატული, მეორე ფაზაში კი მისი რეალიზება ხდება.

  • სქესობრივი გადახრების მიზეზები

სქესობრივი გადახრების მიზეზთა ახსნას ცდილობს გენეტიკური, ენდოკრინული, ნეიროგენული, ნეიროენდოკრინული, პირობითრეფლექსური, ფსიქოანალიზური და მრავალი სხვა თეორია. თითოეული მათგანი მოიცავს ფსიქოანალიზური თეორიის ელემენტებს და გადახრას ხსნის როგორც პიროვნების ფსიქოსექსუალური განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე მომხდარ დარღვევათა შედეგს.

სქესობრივი განვითარების ადრეულ სტადიაზე მომხდარი დარღვევებისას ორიენტაცია ჯაბნის ლიბიდოს, ითრევს პიროვნების შინაგან სამყაროს და ასეთი ქცევა მთელი ცხოვრება გრძელდება. ფსიქოსექსუალური განვითარების შეფერხებისას პერვერსიები მრავალი წლის მანძილზე ფარულად არსებობს.

თავდაპირველად იგი ზედაპირულია და არ შლის პიროვნულ ბირთვს, მოგვიანებით კი შესაძლოა მძლავრი, მანიფესტირებული ხასიათი მიიღოს. ზოგიერთ შემთხვევაში პარაფილიები არსებობს მხოლოდ ტენდენციისა და ელემენტების ფორმით. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში გამოვლინდება ისინი, მით უფრო ძლიერი ხარისხისაა.

პერვერსიების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ფსიქიკური დაავადებები:

  1. ენდოგენური პროცესები,
  2. ფსიქოპათიები,
  3. ეპილეფსია,
  4. ოლიგოფრენია,
  5. თავის ტვინის ორგანული დაზიანებები და სხვა.

ამასთან, პერვერსიების ამა თუ იმ ფორმით გამოვლენა ასახავს იმ ფსიქოპათოლოგიას, რომლის გამოც იგი განვითარდა, მაგალითად, ფსიქოლოგიური პათოლოგიები ხშირად იწვევს ისეთ პერვერსიებს, როგორებიცაა ვუაიერიზმი და პედოფილია. პერვერსიები ყველაზე ხშირად უვითარდებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განსაზღვრული დარღვევები ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში და ხსნას სექსუალური ურთიერთობის სხვა ფორმებში ეძებენ.

  • პარაფილიები

პარაფილიები დამახასიათებელია მხოლოდ მამაკაცებისთვის. ეს პათოლოგია გულისხმობს სექსისათვის არაადეკვატური ობიექტებისადმი სქესობრივ ლტოლვასა და აქტივობას. ხდება ისეც, რომ ადამიანს არაადეკვატური ობიექტისადმი სქესობრივი ლტოლვა მხოლოდ ფანტაზიის დონეზე აქვს და რეალურად არ ახორციელებს. ასეთი ქცევა პარაფილიად არ მიიჩნევა.

  • სქესობრივი გადახრები

ცნობილია შემდეგი სახის სქესობრივი გადახრები:

  1. ექსჰიბიციონიზმი - გენიტალიების სხვისთვის წარმოჩენით სქესობრივი დაკმაყოფილება;
  2. ფეტიშიზმი - უსულო ობიექტებისგან, მაგალითად, ქალის ქვედა საცვლების ან ფეხსაცმლისგან სქესობრივი კმაყოფილების მიღება;
  3. ფროთეურიზმი - ქალის ტანსაცმელზე სასქესო ორგანოს ხახუნით სქესობრივი დაკმაყოფილება;
  4. ნეკროფილია - გვამთან სქესობრივი ურთიერთობით სქესობრივი დაკმაყოფილება;
  5. პედოფილია - ბავშვებთან სქესობრივი ურთიერთობით დაკმაყოფილება (ეს პათოლოგია პარაფილიის ყველაზე მეტად გავრცელებულ სახეს წარმოადგენს);
  6. სქესობრივი მაზოხიზმი - დამაზიანებელი ფიზიკური ზემოქმედებისა და დამცირების განცდით სქესობრივი დაკმაყოფილება;
  7. სქესობრივი სადიზმი - სქესობრივ პარტნიორზე დამაზიანებელი ფიზიკური ზემოქმედებითა და მისი დამცირებით სექსუალური დაკმაყოფილება;
  8. ტრანსვესტული ფეტიშიზმი - ქალის ტანსაცმლის ჩაცმით სქესობრივი დაკმაყოფილება;
  9. ვუაიერიზმი, სკოფოფილია - სქესობრივი აქტის ან შიშველი სასქესო ორგანოების ყურებით, ტანსაცმლის ფარულად დათვალიერებით ან ტანსაცმლის მიმართ სექსუალური აქტივობის შედეგად სქესობრივი დაკმაყოფილება;
  10. ზოოფილია - ცხოველებთან სქესობრივი ურთიერთობით სქესობრივი დაკმაყოფილება.

  • სქესობრივ ქცევაზე მოქმედი ფაქტორები

სქესობრივ ქცევაზე მოქმედი ფაქტორებია:

  1. ზოგადი თერაპიული დაავადებები (გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, შაქრიანი დიაბეტი);
  2. ფსიქოტროპული საშუალებები - ტრიციკლური თიმოლეფსიური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები, ლითიუმის მარილები, სედაციური პოტენციის ნივთიერებები: ბენზოდიაზეპინები, ბარბიტურატები, ნეიროლეფსიური საშუალებები;
  3. წამლის არადანიშნულებისამებრ მოხმარება;
  4. ალკოჰოლი;
  5. მარიხუანა;
  6. ამფეტამინის ჯგუფის პრეპარატები.

  • ასაკი და სქესობრივი ქცევა

ასაკის მატებასთან ერთად იცვლება სქესობრივი ქცევის ნორმალური მიმდინარეობა. მამაკაცებში შეიმჩნევა ერექციის პროცესების შენელება, ეაკულაციის ინტენსივობის შემცირება და რეფრაქტორული (სქესობრივი გულგრილობა) პერიოდების გახანგრძლივება. ქალებში ასაკის მატებას თან სდევს საშოს შევიწროება, დამოკლება და სიმშრალე. ეს შეუქცევადი ცვლილებებია, მაგრამ შესაძლოა უკუიქცეს შესაბამისი ჰორმონული (ესტროგენული) თერაპიის შედეგად. როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში ასაკთან ერთად იცვლება სქესობრივი ინტერესები და სქესობრივი აქტივობა.

მიუხედავად ფიზიკური და სოციალური ფაქტორებისა, მრავალი ხანდაზმული ადამიანი ინარჩუნებს სქესობრივ ინტერესებს და სქესობრივად აქტიური რჩება. 60-65 წლის მამაკაცების 75% და ქალების 50% აღნიშნავს, რომ სექსუალური ინტერესები შენარჩუნებული აქვთ. მამაკაცების 70%-ზე მეტი და ქალების 30% რეალურად ერთვება სექსუალურ აქტივობაში. ხშირად სქესობრივი აქტივობის დათრგუნვას განაპირობებს მეუღლის გარდაცვალება, ავადმყოფობა ან სექსისადმი ინტერესის დაკარგვა. მოხუცებში სექსუალური აქტივობისგან ხანგრძლივ თავშეკავებას თან სდევს გენიტალიების სწრაფი ატროფია.

  • ჰორმონები და სქესობრივი ქცევა

ქალებსა და მამაკაცებში სასქესო ჰორმონები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მათ სქესობრივ პოტენციალს. სწორედ ამიტომ მიაჩნდათ, რომ სქესობრივი ქცევის დარღვევებში სწორედ ჰორმონები იყო დამნაშავე. მათვე მიაწერდნენ ჰომოსექსუალური მიდრეკილებების ჩამოყალიბებას, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ასე არ იყო.

საკმაო ხანს დომინირებდა მოსაზრება, თითქოს ადამიანის ორგანიზმში ჰორმონების ბალანსის შებრუნებით შესაძლებელი იყო იმის მიღწევა, რომ მამაკაცსა და ქალს სქესობრივი ქცევისას როლები გაეცვალათ. ეს მოსაზრებაც გაქარწყლდა - ჰეტეროსექსუალი მამაკაცები ავადმყოფობის გამო ჩატარებულმა კასტრაციამ და ორგანიზმში ქალების სასქესო ჰორმონის შეყვანამ ჰომოსექსუალებად არ აქცია. მართალია, მათი სხეულის ფორმა შეიცვალა, დაკარგეს სქესობრივი ურთიერთობის უნარი, მაგრამ მამაკაცებით არ დაინტერესებულან და არც სექსუალური აქტივობისას ქალის როლის შეძენის სურვილი გასჩენიათ.

ასეთივე რამ მოხდა ქალების შემთხვევაშიც - ქალებს, რომლებსაც ამოკვეთილი ჰქონდათ საკვერცხეები და იღებდნენ ტესტოსტერონს, არც მამაკაცებისადმი სქესობრივი ინტერესი დაუკარგავთ და არც სხვა ქალებთან სქესობრივ კონტაქტში შესვლის სურვილი გასჩენიათ. უფრო მეტიც - მათ შენარჩუნებული აქვთ სქესობრივი ლტოლვა. აღსანიშნავია, რომ საკვერცხეებამოკვეთილ ქალს შესაძლოა სექსუალური ინტერესი ადრინდელთან შედარებით გაზრდილიც კი ჰქონდეს.