სექსი 40 წლის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სექსი 40 წლის შემდეგ

სექსი ისეთი აქტიური და სავსე აღარ არის, სახსრები გვტკივა. თუმცა ამ ასაკში სექსუალურმა აქტივობამ ისეთ სიმაღლეს შეიძლება მიაღწიოს, რასაც ახალგაზრდა ასაკში ვერც კი წარმოიდგენთ.

როგორ იცვლება ქალის ორგანიზმი 40 წლის შემდეგ

35-40 წლის შემდეგ ქალის ორგანიზმში იწყება თანამიმდევრობითი ცვლილებების ჯაჭვი, რაც ემთხვევა კლიმაქსის დაწყებას. ამ საფეხურებრივი პროცესის მიმდინარეობისას მცირდება ქალის სასქესო ჰორმონების გამომუშავება, რითაც აიხსნება დამახასიათებელი სიმპტომები. ეს წყვილის სქესობრივ ცხოვრებაზეც აისახება და არა ყოველთვის უარყოფითად. საკმარისია ჩამოვთვალოთ ამ ცვლილებების დადებითი შედეგები:

  • მცირდება ან სრულიად არ არსებობს დაორსულების ალბათობა. აღარაა საჭირო კონტრაცეფციაზე ფიქრი და არასასურველ ორსულობაზე დარდი. ნ იცვლება მენსტრუალური ციკლი: რეგულარობა, ხანგრძლივობა და გამონადენის მოცულობა. შესაბამისად, წყვილს ერთმანეთთან ურთიერთობის მეტი შესაძლებლობა აქვს.

თუმცა არსებობს უარყოფითი მომენტებიც. ესტროგენების გამომუშავების შემცირებასთან ერთად, ვითარდება ლორწოვანი გარსის სიმშრალე, საშოს კედლები თხელდება, რაც შეგრძნებებზეც ახდენს გავლენას. თუმცა ამის გამოსწორება ლუბრიკანტების საშუალებითაა შესაძლებელი.

ზოგიერთი ქალი აღნიშნავს სქესობრივი ლტოლვის შემცირებას, რაც მრავალი ასპექტითაა განპირობებული:

  • ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებები;ნ ჭარი წონა;ნ საშოს სიმშრალე და მრავალი სხვა;ნ გასათვალისწინებელია კლიმაქსთან დაკავშირებული სტერეოტიპებიც.

არსებობს მონაცემები, რომ ზოგიერთი ფიტოესტროგენი აუმჯობესებს სქესობრივ აქტივობას, ზრდის ლიბიდოს და ახდენს მენოპაუზისათვის დამახასიათებელი სიმპტომების კუპირებას, ამცირებს ონკოპათოლოგიების განვითარების რისკს. ფიტოესტროგენები ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის ალტერნატივაა, როდესაც ეს უკანასკნელი ქალისთვის არ შეიძლება.

ყველანაირი კვლევის მონაცემი მეტყველებს, რომ აქტიური სქესობრივი ცხოვრება გრძელდება 40 წლის შემდეგ და სურვილის შემთხვევაში შეიძლება ერთმანეთით ტკბობა ხანდაზმულ ასაკამდე. თუმცა განათლების დეფიციტის გამო არსებობს გარკვეული მითები.

მითი N1 - სექსუალურობა მცირდება კლიმაქსის დადგომისთანავე

ასეთი აზრები მხოლოდ ფსიქოლოგიური პრობლემის მანიშნებელია, რომელიც უკავშირდება მენოპაუზის დროს მიმდინარე ცვლილებებს. ფსიქოლოგები გვირჩევენ გავესაუბროთ პარტნიორს და პირადად დავრწმუნდეთ, რომ ქალი რჩება სასურველად და მიმზიდველად. ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებიდან უნდა მივიღოთ სარგებლის მაქსიმუმი.

მითი N2 - ორგაზმის მიღწევა შეუძლებელია

კვლევებით დასტურდება, რომ ქალები 67 წლის ასაკშიც ხშირად განიცდიან ორგაზმს. არანაირი ფიზიოლოგიური მიზეზი ამისათვის არ არსებობს. ყველაფერს განაპირობებს გამოცდილება, ფსიქოლოგია და სექსუალურობა. ამასთან, მამაკაცები ასაკში უკეთესად აღიქვამენ კრიტიკას, ითვალისწინებენ პარტნიორის სურვილებს და საწოლში ნაკლებად ეგოისტურები არიან. ასე რომ, 40 წლის შემდეგ ქალს ყველა შანსი აქვს, არა მარტო შეინარჩუნოს სქესობრივი ცხოვრება, არამედ გაიუმჯობესოს ის.

რით განსხვავდება 40 წლის შემდეგ სექსი ქალებისა და მამაკაცებისთვის

მამაკაცებს 40-50 წლის შემდეგ შეიძლება აღენიშნებოდეთ ერექციის პრობლემები, რის აღსადგენადაც საჭიროა აქტიური მოქმედება: ვარჯიში, ზღვის პროდუქტებისა და ხორცის მიღება, ასევე რეგულარული სქესობრივი ცხოვრება.

35-40 წლის შემდეგ ქალები უფრო გახსნილები, გამოცდილები არიან და იციან საკუთარი უპირატესობები. სექსუალური დაკმაყოფილება იზრდება ასაკთან ერთად.

ამ პერიოდისთვის კარიერა უკვე აწყობილია, დედობა - რეალიზებული. დარჩა მხოლოდ ქალურობისა და სექსუალობის შენარჩუნება. სწორედ 40 წლის შემდეგ მამაკაცის სურვილები და მენტალობა მსგავსია: დიდია სექსუალური გამოცდილება, სურვილია არა მარტო მოთხოვნილების დამკაყოფილების, არამედ ურთიერთობის აგებისა და ერთმანეთზე ზრუნვის, რაც საუკეთესო მხრიდან აისახება ინტიმურ ცხოვრებაზე.

სექსის მინუსები და პლუსები 40 წლის შემდეგ

რეგულარული სექსის არარსებობა ლიბიდოზე მოქმედი ფაქტორია. როდესაც ქალებს აღარ აქვთ რეგულარული სექსი, მაგალითად, გაყრის შემდეგ, პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ლტოლვა ნარჩუნდება, მაგრამ ამ მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობისას ლიბიდო ქვეითდება. ინტიმური ურთიერთობებისადმი ინტერესიც ქრება, რომლის აღდგენა რთულია.

ამას გარდა, სექსი არეგულირებს ხასიათის ცვლილებას. საქმე ეხება ჰორმონების, კერძოდ კი, ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას.

ქალის ჯანმრთელობისთვის სექსის მინუსების დასახელება რთულია. ერთადერთი შეიძლება იყოს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. კონტრაცეფციის ბარიერული საშუალებების გამოყენებისა და ორივე პარტნიორის რეგულარული სამედიცინო გამოკვლევისას რისკები მინიმალურია.

40 წლის შემდეგ სექსი მეტი სარგებლის მომტანია შემდეგი მარტივი წესების დაცვისას:

1. დადებითი განწყობა. ნებისმიერი ასაკობრივი ცვლილება შეზღუდვა კი არა, ახალი შესაძლებლობებია. რეპროდუქციული ფუნქციის მილევაც კი შესაძლო არასასურველ ორსულობაზე შფოთვის მოხსნის საფუძველია.

2. ვარჯიში. ცნობილია, რომ რეგულარული ვარჯიში აუმჯობესებს ტონუსს, ლიბიდოსა და სქესობრივ ლტოლვასაც კი რიგი ჰორმონების, ადრენალინის, ოქსიტოცინისა და სეროტონინის, გამომუშავების გამო. ერთობლივი ვარჯიში პარტნიორებს შორის გაციებული გრძნობების რეანიმაციის საშუალებასაც იძლევა.

3. რეგულარული პროფილაქტიკური გასინჯვა ექიმთან. ყოველ 6 თვეში ერთხელ ქალმა უნდა ჩაიტაროს გეგმური კვლევები, რაც პრობლემების ნაადრევად გამოვლენისა და მათი გადაჭრის საშუალებას იძლევა. ამასთან, ექიმთან მიღებაზე შესაძლებელია შეირჩეს ლუბრიკანტები და ის საშუალებები, რომლებიც მენოპაუზის სიმპტომებს გაუმკლავდება და შეინარჩუნებს ლიბიდოს.