/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პროქტოლოგია

ჰემოროიდული დაავადება ანუ ბუასილი - მითები და რეალობა - კომენტარები და რჩევები სპეციალისტისგან

ჰემოროიდული დაავადება ანუ ბუასილი - მითები და რეალობა - კომენტარები და რჩევები სპეციალისტისგან
ბუასილი ფართოდ გავრცელებული და ერთ-ერთი ყველაზე ტაბუირებული დაავადებაა ზრდასრულ მოსახლეობაში.

სიმპტომებით გამოწვეული სერიოზული დისკომფორტის მიუხედავად, პაციენტების დიდი ნაწილი ექიმთან მიმართვას და სიმპტომებზე ღიად საუბარს ერიდება. პროფესიონალებთან საუბრის ნაკლებობა კი ხშირად მცდარი შეხედულებების და არასწორი ქმედებების საფუძველი ხდება. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, პროფესიონალთაგან გავიგოთ, საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული მოსაზრებებიდან რა არის მითი და რა - რეალობა ბუასილის შესახებ. დღეს ამის გარკვევაში "ავერსის" კლინიკის ქირურგი, პროქტოლოგი - ქ-ნი ნინო ტურიაშვილი დაგვეხმარება.

მოსაზრება 1: ბუასილი შემაწუხებელი დაავადებაა, მაგრამ საშიშ გართულებებს არ იწვევს

მითია! ბუასილი საყურადღებო, მორეციდივე და პროგრესირებადი პათოლოგიაა. საწყის ეტაპზე სიმპტომები შედარებით ხანმოკლეა და მარტივად იხსნება, მაგრამ უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში, დაავადება მძიმდება და შეუქცევადი ცვლილებები ვითარდება. დეფეკაციის შემდეგ ჰემოროიდული კვანძი მარტივად ვეღარ უბრუნდება საწყის მდგომარეობას, სიმპტომები თანდათან უფრო ინტენსიური და რთულად სამართავი ხდება, იზრდება კვანძის ინფიცირების, თრომბოზისა და ჩაჭედვის საშიშროება. ხშირია სისხლდენების გამო განვითარებული სისხლნაკლებობაც. ამასთან, რაც უფრო შორსწასულია ფორმა, ქირურგიული მკურნალობის აუცილებლობა სულ უფრო გარდაუვალი ხდება. ამრიგად, ბუასილი ნამდვილად საყურადღებო დაავადებაა და პირველივე სიმპტომებიდან სწორ, ადეკვატურ მართვას საჭიროებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მოსაზრება 2: ბუასილს აუცილებლად ახლავს ძლიერი ტკივილი

მითია! ტკივილი ბუასილის ერთ-ერთი უხშირესი სიმპტომია, მაგრამ არ არის აუცილებელი ყოველთვის ახლდეს. ბუასილისთვის დამახასიათებელი ტკივილი ძირითადად დეფეკაციის მომენტში იჩენს თავს და ხანმოკლეა. ხშირად ის დისკომფორტის, წვის ხასიათს ატარებს და ნაკლებ ინტენსიურია. ძლიერი ტკივილის არსებობა უფრო ჰემოროიდული კვანძის ჩაჭედვის, თრომბოზის მაჩვენებელია ან სწორი ნაწლავის სხვა საყურადღებო პათოლოგიის არსებობაზე შეიძლება მეტყველებდეს. აღსანიშნავია, რომ უფრო ხშირია შემთხვევები, როცა ბუასილის ერთადერთი გამოვლინება სისხლდენაა. სისხლდენა ძირითადად ალისფერია და პაციენტი მას ტუალეტის ქაღალდზე, ფეკალურ მასებზე ან ტუალეტის ავზში შენიშნავს ხოლმე. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ შემთხვევათა მცირე ნაწილში (დაახლოებით 30%-ში) სისხლდენის მიზეზი არა ბუასილი, არამედ სწორი ნაწლავის სხვა დაავადებები, მათ შორის სიმსივნე, შეიძლება იყოს. ამიტომ სისხლდენის არსებობისას ექიმთან კონსულტაცია მიზეზის დასადგენად აუცილებელია!

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ. ვარ 28 წლის გოგო, დეფეკაციის დროს შევნიშნე სისხლი, ამის შემდეგ ვიყავი პროქტოლოგთან გამსინჯა და მითხრა რო არაფერი კვლევა არ მესაჭიროებოდა, მხოლოდ ნატალსიდის სანთელი დამინიშნა 10 დღე... დიაგნოზი: შიგნითა ჰემოროიდული კვანძი, ეროზიის და წყლულის გარეშე.. დიეტა არ გჭირდებაო ასე მითხრა და ისიც მითრა არაფერი არ არის ეს ისეთი, ყველას აქვს თითქმისო.. დავიწყე ამ სანთლის გაკეთება და მეორე გაკეთების დროს ვიგრძენი წვა და დამეწყო ფაღარათი.. რომ დავურეკე წვა იცის ცოტაო, მაგრამ ფაღარათი არაო.. მაშინ შეწყვიტეო. შევწყვიტე 1 კვირისწინ.. გუშინ მომიწია ალკოჰოლის დალევა და დღეს ვგრძნობ უსიამოვნო შეგრძნებას უკანა ტანში და ცოტა წვას... თქვენი აზრი მაინტერესებს ამ დიაგნოზზეც და სანთელზეც.. ანუ ასე თავისით ჩაცხრება რო არ გავიკეთო ან რო გამირთულდეს... მადლობა წინასწარ</p>

მოსაზრება 3: ბუასილის მკურნალობისთვის ადგილობრივი საშუალებები ეფექტურია

მითია! ბუასილის ადგილობრივი საშუალებები (სანთლები, მალამოები), როგორც წესი, სიმპტომების დროებით გაყუჩებას და თვითშეგრძნების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. თუმცა, მყარი ეფექტის მისაღებად და განმეორებითი ეპიზოდების ასაცილებლად უფრო კომპლექსური მიდგომებია საჭირო. კერძოდ, ცხოვრების რეჟიმის მოდიფიკაცია და სისტემური მედიკამენტური მკურნალობის გამოყენება. სისტემურ მკურნალობაში წამყვანი ადგილი ვენოტონურ პრეპარატებს უკავია, მათ შორის კი, ყველაზე კარგად შესწავლილი და რეკომენდებული _ ფრანგული ვენოტონური პრეპარატი დეტრალექსი 1000 მგ-ია. დეტრალექსი, ბუასილის სიმპტომების (სისხლდენის ტკივილის, შეშუპების) სწრაფ მოხსნასთან ერთად, განმეორებითი ეპიზოდების სიხშირეს, სიმძიმეს, ინტენსივობას ეფექტურად ამცირებს და ხელს უშლის დაავადების გაღრმავებას. დეტრალექსი ცალკე ან კომპლექსურად, ადგილობრივ საშუალებებთან ერთად გამოიყენება როგორც მწვავე ეპიზოდის, ისე ქრონიკულად მიმდინარე ბუასილის დროს. მწვავე ეპიზოდის მკურნალობისთვის ამჟამად ხელმისაწვდომია დეტრალექსის სპეციალური 18-ტაბლეტიანი შეფუთვა, რომელიც ზუსტად საჭირო დოზას მოიცავს კოლოფზე თანდართული ზუსტი სქემით, მეტი სიმარტივისთვის.

ცხოვრების რეჟიმის მოდიფიკაცია კი, პირველ რიგში, მოიაზრებს ბუასილის გამომწვევი რისკფაქტორების მინიმიზაციას: კვების რეჟიმის მოწესრიგებას უჯრედისით მდიდარი საკვები პროდუქტის, საკმარისი რაოდენობის სითხის (1.5-2 ლ) რეგულარულად მიღებას; დეფეკაციის მოწესრიგებას (ყოველდღე ერთსა და იმავე დროს), რეგულარულ ზომიერ ფიზიკურ აქტივობას და წონის დაკლებას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სწორი ნაწლავის პათოლოგიები - რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ
სწორი ნაწლავის პათოლოგიები - რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ
"მკურნალის" სტუმარია გელა მუხაშავრიას პროქტოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, კლინიკა „ინოვას“ ექიმი-პროქტოლოგი გია მუხაშავრია.
სრულად
სწორი და მსხვილი ნაწლავის სიმსივნური პათოლოგიები
სწორი და მსხვილი ნაწლავის სიმსივნური პათოლოგიები
მსხვილი ნაწლავის (იგივე კოლორექტული) კიბო აერთიანებს ონკოლოგიურ პათოლოგიებს, რომელთა დროსაც ავთვისებიანი წარმონაქმნები ფორმირდება ნაწლავის დისტალური ნაწილის ლორწოვანი გარსიდან (ბრმა ნაწლავიდან, მსხვილი, სიგმოიდური და სწორი ნაწლავიდან).
სრულად
ანალური ნაპრალის წარმოშობის მთავარ მიზეზად ანალური არხის ლორწოვანი გარსის მკვრივი განავლოვანი მასებით დაზიანებას მიიჩნევენ
ანალური ნაპრალის წარმოშობის მთავარ მიზეზად ანალური არხის ლორწოვანი გარსის მკვრივი განავლოვანი მასებით დაზიანებას მიიჩნევენ
ანალური ნაპრალი უმეტესად ანალური არხის უკანა კედელზე წარმოიქმნება.
სრულად
სწორი ნაწლავის და კუდუსუნის ძვლის ტკივილი - ყითის ამწევი კუნთის სინდრომი
სწორი ნაწლავის და კუდუსუნის ძვლის ტკივილი - ყითის ამწევი კუნთის სინდრომი
ყითის ამწევი კუნთის სინდრომი არის სპორადიული ტკივილი სწორ ნაწლავში, რომელიც გამოწვეულია ანუსთან მდებარე კუნთის სპაზმით (ყითის ამწევი კუნთი).
სრულად
ერექციული დისფუქცია - საკვები პროდუქტები, რომლებიც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ
ერექციული დისფუქცია - საკვები პროდუქტები, რომლებიც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ
რა მივირთვათ?
სრულად
ანალური – სწორი ნაწლავიდან სისხლდენა
ანალური – სწორი ნაწლავიდან სისხლდენა
ყოველდღიურ ცხოვრებაში არავინაა დაზღვეული ტუალეტის ქაღალდზე, განავლოვან მასაში თუ მის ზედაპირზე სისხლის ნაკვალევის შემჩნევისგან.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ჰემოროიდული დაავადება ანუ ბუასილი - მითები და რეალობა - კომენტარები და რჩევები სპეციალისტისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები