საუნა გულსისხლძარღვთა სისტემაზე დადებითად მოქმედებს

ფიზიკური ვარჯიში. ამით აიხსნება, თუ რატომაა დაქვეითებული გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და დემენციის განვითარების რისკი იმ ადამიანებში, ვინც რეგულარულად დადის საუნაში.
კვლევაში მონაწილეობდა 40-დან 50 წლამდე ასაკის 102 ადამიანი. მათ არ აღენიშნებოდათ გულის დაავადებები, მაგრამ ჰქონდათ რისკ-ფაქტორები, როგორიცაა სიმსუქნე და მაღალი წნევა. მოხალისეები ნახევარ საათს ფინურ საუნაში ატარებდნენ. მკვლევარებმა შენიშნეს, რომ საუნის შედეგად მოხალისეებს დაუქვეითდათ წნევა და მოემატათ არტერიების ელასტიურობა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
გულისცემის სიხშირე საშუალოდ, წუთში 65-დან 81-მდე გაიზარდა. დაახლოებით იგივე ხდებოდა ზომიერი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვისას. სპეციალისტების აზრით, ამის მიზეზი მაღალი ტემპერატურაა. ოფლის აქტიური გამოყოფის შედეგად ქვეითდება წნევა და მცირდება გულზე დატვირთვა. გარდა ამისა, საუნა მოდუნებაშიც გვეხმარება.
ლალი ჩხიკვაძე