რომელი დაავადებები იწვევს გულის არეში ტკივილს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი დაავადებები იწვევს გულის არეში ტკივილს

ჯერ ერთი, თუ ტკივილი მართლაც გულის პათოლოგიითაა გამოწვეული, სათანადო გამოკვლევას და მკურნალობას მოითხოვს; მეორე - გულმკერდის არეში ტკივილი შესაძლოა გულის კი არა, მაგალითად, ფილტვების ან კუჭ-ნაწლავის დაავადების, ანდა, სულაც, ნევრიტის ან კისრის მალების ოსტეოქონდროზის ბრალი იყოს. ტკივილი გულის არეში ზოგჯერ ხანგრძლივი და ხშირად განმეორებადია, ზოგჯერ - ხანმოკლე და უეცარი. ხშირად განმეორებადი, ხანგრძლივი ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც თავად გულის, ისე გულმკერდის ღრუს სხვა ორგანოების (პლევრა, დიაფრაგმა, შუასაყარი), ნეკნთაშუა ნერვებისა და კუნთების, კისრის მალების დაავადებითაც.

მიზეზები

  1. გულის ტკივილის გამომწვევ უხშირეს მიზეზს, სტენოკარდიას ასახელებენ.
  2. უეცარი, ძლიერი ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტმა, აორტის დაავადებამ, ფილტვის დაავადებამ.
  3. გულის კუნთისა და მისი პერანგის ანთება, მიოკარდიტი, კარდიომიოპათია და პერიკარდიტი, ასევე შეიძლება იყოს ტკივილის მიზეზი.
  4. ტკივილის ფუნქციური მიზეზებიდან, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური დაავადებებიდან, აღსანიშნავია ნეიროციკულატორული დისტონია და კლიმაქტერიული კარდიოპათია.
  5. გულმკერდის არეში განსაკუთრებით მკვეთრი ტკივილი აღმოცენდება აორტის განშრევების, ანევრიზმის გახეთქვის დროს.
  6. ტკივილის კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია, განსაკუთრებით - ახალგაზრდებში, მიტრალური პროლაფსი.

სტენოკარდია - გულის ანგინა

სტენოკარდიას იწვევს დროებითი შეუსაბამობა გულის მუშაობასა და მოცემულ მომენტში ამ მუშაობის შესასრულებლად საჭირო სისხლით მომარაგებას შორის. სტენოკარდიისთვის დამახასიათებელია ტკივილის ზუსტი ლოკალიზაცია. ზოგჯერ ავადმყოფი თითით ზუსტად მიუთითებს მის ეპიცენტრზე. სტენოკარდიის ერთ-ერთი მიზეზია გულის მკვებავი არტერიების ხანგრძლივი, ქრონიკული ათეროსკლეროზი, რომელსაც იწვევს ჰიპერქოლესტერინემია (სისხლში ქოლესტერინის მომატება), არტერიული ჰიპერტენზია, სიგარეტის წევა, სიმსუქნე, უმოძრაობა, შაქრიანი დიაბეტი და ნერვულ-ფსიქიკური გადაძაბვა.

რამდენიმე ხელშემწყობი ფაქტორის შერწყმის შემთხვევაში სტენოკარდიის ჩამოყალიბების ალბათობა რამდენჯერმე იზრდება. სტენოკარდიის კლასიკური გამოვლინებაა ძლიერი ტკივილი მკერდის ძვლის უკან ან მის მარცხნივ. ტკივილი გადაეცემა მარცხენა მხარში, ხელში ან ბეჭში, ზოგჯერ - კისერში, კბილში, ყურში. შეტევა უმეტესად იწყება მცირე ინტენსივობის ტკივილით და 2-3 წუთის განმავლობაში ძლიერდება. თუ შეტევა 30 წუთზე მეტხანს გაგრძელდა, ინფარქტი უნდა ვიეჭვოთ. სტენოკარდიული შეტევა შეიძლება არა ტკივილით, არამედ ჰაერის უკმარისობით ან არითმიით გამოვლინდეს. ხშირად სტენოკარდიულ შეტევას იწვევს ფიზიკური დატვირთვა, რადგან ამ დროს იზრდება მიოკარდიუმის მოთხოვნა ჟანგბადზე. შეტევას პროვოცირება შეიძლება გაუწიოს სიცივემ, ემოციურმა სტრესმა, ჭარბი საკვების მიღებამ, თამბაქომ, არტერიულმა ჰიპერტენზიამ, პაროქსიზმულმა ტაქიკარდიამ.

სტენოკარდია შესაძლოა მოსვენების დროსაც აღმოცენდეს. ამას საფუძვლად უდევს გულის მომმარაგებელი სისხლძარღვების მნიშვნელოვანი შევიწროება. იგი დაძაბვის სტენოკარდიაზე საყურადღებოა. არსებობს არასტაბილური სტენოკარდიაც, რომელსაც ახასიათებს შეტევათა ინტენსივობის მომატება, მათი გახშირება და გახანგრძლივება. ის კიდევ უფრო საყურადღებოა, რადგან, გამორიცხული არ არის, ინფარქტით დასრულდეს. შესაძლოა, სტენოკარდია ტკივილის გარეშეც მიმდინარეობდეს - მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის ფონზე (მუნჯი სტენოკარდია). სტენოკარდიული შეტევის მოსახსელად ავადმყოფმა ნიტროგლიცერინი ენის ქვეშ უნდა დაიდოს ტკივილის მატებისას - ტკივილის პიკზე მისი მიღება შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს.

წაიკითხეთ სრულად