Online Mkurnali

რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
    სრულად

    როგორ ზრუნავენ კარდიოლოგები თავიანთ გულზე - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    როგორ ზრუნავენ კარდიოლოგები თავიანთ გულზე

    ეს რეკომენდაციებია:

    1. საკმარისი ძილი

    ხარისხიანი დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია გულისთვის. ჯანსაღი ძილი, რომლის შემდეგ ადამიანი ენერგიით სავსე იღვიძებს, არტერიული წნევის ნორმალიზებას ახდენს და განამტკიცებს სისხლძარღვთა ჯანმრთელობას.

    2. სვით საკმარისი წყალი

    თქვენ შეიძლება ვერ ამჩნევდეთ დეჰიდრატაციას (გაუწყლოებას), მაგრამ, ამავდროულად, თუ ორგანიზმი დღეში 5 ჭიქაზე ნაკლებ წყალს იღებს, სისხლი უფრო ბლანტი ხდება, ის შეფერხებით გადასცემს ჟანგბადს ორგანიზმის უჯრედებსა და ორგანოებს და სისხლძარღვებში სისხლის შედედების (თრომბების განვითარების) რისკი იზრდება.

    3. იკვებეთ სწორად

    გულის ჯანმრთელობისთვის იდეალურია ხმელთაშუაზღვის დიეტა: ბევრი ბოსტნეული, ხარისხიანი მაკარონი ან ბრინჯი, პლიუს თევზი და ზეითუნის ზეთი. ყოველდღე უნდა ჭამოთ, სულ მცირე, რამდენიმე კენკრა (თუნდაც გაყინული). გარდა ამისა, დიეტა უნდა იყოს მდიდარი ცილებით, რათა გამოიკვებოს გულის კუნთი.

    4. დაიმუხტეთ კარგი განწყობით

    აუცილებლად იპოვეთ დღეში ერთი მიზეზი მაინც გაცინებისთვის, ანუ ერთხელ მაინც გაიცინეთ! ეს არის ყველაზე ეფექტური გზა თქვენი გულის დასაცავად. დაეუფლეთ ასევე თუნდაც უმარტივეს მედიტაციას მაინც და მოუსმინეთ სასიამოვნო (თქვენს საყვარელ) მუსიკას დღეში 15 წუთის განმავლობაში, დახუჭული თვალებით. ეს დაგეხმარებათ ახალგაზრდობის გახანგრძლივებაში მრავალი წლის განმავლობაში.

    5. ისარგებლეთ კიბეებით

    კარდიოვარჯიშის უმარტივესი ფორმაა კიბის საფეხურებზე სიარული. სტატისტიკა დამაჯერებლად აჩვენებს, რომ ინფარქტის რისკი გაცილებით დაბალია მათთვის, ვინც ლიფტისა და ესკალატორების გარეშე მოძრაობს.

    6. იყავით მადლიერნი

    აუცილებლად წარმოთქვით მადლიერების სიტყვები იმ ყოველივე კარგისათვის, რაც თქვენთან დაკავშირებით ხდება, თუნდაც გონებაში. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ასეთი პოზიცია და ქმედებები წარმოუდგენლად სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, ისინი ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას და აჩერებს ანთებით პროცესებს ორგანიზმში.

    7. ნუ გადაგაქვთ გაციება (ავადმყოფობა) ფეხზე

    რესპირატორულმა და ვირუსულმა ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, კონკრეტულად გულის, რაც ზოგჯერ ინვალიდობასაც იწვევს. ამიტომ, თუ ავად გახდებით, აუცილებლად გამოუწერეთ ორგანიზმს დასვენება, რომელიც ასე საჭიროა სრულად გამოჯანმრთელებისთვის.

    8. იზრუნეთ D ვიტამინზე

    ზაფხულში მისი რეზერვების შევსება განსაკუთრებულად მარტივია - აუცილებელია სუფთა ჰაერზე ყოფნა, სასურველია დილის საათებში. შემოდგომასა და ზამთარში აუცილებელია მედიკამენტების მიღება და ამ ვიტამინით მდიდარი საკვებით რეგულარულად კვება. ეს ძალზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ძვლის სიმტკიცის შესანარჩუნებლად, არამედ გულის შეტევებისაგან თავდასაცავად და ასევე ინსულტისა და ინფარქტის ასარიდებლად.

    9. მიიღეთ კარგი ალკოჰოლი გონივრული ოდენობით

    გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სასიამოვნო და სასარგებლო საშუალებაა დღეში ერთი ჭიქა მშრალი წითელი ღვინო. მასში შემავალი ფლავონოიდები არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ასევე აძლიერებს (განამტკიცებს) სისხლძარღვების კედლებს. ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება კი, პირიქით, ჯანმრთელობის დროზე ადრე შერყევის (დარღვევის) პირველი საშუალებაა.

    10. განებივრდით შოკოლადით

    დღეში რამდენიმე ნატეხი შოკოლადი დაგეხმარებათ გულის მოვლასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, კაკაოს უნიკალური თვისებების წყალობით. გარდა ამისა, შოკოლადი ამაღლებს გუნება-განწყობას. პირველ რიგში, ეს ეხება შავ შოკოლადს, რომელსაც აქვს იშვიათი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია, ნაკლები ცხიმი და ნახშირწყლები.