/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

ხართ თუ არა გულის შეტევის განვითარების რისკ-ჯგუფში?

ხართ თუ არა გულის შეტევის განვითარების რისკ-ჯგუფში?
შეიმოწმეთ ქოლესტერინის კოეფიციენტი.

გულ–სისხლძარღვთა დაავადებები მოიცავს გულის კორონარულ დაავადებას–მიოკარდიუმის ინფარქტი, ცერებროვასკულურ დაავადებას–თავის ტვინის ინსულტი, მომატებულ არტერიულ წნევას (არტერიული ჰიპერტენზია), გულის რევმატულ და თანდაყოლილ სარქვლოვან დაავადებებსა და გართულების სახით-გულის უკმარისობას. გულ–სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი ქცევითი რისკის ფაქტორებია: თამბაქოს მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება და ალკოჰოლის საზიანო მოხმარება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2008 წლის მონაცემებით, მიოკარდიუმის ინფარქტითა და თავის ტვინის ინსულტით, 17,3 მლნ–ზე მეტი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად. 5 შემთხვევიდან 4 სიკვდილის შემთხვევა მოდის დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნებზე, ქალთა და მამაკაცთა პოპულაციებზე თანაბრად.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა ძირითადი ჯგუფის მორფოლოგიური საფუძველი, ათეროსკლეროზული პროცესია, რომლის არსიც მდგომარეობს სისხლძარღვის კედელში ცხიმოვანი მასების დალექვასა და მის ირგვლივ შემაერთებელი ქსოვილის განვითარებაში. ეს უკანასკნელი იწვევს სისხლძაღვის კედლის გასქელებასა და დეფორმაციას, სანათურის შევიწროვებასა და სისხლის მიმოქცევის შეფერხებას. ფიბროზული ფოლაქები სისხლძარღვში განვითარებას იწყებს ბავშვთა ასაკიდან. კვლევებით დადგენილია, რომ 10–14 წლის მოზარდთა 20%–ში ადგილი აქვს ათეროსკლეროზულ ცვლილებებს, რომელთა ინტენსივობა ყოველ მომდევნო 5 წელიწადში 10%–თ მატულობს. იმის მიხედვით, თუ რომელ ორგანოს კვებავს დაზიანებული სისხლძარღვი, ვითარდება ორგანოს არასაკმარისი კვებით განპირობებული სიმპტომატიკა, გულის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიების დაზიანებისას–ესაა სტენოკარდია და გულის კუნთის ინფარქტი, ხოლო ტვინის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებისას–თავის ტვინის ინსულტი.

ინსულტი ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ირღვევა ტვინის სისხლით მომარაგება. ეს იწვევს თავის ტვინის ინფარქტს ან სისხლჩაქცევას ტვინში.

ინსულტი მწვავე სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობაა, რომლის დიაგნოსტირებისა და მართვის პრინციპი ეფუძნება კონცეფციას ,,დრო არის ტვინი და ტვინი არის დრო’’. პაციენტებში ინსულტის ადრეულ ეტაპზე ეფექტურ მართვას შეუძლია სიკვდილობისა და ავადობის შემცირება, თუმცა ადრეული მართვა შეუძლებელია დროული დიაგნოსტიკისა და შეფასების გარეშე.

გულსისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი სიმპტომები და პაციენტის ქცევის მოდელი

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ რამდენი თვის წინ მქონდა გულის მიდამოში ჩხვლეტვა გავლითი ტკივილი მივედი გადაღებაზე გადამიღეს გულზე არაფერი არგჭირსო არც არითმია გაქვსო მაგრმა ხანდახან ჩხვლეტვა მაინც მაქვს გულის ზედა ნაწილში მარცხენა მხარის შუა ნაწილში და ხერხემლის ბრალი იქნება ხერხემალზე მაქვს ცოტა პრობლემა</p>

იცოდე, როდის მიმართო ექიმს

გულ–სისხლძარღვთა დაავადებები წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, მიუხედავად დაავადების სახეობისა. ამ პათოლოგიის განვითარების რისკებისა და სახიფათო ნიშნების ცოდნა დაგეხმარებათ დროულად იგრძნოთ საშიშროება.

ასევე დაგაინტერესებთ
სამედიცინო ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ ადამიანის ხასიათის გაგებაში

ხართ თუ არა გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მხრივ რისკის ქვეშ? თქვენი პერსონალური რისკი დამოკიდებულია აღნიშნულ დაავადებათა განვითარებასთან ასოცირებულ ფაქტორებზე, რომელთა ერთი ნაწილის კონტროლი შეუძლებელია, ხოლო დანარჩენების კონტროლს თქვენ შეძლებთ.

ფაქტორები,რომელთა კონტროლიც შეუძლებელია:

  • ასაკი
  • სქესი (მენოპაუზის შემდეგ ქალების რისკი უთანაბრდება და უსწრებს მამაკაცებისას)
  • ოჯახური ისტორია

ფაქტორები,რომელთა კონტროლსაც თქვენ შეძლებთ:

  • ქოლესტეროლის შემცველობა სისხლში
  • ფიზიკური აქტივობა
  • თამბაქოს მოხმარება
  • წონა
  • არტერიული წნევა
  • შაქრიანი დიაბეტი

ძირითადი ნიშნები და სიმპტომები საერთოა გულ–სისხლძარღვთა დაავადებების უმრავლესობისათვის.

თუ თქვენ პერიოდულად გაქვთ შემდეგი სიმპტომები, მიმართეთ ექიმს:

  • ძლიერი თავბრუსხვევა და წონასწორობის დარღვევა
  • უცებ განვითარებული დაღლილობის შეგრძნება
  • აჩქარებული გულისცემა (100 და მეტი დარტყმა წუთში)
  • არარეგულარული გულისცემა
  • ტკივილი გულმკერდის მიდამოში ან დისკომფორტი ფიზიკური დატვირთვისას, რომელიც იხსნება დასვენების შემდეგ
  • სუნთქვის გაძნელება ფიზიკური დატვირთვისას და მოსვენებით მდგომარეობაში
  • ძილის დარღვევები

ინსულტის მაღალი რისკის პაციენტებსა და მათ ოჯახს წევრებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ინსულტის სავარაუდო სიმპტომების შესახებ, რათა მათი გამოვლენისთანავე მათ დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას ან გამოიძახონ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

გულის შეტევა უხშირესად ვითარდება უეცრად, მაგრამ არა ყოველთვის და გარკვეულ შემთხვევებში, ამ ინციდენტს წინ უსწრებს:

  • შეტევითი ხასიათის ტკივილი, წვა ან ზეწოლა მკერდის ძვლის უკან
  • ტკივილი ,რომელიც ვრცელდება და/ან ირადირებს ზურგში, კისერში, ყბებში ან მხარში
  • გულისრევა, ცივი ოფლი
  • სწრაფი და/ან არარეგულარული გულისცემა

ქალებში ტიპური იშემიური ხასიათის ტკივილი გულმკერდში შედარებით იშვიათია. ქალებში ამ მხრივ საყურადღებო სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • ქოშინი
  • გულისრევა/პირღებინება
  • ტკივილი ზურგში ან ყბებში
  • უეცრად განვითარებული დაღლილობის ან სისუსტის შეგრძნება
  • ხველა
  • შფოთვა.

წყარო: NCDC

კომენტარები (1)
თინა
ტესტი არ ჩანს
თარიღი : 12-01-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მუცლის ტკივილი ბავშვებში - როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი
მუცლის ტკივილი ბავშვებში - როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი
მუცლის ტკივილი შესაძლოა იყოს რომელიმე დაავადების სიმპტომი, ან შესაძლოა არ იყოს დაკავშირებული რომელიმე დაავადებასთან.
სრულად
ქირურგიული პრობლემები - პერიტონიტი და ასციტი
ქირურგიული პრობლემები - პერიტონიტი და ასციტი
მედიცინისა და, შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობისადმი დამოკიდებულება ჩვენს დროში შესამჩნევად შეიცვალა. წინათ, იმ ავადსახსენებელ საბჭოთა ეპოქაში, როცა
სრულად
კოლიკა  და  ჰიპოალერგიული  დიეტა
კოლიკა და ჰიპოალერგიული დიეტა
ნაწლავთა კოლიკა თითქმის ყოველი ძუძუთა ბავშვის ხვედრია. ის ორი-სამი კვირის ასაკიდან იწყება, სამ-ოთხ თვემდე გასტანს და თავისთავად გაივლის.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ხართ თუ არა გულის შეტევის განვითარების რისკ-ჯგუფში? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები