სამედიცინო ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ ადამიანის ხასიათის გაგებაში
შესრულება ან თავად შეასრულოთ ისინი, თუ თქვენს ხასიათს ამოწმებთ.
მიღებული შედეგები აუცილებლად ჩაინიშნეთ ფურცელზე, რომ შემდეგ მოცემულ გასაშიფრ მეთოდიკას დაუკავშიროთ.
რა უნდა გააკეთოთ ამისათვის:
1) ხელებით გააკეთეთ საკეტი
ერთგვარად ჩაკეტეთ ხელის მტევნები, თითების ერთმანეთში ჩასმით გააკეთეთ ე.წ. საკეტი, როგორც ეს პირველ სურათზეა ნაჩვენები. დააკვირდით, რომელი ხელის თითი აღმოჩნდება ზევით. თუ მარცხენა ხელის, ფურცელზე ჩაინიშნეთ ციფრი - 1, თუ მარჯვენის, დაწერეთ ციფრი - 2.
2) დაუმიზნეთ სამიზნეს
ერთი თვალი დახუჭეთ და შეეცადეთ წარმოსახვით სამიზნეს თითებით დაუმიზნოთ (როგორც ეს სურათზეა მოცემული). რომელი თვალი დაგრჩათ გახელილი? თუ მარცხენა – ფურცელზე ჩაინიშნეთ ციფრი 1, თუ მარჯვენა – დაწერეთ ციფრი 2.
3) ხელები მკერდზე გადაიჯვარედინეთ
რომელი ხელი აღმოჩნდა ზევით? მარცხენა – 1, მარჯვენა – 2.
4) დაუკარით ტაში
დააკვირდით, ტაშის დაკვრისას რომელი ხელია ზევით? თუ მარცხენა, ფურცელზე დაწერეთ ციფრი 1, თუ მარჯვენა - 2.
ახლა კი შეგიძლიათ გაეცნოთ შედეგებს:
2221 - ამ ხასიათის ადამიანი გამოირჩევა გაუბედაობითა და ყოყმანით, გადაწყვეტილების მიღება, ჩვეულებრივ, ძალზე უჭირს.
2212 - მთავარი თვისება კომუნიკაბელობაა. ადვილად ურთიერთობს ნებისმიერ ადამიანთან.
2122 - ეს ადამიანი ფრთხილია, რბილი ხასიათისა და „ტექნიკური“ ტვინის პატრონი, ხშირად ცივია სხვა ადამიანთათვის.
1222 - ამ ხასიათის ადამიანს აკლია დაჟინებულობა და შეუპოვრობა. მას ახასიათებს ემოციურობა, ადვილად ექცევა სხვათა გავლენის ქვეშ. შეუძლია საერთო ენის გამონახვა ადამიანებთან.
1122 - ეს ადამიანი გამოირჩევა სიკეთით, ინტერესთა მრავალფეროვნებითა და სიჭარბით. ხშირად ბრიყვი და უბრალოა. მიდრეკილია მარტოობისაკენ.
2211 - რბილი ხასიათის ადამიანია, მეტად კომუნიკაბელური.
2111 - ეს ადამიანი მერყევი ხასიათისაა, მხოლოდ საკუთარ ძალებს ეყრდნობა.
1211 - ჩაკეტილი ბუნებისაა, მეგობარი ცოტა ჰყავს. თუმცა ეს ადამიანი ძლიერი სულისაა და მთელი ძალით მიისწრაფვის მიზნისაკენ.
1121 - შემოქმედებითი ნატურაა, რბილი ხასიათის, მიმნდობი.
1112 - ამ კომბინაციის ადამიანი ენერგიულია, ემოციური, მტკიცე და შეუპოვარი.
2222 - აბსოლუტური მემარჯვენე, კონსერვატული ხასიათის, გაურბის კონფლიქტებს.
1111 - აბსოლუტური მემარცხენე. შემოქმედებითი ადამიანი, რომელსაც ასევე ახასიათებს ემოციურობა, ინდივიდუალიზმი და ეგოიზმი.
2121 - ასეთ ადამიანზე ადვილია ზემოქმედება, სრულიად დაუცველია.
1212 - შეუპოვარი და სულით ძლიერი ადამიანია. ადვილად აღწევს დასახულ მიზნებს.
1221 - რბილი ხასიათისაა, უეშმაკო და უბოროტო, აკლია სიმტკიცე და შეუპოვრობა.
2112 - რბილი ხასიათისაა, ძალდაუტანებელი, ადვილად იძენს ნაცნობებს, ხშირად იცვლის გატაცებებს.