როგორ დავიცვათ თავი გაციებისგან

არაფერია საშიში, გარდა არასწორი მკურნალობის შედეგად თავჩენილი გართულებებისა”. ადამიანი წელიწადში სამჯერ მაინც ცივდება. მწვავე დაავადებების რეიტინგში გაციებას მეოთხე ადგილი უკავია, თუმცა უმრავლესობას ის დაავადებად არც კი მიაჩნია და ჰგონია, რომ ფეხზეც შეიძლება გადაიტანოს. გრიპისა და გაციების მიზეზებზე სასაუბროდ ვეწვიეთ საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის წევრ-დამფუძნებელს, EURACT-ის წევრს, ოჯახის ექიმ-მასწავლებელს, ქალბატონ ნატო შენგელიას.
ქალბატონო ნატო, რა არის გაციება და როგორ გამოიხატება იგი?
- გაციება - ასე უწოდებენ ხალხში ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ დაავადებას, რომელიც სასუნთქი გზების ამ ნაწილის ლორწოვანი გარსის ანთებას იწვევს. გაციების სიმპტომებია სურდო, ცემინება, ფარინგიტი (ყელის ანთება).
რამ შეიძლება გამოიწვიოს გაციება?
- გაციება, როგორც სახელიც მიგვანიშნებს, შეიძლება გამოიწვიოს სხეულის გადაცივებამ, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დასუსტებული და გადაღლილი ორგანიზმისთვის. გაციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების განვითარებაში ბრალი მიუძღვის ცხვირში, ხახასა და ბრონქებში არსებულ ბაქტერიებს, რომლებიც ჯანმრთელი ადამიანისთვის საშიში არ არის, იმუნიტეტის დაქვეითებისას კი მრავლდება და იწვევს ფარინგიტს, ტონზილიტს და სხვა დაავადებებს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ვირუსული ინფექცია შეიძლება გავრცელდეს არა მარტო ჰაერის, არამედ ხელების საშუალებითაც. ვირუსით დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად დაუბანელი ხელებით არ უნდა შევეხოთ თვალებს, პირს, ცხვირს, ხშირად დავიბანოთ ხელები საპნით, განსაკუთრებით - ავადმყოფთან კონტაქტის შემთხვევაში.
გაციებისას ექიმთან ცოტა თუ მიდის, უმრავლესობა თვითმკურნალობას ამჯობინებს. როდის არის აუცილებელი სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი ან ექიმის გამოძახება?
- ვირუსული ინფექცია, რომელსაც ჩვენ გაციებას ვუწოდებთ, ხშირად თავისთავად, უწამლოდ იკურნება. საკმარისია მოსვენება, წოლითი რეჟიმი, დიდი რაოდენობით სითხის, ცალკეული სიმპტომების კუპირებისთვის - ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მიღება.
არსებობს დაავადებები, რომლებიც სიმპტომატიკით გაციებას ჰგავს, მაგრამ გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას და სპეციალური მედიკამენტების მიღებას მოითხოვს. თუ თავი ძალიან ცუდად იგრძენით, აუცილებლად გამოიძახეთ ექიმი, ვინაიდან მხოლოდ მას შეუძლია განსაზღვროს, რითი ხართ ავად და როგორი მკურნალობა გჭირდებათ.
თუ გგონიათ, რომ გრიპი დაგემართათ, გამოიძახეთ ექიმი მისი პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე.
ქრონიკული დაავადებების მქონე და 50 წელს გადაცილებული ადამიანები განსაკუთრებული რისკის ჯგუფებს ქმნიან. გრიპით დასნებოვნების შემთხვევაში მათ აუცილებლად, ვიმეორებ, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. აღარაფერს ვამბობ ისეთ სერიოზულ გართულებებზე, როგორიც არის პნევმონია (ფილტვების ანთება), ბრონქიტი, სინუსიტი და შუა ყურის ანთება (ოტიტი).
ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ, თუ მაღალ ცხელებას (38 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას) თან ახლავს შემცივნება და ხველა სქელი ნახველით ან ხველა, რომელიც იწვევს მწვავე გულმკერდის ტკივილს (ასეთივე ტკივილს იწვევს ღრმა ჩასუნთქვაც), ასევე - თუ გაციების სიმპტომები 7 დღის განმავლობაში არ ალაგდა ან ნახველი სისხლიანია.
ყელის ტკივილის შემთხვევაში საყურადღებოა შემდეგი ნიშნები: ჩირქი (მოყვითალო-მოთეთრო ლაქა) ნუშურა ჯირკვლებზე ან ყელში, 38 გრადუსზე მაღალი ცხელება, კისრის წინა მხარეს ლიმფური ჯირკვლების გადიდება და მტკივნეულობა, ანგინით დაავადებულთან კონტაქტი, გამონაყარი, ანამნეზში თირკმლის დაავადება, რევმატიზმი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ქრონიკული ბრონქიტი და სხვა.
გრიპი, რომელსაც ხშირად გაციებასთან ვაიგივებთ, საშიში ვირუსული დაავადებაა. როგორია მისი სიმპტომები?
- გრიპი მართლაც მძიმე დაავადებაა. ის ადამიანის სიცოცხლესაც კი უქმნის საფრთხეს. გრიპის პირველი სიმპტომებია შემცივნება, ტემპერატურის მკვეთრი მომატება (39-40 გრადუსამდე), მთელ სხეულში მტვრევის შეგრძნება, თავის ტკივილი, თვალების ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, საერთო სისუსტე. მოგვიანებით იწყება მშრალი ხველა, ჩნდება ფხაჭნის შეგრძნება ყელის არეში, წამოწითლდება სახე, თვალები. სურდო თავდაპირველად შესაძლოა არც კი განვითარდეს და დაავადების მხოლოდ მეორე-მესამე დღეს იჩინოს თავი.
გრიპის პირველივე სიმპტომების შემჩნევისას ადამიანი უნდა დაწვეს. არ შეიძლება გრიპის ფეხზე გადატანა - ამან შესაძლოა საშიში გართულებები გამოიწვიოს.
გრიპი, ჩვეულებრივ, 5-7 დღეს გრძელდება. თუ ტემპერატურა უფრო მეტხანს გაგრძელდა, სასწრაფო ზომები უნდა მივიღოთ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, გრიპი უფრო ძნელად გადააქვთ ხანდაზმულებს, ასევე - ქრონიკულ ავადმყოფებს, მაგალითად, ბრონქული ასთმით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს. ასეთმა ადამიანებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.
როგორ ვებრძოლოთ გრიპს?
- ეპიდემიის პერიოდში უნდა ვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, ხალხმრავალ ღონისძიებებს. თუ მაინც გავხდით ავად, მივმართოთ ექიმს. გრიპის მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი წოლითი რეჟიმია. თუ ავადმყოფს აქვს ძალიან მაღალი - 38,5-39 გრადუსი - ტემპერატურა, აუცილებლად უნდა დავწიოთ სიცხე - ავადმყოფს შუბლზე დავადოთ სველი საფენი, მივცეთ სიცხის დამწევი საშუალება.
შეიძლება თუ არა ამ დროს ანტიბიოტიკების მიღება?
- გრიპისა და გაციების დროს ანტიბიოტიკების მიღება უსარგებლოა, ვინაიდან ისინი მოქმედებენ ბაქტერიებზე და არა ვირუსებზე. ანტიბიოტიკების მიღება არათუ თავიდან ვერ აგვაცილებს გრიპის გართულებებს, არამედ შესაძლოა გააუარესოს კიდეც მდგომარეობა - გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, დაავადების გაქრონიკულება, დისბაქტერიოზი. ანტიბიოტიკი უნდა დანიშნოს მხოლოდ ექიმმა გრიპის გართულებათა სამკურნალოდ.
დაავადების პირველ დღეებში მიზანშეწონილია მივიღოთ ანტივირუსული პრეპარატები, რომლებსაც აქვს სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. მოგვიანებით მათი მიღება უეფექტოა. გამოგვადგება რემანტადინი, ვირუსული ინფექციის პროფილაქტიკისათვის - ინტერფერონი, ვიროგელი, ოქსოლინის მალამო (ცხვირზე წასასმელად). სიცხის დამწევი საშუალებებიდან - პარაცეტამოლი, კოლდრექსი, ფერვექსი და სხვა.
სიცხის დამწევი საშუალებები ახსენეთ. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება იმის შესახებ, საჭიროა თუ არა ტემპერატურის დაწევა. აგვიხსენით, როდის უნდა მივიღოთ სიცხის დამწევი საშუალებები?
- მოზრდილი ადამიანისთვის კრიტიკული ტემპერატურა 38,5 გრადუსია. თუ სიცხემ უფრო მაღლა აიწია, სიცხის დამწევი საშუალება აუცილებლად უნდა მივიღოთ.
რამდენად ეფექტურია გრიპის ეპიდემიის დროს ვიტამინოპროფილაქტიკა?
- ზამთრის მიწურულს, გაზაფხულის პირზე, ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტია. ხილსა და ბოსტნეულში ამ დროისათვის არსებული ვიტამინები ვეღარ აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას. მაგალითად, ჩ ვიტამინის სადღეღამისო მოთხოვნილება რომ დაიკმაყოფილოს, ადამიანმა ყოველდღე უნდა შეჭამოს 4-6 ცალი ლიმონი, 2 კგ ხახვი ან 800 გრამი ნიორი. რასაკვირველია ეს შეუძლებელია. გრიპის ეპიდემიის პირობებში შესაძლებელია ვიტამინოპროფილაქტიკა შესაბამისი პრეპარატებით.