/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნეფროლოგია

გლომერულონეფრიტი

გლომერულონეფრიტი
ყველასათვის კარგად ნაცნობი ტერმინი - “გლომერულონეფრიტი” - თირკმლის იმ დაავადებების აღსანიშნავად გამოიყენება, რომელთაც ახასიათებს თირკმლის ძალიან პატარა სისხლძარღვების - კაპილარებისაგან წარმოქმნილი გორგლების ანთება. თავის მხრივ, თირკმლის გორგალი არის მისი ძალიან პატარა ზომის ფილტრი. თითოეული თირკმელი მილიონობით გორგალს შეიცავს.

გლომერულონეფრიტი შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. მწვავე გლომერულონეფრიტი უეცრად ვითარდება, ქრონიკული კი - თანდათანობით, ზოგჯერ შეუმჩნევლად პროგრესირებს. შესაძლებელია, ზოგჯერ ორივე ფორმა გახდეს საბედისწერო.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თირკმლის გორგლების ანთებითი დაზიანებით მიმდინარე სხვადასხვა დაავადება 4,9 მილიონ ამერიკელს ანუ მთელი მოსახლეობის 1,9%-ს აღენიშნება.

გლომერულების დაზიანებისას თირკმელი კარგავს ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის საბოლოო, ადამიანისათვის მომწამლავი ნივთიერებებისა და ჭარბი წყლის გამოყოფის უნარს, სათანადოდ ვეღარ იფილტრება სისხლი, შარდით იკარგება ცილები.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გარდა მწვავე და ქრონიკული ფორმებისა, განასხვავებენ პირველად და მეორეულ გლომერულონეფრიტს. პირველადი გლომერულონეფრიტის დროს პაციენტს მხოლოდ ეს დაავადება აქვს, ხოლო მეორეული გლომერულონეფრიტი ორგანიზმის ზოგადი დაავადების შედეგია. ასეთი დაავადებები შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტი, სისტემური წითელი მგლურა, ზოგიერთი ინფექცია თუ მედიკამენტის ზემოქმედება.

როგორ ამოვიცნოთ გლომერულონეფრიტი

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

როგორც აღვნიშნეთ, მწვავე გლომერულონეფრიტი უეცრად აღმოცენდება, ის შეიძლება მოჰყვეს კანის ან ყელის სტრეპტოკოკულ ინფექციას. დაავადების სიმპტომებია:

  • სახის არის შეშუპება, შეშუპება ზედა ქუთუთოების არეში. უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ ქვედა ქუთუთოების მცირედი შეშუპება ან მათი ფორმის შეცვლა არ არის თირკმლისმიერი შეშუპების სიმპტომი და კოსმეტიკური პრობლემის გამოვლინებაა;
  • მუქი, ხორცის ნარეცხის ფერის მსგავსი შარდი;
  • გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება;
  • ხველა და ქოშინი, რაც დაკავშირებულია ფილტვებში სითხის შეგუბებასთან;
  • არტერიული წნევის მომატება.

ქრონიკული გლომერულონეფრიტი წლების განმავლობაში ხშირად სრულებით შეუმჩნევლად პროგრესირებს. სამწუხაროდ, მისი საბოლოო შედეგი თირკმლების ქრონიკული უკმარისობაა. პაციეტს შეიძლება ჰქონდეს:

  • შარდში სისხლი ან ცილა;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • წვივების ან სახის არის შეშუპება;
  • გახშირებული შარდვა ღამით;
  • ქაფიანი შარდი (დიდი რაოდენობით ცილის გამოყოფის გამო).

ასევე დაგაინტერესებთ
რა უნდა ვიცოდეთ ქრონიკული გლომერულონეფრიტის შესახებ, რათა ის თირკმელების ქრონიკული უკმარისობით არ დასრულდეს

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციეტს აღენიშნება მადის გაუარესება, გულისრევა, ღებინება, ადვილად დაღლა, ცუდი ძილი, ღამით წვივის კუნთების მტკივნეული შეკუმშვა, ფეხების მოუსვენრობა, კანის სიმშრალე და ქავილი. ზოგ პაციეტს შეიძლება ჰქონდეს ტკივილი წელის არეში, თირკმლის საპროექციო ადგილას.

ყურადღება! ზემოთ დასახელებული ცალკეული სიმპტომი ზოგჯერ საკმაოდ ხშირია და სრულიად განსხვავებული დაავადების ან მდგომარეობის გამოვლინება შეიძლება იყოს. მათგან მხოლოდ ერთი ან ორი სიმპტომი არსებობაა თირკმლების უკმარისობის ნიშანი და ჩვენება საიმისოდ, რომ პაციენტმა დაიწყოს კვლევა. როგორც ნებისმიერი სხვა დაავადებისას, თირკმლების უკმარისობის შემთხვევაშიც, სასურველია, სიმპტომები ექიმმა შეაფასოს და მანვე დანიშნოს საჭირო კვლევები. ასეთი მიდგომით აირიდებთ უსაგნო კვლევებსა და ფინანსურ ხარჯებს.

ჯანმრთელი ადამიანი დღე-ღამის განმავლობაში, სულ მცირე, 1-1,5 ლიტრ შარდს გამოყოფს. მძიმე გლომერულონეფრიტისას შარდის გამოყოფა შეიძლება საერთოდ შეწყდეს.

ყურადღება! შარდის გამოყოფის შეწყვეტა შეიძლება საშარდე სისტემის ან ორგანიზმის სხვა დაავადებებსაც უკავშირდებოდეს. ამ სიმპტომის რეალური მიზეზის დადგენა მხოლოდ ექიმს შეუძლია.

რას იწვევს გლომერულონეფრიტს

გლომერულა ანუ თირკმლის გორგალი არის ძალიან პატარა, თვალისთვის უხილავი, მიკროსკოპული გორგლის მსგავსი წარმონაქმნი, რომელიც თირკმლის უმცირესი წარმონაქმნის – ნეფრონის ნაწილია. ნეფრონი თირკმლის უმთავრესი სტრუქტურაა. ნეფრონი შედგება ერთი გორგლის ანუ გლომერულისაგან და მასთან დაკავშირებული მილის – მილაკისაგან. ყოველი გორგალი გადადის მილაკში, გორგალში გაფილტრული ნივთიერებები თირკმლის მილაკში ხვდება.

ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებით დატვირთული სისხლი მიეწოდება ნეფრონს, იფილტრება გორგალში, გაფილტრული ნივთიერებები გამოიყოფა შარდით. თირკმლის მილაკში ხვდება პირველადი შარდი, რომლიდანაც საჭირო ნივთიერებები უკუშეიწოვება.

ანატომიური აგებულების განხილვიდან ცხადია, რომ გორგლის ანთება ანუ გლომერულონეფრიტი არღვევს სისხლის სათანადო ფილტრაციის ფუნქციას და მავნე ნივთიერებები სისხლში გროვდება. ამავე დროს ქვეითდება სისხლში ცილის შემცველობა, რადგანაც ის ჭარბად იკარგება შარდთან ერთად.

რისკფაქტორები

ხშირად გლომერულონეფრიტის მიზეზები უცნობია, თუმცა დადგენილია შესაძლო რისკფაქტორები.

გლომერულონეფრიტის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ყელის სტრეპტოკული ანთება ანუ სტრეპტოკოკული ანგინა;
  • კანის სტრეპტოკოკული დაავადება, მაგალითად იმპეტიგო – აღნიშნული მიზეზი უფრო იშვიათია. საზოგადოდ, ბოლო წლებში, სპრეპტოკოკული ინფექციების ანტიბიოტიკებით სათანადო მკურნალობასთან ერთად, ამ მიზეზებით აღმოცენებული გლომერულონეფრიტი თანდათან იშვიათი ხდება;
  • ინფექციები - ტუბერკულოზი, სიფილისი, ბაქტერიული ენდოკარდიტი – გულის სარქვლების ინფექცია;
  • ვირუსული ინფექციები – შიდსი, ბ ჰეპატიტი, ც ჰეპატიტი.

აღსანიშნავია, რომ მწვავე გლომერულონეფრიტს შეიძლება მოჰყვეს ქრონიკული გლომერულონეფრიტი.

გარკვეულ როლს ასრულებენ გენეტიკური ფაქტორებიც, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ გლომერულონეფრიტით დაავადებულთა ოჯახის წევრებს ანალოგიური დაავადება აქვთ.

გლომერულონეფრიტის რისკს ზრდის გარკვეული მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენება. ასეთი მედიკამენტებია ანთების საწინააღმდეგი არაჰორმონული პრეპარატები.

დაავადების საკმაოდ მაღალი რისკი აქვთ პაციენტებს ჰოჯკინის ლიმფომით, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიით, დიაბეტით, სისტემური წითელი მგლურათი.

გორგლების დაზიანება

სხვადასხვა გარემოებით აღმოცენებული გორგლების დაზიანება შეიძლება გლომერულონეფრიტის მიზეზი გახდეს. აღნიშნულის მაგალითია სისტემური წითელი მგლურა და შაქრიანი დიაბეტი, რაც გლომერულების დანაწიბურებას, ანუ გლომერულოსკლეროზს იწვევს. თავის მხრივ, დანაწიბურება მოსდევს გორგლების უჯრედების ანომალიურ აქტივაციას გარკვეული ნივთიერებების, ეგრეთ წოდებული ზრდის ფაქტორების მიერ და შედეგად დანაწიბურების გამომწვევი მასალის პროდუქციას. თირკმელში შეიძლება მოხვდეს სისხლში მოცირკულირე ზრდის ფაქტორებიც. გლომერულოსკლეროზი საბოლოოდ შარდში ცილის გაჩენის და თირკმლების უკმარისობის მიზეზია.

ცნობილია, რომ მაღალი არტერიული წნევა ანუ არტერიული ჰიპერტენზია შეიძლება თირკმლის დაზიანების მიზეზი გახდეს. თავის მხრივ, თირკმელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს არტერიული წნევის რეგულაციაში, ამიტომ გლომერულენეფრიტი თირკმლის ფუნქციის დაზიანების გამო ჰიპერტენზიის მიზეზია.

დიაბეტური ნეფროპათია ანუ დიაბეტის შედეგად თირკმლის დაზიანება თირკმლების უკმარისობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. სისხლში გლუკოზის მაღალი დონე აჩქარებს თირკმელში სისხლის მიმოქცევას, აფერხებს ფილტრაციის პროცესს, იწვევს წნევის მომატებას. ვითარდება გორგლების კაპილარების კოლაფსი (“ჩაფუშვა”), გორგლების დანაწიბურება.

დაიმახსოვრეთ!

შაქრიანი დიაბეტის დროს, თირკმლის დაზიანების რისკის შესამცირებლად, აუცილებელია სისხლში გლუკოზის შემცველობის რეგულირება, მკაცრი დიეტა, წნევის კონტროლი და საჭიროებისას სათანადო მედიკამენტების ხანგრძლივი ყოველდღიური გამოყენება.

როცა გორგლების დაზიანებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება ფოკალური სეგმენტური გლომერულოსკლეროზი – თირკმლის გარკვეული უბნების სკლეროზირება არ ვახსენოთ, რაც შეიძლება აღმოცენდეს სისტემური დაავადებების დროს ან თავისთავად, უცნობი მიზეზით, დამოუკიდებელი დაავადების სახით. ჩვეულებრივ, ფოკალურ-სეგმენტური გლომერულოსკლეროზი 5-დან 20 წლამდე პერიოდში თირკმლების ქრონიკული უკმარისობის აღმოცენებას იწვევს.

ფოკალურ-სეგმენტური გლომერულოსკლეროზის დიაგნოზის დადგენა რთულია, განსაკუთრებით - ადრეულ სტადიაზე. შეიძლება ჩატარდეს შარდის ანალიზი, თირკმლის ბიოფსია, ზოგჯერ - რამდენჯერმეც. საკმაოდ რთულია დაავადების მკურნალობაც. შესაძლოა ეფექტური იყოს სტეროიდული ჰორმონები, რეკომენდებულია ქოლესტეროლისა და არტერიული წნევის კონტროლი.

გლომერულონეფრიტის დიაგნოზი

პაციენტთა მნიშვნელოვან ნაწილს დაავადების სიმპტომები არ აქვს და გლომერულონეფრიტი შემთხვევით აღმოჩნდება ზოგადი შემოწმების, სისუსტისა თუ ჰიპერტენზიის გამო ჩატარებული კვლევებით. საწყისი კვლევაა შარდის საერთო ანალიზი. თირკმლის ფუნქციის შესწავლის მიზნით იგეგმება სისხლსა და შარდში კრეატინინის და სხვა ნივთიერებების განსაზღვრა.

მნიშვნელოვანი კვლევაა თირკმლის ბიოფსია – სპეციალური ნემსით ორგანოს მცირე ქსოვილის მიღება დეტალური მიკროსკოპული შესწავლისათვის.

როგორ ვუმკურნალოთ გლომერულონეფრიტს

გლომერულონეფრიტისას მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, დაავადებისა და სიმპტომების სიმძიმეზე, დაავადების ფორმაზე.

ჩვეულებრივ, სტრეპტოკოკული ინფექციის შემდეგ აღმოცენებული მწვავე გლომერულონეფრიტი თავისთავად ინკურნება, თუმცა თავად სტრეპტოკოკული ინფექციის საწინააღმდეგოდ ინიშნება ანტიბიოტიკები.

მწვავე გლომერულონეფრიტის დროს იზღუდება სითხის მიღება, იკრძალება ალკოჰოლი, ცილით და ნატრიუმით (სუფრის მარილი, სოდა) მდიდარი საკვები.

შარდმდენი საშუალებები აქვეითებენ წნევას, აფერხებენ თირკმლის ფუნქციის გაუარესებას.

აუცილებელია წნევის კონტროლი.

გორგლებში არსებული ანთების წინააღმდეგ ინიშნება კორტიკოსტეროიდები და იმუნოსუპრესანტები.

მწვავე გლომერულონეფრიტისას შესაძლოა დროებით საჭირო გახდეს დიალიზი – ხელოვნური თირკმლის აპარატის გამოყენება.

თუ დაავადების საფუძველი იმუნური პრობლემებია, შეიძლება ჩატარდეს პლაზმაფერეზი – სისხლის პლაზმის მოცილება და მისი ჩანაცვლება სითხეებით.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობისას ხდება თირკმლის გადანერგვა. აღნიშნული ოპერაცია უკვე ორ ათეულ წელზე მეტია საქართველოში წარმატებით ხორციელდება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გლომერულონეფრიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები