/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყელი, ყური, ცხვირი

სურდო და მისი მკურნალობა

სურდო და მისი მკურნალობა
რინიტი ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებაა. მას სურდოსაც უწოდებენ. რინიტი შეიძლება იყოს ქრონიკულიც და მწვავეც. მწვავე რინიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ყველა ადამიანს გამოუცდია. ის დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს და სხვა ინფექციური დაავადების თანმხლები სიმპტომიც იყოს. ქრონიკული რინიტი დაავადებათა დიდი ჯგუფია, რომელსაც აქვს საერთო სიმპტომები:

  • ცხვირით სუნთქვის გაძნელება;
  • ცხვირიდან გამონადენი;
  • ყნოსვის დაქვეითება.

ამ სიმპტომებს შესაძლოა დაერთოს:

  • ცხვირის ლორწოვანი გარსის ქავილი და წვა;
  • ცემინება;
  • ქერქების გაჩენა;
  • უსიამოვნო სუნის შეგრძნება;
  • უმნიშვნელო სისხლდენა;
  • ცხვირ-ხახაში ბლანტი ლორწოს დაგროვება;
  • ნესტოებსა და ზედა ტუჩზე კანის გაღიზიანება;
  • ხვრინვა და ძილის ხარისხის გაუარესება.

მწვავე რინიტის კლინიკა

მწვავე რინიტის დროს თავდაპირველად თავს იჩენს სიმშრალისა და დაჭიმულობის შეგრძნება ცხვირში, ცხვირის გაჭედილობა, ლორწოვანი გარსის შესივება;

  • გაჭედილობა იმატებს, ცხვირით სუნთქვა მკვეთრად ძნელდება, ცხვირიდან დის ჭარბი ლორწოვანი სითხე;
  • ლორწოვანი გარსის შეშუპება მცირდება, ცხვირით სუნთქვა უმჯობესდება, გამონადენი ხდება ლორწოვან-ჩირქოვანი, თავდაპირველად უხვია, შემდეგ თანდათანობით იკლებს. სრულ გამოჯანმრთელებამდე გაივლის 7-10 დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ქრონიკული რინიტის კლინიკა

კატარული რინიტი: სუნთქვის გაძნელება, გამონადენი, ყნოსვის დაქვეითება - როგორც წესი, ზომიერი. ალერგიული რინიტი: ქავილის შეგრძნება ცხვირში, კანის გაწითლება, ჭარბი წყლიანი გამონადენი, ცრემლდენა, ცემინება. ვაზომოტორული რინიტი: ცალი ნესტოს ხანგამოშვებითი გაჭედილობა ან წოლისას იმ ნესტოს გაჭედილობა, რომლის მხარესაც წევხართ. ატროფიული რინიტი: ცხვირში მშრალი ქერქების უხვი წარმოქმნა, სიმშრალის შეგრძნება, ცხვირის ლორწოვანის მსუბუქი ტრავმატიზაცია, ყნოსვის ცვლილება, ცხვირიდან უმნიშვნელო სისხლდენა.

კომენტარები (1)
ქრონიკული რინიტი
რინიტი ნოემბერში დამემართა. თავიდან მქონდა გამონადენი და დავიწყე წამლების ჩაწვეთება. რამდენიმე თვე იქნება რაც მომირჩა გამონადენი მაგრამ ცხვირში გაჭედილი ვარ. ვცადე წამლებისგან გადაჩვევა და მარტიდან არაფერს ვიწვეთებ მაგრამ შედეგი არ არის. ექიმმა ჩამხედა და პოლიპები არ მაქვს და სავარაუდოდ ალერგიაა. როგორ ვიმკურნალო?
თარიღი : 25-06-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

სურდო და მისი მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სურდო და მისი მკურნალობა

  • ცხვირით სუნთქვის გაძნელება;
  • ცხვირიდან გამონადენი;
  • ყნოსვის დაქვეითება.

ამ სიმპტომებს შესაძლოა დაერთოს:

  • ცხვირის ლორწოვანი გარსის ქავილი და წვა;
  • ცემინება;
  • ქერქების გაჩენა;
  • უსიამოვნო სუნის შეგრძნება;
  • უმნიშვნელო სისხლდენა;
  • ცხვირ-ხახაში ბლანტი ლორწოს დაგროვება;
  • ნესტოებსა და ზედა ტუჩზე კანის გაღიზიანება;
  • ხვრინვა და ძილის ხარისხის გაუარესება.

მწვავე რინიტის კლინიკა

მწვავე რინიტის დროს თავდაპირველად თავს იჩენს სიმშრალისა და დაჭიმულობის შეგრძნება ცხვირში, ცხვირის გაჭედილობა, ლორწოვანი გარსის შესივება;

  • გაჭედილობა იმატებს, ცხვირით სუნთქვა მკვეთრად ძნელდება, ცხვირიდან დის ჭარბი ლორწოვანი სითხე;
  • ლორწოვანი გარსის შეშუპება მცირდება, ცხვირით სუნთქვა უმჯობესდება, გამონადენი ხდება ლორწოვან-ჩირქოვანი, თავდაპირველად უხვია, შემდეგ თანდათანობით იკლებს. სრულ გამოჯანმრთელებამდე გაივლის 7-10 დღე.

ქრონიკული რინიტის კლინიკა

კატარული რინიტი: სუნთქვის გაძნელება, გამონადენი, ყნოსვის დაქვეითება - როგორც წესი, ზომიერი. ალერგიული რინიტი: ქავილის შეგრძნება ცხვირში, კანის გაწითლება, ჭარბი წყლიანი გამონადენი, ცრემლდენა, ცემინება. ვაზომოტორული რინიტი: ცალი ნესტოს ხანგამოშვებითი გაჭედილობა ან წოლისას იმ ნესტოს გაჭედილობა, რომლის მხარესაც წევხართ. ატროფიული რინიტი: ცხვირში მშრალი ქერქების უხვი წარმოქმნა, სიმშრალის შეგრძნება, ცხვირის ლორწოვანის მსუბუქი ტრავმატიზაცია, ყნოსვის ცვლილება, ცხვირიდან უმნიშვნელო სისხლდენა.


მიზეზები და რისკფაქტორები

კატარული რინიტი: ლორწოვანი გარსის მაღალი ბაქტერიული მოთესვა, ხშირი რესპირატორული ვირუსული ინფექცია, იმუნური სისტემის დაქვეითება, ჩასუნთქული ჰაერის ძლიერი დაბინძურება სხვადასხვა მტვრითა და წვის პროდუქტებით. ალერგიული რინიტი: ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსზე ალერგენის მოხვედრა. შეიძლება გამოვლინდეს როგორც სეზონურად, ისე მთელი წლის განმავლობაში. ხშირად აღინიშნება ბრონქულ ასთმასთან, ალერგიულ კონიუნქტივიტთან, ჭინჭრის ციებასა და სხვა ალერგიულ დაავადებებთან ერთად. ალერგიული რინიტის შედეგად შესაძლოა განვითარდეს ადენოიდები და ცხვირის ქვედა ნიჟარების ჰიპერტროფია. ვაზომოტორული რინიტი ფუნქციური მდგომარეობაა, რომელიც უკავშირდება ცხვირის ლორწოვანი გარსის ქვეშ არსებულ სისხლძარღვთა ტონუსის რეგულაციის დარღვევას. ხშირად ვითარდება ჰიპოტონიის, ასთენოვეგეტატიური სინდრომის, ზოგიერთი ენდოკრინული დაავადების ფონზე, უმეტესად - ახალგაზრდა ან პრეკლიმაქსურ ასაკში. მედიკამენტური რინიტი - როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ვითარდება სამკურნალო პრეპარატების - არტერიული წნევის დამწევი საშუალებების, ტრანკვილიზატორების, ნეიროლეპტიკების გამოყენების ფონზე. პროვოცირებას უწევს ალკოჰოლის მოხმარებაც. ყველაზე ხშირად მედიკამენტურ რინიტს ცხვირის სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთები იწვევს. არ არის რეკომენდებული მათი ხანგრძლივი გამოყენება ხანდაზმულთათვის, გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულთათვის, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს წნევის აწევა და ტაქიკარდია. ატროფიული რინიტი: მიზეზი შეიძლება იყოს ვიტამინების ნაკლებობა, რკინადეფიციტური მდგომარეობა, პროფესიული მავნე გარემო (ცხელ, მშრალ სათავსში მუშაობა, სხვადასხვა სახის მტვერი), გენეტიკური ფაქტორები (ამ შემთხვევაში ატროფიული რინიტი თანხვდება ატროფიულ ფარინგიტსა და ატროფიულ გასტრიტს), აგრეთვე - ცხვირის სტრუქტურებზე რადიკალური ქირურგიული ჩარევა.

გართულებები

რინიტის გართულებებია:

  • ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია;
  • სინუსიტი (ჰაიმორიტი, ეთმოიდიტი, ფრონტიტი);
  • მწვავე კატარული ოტიტი, მწვავე ჩირქოვანი შუა ოტიტი;
  • დაკრიოცისტიტი;
  • ნესტოების დერმატიტი.

დიაგნოსტიკა

რინიტის დიაგნოზს სიმპტომების საფუძველზე სვამენ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია მისი დიფერენცირება სპეციფიკური რინიტებისგან, რომლებიც გრიპის,  დიფტერიის,  წითელას,  ყივანახველის, ქუნთრუშის, გონორეის, სიფილისის და სხვა ინფექციური დაავადებების სიმპტომს წარმოადგენს. თითოეულ ამ დაავადებას თავისი კლინიკური სურათი აქვს. ყელ-ყურ-ცხვირის ობიექტური გამოკვლევით (რინოსკოპიით - ცხვირის ღრუს დათვალიერებით) აზუსტებენ რინიტის ფორმას. გართულების შემთხვევაში აუცილებელია ცხვირის დანამატი ღრუების, ფილტვების, შუა ყურის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, პულმონოლოგის, ალერგოლოგის, ოკულისტის, ინფექციონისტის კონსულტაცია, ყურის, ხახისა და ხორხის ინსტრუმენტული გამოკვლევა.

მკურნალობა

თუ რინიტი განვითარდა ინფექციური დაავადების ფონზე და თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია წოლითი რეჟიმის დაცვა. სუნთქვის გასაუმჯობესებლად ინიშნება სისხლძარღვთა შემავიწროებელი ცხვირის წვეთები, თუმცა მათი ხანგრძლივი გამოყენება არასასურველია - შესაძლოა გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ალერგიზაცია. ცხვირით სუნთქვის აღსადგენად და მისი ლორწოვანი გარსის ფიზიოლოგიური ფუნქციის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ცხვირის სისტემატური წმენდა. მთავარია ცხვირის სწორად მოხოცვა, რათა არ განვითარდეს გართულებები (ოტიტი, ევსტაქეიტი და სხვა). ლორწო ცხვირიდან ძალდაუტანებლად უნდა გამოვუშვათ ნახევრად მოკუმული პირით, მარჯვენა და მარცხენა ნესტოებზე რიგრიგობით ზეწოლით. თუ ცხვირის შესავალში ხმელი ქერქები დაგროვდა, უნდა დავალბოთ გადადუღებული ზეთით (ზეითუნის, მზესუმზირის) ან ვაზელინით და შემდეგ ფრთხილად გავისუფთაოთ ბამბით. ინტოქსიკაციის სიმპტომების შესასუსტებლად რეკომენდებულია სითხის უხვად მიღება, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში - სიცხის დამწევი საშუალებებისაც. საკვები უნდა იყოს სრულფასოვანი, ვიტამინოვანი, კვება - რეგულარული. განსაკუთრებულ შემთხვევებში გართულებების პროფილაქტიკისა და კუპირებისათვის შეიძლება ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღება. ნებადართულია ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენება სპრეის სახით.

პროფილაქტიკა

რინიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ორგანიზმის გაკაჟებას, სამუშაო და საცხოვრებელ ადგილას ჰაერის სისუფთავეს, მისი ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნებას.