/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჰეპატოლოგია

ფაქტები ღვიძლის შესახებ

ფაქტები ღვიძლის შესახებ
ბერძნული მითის თანახმად, ღმერთების მიერ დასჯილ და კლდეზე მიჯაჭვულ პრომეთეს არწივი ყოველდღე ნაწილ-ნაწილ აცლიდა ღვიძლს, რითაც სიცოცხლეს უმოკლებდა.

კიდევ ბევრი უძველესი ცივილიზაცია მიიჩნევდა ღვიძლს მთავარ სასიცოცხლო ორგანოდ.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაზიანებები დღეს ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიათა შორის იკავებს ადგილს. ყოველწლიურად იზრდება არა მხოლოდ დაავადებულთა რიცხვი, არამედ ღვიძლთან დაკავშირებული პათოლოგიების გამო ჩატარებულ ქირურგიულ ოპერაციათა მაჩვენებელიც. პრობლემა განსაკუთრებით აქტუ­ალურია იმის გამო, რომ ღვიძლის დაზიანება ორგანიზმის სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან ფუნქციათა მოშლასაც აპროვიცირებს.

სტატისტიკა

  • ღვიძლის დაავადებათა მაჩვენებელი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა.
  • გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, კვლავ იზრდება ვირუსული ჰეპატიტებით მოავადეთა რიცხვი.
  • მსოფლიოში 350 მილიონი ადამიანი ქრონიკული B ჰეპატიტის მატარებელია.
  • მსოფლიოში 150 მილიონი ადამიანი ქრონიკული C ჰეპატიტის მატარებელია.
  • მსოფლიოში ყოველწლიურად 60 მილიონზე მეტი ადამიანი კვდება ღვიძლის კიბოთი.
  • მსოფლიოში ყოველწლიურად 45 მილიონ ადამიანს ღვიძლის ციროზი უმოკლებს სიცოცხლეს.
  • მსოფლიოში ყოველწლიურად იმატებს ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, დიაბეტით ავადობა, გაცხიმოვნება - ეს საკმაოდ ზრდის არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის სიხშირეს, რომელიც ღვიძლის ქრონიკულ დაავადებათა შორის მესამე ადგილს იკავებს ვირუსული და ალკოჰოლური ჰეპატიტების შემდეგ.

ღვიძლის დაზიანება ორგანიზმის დაზიანებაა

ადამიანის ეს ყველაზე დიდი ორგანო ძალზე მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს. იგი ორგანიზმის მთავარი მცველია, ამიტომ, როდესაც მის მუშაობაში რამე ირღვევა, ეს დიდ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სანაღვლე სისტემას, არამედ მთელ ორგანიზმს, რაც ხშირად სერიოზული პრობლემების სათავედ იქცევა ხოლმე.

ღვიძლის დაზიანების გამო ადამიანის ორგანოთა პრაქტიკულად ყველა სისტემა ზიანდება, ყველაზე მეტად კი საჭმლის მომნელებელი, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემები.

საჭმლის მომნელებელი სისტემა

ღვიძლის ერთ-ერთი ფუნქცია ნაღვლის გამომუშავებაა, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის, განსაკუთრებით კი ცხიმების, ნორმალურ მონელებას. ღვიძლის დაზიანება და ნაღვლის გამომყოფი ფუნქციის მოშლა ნაღვლის ბუშტში შეგუბებით პროცესებს იწვევს, რისი შედეგიცაა კუჭქვეშა ჯირკვლის - პანკრეასის დაზიანება, მისი ანთება და ნაწლავების გადატვირთვა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი. ცხიმოვანი ჰეპატოზის დროს (1 ხარისხ) ღორის უცხიმო ხორცის ჭამა თუ შეიძლება. მადლობა</p>

ღვიძლი აწარმოებს მრავალი სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთიერების სინთეზს, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის სათანადო ფუნქციობისთვის. ესენია ლეციტინი, კვერციტინი და სხვა.

ღვიძლის უკმარისობის დროს, როდესაც იგი ვეღარ ახერხებს ამ ნივთიერებათა სათანადო ოდენობით გამომუშავებას, სუსტდება სისხლძარღვთა კედლები, რაც იწვევს არტერიული წნევის მომატებას, ვენებში კი ვარკოზული დაავადების განვითარებას.

ენდოკრინული სისტემა

ღვიძლის არასათანადო მუშაობისას ორგანიზმში იცვლება ჰორმონული ბალანსი, რაც იწვევს სიმსივნური პროცესების სტიმულირებას. განსაკუთრებით მიომებისა და კისტების წარმოქმნა აქტიურდება.

ღვიძლს ყველაზე მეტად აზიანებს ფასთ-ფუდი

ამგვარი საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს, მარილსა და შაქარს, რაც ღვიძლს სერიოზულად აზიანებს. მათში ნაჯერი ცხიმების სიჭარბე იწვევს მდგომარეობას, რომელსაც ღვიძლის ინფილტრაციას უწოდებენ. შედეგები ჰეპატიტის ანალოგიურია, დაავადებას საბოლოოდ ღვიძლის უკმარისობამდე მივყავართ.

ალკოჰოლი

ღვიძლზე ალკოჰოლის ნეგატიური გავლენა ეჭვს აღარ ბადებს.

ალკოჰოლის დაშლის პროდუქტები, რომლებიც ფორმირდება მისი დაჟანგვის პროცესში, ღვიძლის უჯრედებზე მომაკვდინებლად მოქმედებს.

თუ ადამიანი ამგვარ სასმელებს რეგულარულად სვამს, პათოლოგიური ცვლილებები სწრაფად პროგრესირებს და საბოლოოდ საქმე ღვიძლის გაცხიმოვნებამდე მიდის. ამ პროცესს ცხიმოვან დისტროფიას უწოდებენ - ღვიძლის გაცხიმოვნებულ უჯრედებს აღარ შესწევთ თავიანთი ფუნქციის შესრულების უნარი. პროცესი ღვიძლის ციროზით სრულდება.

მარილი

ყველამ იცის, რომ ჭარბ მარილს შეუძლია არტერიული წნევის მომატება გამოიწვიოს, მაგრამ ბევრისთვის უცნობია, რომ მარილი ასევე აზიანებს ღვიძლს და იწვევს მის გაცხიმოვნებას.

ნატრიუმის გლუტამატი

ეს გემოვნების ცნობილი გამაძლიერებელი E621-ია, რომელსაც პრაქტიკულად ყველა სუპერმარკეტული პროდუქტი შეიცავს. მას, გამოკვლევათა თანახმად, შეუძლია თავის ტკივილის გამოწვევა, ნაწლავების გაღიზიანება და ასთმური შეტევის პროვოცირებაც კი. იგი ასევე ტოქსიკურად მოქმედებს ღვიძლის ქსოვილზე, მის უჯრედებზე. მას ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ნახევარფაბრიკატული კატლეტი, პელმენი, სოსისი, ძეხვი. ასევე ამატებენ სოუსებში, საკონდიტრო ნაწარმში, კანფეტებში, ტორტებსა და ნამცხვრებში.

ცხიმიანი საკვები

ლორს, ცხიმიან ხორცს, შემწვარ პროდუქტებს ორგანიზმი ნაღვლის დახმარებით ამუშავებს. თუ მათ ხშირად მიირთმევთ, მათ გადამუშავებას ნაღველი აღარ ეყოფა და შეიქმნება ნაღვლის ბუშტის დაზიანების პირობები, შედეგად კი ქოლეცისტიტი, ღვიძლის დაავადებები იჩენს თავს. ამ ტიპის პროდუქტები ვნებს არა მხოლოდ ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს, არამედ მთელ საჭმლის მონელების პროცესს და თირკმელებსაც კი, ამიტომ შესაძლოა ისეთი დაავადებებიც გამოიწვიოს, როგორიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, მეტაბოლური სინდრომი, ჰეპატოზი, ფუნქციური დისპეფსია და სხვა.

კომენტარები (3)
mia
ხალხოო ცოტა დიპლომატიური ენით ისაუბრეთ, ორღობის დორბლიან-ინტრიგანი დედაკაცებივით სულ პრეტენზიებს რომ აფრქვევთ-როგორც ბაზარში, მუდამ ყველაფრითVდა ყველასთან უკმაყოფილოებო! ესეც დიდი ინფორმაციაა არაექიმებისთვის!!!!!!
თარიღი : 08-05-2016
marika
ვეთანხმები ჩემს წინა კომენტარს, მარტო წერთ ეს არ ვარგა და ის. არც ვსვავ, არც ცხიმიან საჭმელს ვიღებ, ხორცეულიდან მარტო ქათმის თეთრ ხორცს. ცხიმიანი ღვიძლი დამიდგინდა. მირჩიეთ რა გავაკეთო? ვიღებ ქოლესტერონის წამალს, არ მივიღო და ექიმი არ მიხსნის, გენეტიკურად გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მაქვს. გული არ მაწუხებს, წლების წინ მაღალი არტერიული წნევები დამეწყო, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი 35 წლი და იმის მერე ვიღებ წნევისდამწევ წამლებს. ვცხოვრობ უცხოეთში და მყავს მკურნალი ექიმი რომელიც ხშირად მისინჯავს სისხლის ანალიზს, ღვიძლის ფუნქციზე და მეთვალყურეობის ქვეშ ვარ მაგრამ მაინც ძალიან განვიცდი საიდან ცხიმიანი ღვიძლი. იქნებ თქვენ მიპასუხოთ. რა საკვები მივიღო და გავაგრძელო თუ არა ქოლესტერინის წამლის მიღება? რას მირჩევთ? მადლობა წინასწარ
თარიღი : 13-09-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სუნი და ჩვენ
სუნი და ჩვენ
სუნი რამდენადმე ზებუნებრივი მოვლენაა - არ ჩანს, ემოციების მართვა კი შეუძლია. იქნებ ამიტომ არის, მისდამი ადამიანის დამოკიდებულება მუდმივად რომ იცვლება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ფაქტები ღვიძლის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები