მოგესალმებით..ჩემი შვილი გოგო არის 11 თვის,მენჯ ბარძაყზე გადავუღე რენდგენი და მცირე განსხვავებაა მენჯებში,დაუნიშნეს მასაჟები მხოლოდ,მითხრეს ფეხზე არდააყენო სიარულის უფლება არმისცეო.ბავშვი კიდე მოძრავია სულ ფეხზე ტარებას მთხოვს,ნაკლებად ზის..სიარული ჯერ არიცის დამოუკიდებლად.და ვნერვიულობ არუნდა დაჯდომა და რამე ხომ არდაუზიანდება უარესად?
-გამარჯობა, 3 წლის ბავშვი მყავს, რომელიც იდეალურად საუბრობს და ესმის ყველაფერი. მაინტერესებს რა გავაკეთო კონკრეტულ შემთხვევაში: ძილის წინ შევუშვებ ტუალეტში და უმეტესად არაფერს შვება, ჩავაწვენ საწოლში და სანამ გამოვალ ოთახიდან კიდევ ვეკითხები უნდა თუ არა ტუალეტი, პასუხია არა! როგორ კი გამოვალ ოთახიდან იწყებს ჭუჭყუნს რომ უნდა ტუალეტუ და მერე რაღაცას შვება ხოლმე. ასე არის ბევრ რამეზე, ჭამაზეც, დავუდებ საჭმელს არ შია, მერე შია, დავუდებ ისევ არ შია, ავიღებ შია... ასეთი რაღაცებისგან ნევროზი დამმართა, რა უნდა რას ითხოვს? დავიტანჯე მირჩიეთ რამე. მოახლე მგონია თავი
14 წლის ბიჭს აწუხებს წნევები 150/90 აქვს ხშირად..გული გამოკვლეულია არაფერიაო.ენდოკრინოლოგთან დამყავდა ანალიზებით არაფერია რაც წნევას იწვევდეს..ნევროლოგთან მყავდა და გარდატეხის ასაკის ბრალიაო..ერთი წელიწადი კი აქვს ეს წნევები და რა იქნება მიზეზი ან რისი ექიმთან მივიყვანო დამატებით კვლევებისთვის.მეშინია არ დარჩეს ჰიპერტენზიული .
ნაღვლის გაწმენდა მინდა ამ ეტაპზემაქვს შეგუბებული და რას მირჩევდით ის?? ნაღვლის ბუშტი ამოღებული მაქვს
-ლიმონ-ჯანჯაფილის ჩაის დამზადება მასწავლეთ ვინც იცით და სასურველია თუ არა მისი მიღება ძილის წინ? მადლობა
-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ