სისხლძარღვთა შევიწროების ფონზე განვითარებული პათოლოგიები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლძარღვთა შევიწროების ფონზე განვითარებული პათოლოგიები

ეს განპირობებულია ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადების სიხშირის განუწყვეტელი ზრდით, რომლებიც სისხლძარღვების შევიწროებას და, შესაბამისად, ამა თუ იმ ორგანოს ლოკალურ დაზიანებებს იწვევს.

სისხლძარღვთა შევიწროება და თვალის პათოლოგიები

სისხლძარღვთა შევიწროება, რომელიც ყველაზე ხშირად არტერიულ ჰიპერტენზიას (ანუ არტერიული წნევის მომატებას) სდევს თან, არა მარტო გულის, ტვინისა და თირკმლის პათოლოგიებს იწვევს, არამედ ადეკვატური მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში თვალის დაავადებების წარმოშობასაც უწყობს ხელს. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ არტერიული წნევის მომატების დროს ხდება არტერიოლების - წვრილი სისხლძარღვების - შევიწროება თითქმის ყველა ორგანოში, მათ შორის თვალის ბადურაშიც. ბადურა თვალის ის ნაწილია, რომელიც გამოსახულების აღქმასა და მის ელექტრონულ სიგნალებად - რომლებიც, თავის მხრივ, ნერვის გაყოლებით თავის ტვინამდე მიდის - "გარდაქმნაზეა" პასუხისმგებელი. ამ პათოლოგიით გამოწვეული სისხლძარღვების შევიწროების გამო თვალის ბადურაში სისხლის მიმოქცევა ირღვევა და შედეგად წარმოიშობა ეგრეთ წოდებული ჰიპერტენზიული რეტინოპათია. ეს საკმაოდ სერიოზული პათოლოგიაა, რომლის არაადეკვატურმა მკურნალობამ შესაძლოა მხედველობის დაკარგვა გამოიწვიოს.

როგორ ვლინდება ჰიპერტონიული რეტინოპათია

ხშირად რეტინოპათია მხედველობის გამოკვლევის დროს ვლინდება, რადგან ადამიანები მის სიმპტომებს, როგორც წესი, ჯეროვან ყურადღებას არ აქცევენ. რეტინოპათიის გამოვლინებებს ეკუთვნის: თავის ტკივილი; მხედველობის დარღვევა. დიაგნოსტიკა, მკურნალობა. ამ პათოლოგიას ექიმი ოფთალმოლოგი ადგენს. დიაგნოზის დასადგენად სპეციალურ ხელსაწყოს - ოფთალმოსკოპს იყენებენ.

რეტინოპათიის ნიშნებს მიეკუთვნება: თვალის ფსკერის სისხლძარღვების შევიწროება, ფსკერის სისხლძარღვებიდან სითხის გამოჟონვა, თვალის ბადურა გარსზე ლაქების არსებობა, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება და თვალის ფსკერზე სისხლჩაქცევის არსებობა.

ჰიპერტენზიული რეტინოპათიის მკურნალობა და პროფილაქტიკა

ჰიპერტენზიული რეტინოპათიის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ საშუალებად არტერიული წნევის ადეკვატური კონტროლი ითვლება. არტერიული ჰიპერტენზიისა და სისხლძარღვების შევიწროების გამო განვითარებული ამ გართულების პროფილაქტიკა დაავადების ადეკვატურ მკურნალობასა და ოფთალმოლოგის რეგულარულ კონსულტაციებს აერთიანებს.

შაქრიანი დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია

არტერიული ჰიპერტენზია და მის გამო განვითარებული სისხლძარღვთა შევიწროება - შაქრიანი დიაბეტის სერიოზული გართულებების განვითარებისა და შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობის გაუარესების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია და მოიცავს დიაბეტურ რეტინოპათიას, ნეფროპათიას (თირკმლის პათოლოგიებს), მიკრო- და მაკროანგიოპათიებს (წვრილი და მსხვილი სისხლძარღვების პათოლოგიებს).

თავად შაქრიანი დიაბეტი კი არტერიული წნევის მომატებას უწყობს ხელს, რადგან დიაბეტის დროს აღინიშნება არტერიების დაზიანება, განსაკუთრებით კი - წვრილი არტერიების ანუ არტერიოლებისა. ამ შემთხვევაში დაზიანება გულისხმობს სისხლძარღვების სანათურის შევიწროებას, რაც შაქრიანი დიაბეტის დროს მათში ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩალაგებით ვითარდება. თავის მხრივ, ათეროსკლეროზიც სათანადო ყურადღების გარეშე და არაადეკვატური მკურნალობისას საკმაოდ მაღლა სწევს არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ პაციენტი მოჯადოებულ წრეში ხვდება. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანმა ელემენტარული ყურადღება მიაქციოს საკუთარ ჯანმრთელობას და ნებისმიერი, თუნდაც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სიმპტომის (მაგალითად, თავის ტკივილის) შემჩნევისას მიაკითხოს ექიმს.

ეს დაავადების საწყის ეტაპზე გამომჟღავნების დიდ შანსს იძლევა, რაც, შესაბამისად, მის დროულ მკურნალობას, ხშირად - განკურნებას (სხვა დაავადებების დროს), უკიდურეს შემთხვევაში კი მიმდინარეობის შემსუბუქებასა და შენელებას უზრუნველყოფს.

დიაბეტური რეტინოპათია

ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც აღინიშნება თვალის ბადურა გარსის წვრილი არტერიების შევიწროება. ის განპირობებულია წვრილი არტერიების კალიბრის დაპატარავებით, - რაც შაქრიანი დიაბეტისთვის ყველაზე მეტად არის დამახასიათებელი, - ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩალაგების გამო. ათეროსკლეროზი და მომატებული არტერიული წნევა უფრო მეტად ავიწროებს ამ სისხლძარღვების სანათურს, რასაც პათოლოგიის გაღრმავებამდე მივყავართ და საბოლოოდ პაციენტის მდგომარეობა უფრო მეტად მძიმდება.

ბადურა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თვალის მეტად საჭირო ელემენტია, რომელიც მხედველობაზეა პასუხისმგებელი. თუ თვალის რქოვანა და მისი თვით ისეთი მყიფე ნაწილიც კი, როგორიც ბროლია, დღესდღეობით შეიძლება ოპერაციის საშუალებით შეიცვალოს, ბადურაზე მსგავსი ოპერაციის ჩატარება ჯერჯერობით შეუძლებელია. დიაბეტური რეტინოპათია - თვალის ბადურა გარსის დაზიანება სისხლძარღვების შევიწროების გამო - შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და ხშირი გართულებაა. ეს პათოლოგია, განურჩევლად ჩატარებული მკურნალობისა და შაქრიანი დიაბეტის ტიპისა, შესაძლოა ყველა დაავადებულს ჩამოუყალიბდეს.


როგორ ვლინდება დიაბეტური რეტინოპათია

თავდაპირველად დიაბეტურ რეტინოპათიას უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს: ჩივილებს არ იწვევს და თვალის გამოკვლევის ტრადიციული მეთოდებით მისი გამოვლენა საკმაოდ ძნელია. როდესაც მხედველობის დაქვეითებაზე ჩნდება ჩივილები, ეს უკვე დაავადების გამოხატულ ან შორსწასულ შემთხვევაზე მეტყველებს და კიდევ იმაზე, რომ ხელიდან გაშვებულია პათოლოგიურ პროცესზე შედარებით ეფექტური ზემოქმედების დრო.

დიაბეტური რეტინოპათიის წარმოშობისა და პროგრესირების პროფილაქტიკის ერთადერთი გზა - ეს ადრეული დიაგნოსტიკა, კვალიფიციურ ოფთალმოლოგთან რეგულარული კვლევების ჩატარებაა, რაც შაქრიანი დიაბეტის გამო მხედველობის დაკარგვის შანსს მეტად ამცირებს. ადამიანებს, რომლებიც პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტით არიან ავად (ანუ ვინც ინსულინს იღებს), მხედველობის დაკარგვის უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულთ. რაც უფრო ადრეულ ასაკში ვითარდება შაქრიანი დიაბეტი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დიაბეტური რეტინოპათია და წლებთან ერთად მხედველობის დაკარგვის რისკი უფრო და უფრო იმატებს.

დიაბეტური რეტინოპათიის პირველი ნიშნები, მიუხედავად დიაბეტის სრულყოფილი მკურნალობისა, დაავადების (დიაბეტის) დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში ჩნდება. როგორც წესი, დიაბეტით დაავადებულისათვის აუცილებელია წელიწადში ორჯერ ოფთალმოლოგთან კონსულტირება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობის ან ორსულობის დროს - უფრო ხშირად. მკურნალობა.

დიაბეტური რეტინოპათიის კონსერვატიული მკურნალობისას სხვადასხვა მედიკამენტური საშუალებები გამოიყენება, თუმცა მრავალრიცხოვან სამკურნალო საშუალებას არ ძალუძს დაავადების პროგრესირების შეჩერება და ისინი დამხმარე საშუალებებად უნდა იქნენ გამოყენებული. დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი ბადურას ლაზეროკოაგულაციაა (ლაზერით მოწვა). იგი რამდენიმე სეანსად ტარდება და დაავადების ადრეულ სტადიებზე მეტად ეფექტურია. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ლაზერული ოპერაციები, რომელსაც სადღეისოდ ატარებენ ბადურაზე, ყოველთვის ეფექტური არ არის, ხოლო შორსწასულ შემთხვევებში თითქმის ყოველთვის უეფექტოა. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულისათვის ოფთალმოლოგის განუწყვეტელი მეთვალყურეობა. მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი დაავადებული ექიმს მეტისმეტად გვიან მიმართავს. ისეთი გართულების დროს, როცა ბადურას აცლასთან ერთად მინისებურ სხეულში სისხლჩაქცევაც შეინიშნება, ადამიანის დახმარება მხოლოდ ოპერაციული მკურნალობით - ვიტრექტომიით (მინისებური სხეულის ამოღებით) არის შესაძლებელი. როგორც წესი, მხედველობა რამდენიმე კვირაში აღდგება.

მიკრო და მაკროანგიოპათია

ამ ტერმინებით აღინიშნება შესაბამისად წვრილი და მსხვილი არტერიების პათოლოგიები. შაქრიანი დიაბეტის დროს აორტისა და სხვა მსხვილი არტერიების კედლებზე ათერომატოზული ფოლაქების დალექვის რისკი იმატებს, რამაც შეიძლება მათი სანათურის შევიწროება გამოიწვიოს. ამ პროცესის ერთ-ერთ გამოვლინებად ეგრეთ წოდებული ლერიშის სინდრომი მიიჩნევა, რომლის დროსაც შეინიშნება მუცლის ღრუს არტერიის შევიწროება მისი ბიფურკაციის (ორად გაყოფის) მიდამოში. ამის შედეგად ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა. ვითარდება კოჭლობა, ქვედა კიდურების კუნთების შესუსტება და ყველაზე მთავარი - ტკივილი სიარულის დროს.

დიაბეტური მიკროანგიოპათია მაკროანგიოპათიის თანამდევია და წვრილი არტერიების დაზიანებას წარმოადგენს. ის ძირითადად ქვედა კიდურებში ვითარდება. ამ დროს ყველაზე მეტად ფეხის თითები ზარალდება, რაც მათზე დიდი მასის ზეწოლით არის განპირობებული.

სათანადო მკურნალობის არარსებობის ან უეფექტობის დროს შესაძლოა განვითარდეს ისეთი მძიმე გართულება, როგორიც არის დიაბეტური ტერფი - ამ დროს იწყება ტერფის ქსოვილების განგრენა, ამ გართულებამ კი, მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში, შეიძლება პაციენტი ტერფის ამპუტაციის (მოკვეთის) აუცილებლობამდე მიიყვანოს.

დაბოლოს

  • რისკ-ფაქტორები - სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მომატებული რისკი გაქვთ იმ შემთხვევაში, თუ: ეწევით; გაქვთ შაქრიანი დიაბეტი; 45 წელს ბრძანდებით გადაცილებული; გაქვთ მაღალი არტერიული წნევა; თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადება; გაქვთ ზედმეტი წონა; მისდევთ პასიურ ცხოვრების წესს.
  • პროფილაქტიკა და მკურნალობა - სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილება ან შენელება ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით არის შესაძლებელი.

აი ძირითადი პრინციპები: აკონტროლეთ არტერიული წნევა; პროფილაქტიკური გამოკვლევისთვის წელიწადში ერთხელ მაინც მიმართეთ ექიმს; ნუ მოსწევთ; ყოველ დილით გააკეთეთ გამამხნევებელი ვარჯიში; ეცადეთ, თქვენი საკვები შეიცავდეს მცირე რაოდენობით ცხიმს და დიდი რაოდენობით უჯრედისს; ეცადეთ, თავი არიდოთ სტრესს; უკიდურეს შემთხვევაში, აკონტროლეთ საკუთარი ემოციები; შესაძლოა საჭირო გახდეს საკვებში მარილის რაოდენობის შეზღუდვა; დაიცავით ექიმი დიეტოლოგის მიერ დანიშნული დიეტა.

დაავადებების მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს სამკურნალო პრეპარატების მიღებასაც და ქირურგიულ მკურნალობასაც, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენს ორგანიზმს უნდა იყოს მორგებული და არ უნდა ხდებოდეს ნათესავ-მეზობლების რჩევით. მკურნალობის ამა თუ იმ ვარიანტის შესარჩევად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.