დიაბეტური ანგიოპათია - დაავადება, რომელსაც პერიფერიული ქსოვილების იშემიამდე მივყავართ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაბეტური ანგიოპათია - დაავადება, რომელსაც პერიფერიული ქსოვილების იშემიამდე მივყავართ

-დიაბეტური ანგიოპათია - ამ დროს რა ხდება ორგანიზმში?

- დიაბეტური ანგიოპათია წვრილი და მსხვილი სისხლძარღვების დაზიანებაა. შაქრიანი დიაბეტის დროს ხდება სისხლძარღვის შიგნითა კედლის, ინტიმის, პროლიფერაცია, ჰიალინიზაცია, რაც სისხლძარღვის სანათურის შევიწროებას იწვევს.

ამას, თავის მხრივ, პერიფერიული ქსოვილების იშემიამდე მივყავართ, რაც ხელს უშლის კოლატერალების (დამატებითი სისხლძარღვების) განვითარებას. დიაბეტური ანგიოპათიის დროს არტერიის ინტიმაზე ჩნდება წვრილი და მსხვილი ათეროსკლეროზული ფოლაქები, რომლებსაც კალციფიცირებისა და თრომბების წარმოქმნის უნარი შესწევს.

მუცლის ღრუს ორგანოებში ვეგეტატიური ბოჭკოების დაზიანება იწვევს კუჭის ატონიას (კუჭის შეკუმშვის ძალა მცირდება, საკვები მეტხანს ჩერდება კუჭში), ნაღვლის ბუშტის ატონიას (რასაც ნაღველკენჭოვან დაავადებამდე მივყავართ), შარდის ბუშტის ატონიას (შარდის ბუშტის ბოლომდე დაცლა ვერ ხერხდება და ხშირია აღმავალი ინფექციები), ნაწლავთა ატონიას, რაც ყაბზობით (შეკრულობით) ან დიარეით (გახშირებული კუჭის მოქმედებით) გამოიხატება.

მამაკაცებს ერღვევათ სექსუალური ფუნქცია. გულის რიტმი დატვირთვის მიხედვით ადეკვატურად ვეღარ იცვლება, ქვეითდება გულის იშემიური დაზიანების შეგრძნება და ხშირდება უსიმპტომო ინფარქტები, არაადეკვატურია ოფლის გამოყოფა და სუნთქვის სიხშირე და ა.შ. ამრიგად, როდესაც პაციენტი ამჩნევს დაავადების კლინიკურ ნიშნებს, პროცესი უკვე საკმაოდ შორსაა წასული და ხშირად შეუქცევადია.

- როგორ უნდა მოხდეს დიაბეტური ნეიორპათიისა და ანგიოპათიის დროული დიაგნოსტირება?

- საწყის სტადიაზე დიაბეტური ნეიროპათიისა და ანგიოპათიის გამოვლენა შეუძლიათ ენდოკრინოლოგს, ანგიოლოგს, ნევროპათოლოგს, ამიტომ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის ყველაზე ეფექტური გზაა ყოველწლიური პროფილაქტიკური გასინჯვები ამ სპეციალისტებთან, რომლებიც გამოავლენენ დარღვევებს და ჩაატარებენ პროფილაქტიკურ მკურნალობას, რითაც თავიდან აგვაცილებენ შაქრიანი დიაბეტის ზემოთ ჩამოთვლილ გართულებებს.

- როგორ შეიძლება ამ გართულებათა მკურნალობა?

- მკურნალობაში წამყვანი ადგილი უკავია რეჟიმს, რომელიც დიეტასა და საჭირო მედიკამენტების მიღებას ითვალისწინებს. პაციენტთა უმრავლესობა ინსულინთერაპიის წინააღმდეგია, ამიტომ ხშირად რამდენიმე წლითაც კი გვიანდება ადეკვატური სამკურნალო ჩარევა, რაც მეტისმეტად ართულებს რეაბილიტაციას. გართულებათა უკეთესი პრევენცია და ეფექტური მკურნალობა დიაბეტით დაავადებული პაციენტის ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია.