რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

ტეგი: ჩიყვი

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ბავშვებში
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ბავშვებში
გვესაუბრება N4 საოჯახო მედიცინის ცენტრის, ექიმი-რადიოლოგი სოფო ჩაგელიშვილი.– რა არის ჩიყვი და რისგან ჩნდება?– ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ეწოდება. ჩიყვი შეიძლება იყოს დიფუზური, დიფუზურ-ტოქსიკური, კვანძოვანი. ჩიყვის დროს შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია სხვადასხვაგვარად შეიცვალოს, აღინიშნებოდეს ჰიპოთირეოზი ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, როდესაც აღინიშნება თირეოიდული ჰორმონის დეფიციტი ან ჰიპერთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობით ჰორმონს. ზოგჯერ ჩიყვი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის გარეშე ვითარდება, რასაც ეუთირეოიდული ჩიყვი ეწოდება. კვანძოვანი ფორმის დროს შესაძლოა აღინიშნებოდეს ფარისებრი ჯირკვლის ზომის ზრდა კვანძ(ებ)ის ხარჯზე და ამ დროს არ იყოს დარღვეული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია.ჰიპოთირეოზის მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის განვითარების თანდაყოლილი ანომალიები, ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის დაავადებები, აუტოიმუნური თირეოიდიტი, იოდის დეფიციტი, ანტითირეოიდული ჰორმონებით არასწორი მკურნალობა, ფარისებრ ჯირკვალზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა. ჰიპერთირეოზის უხშირესი მიზეზია: გრეივსის დაავადება (აუტოიმუნური დაავადება), ტოქსიკური მრავალკვანძოვანი ჩიყვი. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი.– რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა?– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: ჰიპოთირეოზის დროს ნივთიერებათა ცვლის შენელებასთან დაკავშირებული სიმპტომები: ზოგადი სისუსტე, ადვილად დაღლა, ქოშინი, მეხსიერებისა და შრომისუნარიანობის დაქვეითება, ძილიანობა, ხასიათის ცვლილებები, დეპრესია, წნევის მატება. კანის სიმშრალე, ყაბზობა, ქალებთან მენსტრუალური ციკლის დარღვევა, გულის რიტმის დარღვევა, წონის უმიზეზო მატება. ჰიპერთირეოზის დროს აღინიშნება: სისუსტე, ოფლიანობა, ადვილად გაღიზიანება, გულის ფრიალი, პულსის აჩქარება, გულის რიტმის დარღვევა – არითმია, წნევის მომატება, წონის უმიზეზო კლება, დისკომფორტი კისრის არეში, ყლაპვის გაძნელება, ეგზოფთალმი, დიდი ზომის კვანძისას ან მკვეთრად გადიდებული ჯირკვლის დროს კისრის მიდამოში შესაძლოა აღინიშნებოდეს პალპირებადი წარმონაქმნი. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, როგორც ჰიპო- ასევე ჰიპერთირეოზი შესაძლოა სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. დიაგნოსტირების მიზნით უნდა შეფასდეს ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურული და ფუნქციური მდგომარეობა, რაც პირველ ეტაპზე სისხლში ჰორმონების დონის განსაზღვრით და ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევით ხდება. კვანძების აღმოჩენის შემთხვევაში კეთდება ფუნქციური ბიოფსია.– რამდენად ხშირია ბავშვებსა და მოზარდებთან და რა უნდა იღონოს მშობელმა?– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია, გვხვდება ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანთან, თუმცა უფრო ხშირად გვხვდება ქალებთან. საქართველო იოდდეფიციტურ რეგიონად ითვლება და დაავადებები აღინიშნება ბავშვებსა და მოზარდებთან. დაავადება შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი ბავშვებთან იწვევს ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებისას ან დატვირთული გენეტიკური ანამნეზისას მშობელმა დროულად უნდა მიმართოს სპეციალისტს, რადგან ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია დაავადების დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა– როგორ ხდება მისი მკურნალობა?– მკურნალობის მეთოდებია: თერაპიული – მკურნალობენ პრეპარატებით და ქირურგიული – ჩარევა ხდება ჩიყვის კვანძოვანი ფორმის დროს ან იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტური მკურნალობა უშედეგოა. – რა დამატებით რეკომენდაციებს მისცემდით მშობლებს?– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების პრევენცია გულისხმობს იოდის შემცველი პრეპარატებისა და პროდუქტების, განსაკუთრებით ზღვის პროდუქტების (ლამინარია, თევზი), ასევე ხორცის, რძის ნაწარმის, კვერცხის მიღებას, იოდიზებული მარილის მოხმარებას. იოდის შემცველი პრეპარატებით მკურნალობა აუცილებლად სპეციალისტის დანიშნულებით უნდა მოხდეს. დაუშვებელია თვითმკურნალობა და ექიმის დანიშნული პრეპარატის მიღების თვითნებური შეწყვეტა.

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ტეგები გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები