5 მითი ფარისებრი ჯირკვლის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 მითი ფარისებრი ჯირკვლის შესახებ

სპეციალისტები თვლიან, რომ შემთხვევათა უმრავლესობისას მათი შიში გამართლებულია:

მითი 1: ფარისებრ ჯირკვალს “უყვარს” ზღვა, თევზი, ხურმა, ფეიხოა, ქარვა...

სინამდვილეში: მართალია, ექიმები იოდით მდიდარი პროდუქტის მიღებას ურჩევენ პაციენტებს, მაგრამ იოდდეფიციტური დაავადებების (მაგალითად, ენდემური ჩიყვის) პროფილაქტიკის ერთ-ერთი ეფექტური და უნივერსალური მეთოდი საკვებში იოდიანი მარილის გამოყენებაა. ეს მეთოდი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის დამტკიცებულია. საზოგადოებას იოდიანი მარილის გამოყენების დაახლოებით 100-წლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს.

სადღეისოდ, საერთაშორისო ორგანიზაციების მოღვაწეობის შედეგად, მარილის დაახლოებით 20%-ის იოდიზება ხდება. გარდა ამისა, ორსული და მეძუძური ქალებისთვის მიზანშეწონილია ინდივიდუალური პროფილაქტიკა სპეციალური ვიტამინური კომპლექსებით, რომლებშიც მიკროელემენტ იოდის დამატებითი დოზაა შეტანილი. ეს, რა თქმა უნდა, მკურნალ ექიმთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.

მითი 2: ფარისებრ ჯირკვალში კვანძოვანი ახალწარმონაქმნები - ეს საშინელებაა!

ბევრი ფიქრობს, რომ კვანძების წარმოქმნა ონკოლოგიურ პრობლემას უკავშირდება.

სინამდვილეში: 100 კვანძიდან 95 კეთილთვისებიანია და საშიში არ არის. არც მათი ამოკვეთაა აუცილებელი. ექიმები ამტკიცებენ, რომ საკმარისია რეგულარული კვლევები და ავადმყოფის მდგომარეობაზე დაკვირვება. დანარჩენ 5 შემთხვევაში კი, როცა კვანძებს ავთვისებიანი უჯრედები აქვს, ქირურგიული ჩარევა აუცილებელია.

მითი 3: ფარისებრი ჯირკვლის გაჯანსაღების საუკეთესო მეთოდია სუფთა ან წყალში განზავებული იოდის მიღება

სინამდვილეში: ექიმები კატეგორიულად გვაფრთხილებენ: ამის გაკეთება დაუშვებელია! შეიძლება დოზის გადაჭარბების გამო ჯანმრთელობას უდიდესი ზიანი მიადგეს.

მითი 4: თვლიან, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს არავითარი სიმპტომები არ გააჩნია

სინამდვილეში: ფარისებრ ჯირკვალში პათოლოგიის წარმოქმნა მყისიერად ავლენს თავს. მაგალითად, ჰიპოთირეოზის დროს, როცა ფარისებრი ჯირკვლის ძირითადი ფუნქცია ქვეითდება, ადამიანი სუსტდება და დაღლილობას გრძნობს, ჰიპერთირეოზისას, როცა ჯირკვლის ფუნქცია იმატებს, პირიქით, გაღიზიანებული და ზედმეტად ემოციური ხდება.

მითი 5: ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევამ შეიძლება უშვილობა გამოიწვიოს

სინამდვილეში: ეს მართლაც ასეა. ექიმები სრულიად ეთანხმებიან ამ აზრს, რადგან ფარისებრი ჯირკვლის ყველა პრობლემა ჰორმონების უკმარისობას (სიჭარბეს) ან ადამიანის ორგანიზმში ჰორმონულ არევას უკავშირდება. სწორედ ამის გამო რთულდება ჩასახვის პროცესიც.