ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ბავშვებში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ბავშვებში

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ბავშვებში
გვესაუბრება N4 საოჯახო მედიცინის ცენტრის, ექიმი-რადიოლოგი სოფო ჩაგელიშვილი.

– რა არის ჩიყვი და რისგან ჩნდება?

– ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ეწოდება. ჩიყვი შეიძლება იყოს დიფუზური, დიფუზურ-ტოქსიკური, კვანძოვანი. ჩიყვის დროს შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია სხვადასხვაგვარად შეიცვალოს, აღინიშნებოდეს ჰიპოთირეოზი ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, როდესაც აღინიშნება თირეოიდული ჰორმონის დეფიციტი ან ჰიპერთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობით ჰორმონს. ზოგჯერ ჩიყვი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის გარეშე ვითარდება, რასაც ეუთირეოიდული ჩიყვი ეწოდება. კვანძოვანი ფორმის დროს შესაძლოა აღინიშნებოდეს ფარისებრი ჯირკვლის ზომის
ზრდა კვანძ(ებ)ის ხარჯზე და ამ დროს არ იყოს დარღვეული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია.

ჰიპოთირეოზის მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის განვითარების თანდაყოლილი ანომალიები, ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის დაავადებები, აუტოიმუნური თირეოიდიტი, იოდის დეფიციტი, ანტითირეოიდული ჰორმონებით არასწორი მკურნალობა, ფარისებრ ჯირკვალზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა. ჰიპერთირეოზის უხშირესი მიზეზია: გრეივსის დაავადება (აუტოიმუნური
დაავადება), ტოქსიკური მრავალკვანძოვანი ჩიყვი. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი.

– რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა?

– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: ჰიპოთირეოზის დროს ნივთიერებათა ცვლის შენელებასთან დაკავშირებული სიმპტომები: ზოგადი სისუსტე, ადვილად დაღლა, ქოშინი, მეხსიერებისა და შრომისუნარიანობის დაქვეითება, ძილიანობა, ხასიათის ცვლილებები, დეპრესია, წნევის მატება. კანის სიმშრალე, ყაბზობა, ქალებთან მენსტრუალური ციკლის დარღვევა, გულის რიტმის დარღვევა, წონის უმიზეზო მატება. ჰიპერთირეოზის დროს აღინიშნება: სისუსტე, ოფლიანობა, ადვილად გაღიზიანება, გულის ფრიალი, პულსის აჩქარება, გულის რიტმის დარღვევა – არითმია, წნევის მომატება, წონის უმიზეზო კლება, დისკომფორტი კისრის არეში, ყლაპვის გაძნელება, ეგზოფთალმი, დიდი ზომის კვანძისას ან მკვეთრად გადიდებული ჯირკვლის დროს კისრის მიდამოში შესაძლოა აღინიშნებოდეს პალპირებადი წარმონაქმნი. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, როგორც ჰიპო- ასევე ჰიპერთირეოზი შესაძლოა სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. დიაგნოსტირების მიზნით უნდა შეფასდეს ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურული და ფუნქციური მდგომარეობა, რაც პირველ ეტაპზე სისხლში ჰორმონების დონის განსაზღვრით და ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევით ხდება. კვანძების აღმოჩენის შემთხვევაში კეთდება ფუნქციური ბიოფსია.

– რამდენად ხშირია ბავშვებსა და მოზარდებთან და რა უნდა იღონოს მშობელმა?

– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია, გვხვდება ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანთან, თუმცა უფრო ხშირად გვხვდება ქალებთან. საქართველო იოდდეფიციტურ რეგიონად ითვლება და დაავადებები აღინიშნება ბავშვებსა და მოზარდებთან. დაავადება შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი ბავშვებთან იწვევს ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებისას ან დატვირთული გენეტიკური ანამნეზისას მშობელმა დროულად უნდა მიმართოს სპეციალისტს, რადგან ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია დაავადების დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა

– როგორ ხდება მისი მკურნალობა?

– მკურნალობის მეთოდებია: თერაპიული – მკურნალობენ პრეპარატებით და ქირურგიული – ჩარევა ხდება ჩიყვის კვანძოვანი ფორმის დროს ან იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტური მკურნალობა უშედეგოა.

– რა დამატებით რეკომენდაციებს მისცემდით მშობლებს?

– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების პრევენცია გულისხმობს იოდის შემცველი პრეპარატებისა და პროდუქტების, განსაკუთრებით ზღვის პროდუქტების (ლამინარია, თევზი), ასევე ხორცის, რძის ნაწარმის, კვერცხის მიღებას, იოდიზებული მარილის მოხმარებას. იოდის შემცველი პრეპარატებით მკურნალობა აუცილებლად სპეციალისტის დანიშნულებით უნდა მოხდეს. დაუშვებელია თვითმკურნალობა და ექიმის დანიშნული პრეპარატის მიღების თვითნებური შეწყვეტა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
დიაბეტური ვიტამინი-30აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
კარგი მხედველობის შენარჩუნებლად-30 აბი
ფასი: 40.5
მსგავსი სიახლეები
• ახალშობილისთვის 80/50 • 1 წლის ბავშვისთვის: ბიჭები — 96/66,
05-04-2019
ზოგი ბავშვი მუცლის წინა ფარის დეფექტით იბადება - ჭიპის არეში მუცლის აპკი თხელია ან საერთოდ არ არის. მუცლის ღრუში წნევის მატებისას, მაგალითად, ტირილის დროს,
05-09-2018
ნედლი კაკალი - ხალხურ მედიცინაში შეუფასებელ პროდუქტად ითვლება. სწორედ ის შეიცავს ვიტამინი C-ს
08-02-2019
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
კატეგორიის სხვა სტატიები
ტიპი 2 დიაბეტის კონტროლი მარტივადაა შესაძლებელი სწორად ჩამოყალიბებული კვების რეჟიმით. ზოგადად
მედიკოსების აზრით, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მეტი უნდა ვიცინოთ. კერძოდ, სიცილი ზრდის იმუნიტეტს
აშშ-ში 200 ათას სამედიცინო მუშაკზე 20-წლიანი დაკვირვების შედეგებმა აჩვენა, რომ მწვანილით მდიდარი დიეტა 34 %-ით
- შაქრიანი დიაბეტი გენეტიკურ განწყობასთან დაკავშირებული დაავადებაა; რისკი,
როგორც ემორის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, დაბინძურებული ჰაერის PM2.5 ნაწილაკების (2,5 მიკრონის ზომის მყარი ნაწილაკები)
ილინოისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლებმა ყურადღება მიაქციეს კენკრების სასარგებლო თვისებებს, რაც
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად