/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სტომატოლოგია

ვუმკურნალოთ თუ არა სარძევე კბილებს

ვუმკურნალოთ თუ არა სარძევე კბილებს
სარძევე კბილები ყურადღებასა და სათუთ მოვლას მოითხოვს. საჭიროა თუ არა მათი მკურნალობა? -

ამ კითხვას ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქვს: დიახ, საჭიროა. უფრო მეტიც - აუცილებელია.

დაზიანებული სარძევე კბილი ბევრ უსიამოვნებას აყენებს პატარას - ტკივილს, დისკომფორტს ჭამის დროს; გარდა ამისა, ის წარმოადგენს ორგანიზმში მუდმივად არსებულ ინფექციის წყაროს და შესაძლოა, შინაგანი ორგანოების დაზიანებისა და მთელი ორგანიზმის ინტოქსიკაციის მიზეზადაც იქცეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ბავშვის პირის ღრუს და დროულად მივმართოთ ბავშვთა სტომატოლოგს.

  • ბავშვებს კარიესი ძალიან სწრაფად უვითარდებათ. იმას, რაც დიდებთან შესაძლოა წლობით გაგრძელდეს, ბავშვებთან რამდენიმე თვე, ზოგჯერ რამდენიმე კვირაც კი ჰყოფნის. მალევე ყალიბდება პულპიტი, რომელიც სერიოზულ მკურნალობას მოითხოვს.

სარძევე კბილები, მიუხედავად იმისა, რომ დროებითია, ძირითად კბილებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, ამიტომ ბავშვის კბილებს დროულად უნდა ვუმკურნალოთ, რომ მათი ნაადრევი ამოღება არ მოგვიხდეს. სარძევე კბილების შენარჩუნება მათ დროულ და ბუნებრივ მოცვლამდე თავიდან აგვაცილებს არასასურველ შედეგებს. მაგალითად, სრულფასოვანი ღეჭვის აქტის დარღვევას, რაც კუჭ-ნაწლავის დაავადებებს იწვევს. გარდა ამისა, კბილთა რიგის მთლიანობა უზრუნველყოფს სწორ მეტყველებას. კბილების ნაადრევ ამოღებას კი თანკბილვის დარღვევამდე მივყავართ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

საქმე ის არის, რომ სარძევე კბილები მუდმივი კბილებისთვის “იკავებს“ ადგილს. მათი ფესვების ქვეშ ძირითადი კბილების ჩანასახებია განლაგებული. ამიტომ ერთი სარძევე კბილის ამოღების შემთხვევაშიც კი ხდება სხვების შეცილება და მუდმივი კბილები ამოიჭრება არა იქ, სადაც ეკუთვნის, არამედ სხვაგან. ამრიგად, სარძევე კბილები, მიუხედავად იმისა, რომ დროებითია, მუდმივ ყურადღებას მოითხოვს.

  • უპირველესად,სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს პირის ღრუს ჰიგიენას. კბილების გამოხეხვას ბავშვი პირველი კბილის ამოსვლისთანავე უნდა მივაჩვიოთ.

24 თვემდე ბავშვს კბილებს მშობელი უწმენდს. ყბის უკბილო ნაწილს ასუფთავებენ სპეციალური ჰიგიენური ხელსახოცით, რომელიც რბილია, აქვს სასიამოვნო გემო და გაჟღენთილია ბავშვისთვის უსაფრთხო, ქსილიტის შემცველი ხსნარით. მოგვიანებით ბავშვმა კბილები თავად უნდა გაიწმინდოს უფროსის მეთვალყურეობით, მისი ასაკისთვის განკუთვნილი კბილის ჯაგრისითა და პასტით.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.რამოდენიმე დღეა ენის ქვეშ ერთი სანერწყვე ჯირკვალი ჭამის დროს მიდიდდება.შემდეგ ისევ პატარავდება.ცოტა შეწითლებულიცაა.როგორ შეიძლება რომ ვუმკურნალო? ვარ 41წლის</p>

ბავშვებისთვის არსებობს სპეციალური სითხეებიც პირის ღრუში გამოსავლებად. ეს სითხეები სხვადასხვა ასაკისთვის განკუთვნილი კონცენტრაციით შეიცავს სასარგებლო დანამატებს: ფთორს, ქსილიტოლს. ამგვარი სავლების გამოყენება კარიესის პროფილაქტიკის კიდევ ერთი საშუალებაა.

გაცილებით უკეთესია პროფილაქტიკური ვიზიტი სტომატოლოგთან, ვიდრე საქმე კბილის ამოღებამდე მივა. გარდა ამისა, პროფილაქტიკური გასინჯვა ბავშვს მიაჩვევს ექიმსა და მის ინსტრუმენტებს და მომავალში ამ პროცედურებისა აღარ შეეშინდება.

პირველი ვიზიტის დროს ბავშვი რომ არ შეშინდეს, წინასწარ დაათვალიერებინეთ სტომატოლოგიური ინსტრუმენტების კომპლექტი და მისთვის გასაგებ ენაზე აუხსენით ჩასატარებელი მანიპულაციების არსი. ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვის სტომატოლოგიურ კაბინეტში ბავშვთან ერთად შეიძლება დარჩეს მშობელიც. სასურველია, სარძევე კბილების მკურნალობა ადგილობრივი გაუტკივარებით ჩატარდეს. ინექციის წინ ღრძილზე უსვამენ გამაუტკივარებელ ტკბილ გელს, მერე კი ბავშვისთვის შეუმჩნევლად შეჰყავთ წამალი.

სასურველია რამდენიმე მარტივი პირობის დაცვა:

  1. ნუ მიიყვანთ ბავშვს დიდების სტომატოლოგთან; ბავშვთა სტომატოლოგი უფრო ადვილად გამონახავს მასთან საერთო ენას.
  2. ნუ დაელოდებით პრობლემებს - მიიყვანეთ ბავშვი სპეციალისტთან უბრალო პროფილაქტიკური გასინჯვისთვის.
  3. ბავშვი სტომატოლოგთან უნდა მიიყვანოთ წელიწადში 2-ჯერ, აუცილებლობის შემთხვევაში - უფრო ხშირადაც.
  4. ნუ დააშინებთ ბავშვს თეთრი ხალათით, ნემსითა და ექიმით. სტომატოლოგიურ კლინიკაში ვიზიტის წინ არავითარ შემთხვევაში არ ახსენოთ ისეთი სიტყვები, როგორებიცაა, მაგალითად, „ნუ გეშინია“, “ნემსი”, “ბურღი”, “წამალი”, რომლებიც არათუ პატარას, დიდსაც კი საგონებელში ჩააგდებს.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

საკვები პროდუქტები, რომლებიც ტვინის ფუნქციებსა და მეხსიერებას აუმჯობესებს
საკვები პროდუქტები, რომლებიც ტვინის ფუნქციებსა და მეხსიერებას აუმჯობესებს
სწორი და დაბალანსებილი კვება აუცილებელია ტვინის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. სწორედ საკვებიდან ხდება იმ მნიშვნელოვანი ელემენტების შეთვისება, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ტვინის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და მისი ფუნქციების გასაუმჯობესებლად.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ვუმკურნალოთ თუ არა სარძევე კბილებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები