/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვეტერინარია

აქვს თუ არა ცხოველს კანის დაავადება

აქვს თუ არა ცხოველს კანის დაავადება
თქვენი ოთხფეხა მეგობრის კანი გლუვი და რბილი უნდა იყოს. მასზე არ უნდა შეიმჩნეოდეს ქერცლი, სიწითლე, გაღიზიანების სიმპტომები.

კანი არ უნდა იყოს ზედმეტად მშრალი, თუმცა არც ზედმეტი ცხიმიანობა ითვლება ნორმალურად. არ უნდა შეიმჩნეოდეს ადგილი, სადაც თმიანი საფარველი დაკარგულია.

ცხოველის მფლობელმა უნდა იცოდეს, რომ კანის დაავადებათა სიმპტომებია:

  • ქავილი, ნაკაწრები;
  • წითელი უბნები, ლაქები, გამონაყარი;
  • გამკვრივებული კანი, ქერქები, ქერცლი;
  • ბეწვის ცვენა;
  • აქერცლილი უბნები, კანის არასასიამოვნო სუნი.

გახსოვდეთ, კანის დაზიანება მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. ნუ ჩათვლით კანის დაავადებას უმნიშვნელო პრობლემად, უმჯობესია, მისი გამოვლენის შემთხვევაში ერთხელ მაინც მიმართოთ კონსულტაციისთვის ვეტერინარს.

  • რა იწვევს კანის დაავადებებს

შესაძლოა, ვეტერინარმა კანის დაავადების მიზეზის დასადგენად ტესტების ჩატარება ჩათვალოს საჭიროდ. უმეტესად კანისმხრივი ცვლილებების მიზეზია:

  • ალერგია – თქვენი ოთხფეხა მეგობარი შესაძლოა ალერგიული იყოს არა მარტო საკვების, არამედ ისეთი ფაქტორების მიმართ, როგორიც არის ოთახის მტვერი, ობის სოკო ან ყვავილის მტვერი.
  • პარაზიტები – ტილები, ტკიპები და რწყილები - შეიძლება ალერგიის მიზეზად იქცეს და კანის მძიმე დაზიანებაც გამოიწვიოს.
  • ჰორმონული დისბალანსი – დადგენილია, რომ ცხოველებს, რომელთაც გარკვეული ჰორმონები ნორმაზე მეტი ან ნაკლები ოდენობით გამოუმუშავდებათ, კანის პრობლემები უფრო ხშირად აღენიშნებათ.
  • ინფექციები – კანის ცვლილება ზოგჯერ ბაქტერიულ ინფექციასთან არის დაკავშირებული.

როგორც ვხედავთ, კანის პათოლოგია მრავალი მდგომარეობის ნიშანი შეიძლება იყოს. ასე რომ, თუ ის შეამჩნიეთ, ჯობს, დროულად მიმართოთ ვეტერინარს.

  • აკონტროლეთ ცხოველის წონა

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ვცხოვრობთ სოფელში. ეზოში გვყავს კატები. დღეს ერთ-ერთ კატას შევამჩნიეთ ჭარბი დორბლი, იყო მოწყენილი და თითქოს ცოტა შეშუპება ჰქონდა სახეზე, საკვებიც არ მიიღო. სახლში არ შემოგვყავს ხოლმე, უშუალო კავშირი არ გვაქვს, ეზოში სადაც კატები დადიან ბავშვები თამაშობენ. ცოფზე გვაქვს ეჭვი, საჭიროა შრატი გავიკეთოთ ? საერთოდ დორბლდენა რა დაავადებამ იცის კიდევ? სხვა კატას კონიუნქტივიტი აქვს , შეიძლება რამე სხვა ვირუსთან გვქონდეს საქმე?</p>

როდესაც ოთხფეხა მეგობრისთვის საკვებს დაეძებთ, ალბათ, არ ფიქრობთ იმაზე, რამდენი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს მისმა უკონტროლო მიღებამ. ჭარბი კვება შესაძლოა ცხოველის სიმსუქნის მიზეზად იქცეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას ართრიტის, შაქრიანი დიაბეტის, გულის დაავადებებისა და სუნთქვის პრობლემების მომატებული რისკი ექნება.

  • აქვს თუ არა ცხოველს ჭარბი წონა?

ყველა ცხოველისთვის არსებობს იდეალური წონის სტანდარტი, რომელიც შემუშავებულია მისი ჯიშისა და ზომების გათვალისწინებით. თუ ამის თაობაზე ერთხელ მაინც მიმართავთ შეკითხვით თქვენს ვეტერინარს, მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას თქვენი ცხოველისთვის ოპტიმალური წონის შესახებ, ჩვენ კი იმ ზოგად ნიშნებს მოვიყვანთ, რომელთა ცოდნაც საშუალებას მოგცემთ, დროულად შეამჩნიოთ სიმსუქნე.

  • როცა ცხოველს ეფერებით, ნეკნებს ძნელად, ზოგჯერ სრულებით ვერ გრძნობთ.
  • ქრება წელი.
  • აუცილებელი ხდება საყელურის გაფართოება, რადგან ცხოველს ის აღარ ეტევა.
  • ცხოველს სეირნობა უჭირს, ზანტად მოძრაობს, ქოშინებს.
  • თავს იჩენს უგუნებობა;
  • ცხოველს ძალიან დიდხანს სძინავს.

  • რისი ბრალია ჭარბი წონა?

ასევე დაგაინტერესებთ
რითი შეიძლება დავსნებოვნდეთ შინაური ცხოველებისგან
ცხოველები ჯანმრთელობის სამსახურში

ჭარბი წონა ორგანიზმში ცხიმის ჭარბ დაგროვებასთან არის დაკავშირებული, ამ უკანასკნელის მიზეზი კი საკვების უზომო მიღებაა, განსაკუთრებით - მაშინ, როცა ჭარბი კვება ერწყმის დაქვეითებულ ფიზიკურ დატვირთვას. გარდა ამისა, არსებობს ხელშემწყობი ფაქტორებიც:

  • ასაკი – ასაკის მატებასთან ერთად ცხოველი კარგავს ფიზიკური აქტიურობის უნარს. მფლობელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს გარემოება და ხანში შესული ცხოველის კვების რაციონში კალორიები შეამციროს.
  • ჯიში – ზოგიერთი ჯიშის ცხოველები, მაგალითად, ლაბრადორი, პეტრივერი, კოკერსპანიელი, შერეული ჯიშის კატები, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი სიმსუქნისკენ.
  • კასტრაცია/სტერილიზაცია – ეს პროცედურა მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, რის გამოც ცხოველს შესაძლოა სიმსუქნე განუვითარდეს.
  • სამედიცინო პრობლემები – ჭარბი წონა ზოგიერთი დაავადებითაც შეიძლება იყოს განპირობებული, თუმცა, საბედნიეროდ, ასეთი რამ იშვიათია.

გახსოვდეთ, ცხოველის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მარტო მისი კვება არ არის. ვეტერინართან ვიზიტისას აუცილებლად უნდა მიიღოთ ინფორმაცია მისი წონის შესახებ და ეცადოთ, იდეალური ფორმა შეუნარჩუნოთ თქვენს მეგობარს.

  • როგორ დავეხმაროთ მსუქანას

წონის პრობლემა ხშირად აქვთ ძაღლებსა და კატებს. მათი წარმატებული მკურნალობა შესაძლებლია დიეტისა და ცხოვრების სტილის შეცვლით. ჯანსაღი წონის დაბრუნების ყველაზე ეფექტური გზაა დიეტისა და მზარდი ფიზიკური დატვირთვის შერწყმა.

  • ვარჯიში კატებისთვის

  1. მიაჩვიეთ ფისო, სახლში ფეხდაფეხ გდიოთ.
  2. გამოიყენეთ სათამაშოები, რათა აიძულოთ კატა, მეტი იმოძრაოს. დამალეთ საკვები, რათა ფისომ მასზე დიდხანს "ინადიროს".
  3. თამაშისას გამოიყენეთ სარკე და სინათლის სხივი მიმართეთ კედლისკენ.

  • ვარჯიში ძაღლებისთვის

  1. რეგულარულად ისეირნეთ ფეხით ძაღლთან ერთად.
  2. ეცადეთ, იაროთ ქვიშაზე. ეს ზრდის წინააღმდეგობას და ცხოველიც უფრო მეტად იტვირთება.
  3. ითამაშეთ როგორც ეზოში, ისე სახლში.

საკვების დღეღამური ულუფა რამდენიმე პატარა ულუფად დაყავით, რათა ცხოველი ადვილად დაანაყროთ. ნუ დაიზარებთ ამ რჩევების შესრულებას, გახსოვდეთ, ჭარბი წონა ცხოველისთვის ისევე საშიშია, როგორც ადამიანისთვის.

კომენტარები (2)
ძაღლის მოვლა
გამარჯობათ,მე მყავს 3 კვირის კოკერსპანიელი ვაჭმევ ნაყიდ მაწონსა და რძეს, მაინტერესებს შეიძლება თუ არა ესენი მისთვის ან რა შეიძლება მივცე?ვიტამინები ჯერ არ მიმიცია და რითი უნდა დავიწყო?კვება მასაც 4-5 ჯერ ჭირდება? აცრებზე როდის მივიყვანო? როდის შეიძლება ვაბანაო ან თუ შეიძლება თბილ წყალში დასველებული ნაჭრით გავწმინდო? ჭიებზე მე უნდა დავამუშაო თუ ამას ვეტერინარი გააკეთებს და თუ არის უკვე დამუშავება შესაძლებელი?კუდის მოჭრა თუ შეიძლება და როდისთვის იქნება ამის გაკეთება სასურველი?წინასწარ მადლობა…
თარიღი : 10-08-2015
ინგა
ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ. ორი თვის ლეკვს თავზე გამოაყარა ბორცვებივით თან ექავება. მყავდა ვეტერინართან . სანამ პასუხი მოვა იქნებ მიპასუხოთ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და გადამდებია თუ არა.
თარიღი : 22-05-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

აქვს თუ არა ცხოველს კანის დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები