ცხოველები ჯანმრთელობის სამსახურში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხოველები ჯანმრთელობის სამსახურში

მე-20 და 21-ე საუკუნის მედიცინის ყველა დიდი მიღწევა, დიაბეტისა და ლეიკემიის მკურნალობის მეთოდები, თუნდაც ორგანოთა ტრანსპლანტაცია, უშუალოდ ან ირიბად, ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგია.

ფუნდამენტურ სამედიცინო და ბიოლოგიურ კვლევათა გარდა, ცხოველებზე ცდები ტარდება კოსმოსურ ლაბორატორიებში, ისინი მონაწილეობენ სამკურნალო პრეპარატებისა და ვაქცინათა ტესტირებაშიც.

შინაურ ცხოველთა პატრონებს თავიანთ მოვალეობად მიაჩნიათ მეგობრების დაცვა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა. ისინი განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან ცხოველებზე დამაზიანებელი ცდების ჩატარებას.

ყველაფრის მიუხედავად, ყოველწლიურად მილიონობით ცხოველის სიცოცხლე ეწირება მეცნიერებისა და მედიცინის განვითარებას: ბოცვრები, ზღვის გოჭები, ძაღლები, კატები, მაიმუნები, თევზები და სხვანი.

შექმნილ ვითარებაში, იმის გაფიქრებაც, რომ საყვარელ ცხოველზე შესაძლოა მტკივნეული ექსპრიმენტი ჩატარდეს, მათი მფლობელების დიდ პროტესტს იწვევს.

თანამედროვე მედიცინა ცალსახად იზიარებს მოსაზრებას, რომ ყოველი ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს ცხოველთა დაცვას, რომ დაუშვებელია მათი წამება და მათთვის ტკივილის მიყენება.

თეთრი თაგვები

მეცნიერთა მთავარ დამხმარე ცხოველად სწორედ თეთრი თაგვები მიიჩნევა. ლაბორატორიის შტატიანი და სტაჟიანი თანამშრომლები ფასდაუდებელ საქმეს ასრულებენ მედიცინაში მრავალი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.

თეთრი თაგვების გარდა, ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე არიან სხვადასხვა ტიპის მღრღნელები, თაგვები და ვირთაგვები, რომლებიც ექსპერიმენტთა 90%-ში მონაწილეობენ.

მეცნიერების განვითარებას ისინი დაუნანებლად სწირავენ თავიანთ თათებს, ბრჭყალებსა და სიცოცხლესაც კი.

თევზები

თევზი, სახელად დანიო რერიო, აუცილებლად გექნებათ ნანახი ვინმეს აკვარიუმში, ან სულაც ზოოპარკში. იგი ერთ-ერთია იმ თევზთაგან, რომლებმაც კოსმოსში იმოგზაურეს, ამავდროულად, მნიშვნელოვანი სამოდელო ორგანიზმია ხერხემლიან ცხოველთა გენების განვითარებისა და ფუნქციების შესასწავლად.

დანიო რერიო ძალიან სწრაფად იზრდება და დამოუკიდებელი ხდება. ემბრიონი კვერცხის სტადიიდან თავკომბალად 3 დღეში გადაიქცევა და ყველა ეტაპს მშობლისგან დამოუკიდებლად გადის, სწორედ ამიტომ მისი შესწავლაც ადვილია.

2013 წელს ესპანელმა მეცნიერებმა მის გენოტიპში თაგვის სპეციალური გენი ჩანერგეს, რის შედეგადაც თევზს განუვითარდა ხმელეთზე გადასაადგილებელი კიდურები.

დანიო რერიოს გარდა, ექსპერიმენტებში ხშირად მონაწილეობენ ფერადი კალმახები, ორაგულები და სხვადასხვა ტიპის მდინარისა თუ ტბის თევზები.

ისინი ფართოდ გამოიყენებიან ტოქსიკოლოგიურ კვლევებში, რომელთა მიზანიც ცოცხალ ორგანიზმზე, ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებზე ზოგიერთი ქიმიური ნაერთის მოქმედების სპექტრის და შედეგების დადგენაა.

ბიოლოგებს ძაღლები ეხმარებიან

ძაღლი მკვლევართა ყველაზე დიდი მეგობარია, ადვილად ეჩვევა ახალ გარემოს, მარტივად იწვრთნება და სხვებზე გაცილებით ჭკვიანი და გონიერია.

ბიოლოგიურის გარდა, ძაღლები საკმაოდ ბევრ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტშიც მონაწილეობენ. არცთუ დიდი ზომის, ადამიანებისადმი განსაკუთრებით კეთილგანწყობილი ჯიშები ყველაზე ხშირად ცდებისას გამოიყენება.

ყველას ახსოვს გასულ საუკუნეში მათი მონაწილეობით ჩატარებული ექსპერიმენტები ნერვული სისტემის მოქმედების დასადგენად, პირობითი და უპირობო რეფლექსების შესასწავლად.

სწორედ ძაღლების დახმარებით შეიცვალა მანამდე ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობის მექანიზმებთან არსებული მოძველებული შეხედულებანი და ისინი ახალმა, რეალურმა წარმოდგენებმა ჩაანაცვლა.

ძაღლებს უნდა ვუმადლოდეთ ვეტერინარული მედიცინის, საკვების მონელების მექანიზმებისა და შინაური ცხოველების გაწვრთნის მოდელების შექმნასაც.

ჩვენმა ოთხფეხა მეგობრებმა წარმატებით იმოგზაურეს კოსმოსშიც და სპეციალური საწვრთნელი პროგრამის დახმარებით წარმატებით გაუძლეს მიზიდულობის ძალის ცვლილებას, დატვირთვას, ვიბრაციას, ხმაურსა და კოსმოსურ გამოსხივებას.

აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტებში თითქმის ყოველთვის მონაწილეობენ ჩვეულებრივი, ქუჩის ძაღლები, რომელთაც, სუფთა ჯიშის ძაღლებისგან განსხვავებით, გაცილებით მყარი ჯანმრთელობა და დიდი გამძლეობა აქვთ.

მედიცინასთან მაიმუნებიც თანამშრომლობენ

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთან გენეტიკურად ყველაზე ახლოს ლაბორატორიული თაგვები არიან – მათი და ადამიანის გენები 99%-ით ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ ევოლუციურად ჩვენს უახლოეს ნათესავებად მაინც უმაღლესი პრიმატები არიან მიჩნეული.

ადამიანის მსგავსი მაიმუნები ყველაზე ხშირად იმ ექსპერიმენტებში მონაწილეობენ, რომლებითაც დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინებს ცდიან, მაგალითად, პოლიომიელიტისა და ჰეპატიტების.

მათთან თანამშრომლობენ ტოქსიკოლგიურ ტესტებშიც, ნევროლოგიურ, ფსიქოლოგიურ და გენეტიკურ კვლევებშიც.

მაკაკები ეტიოლოგიურ და ნეირობიოლოგიურ კვლევებში მონაწილეობენ. მათი დახმარებით ადამიანებმა რეზუსფაქტორი აღმოაჩინეს – სისხლის შეთავსების ფაქტორი.

უმაღლესი პრიმატები გახდნენ აშშ-ის კოსმოსური პროგრამის მონაწილენი, მაგრამ ძაღლებივით კარგად ვერ წარმოაჩინეს თავი.

ძაღლებთან შედარებით, მაიმუნების საქციელი გაცილებით არაპროგნოზირებადი გამოდგა და ისინი წვრთნასაც ცუდად ემორჩილებიან. ამიტომ სპეციალისტები იძულებულნი გახდნენ, კოსმოსური ხომალდის სტარტის წინ მათთვის ზოგადი ნარკოზი მიეცათ, ამან კი ექსპერიმენტის შედეგების სანდოობა რამდენადმე შეცვალა.

1967 წელს აშშ-ში ექსპერიმენტის ფარგლებში შიმპანზე უოშომ ამერიკული ჟესტური ენის 350 სიმბოლო დაისწავლა. მან საკუთარ შვილსაც თავად ასწავლა ადამიანებთან ჟესტური ენით ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, მრავლობითი ექსპერიმენტი, რომელიც მაიმუნების ალაპარაკებას და მათ სამეტყველო უნარის დასაბუთებას ისახავდა მიზნად, წარუმატებელი აღმოჩნდა. თუმცა შიმპანზესთვის ადამიანის ენის შესწავლის პროცესმა, საზოგადოდ, სწავლების პროცესსა და სამეტყველო ენაზე ბევრი საინტერესო დასკვნის შესაძლებლობა მისცა.