/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვეტერინარია

ცხოველი სახლში

ცხოველი სახლში
როგორც ამბობენ, შინაური ცხოველები ადამიანებს უფრო კეთილებს და მოსიყვარულეებს ხდიან.

თუ სახლში ოთხფეხა მეგობარი გყავთ, ალბათ, თქვენთვის კარგად ნაცნობია განცდა, როცა შინ დაღლილი ბრუნდებით, ის კი კარშივე გეგებებათ და ამით ისეთ სიხარულსა და ბედნიერებას განიჭებთ, წამალივით მოქმედებს თქვენს გადაღლაზე. თუმცა შინაური ცხოველის ყოლა მხოლოდ მასთან თამაშს არ ნიშნავს. ეს, ერთი მხრივ, დიდი პასუხისმგებლობა და, მეორე მხრივ, ბევრი ენერგიის, დროის, ყურადღებისა და, რასაკვირველია, ფინანსების საჭიროებაცაა.

შინაური ცხოველის სახლში ყოლის სურვილი, ალბათ, ბევრ თქვენგანს აქვს, თუმცა,არსებობს სხვადასხვა გარემოება და, შესაბამისად, დასაგეგმი ნაბიჯების საჭიროება. მათ შესახებ კი იქამდე უნდა იცოდეთ, ვიდრე ამ სურვილის ასრულებას გადაწყვეტთ. შინაური ცხოველი შინ მოყვანისთანავე საჭიროებს ზრუნვას, მას თქვენგან სჭირდება: დრო, ყურადღება, სახლში უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების შექმნა და, რა თქმა უნდა, საკვებსა და ჰიგიენურ საშუალებებთან, ასევე, აცრებსა და სხვადასხვა სპეციფიკურ საჭიროებასთან დაკავშირებული პერიოდული ფინანსური ხარჯები.

უფრო მეტიც, შინაური ცხოველის ყოლა არა მარტო ცხოველის მიმართ გულისხმობს პასუხისმგებლობებს, არამედ საზოგადოების მიმართაც. ეს პასუხისმგებლობები და ვალდებულებები საკანონმდებლო დონეზეც კი არის რეგულირებული. კანონი, ძირითადად, კატებისა და ძაღლების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ საკითხებს ფარავს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ამ მენიუში თქვენ გაეცნობით მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ, მომზადებულნი შეხვდეთ თქვენი პატარა მეგობრის მოვლას. თუ წინასწარ დაგეგმავთ საჭირო ნაბიჯებს შინაური ცხოველების სახლში ყოლისათვის, თქვენ და თქვენი „მეგობარი“, იქნება ეს კატა, ძაღლი, თევზი, თუთიყუში, ზაზუნა თუ სხვა, ერთად უფრო ბედნიერად იცხოვრებთ.

პატარებს ხშირად ძალიან ეშინიათ ცხოველების. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და როგორ დავეხმაროთ ამ შიშის დაძლევაში?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ვცხოვრობთ სოფელში. ეზოში გვყავს კატები. დღეს ერთ-ერთ კატას შევამჩნიეთ ჭარბი დორბლი, იყო მოწყენილი და თითქოს ცოტა შეშუპება ჰქონდა სახეზე, საკვებიც არ მიიღო. სახლში არ შემოგვყავს ხოლმე, უშუალო კავშირი არ გვაქვს, ეზოში სადაც კატები დადიან ბავშვები თამაშობენ. ცოფზე გვაქვს ეჭვი, საჭიროა შრატი გავიკეთოთ ? საერთოდ დორბლდენა რა დაავადებამ იცის კიდევ? სხვა კატას კონიუნქტივიტი აქვს , შეიძლება რამე სხვა ვირუსთან გვქონდეს საქმე?</p>

აუცილებლად უნდა გაარკვიოთ შიშის მიზეზი. ბავშვების უმრავლესობას ადრეულ ასაკში შიშები აწუხებს. გარემომცველი სამყარო მათთვის უცნობი, იდუმალი და გაუგებარია. არ იციან, რას უნდა ელოდონ, როგორ ახსნან მათ ირგვლივ მომხდარი მოვლენები. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ბავშვთა ფობიებს შორის ერთ-ერთი პირველი ადგილი ძაღლის შიშს უკავია.

საშიში ფანტაზია

მაინც რით არის საშიში ადამიანის ეს მეგობარი, რომელიც გულითადი სალმის ნიშნად კუდს აქიცინებს? ალბათ, არც არაფრით, მაგრამ პატარამ ჯერ არ იცის, როგორ მოიქცეს სხვადასხვა სიტუაციაში, ამიტომ მაგალითს თქვენგან იღებს. დააკვირდით, როგორ რეაგირებთ თავად ძაღლთან შეხვედრისას. დიდი ძაღლის დანახვისთანავე იძაბებით და კრთებით, ბავშვს მაგრად უჭერთ ხელს? გაითვალისწინეთ, მოგვიანებით ისიც ასევე მოიქცევა, თანაც ნებისმიერი ძაღლის დანახვისას, განურჩევლად მისი ზომისა. უწყინარი პუდელიც კი ბავშვს შეიძლება ურჩხულად მოეჩვენოს.

ბავშვებს სხვადასხვაგვარი აღქმა აქვთ, რაც ზომის ადეკვატურად შეფასებაში ხელს უშლის, ეს კი, თავის მხრივ, ხელს უშლის იმის გაგებაში, რომ საშიში არაფერია. ზოგჯერ თვით მშობლებიც უწყობენ ხელს შიშის პროვოცირებას. გაცელქებული პატარა რომ დააწყნარონ, უამბობენ მას საშიშ ისტორიებს მეზობლის ბიჭის შესახებ, რომელსაც ძაღლმა უკბინა და ახლა დიდხანს მოუწევს მტკივნეული ნემსების კეთება, რათა ცოფით არ დაავადდეს. მშობელი ვერც კი ხვდება, როგორ ისახება პატარას გულში შიში. შიშის კიდევ ერთი მიზეზია სიზმრები – ავი ცხოველები, რომლებიც მათში ნეგატიურ ემოციებს იწვევენ. სავსებით შესაძლებელია, ასეთ განცდებს წინ უძღოდეს ეზოს ძაღლის ნაკბენი, მისი მოულოდნელი გამოჩენა. შესაძლოა, მეზობლის ძაღლი ოდესღაც უნებურად წაეტანა პატარას შარვლის ტოტს, კბილები გამოაჩინა ან გაკაწრა, როცა მასთან თამაში მოუნდა.

ისწავლეთ შიშთან გამკლავება

შიშს რომ გაუმკლავდეთ, მის მიზეზებში უნდა გაერკვეთ. უწინარეს ყოვლისა, გაერკვიეთ საკუთარ გრძნობებში. შეეცადეთ, დაძლიოთ ცხოველების ზიზღი (თუ ის გაქვთ); როგორმე მოიშორეთ ბავშვის დაშინების ჩვევა; ნუ უამბობთ საშინელ ის­ტორიებს. ბავშვის აღელვებას მშვიდად და რბილად შეხვდით – თანადგომა და ურთიერთგაგება უფრო შედეგიანია, ვიდრე დაშინება ან პრობლემის უარყოფა. თუ საცხოვრებელი პი­რობები საშუალებას გაძლევთ, იქნებ სახლშიც მოიყვანოთ ლეკვი, კნუტი, ზღვის გოჭი, ზაზუნა, ბაჭია, თუთიყუში და ა.შ. ოღონდ პატარას თვითონ აარჩევინეთ მეგობარი. თუ საამისო პირობები არ გაქვთ, ბავშვთან ერთად ესტუმრეთ ნაცნობებს, რომელთაც ცხოველი ჰყავთ. ბავშვს ყურადღება მიაქცევინეთ, რა საყვარლები არიან პატარა ცხოველები, რა მხიარულად ეთამაშებიან ერთმანეთს, უამბეთ მათი ცხოვრების წესის შესახებ. შიშის დასაძლევი კიდევ ერთი საშუალებაა თამაში. ის საშუალებას გვაძლევს, წარმოსახვით ვიცხოვროთ საშიშ სიტუაციაში და მასზე რეაგირება ვისწავლოთ. შესთავაზეთ ბავშვს, დახატოს ძაღლი, რომლისაც ეშინია, თქვენ კი ამავე დროს დახატეთ სიმპათიური ლეკვი. როცა ბავშვი გიჩვენებთ თავის დახატულ საშიშ მხეცს, თქვენ თქვენი ნახატი აჩვენეთ – დახატული პატარა ძაღლი სულაც აღარ ჩანს შემაძრწუნებელი. ის გამოსახულება კი, რომელიც აშინებდა პატარას, დაწვით ან პაწაწინა ნაკუწებად დაჭერით ამ სიტყვებით: „შეხედე, შიში გაქრა, ის აღარ არსებობს!“

როცა ბავშვი ძერწავს ან ხატავს თავის შიშს, ის მის ვიზუალიზებას ახდენს. ამის შემდეგ „გამოძერწილ ურჩხულს“ შეუძლია „ენა ამოიდგას“ და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სცენაში. მიაწერეთ მას სხვადასხვა თვისება, მიეცით ამ თვისებების გამოხატვის საშუალება. წარმოაჩინეთ ის მშიშარა კეთილ არსებად. დაე, ისტორიებს მისი მონაწილეობით ჰქონდეს კეთილი დასასრული, რათა ბავშვის შფოთვა და შიში უკვალოდ გაქრეს.

მშობლები გამოცდილებას გვიზიარებენ

ჩემს ბიჭუნას ძალიან ეშინოდა ძაღლების. შიშის დაძლევაში რომ დავხმარებოდი, შევიძინე წიგნები და ფილმები, სადაც ძაღლები მეგობრობენ ადამიანებთან, ეხმარებიან მათ. გარკვეული ხნის შემდეგ შევამჩნიე, რომ შიში თანდათან გაქრა. მერე მაღაზიაში წავედით და შევიძინეთ სიმპათიური ლეკვი, რომელსაც ძილის წინ საწოლში ჩაიწვენდა. მას ძალიან გაუხარდა და იმის შემდეგ ძაღლთან ჩახუტებული იძინებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ცხოველი სახლში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები