/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სოციალური

ოჯახი და სამართალი

ოჯახი და სამართალი
სავალდებულო წილი და საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)

რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ქსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.

ჩვენი ჟურნლის მკითხველთა დიდი ნაწილის ინტერესის გათვალისწინებით, ამჯერად განვმარტავთ მემკვიდრეობის სამართლის ორ მეტად მნიშვნელოვან საკითხს:

1. რას ითვალისწინებს კანონი იმ შემთხვევაში, როცა სამკვიდროს დამტოვებელს (მამკვიდრებელს) ჰყავდა პირველი რიგის მემკვიდრეები (შვილები, მეუღლე და მშობლები), მაგრამ მან ანდერძით მთელი თავისი ქონება ერთ-ერთ მათგანს ან ნებისმიერ სხვა პირს დაუტოვა;

2. რა არის საანდერძო დანაკისრი (ლეგატი).

შეგახსენებთ, რომ მემკვიდრეობის უფლება ორი სახისაა: კანონით და ანდერძით. თუ არსებობს ანდერძი, მაშინ ქონება გადაეცემა მემკვიდრეს ანდერძის შინაარსის მიხედვით, კანონით მემკვიდრეობის საკითხი კი მაშინ დგება, როცა:

  • ანდერძი არ არსებობს;
  • არსებობს, მაგრამ მიჩნეულია ყალბად;
  • ანდა მემკვიდრემ უარი თქვა ანდერძით გათვალისწინებული ქონების მიღებაზე.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

აღსანიშნავია, რომ ანდერძით მემკვიდრეობის დროს რამდენადმე იზღუდება ანდერძით მემკვიდრეთა ამორჩევის თავისუფლება. მამკვიდრებლის შვილებს, მეუღლესა და მშობლებს, განურჩევლად ანდერძის შინაარსისა, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც შეადგენს იმ წილის ნახევარს, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში ერგებოდა, განურჩევლად იმისა, გაითვალისწინა თუ არა ისინი ანდერძში მოანდერძემ. ეს ის მემკვიდრეები არიან, რომელთაც არ შეიძლება მთლიანად ჩამოერთვათ მემკვიდრეობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი უღირს მემკვიდრეებად არიან ცნობილი.

- გარდაიცვალა მამაკაცი, რომელსაც დარჩა ორი შრომისუნარიანი, ერთი ინვალიდი შვილი და 3 მილიონი დოლარის უძრავ-მოძრავი ქონება. როგორც გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი, აღნიშნულმა პირმა მთელი თავისი ქონება ანდერძით ძმისშვილს დაუტოვა (მეუღლე და მშობლები ამ დროისთვის გარდაცვლილი ჰყავდა). რა ეკუთვნით ასეთ შემთხვევაში შვილებს?

- მოქმედი კანონის თანახმად, ამ შემთხვევაში შვილები მემკვიდრეობის გარეშე არ დარჩებიან და სავალდებულო წილის სახით მიიღებენ ნახევარ-ნახევარი მილიონი დოლარის ქონებას. მათ მამას ანდერძი რომ არ დაეტოვებინა, ისინი, როგორც კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები, მიიღებდენ თითო მილიონის ღირებულების ქონებას.

ადრე მოქმედი კანონმდებლობით, სავალდებულო მემკვიდრეებად ითვლებოდნენ მამკვიდრებლის მხოლოდ არასრულწლოვანი და შრომისუუნარო შვილები, მეუღლე, მშობლები და კმაყოფაზე მყოფი სხვა მემკვიდრეები, მოქმედი სამოქალაქო კოდექსი კი აღნიშნულ პირთა არასრულწლოვანებასა და შრომისუუნარობას სავალდებულოდ არ მიიჩნევს – მათ სავალდებულო წილი ნებისმიერ შემთხვევაში ეკუთვნით.

თუ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ გარდაიცვალა ისე, რომ სავალდებულო წილის მიღება ვერ მოასწრო, მის მემკვიდრეებს შეუძლიათ მოითხოვონ სავალდებულო წილი, რომელიც გარდაცვლილ მემკვიდრეს ერგებოდა. მაგრამ აქვე მნიშვნელოვანია ერთი გარემოება: ამ შემთხვევაში გარდაცვლილი მემკვიდრის ყველა მემკვიდრე კი ვერ ისარგებლებს ამ უფლებით, არამედ ის მემკვიდრეები, რომელთაც გარდაცვლილი მემკვიდრისგან წილი ეკუთვნით.

- რას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება სავალდებულო წილის განსაზღვრის დროს?

- სავალდებულო წილის განსაზღვრისას, უწინარეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს სამკვიდროს მთელი მოცულობა. სამკვიდროდ, რომლიდანაც უნდა განისაზღვროს სავალდებულო წილის ოდენობა, ჩაითვლება როგორც ანდერძით გათვალისწინებული, ისე გაუთვალისწინებელი ქონება.

სავალდებულო წილის ოდენობა სამკვიდროს მოცულობასთან ერთად დამოკიდებულია კანონით მემკვიდრეთა რიცხვზე, რაც სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის განისაზღვრება. სავალდებულო წილის გამოთვლისას უნდა ვისარგებლოთ შემდეგი წესით: თავდაპირველად უნდა გამოვლინდეს ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მოწვეული იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად ანდერძის არარსებობის შემთხვევაში, შემდეგ უნდა განისაზღვროს მთელი სამკვიდროს ღირებულება და მიღებული სიდიდე გაიყოს კანონით მემკვიდრეთა რიცხვზე. მიღებული სიდიდის ნახევარი იქნება სავალდებულო წილი. როცა კანონით მემკვიდრე მხოლოდ ერთია და ისიც - სავალდებულო წილის უფლების მქონე, სამკვიდრო კი სხვას ეანდერძა, სავალდებულო მემკვიდრე მიიღებს სამკვიდროს ნახევარს. სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირს სავალდებულო წილად ჩაეთვლება ის ქონება, რაც მან სამკვიდროს გახსნამდე მიიღო მამკვიდრებლისგან, მაგრამ ამისთვის აუცილებელია იმის წინასწარ დათქმა, რომ ეს ქონება სავალდებულო მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნის შემდეგ ჩაეთვლება სავალდებულო წილად.

მას შემდეგ, რაც განისაზღვრება სავალდებული წილის მოცულობა, უნდა მოხდეს სამკვიდროდან მისი გამოყოფა. სავალდებულო წილი, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოიყოს ანდერძით გაუთვალისწინებელი სამკვიდროდან, თუ ასეთი არის, მაგრამ თუ ანდერძის გარეთ დარჩენილი ქონება აღნიშნულისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, იგი შეივსება ანდერძით გათვალისწინებული ქონებიდან.

თუ ანდერძით მთელი სამკვიდროა გათვალისწინებული, მაშინ სავალდებულო წილი მთლიანად ანდერძით გათვალისწინებული ქონებიდან გამოიყოფა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ოჯახი და სამართალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოჯახი და სამართალი

რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ქსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.

ჩვენი ჟურნლის მკითხველთა დიდი ნაწილის ინტერესის გათვალისწინებით, ამჯერად განვმარტავთ მემკვიდრეობის სამართლის ორ მეტად მნიშვნელოვან საკითხს:

1. რას ითვალისწინებს კანონი იმ შემთხვევაში, როცა სამკვიდროს დამტოვებელს (მამკვიდრებელს) ჰყავდა პირველი რიგის მემკვიდრეები (შვილები, მეუღლე და მშობლები), მაგრამ მან ანდერძით მთელი თავისი ქონება ერთ-ერთ მათგანს ან ნებისმიერ სხვა პირს დაუტოვა;

2. რა არის საანდერძო დანაკისრი (ლეგატი).

შეგახსენებთ, რომ მემკვიდრეობის უფლება ორი სახისაა: კანონით და ანდერძით. თუ არსებობს ანდერძი, მაშინ ქონება გადაეცემა მემკვიდრეს ანდერძის შინაარსის მიხედვით, კანონით მემკვიდრეობის საკითხი კი მაშინ დგება, როცა:

  • ანდერძი არ არსებობს;
  • არსებობს, მაგრამ მიჩნეულია ყალბად;
  • ანდა მემკვიდრემ უარი თქვა ანდერძით გათვალისწინებული ქონების მიღებაზე.

აღსანიშნავია, რომ ანდერძით მემკვიდრეობის დროს რამდენადმე იზღუდება ანდერძით მემკვიდრეთა ამორჩევის თავისუფლება. მამკვიდრებლის შვილებს, მეუღლესა და მშობლებს, განურჩევლად ანდერძის შინაარსისა, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც შეადგენს იმ წილის ნახევარს, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში ერგებოდა, განურჩევლად იმისა, გაითვალისწინა თუ არა ისინი ანდერძში მოანდერძემ. ეს ის მემკვიდრეები არიან, რომელთაც არ შეიძლება მთლიანად ჩამოერთვათ მემკვიდრეობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი უღირს მემკვიდრეებად არიან ცნობილი.

- გარდაიცვალა მამაკაცი, რომელსაც დარჩა ორი შრომისუნარიანი, ერთი ინვალიდი შვილი და 3 მილიონი დოლარის უძრავ-მოძრავი ქონება. როგორც გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი, აღნიშნულმა პირმა მთელი თავისი ქონება ანდერძით ძმისშვილს დაუტოვა (მეუღლე და მშობლები ამ დროისთვის გარდაცვლილი ჰყავდა). რა ეკუთვნით ასეთ შემთხვევაში შვილებს?

- მოქმედი კანონის თანახმად, ამ შემთხვევაში შვილები მემკვიდრეობის გარეშე არ დარჩებიან და სავალდებულო წილის სახით მიიღებენ ნახევარ-ნახევარი მილიონი დოლარის ქონებას. მათ მამას ანდერძი რომ არ დაეტოვებინა, ისინი, როგორც კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები, მიიღებდენ თითო მილიონის ღირებულების ქონებას.

ადრე მოქმედი კანონმდებლობით, სავალდებულო მემკვიდრეებად ითვლებოდნენ მამკვიდრებლის მხოლოდ არასრულწლოვანი და შრომისუუნარო შვილები, მეუღლე, მშობლები და კმაყოფაზე მყოფი სხვა მემკვიდრეები, მოქმედი სამოქალაქო კოდექსი კი აღნიშნულ პირთა არასრულწლოვანებასა და შრომისუუნარობას სავალდებულოდ არ მიიჩნევს – მათ სავალდებულო წილი ნებისმიერ შემთხვევაში ეკუთვნით.

თუ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ გარდაიცვალა ისე, რომ სავალდებულო წილის მიღება ვერ მოასწრო, მის მემკვიდრეებს შეუძლიათ მოითხოვონ სავალდებულო წილი, რომელიც გარდაცვლილ მემკვიდრეს ერგებოდა. მაგრამ აქვე მნიშვნელოვანია ერთი გარემოება: ამ შემთხვევაში გარდაცვლილი მემკვიდრის ყველა მემკვიდრე კი ვერ ისარგებლებს ამ უფლებით, არამედ ის მემკვიდრეები, რომელთაც გარდაცვლილი მემკვიდრისგან წილი ეკუთვნით.

- რას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება სავალდებულო წილის განსაზღვრის დროს?

- სავალდებულო წილის განსაზღვრისას, უწინარეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს სამკვიდროს მთელი მოცულობა. სამკვიდროდ, რომლიდანაც უნდა განისაზღვროს სავალდებულო წილის ოდენობა, ჩაითვლება როგორც ანდერძით გათვალისწინებული, ისე გაუთვალისწინებელი ქონება.

სავალდებულო წილის ოდენობა სამკვიდროს მოცულობასთან ერთად დამოკიდებულია კანონით მემკვიდრეთა რიცხვზე, რაც სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის განისაზღვრება. სავალდებულო წილის გამოთვლისას უნდა ვისარგებლოთ შემდეგი წესით: თავდაპირველად უნდა გამოვლინდეს ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მოწვეული იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად ანდერძის არარსებობის შემთხვევაში, შემდეგ უნდა განისაზღვროს მთელი სამკვიდროს ღირებულება და მიღებული სიდიდე გაიყოს კანონით მემკვიდრეთა რიცხვზე. მიღებული სიდიდის ნახევარი იქნება სავალდებულო წილი. როცა კანონით მემკვიდრე მხოლოდ ერთია და ისიც - სავალდებულო წილის უფლების მქონე, სამკვიდრო კი სხვას ეანდერძა, სავალდებულო მემკვიდრე მიიღებს სამკვიდროს ნახევარს. სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირს სავალდებულო წილად ჩაეთვლება ის ქონება, რაც მან სამკვიდროს გახსნამდე მიიღო მამკვიდრებლისგან, მაგრამ ამისთვის აუცილებელია იმის წინასწარ დათქმა, რომ ეს ქონება სავალდებულო მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნის შემდეგ ჩაეთვლება სავალდებულო წილად.

მას შემდეგ, რაც განისაზღვრება სავალდებული წილის მოცულობა, უნდა მოხდეს სამკვიდროდან მისი გამოყოფა. სავალდებულო წილი, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოიყოს ანდერძით გაუთვალისწინებელი სამკვიდროდან, თუ ასეთი არის, მაგრამ თუ ანდერძის გარეთ დარჩენილი ქონება აღნიშნულისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, იგი შეივსება ანდერძით გათვალისწინებული ქონებიდან.

თუ ანდერძით მთელი სამკვიდროა გათვალისწინებული, მაშინ სავალდებულო წილი მთლიანად ანდერძით გათვალისწინებული ქონებიდან გამოიყოფა.


- მიიღება თუ არა მხედველობაში სავალდებულო წილის განსაზღვრის დროს მამკვიდრებლის მიერ მესამე პირზე გაჩუქებული ნივთის ღირებულება და რა შემთხვევაში?

- თუ მამკვიდრებელმა აჩუქა ნივთი მესამე პირს, მაშინ სავალდებულო წილის უფლების მქონე პირს შეუძლია მოითხოვოს მისი შევსება იმ თანხით, რომლითაც გაიზრდება მისი სავალდებულო წილი, თუკი გაჩუქებული ნივთი სამკვიდროში შევა.

საჩუქარი მხედველობაში არ მიიღება, თუ სამკვიდროს გახსნის დროისთვის საჩუქრის გაცემიდან ათი წელია გასული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მამკვიდრებელს ეკრძალება თავისი ქონების გაჩუქება ანდა გაჩუქებული ნივთის სამკვიდროში გათვალისწინება, მაგრამ ეს გამოიწვევს ჩუქების ხელშეკრულების შეწყვეტას და საჩუქრის უკან დაბრუნებას. გაჩუქებული ნივთის სამკვიდროში დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ ამ ნივთის ღირებულება გათვალისწინებული იქნება სავალდებულო წილის განსაზღვრის დროს. მაგალითად, თუ მამკვიდრებელმა სიცოცხლეში გარეშე პირს აჩუქა ნივთი, რომლის ღირებულებაა 300 ლარი, სამკვიდროს ღირებულება კი ექვსას ლარს შეადგენს, სავალდებულო წილი განსაზღვრული უნდა იყოს არა ექვსასი, არამედ ცხრაასი ლარიდან (სამკვიდროს ღირებულებას ემატება გაჩუქებული ქონების ღირებულება).

გაჩუქებული ნივთის სამკვიდროში გათვალისწინება სავალდებულო წილის განსაზღვრისას მოხდება სავალდებულო წილზე უფლების მქონე პირის მოთხოვნით.

კანონი ითვალისწინებს აგრეთვე შემთხვევას, როდესაც სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირს ეანდერძა ქონება, რომელიც იმ წილის ნახევარზე ნაკლებია, რომელსაც იგი კანონით მემკვიდრეობისას მიიღებდა. მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს ის თანხა, რომლითაც ანდერძით მიღებული მისი წილი ნაკლებია იმ წილის ნახევარზე, რასაც კანონით მემკვიდრეობისას მიიღებდა.

- შესაძლებელია თუ არა სავალდებულო წილზე უარის თქმა, სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა და სავალდებულო წილის ანდერძით მემკვიდრეებზე გადასვლა?

- მემკვიდრეს უფლება აქვს, უარი თქვას თავის წილზე სამკვიდროდან სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, მაგრამ სავალდებულო მემკვიდრეს სავალდებულო წილზე სხვა თანამემკვიდრის სასარგებლოდ უარის თქმის უფლება არ აქვს. სამკვიდროს ის ნაწილი, რომელზეც უარი თქვა სავალდებულო მემკვიდრემ, გადადის ანდერძით მემკვიდრეებზე და მათ შორის თანაბრად ნაწილდება. სავალდებულო წილის მისაღებად ან მიღებაზე უარის თქმისთვის კანონი იმავე ვადებს ადგენს, რასაც სამკვიდროს მისაღებად ან მის მიღებაზე უარის თქმისთვის. პირს შეიძლება ჩამოერთვას არა მხოლოდ მემკვიდრეობის უფლება, არამედ სავალდებულო წილის მიღების უფლებაც. სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა იმავე საფუძველზე ხდება, რომელზეც მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა.

სავალდებულო წილის მიღების უფლება მემკვიდრეს შეიძლება ჩამოერთვას ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში, თუ მამკვიდრებელი სიცოცხლეშივე მიმართავს სასამართლოს მემკვიდრისთვის სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევის თაობაზე. გადაწყვეტილება სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევის შესახებ შეიძლება მიღებულ იქნეს სამკვიდროს გახსნამდე, მაგრამ იგი მოქმედებს სამკვიდროს გახსნის შემდეგ.

სასამართლოს შეუძლია, სავალდებულო წილის უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგაც, თუკი მამკვიდრებელმა სასამართლოს სიცოცხლეშივე მიმართა, მაგრამ საქმის განხილვის დროს ცოცხალი აღარ იყო. ასეთ შემთხვევაშიც სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.

ის გარემოება, რომ მამკვიდრებელს სიცოცხლეშივე შეუძლია მოითხოვოს მემკვიდრისთვის სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა, იმას არ ნიშნავს, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დაინტერესებულ პირებს არ აქვთ ამა თუ იმ სავალდებულო მემკვიდრისთვის ამ უფლების ჩამორთმევის მოთხოვნის უფლება.

საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)

მოანდერძეს შეუძლია, ანდერძით დააკისროს მემკვიდრეს სამკვიდროს ხარჯზე ერთი ან რამდენიმე პირის სასარგებლოდ რაიმე ვალდებულების შესრულება. ასეთ განკარგულებას საანდერძო დანაკისრი (ლეგატი) ეწოდება, ხოლო პირს, რომლის სასარგებლოდაც ეს კეთდება - საანდერძო დანაკისრის მიმღები (ლეგატარი). საანდერძო დანაკისრის მიმღები შეიძლება იყოს როგორც მემკვიდრეთა წრეში შემავალი პირი, ისე გარეშეც, რაიმე ვალდებულების შესრულება კი შეიძლება დაეკისროს ყოველ ანდერძით მემკვიდრეს: ფიზიკურ ან იურიდიულ პირს და ხაზინასაც, თუ ქონება მას ეანდერძა. მამკვიდრებლის მიზნის განსახორციელებლად ზოგჯერ აუცილებელია ლეგატის გამოყენება. მაგალითად, როცა მამკვიდრებელს სურს სამკვიდროს გადასვლა მემკვიდრის საკუთრებაში, მაგრამ ისე, რომ ქონების გარკვეული ნაწილით განსაზღვრული ხნით ან მთელი სიცოცხლის მანძილზე ისარგებლოს სხვა პირმა.

- როგორ სამართლებრივ ურთიერთობას წარმოშობს საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)?

- ლეგატი წარმოშობს არა მემკვიდრეობით, არამედ ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობას, რომელშიც კრედიტორის სახით გამოდის ლეგატარი, ხოლო მოვალის სახით - მემკვიდრე. ლეგატის საფუძველზე ლეგატარი ხდება მემკვიდრის კრედიტორი და უფლება აქვს, მოითხოვოს მისგან ანდერძით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, თვით ლეგატარი კი არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს კრედიტორის მოვალე და მამკვიდრებლის ვალებისთვის არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ლეგატარი მემკვიდრის განსაკუთრებული სახის კრედიტორია, რამდენადაც მისი მოთხოვნის უფლება ანდერძიდან წარმოიშობა.

კითხვებით მოგვმართეთ ნომერზე: 893 35-99-09