მუცლის ტკივილი უამრავი დაავადების სიმპტომია. ამ არეში არაერთი ორგანო, ქსოვილი, სტრუქტურაა განთავსებული.
ნებისმიერი მათგანის მწყობრიდან გამოსვლა ტკივილს იწვევს. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მუცლის მოულოდნელ, მკვეთრ ტკივილს, რადგან იგი შესაძლოა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აუცილებლობის მანიშნებელი პირველი სიმპტომი იყოს. მუცლის ღრუში მდებარე ბევრი ორგანო ღრუა. მაგალითად, კუჭი, ნაწლავები, ნაღვლის ბუშტი. თუ ერთ-ერთი მათგანი
ღვიძლი - უნივერსალური ბიოქომიური ლაბორატორია
მუცლის ზედა მარჯვენა სეგმენტში ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს ღვიძლში ანთებითი პროცესების დროს (ჰეპატიტი). ეს ტკივილი ძირითადად ყრუა. ბევრმა არ იცის, რომ ღვიძლი პარენქიმული ორგანოა და ტკივილი არ ახასიათებს. ალბათ გაგიკვირდებათ და იკითხავთ, რატომ ახლავს ტკივილი ღვიძლის პათოლოგიებს. პასუხად გეტყვით, რომ ამ ორგანოში მიმდინარე ანთებით პროცესებს თან ახლავს მისი გადიდება, გადიდების შედეგად იჭიმება ღვიძლის კაფსულა და ტკივილსაც ეს იწვევს. იმავეს თქმა შეიძლება ნებისმიერ პარენქიმულ ორგანოზე. ასე რომ, როცა ესა თუ ის პარენქიმული ორგანო დაზიანებულია და მას ტკივილი ახლავს, ე.ი.ის გადიდებულია და კაფსულა აქვს დაჭიმული. ახლა დავუბრუნდეთ ჰეპატიტებს. ღვიძლზე მოიერიშე ინფექციური აგენტი ყველაზე ხშირად ვირუსია. აქედან მომდინარეობს დაავადების სახელწოდებაც - ვირუსული ჰეპატიტი. მისი სამი ძირითადი ტიპი არსებობს: A, B და C ჩვეულებრივ, ადამიანები A ჰეპატიტით მას შემდეგ ავადდებიან, რაც გადაყლაპავენ ინფიცირებულ საკვებს ან წყალს. B ჰეპატიტი ჰომოსექსუალებს, ნარკომანებსა და მათთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს შორისაა გავრცელებული, ასევე ინფიცირებული სამედიცინო ხელსაწყოთი ან სისხლის გადასხმითაც ვრცელდება. C ჰეპატიტი ყველაზე ხშირად გადაედება ინფიცირებული სისხლისა და მისი პროდუქტების გადასხმით, დაბინძურებული სამედიცინო იარაღებით. ადამიანის ღვიძლი, გარდა ვირუსისა, შეიძლება სხვადასხვა ქიმიურმა აგენტმა ან რომელიმე ტოქსიკური ბუნების პრეპარატმაც დააზიანოს. ამ დროს ყალიბდება ე.წ. ტოქსიკური ჰეპატიტი. ღვიძლისთვის ყველაზე საშიში შხამი ალკოჰოლია. ალკოჰოლური სასმელების რეგულარული მიღება ალკოჰოლურ ჰეპატიტს იწვევს. ღვიძლი შეიძლება დაზიანდეს ღვიძლის უკმარისობის გამოც - როდესაც გულის კუნთი ცუდად გადატუმბავს სისხლს, მისი ნაწილი გუბდება ფილტვებში და აღმოცენდება სუნთქვის უკმარისობა, ნაწილი კი გუბდება ღვიძლში, წელავს მას და იწვევს ტკივილს. ასე რომ, სანამ ქრონიკული ჰეპატიტი ან ციროზი ჩამოგიყალიბდებათ, მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, ადრე დაწყებული მკურნალობა უფრო ეფექტურიცაა და უფრო იაფიც!