როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია. ვითარებაში გარკვევა და სწორი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმ სპეციალისტს შეუძლია, ასე რომ, ნუ უგულებელყოფთ მასთან ვიზიტსა და კონსულტაციას!

 

  • სუსტი, ყრუ ტკივილები, ჩვეულებრივ, ქრონიკულ გასტრიტს (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას) ახასიათებს, იშვიათად - კუჭის კიბოსა და წყლულოვან პათოლოგიას. პაციენტები ხშირად დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ სუსტ ტკივილს და ამით ხელს უწყობენ დაავადების გაღრმავებას. ძლიერი ტკივილებით დუოდენიტი (თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება) და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამოირჩევა.
  • გადაძღომა, შეკრულობა, ამა თუ იმ საკვების მოუნელებლობა ხშირად გვევლინება კუჭის ტკივილის გამომწვევ მიზეზად. მას ხელს უწყობს აგრეთვე ნერვული სტრესები და ფიზიკური გადაძაბვა. თუ ქრონიკული გასტრიტის მქონე პირი მჟავე ან უხეშ საკვებს მიირთმევს, ტკივილი მალევე დაეწყება. ტკივილის შეგრძნება ასევე მალე, საკვების მიღებიდან არა უმეტეს ერთი საათის შემდეგ, აღმოცენდება კუჭის წყლულოვანი პათოლოგიის დროს. ორი საათის შემდეგ ან უფრო გვიან აღმოცენებული ტკივილი თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის მანიშნებელია. ტკივილის აღმოცენების დროსა და ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს საკუთრივ საკვების ბუნებაც. ადრეული ტკივილი კუჭის არეში შესაძლოა უხეში მცენარეული საკვების, შავი პურის, კონსერვების, ბოსტნეულის მარინადების მიღებისას განვითარდეს, მოგვიანებითი ტკივილის მიზეზი კი რძისა და რძემჟავა პროდუქტების, მოხარშული ხორცის მიღებაა. ეს ყველაფერი ყურადსაღებია და აუცილებლად უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
  • კუჭის ტკივილის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ განავლის შეფერილობას. შავი ფეკალური მასები შინაგანი (ფარული) სისხლდენის მანიშნებელია.

    ლ კუჭის ტკივილის მიზეზი ხშირად არის ნერვული გადაძაბვა, აგრეთვე - ძლიერი სტრესი და/ან ფიზიკური გადატვირთვა. ასეთ დროს კუჭის არეში ტკივილი განსაკუთრებით მათ აწუხებთ, ვისაც დუოდენიტი აქვს.

  • როდესაც ადამიანი კუჭის ტკივილს ვერაფერს უკავშირებს, თანაც ტკივილი ხშირად და უეცრად აღმოცენდება, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. კუჭის კიბოს მქონე პაციენტებს, ჩვეულებრივ, უჭირთ დაკონკრეტება, რატომ ან როდის ეწყებათ ტკივილი.
  • როდესაც კუჭის ტკივილს თან ერთვის სპაზმები, გულისრევა, ღებინება და ფაღარათი, ვირუსული ინფექცია უნდა იეჭვოთ. სიმპტომები ასეთ დროს, ჩვეულებრივ, 24-72 საათს გრძელდება.
  • თუ ადამიანს კუჭის არეში ტკივილი აწუხებს და ამავე დროს ფაღარათი (დიარეა) აღენიშნება, სავარაუდოა, რომ ის მოიწამლა.
  • თუ ბავშვს (მით უფრო - ჩვილს) კუჭის ტკივილი აწუხებს, პირველ რიგში რძის, კერძოდ, რძეში არსებული შაქრის - ლაქტოზის აუტანლობა უნდა ვივარაუდოთ. ლაქტოზის მოუნელებლობას ყოველთვის ახლავს თან კუჭის ტკივილი.

რჩევები და რეკომენდაციები კუჭის ტკივილის დროს

  • როგორც უკვე ითქვა, კუჭის ტკივილის მიზეზად სტრესი ან ნერვული გადაძაბვაც შეიძლება იქცეს. კუჭი ის ორგანოა, რომელიც ნატიფად რეაგირებს ყოველგვარ უსიამოვნებაზე, შიშსა თუ ემოციაზე, ნერვიულობასა თუ გაღიზიანებაზე. ერთი შეხედვით, სტრესსა და კუჭს შორის ასეთი მნიშვნელოვანი კავშირი თითქოს არ უნდა არსებობდეს, მაგრამ რეალურად ნერვული დაძაბულობისა და სტრესის დროს კუჭში დიდი რაოდენობით გამოიყოფა მარილმჟავა, იმავდროულად მცირდება ლორწოს გამოთავისუფლება, ეს კი ხელს უწყობს კუჭის ლორწოვან გარსზე მცირე ზომის ეროზიების (ლორწოვანის დეფექტების) გაჩენას, რასაც ადამიანი დისკომფორტითა და ტკივილით აღიქვამს. ასეთ დროს სასურველია მიირთვათ მწვანე ჩაის ან გვირილის თბილი, თაფლშერეული ნაყენი, შეასრულოთ რამდენიმე მსუბუქი ვარჯიში, ღრმად ისუნთქოთ, იფიქროთ რაიმე სასიამოვნოზე და დაისვენოთ.
  • თუ შემთხვევით ვადაგასული, ამჟავებული ან სხვა მავნე პროდუქტი მიირთვით და კუჭი აგტკივდათ, ამასთან ერთად, გულისრევა, ღებინება, უმადობა, ზოგადი სისუსტე, ტემპერატურის მომატება, გაძლიერებული წყურვილი, მთელ მუცლის არეში უსიამოვნო შეგრძნება და სხვა სიმპტომები გაწუხებთ, აუცილებლად დალიეთ კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარი და გამოიწვიეთ ღებინება, რათა კუჭი მავნე შიგთავსისგან დაიცალოს. თუ გაღებინებთ ნაღვლით ან ტემპერატურამ 37,5-38 გრადუსს გადააჭარბა, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
  • თუ დიდი რაოდენობით საკვების მიღების შემდეგ (განსაკუთრებით - ძილის წინ) კუჭი აგტკივდათ, არ გაგიკვირდეთ - ის ასეთ დროს განტვირთვას ლამობს, იკუმშება და ტკივილსაც ამიტომ განიცდით. ტკივილის შესამცირებლად ნახევრად წამოწოლილმა საათის ისრის მიმართულებით მსუბუქად დაიზილეთ მუცელი. ნუ დაიძაბებით - ეს უფრო მეტად გააძლიერებს ტკივილს. საერთოდ კი, უმჯობესია მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად იკვებოთ, თავი არიდოთ გადაძღომას, საღამოს კი საკვები დაძინებამდე მინიმუმ ოთხი საათით ადრე მიირთვათ.
  • კუჭის ტკივილის მიზეზი ხშირად ამა თუ იმ მედიკამენტის მიღებაა. პრეპარატების უმრავლესობა აზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს. ზოგიერთი მათგანის ხანგრძლივი მიღება კი ლორწოვანის ანთებას და მასზე ეროზიების გაჩენას განაპირობებს. ამიტომ დაუშვებელია ექიმთან კონსულტაციის გარეშე ამა თუ იმ მედიკამენტით მკურნალობა, მით უმეტეს, როდესაც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პრობლემები გაწუხებთ.

ხალხური მედიცინის საუნჯიდან

  • თუ კუჭის არეში ტკივილს, სპაზმებს ან სიმძიმის შეგრძნებას უჩივით, მადის დაქვეითება, ბოყინი და გულძმარვა გაწუხებთ: აიღეთ გვირილისა და ფარსმანდუკის ყვავილები თანაბარი რაოდენობით. ერთ სადილის კოვზ ნარევს დაასხით 500-600 მლ მდუღარე წყალი. ერთი საათის შემდეგ გადაწურეთ. მიირთვით თბილი ნაყენი დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
  • კუჭის ტკივილის მოსახსნელად მეტად ეფექტურია კოთხუჯის ფესვი. კოთხუჯის ღვინის მოსამზადებლად აიღეთ 100 გრამი ახალამოღებული ფესვი, კარგად გარეცხეთ, რაც შეიძლება წვრილად დააქუცმაცეთ და დაასხით ერთი ლიტრი ნატურალური თეთრი ღვინო. მჭიდროდ დაახურეთ თავზე და ოთახის ტემპერატურაზე, სიბნელეში, 14 დღე გააჩერეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და ჭამამდე 30 წუთით ადრე ყლუპობით მიირთვით. დღეში დაახლოებით 10-12 ყლუპი უნდა დალიოთ, ასე რომ, საკვების მიღების რეჟიმზე დამოკიდებულებით, ერთ ჯერზე მისაღები ოდენობა თავად განსაზღვრეთ.
  • კუჭის დაავადებათა სამკურნალოდ კარგია ევკალიპტის ფოთოლი. 20 გრამს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. ნაყენი გაცივების შემდეგ გადაწურეთ. მიირთვით დღეში 6-ჯერ 50 მლ-ის მოცულობით ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
  • კუჭის ტკივილებისა და სპაზმების მოსახსნელად, აგრეთვე მადის გასაძლიერებლად ჯერ კიდევ ავიცენა გვირჩევდა რეჰანს. აიღეთ 2-3 ჩაის კოვზი ქორფა ან ხმელი რეჰანის ფოთოლი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5-7 წუთის განმავლობაში, გააცივეთ, გადაწურეთ და მიირთვით 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
  • კუჭის ტკივილის დროს რეკომენდებულია კამაც. აიღეთ 2 სადილის კოვზი (შეიძლება ქორფაც და გამხმარიც), წვრილად დაჭერით, კარგად გასრისეთ სადილის კოვზით, რომ წვენი გამოუვიდეს, დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი შაქარი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. შეგრილებისთანავე გადაწურეთ. მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.