/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

ღვიძლის დაზიანებული უჯრედები ხშირად სხეულის სხვადასხვა ნაწილის ქავილის მიზეზია

ღვიძლის დაზიანებული უჯრედები ხშირად სხეულის სხვადასხვა ნაწილის ქავილის მიზეზია
გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ყანდაშვილი.

- რა არის ქოლესტაზი და როდის აღმოცენდება ის?

- ქოლესტაზი არის მდგომარეობა, როდესაც ღვიძლში წარმოქმნილი ნაღველი ვერ ხვდება თორმეტგოჯა ნაწლავში. ქოლესტაზური გენეზის ქავილის უხშირესი მიზეზია პირველადი ბილიარული ციროზი (დაავადება, რომლის დროსაც უცნობი, შესაძლოა აუტოიმუნური, მიზეზით ხდება ღვიძლში არსებული სანაღვლე გზების დესტრუქცია, სკლეროზირება და შედეგად ციროზის ჩამოყალიბება), პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი (სანაღვლე გზების აბაქტერიული, აუტოიმუნური ანთება და სკლეროზირება), ქრონიკული C ჰეპატიტი, სანაღვლე გზების კენჭები, ნაღვლის სადინართა დახშობა პანკრეასის ან სანაღვლე სისტემის სიმსივნეებით, ნებისმიერი მიზეზით აღმოცენებული ღვიძლის დაავადების უკანასკნელი სტადია.

ცალკე უნდა განვიხილოთ ზოგიერთი მედიკამენტით გამოწვეული ქოლესტაზი. ზოგადად ქოლესტაზური ქავილის სიხშირე დამოკიდებულია გამომწვევ დაავადებაზე. ცნობილია, რომ პირველადი ბილიარული ციროზის დროს პაციენტთა 60% სწორედ ქავილის გამო მოგვმართავს, დაავადების მიმდინარეობის განსაზღვრულ ეტაპზე კი ეს ჩივილი ყველა პაციენტს აღენიშნება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- რამ შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ქავილის მიზეზი ქოლესტაზია?

- ქოლესტაზური ქავილი შესაძლოა იყოს როგორც გენერალიზებული, მთელ სხეულზე გავრცელებული, ასევე განსაზღვრულ არეებში ლოკალიზებული. ამ არეთაგან აღსანიშნავია კიდურები, სხეულის ის ადგილები, რომლებიც მჭიდროდ ეხება ტანსაცმელს. ქავილს შესაძლოა ჰქონდეს გარდამავალი ხასიათი ან უეცრად აღმოცენდეს. ქავილის ქოლესტაზური ხასიათის სასარგებლოდ მეტყველებს სიყვითლე, ღვიძლის დაავადებების სიმპტომები (კანზე კაპილარების გაგანიერება, მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება, ელენთის გადიდება, მუცლის ღრუში სითხის დაგროვება და სხვა).

აღსანიშნავია, რომ პირველადი ბილიარული ციროზის დროს ქავილი და საერთო სისუსტე ადრეული სიმპტომებია. აღნიშნულ კლინიკურ სიმპტომებთან ერთად ქავილის ქოლესტაზური ბუნების დადგენაში გვეხმარება ლაბორატორიული გამოკვლევები. ამ მიზნით განისაზღვრება შრატში ტუტე ფოსფატაზის აქტივობა, ბილირუბინის შემცველობა. აღნიშნული მაჩვენებლების დონის მომატება ქოლესტაზზე მეტყველებს. თუ ქოლესტაზი დადასტურდა, მისი გამომწვევი მიზეზების დასაზუსტებლად საჭიროა დამატებითი ლაბორატორიული გამოკვლევა, სანაღვლე გზების მდგომარეობის შესასწავლად ტარდება მუცლის ღრუს ექოსკოპია და სხვა ინსტრუმენტული გამოკვლევები.

- რატომ აღმოცენდება ქოლესტაზური ქავილი?

ასევე დაგაინტერესებთ
ქავილი შინაგან ორგანოთა დაავადებების დროს

- მსგავსად რენული ქავილისა, ქოლესტაზური ქავილის ზუსტი მექანიზმი არ არის ახსნილი. შესაძლო მიზეზთა შორის ასახელებენ ნაღვლის მჟავებს, ჰისტამინს, ოპიოიდებს, ქავილის გამომწვევ უცნობ ფაქტორებს, რომლებიც ღვიძლის დაზიანებული უჯრედებიდან თავისუფლდებიან. მკვლევარები არ გამორიცხავენ ამ ფაქტორების კომბინირებულ ზემოქმედებას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ქალის ორგანიზმის თავისებურებანი
ქალის ორგანიზმის თავისებურებანი
ჩასახვის, ბავშვის გამოზრდის, მშობიარობისა და ძუძუთი კვების გამო ქალის ორგანიზმს სპეციფიკური თავისებურებანი ახასიათებს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ღვიძლის დაზიანებული უჯრედები ხშირად სხეულის სხვადასხვა ნაწილის ქავილის მიზეზია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები