ხმაური ყურებში: ცივილიზაციის დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხმაური ყურებში: ცივილიზაციის დაავადება

რომელთა უმთავრესი მიზეზი სწორედ ტექნიკის განვითარება და ცხოვრების არაადამიანურად დაძაბული რიტმია. მაგალითად, ხმაური ყურებში - ტინიტუსი. იგი მხოლოდ განვითარებული ქვეყნების მოსახლეობას აწუხებს. განვითარებად, მაგალითად, აფრიკის ქვეყნებში მას ვერსად შეხვდებით. გვესაუბრება აუდიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ ქევანიშვილი

- ბატონო ზურაბ, რედაქციაში შემოსული შეკითხვების ავტორებს აინტერესებთ, რა დაავადებებთან არის დაკავშირებული ხმაური ყურებში.

- ყურებში ხმაურმა სასმენი ორგანოს ნებისმიერი დაავადების დროს შეიძლება იჩინოს თავი. სახელდობრ, ტინიტუსის მიზეზად შეიძლება იქცეს:

  • გოგირდის საცობი;
  • შუა ყურის სხვადასხვა ეტიოლოგიის ანთება (მწვავე და ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტი, ფურუნკული, სოკოვანი დაზიანება - ოტომიკოზი), ოტოსკლეროზი (სასმენი ძვლების უმოძრაობა);
  • შიგნითა ყურის სასმენი ნერვის ანთება (კოხლეარული ნევრიტი).

გარდა ამისა, ყურებში ხმაური თან სდევს თავის ტვინში მდებარე სმენის ცენტრის დაზიანებას, სიმსივნეს, მენინგიომას, კეთილთვისებიან აკუსტიკურ ნევრიომას (რეტროკოხლეარულ პათოლოგიებს), სხვადასხვა ვირუსულ დაავადებას - ადენოვირუსს, წითურას, წითელას, ყბაყურას. განსაკუთრებით აუტანელია ტინიტუსი ოტოსკლეროზის დროს. ყველა ჩამოთვლილი დაავადებისას ტინიტუსი სასმენი ორგანოს მორფოლოგიური დაზიანების მაჩვენებელია. არსებობს გადაღლის ტინიტუსიც, რომელიც ფუნქციური ხასიათისაა.

- როგორი შეიძლება იყოს ხმაური ყურებში?

- ტინიტუსი ორმხრივიც შეიძლება იყოს და ცალმხრივიც. სხვადასხვანაირია მისი ინტენსიურობაც: წყნარ, მშვიდ გარემოში ხმაურმა შესაძლოა მოიმატოს. მას ზოგი ხეების შრიალს ამსგავსებს, ზოგი - ზღვის ტალღების ხმას, ზოგი - ჭრიჭინას ჭრიჭინს და ა. შ. განსხვავებულია ხანგრძლივობაც: ზოგჯერ ხანმოკლეა, ზოგჯერ ხანგრძლივი, ზოგჯერ კი მუდმივი.

- როგორ ადგენთ, რომელ დაავადებასთან გვაქვს საქმე?

- დიაგნოზის დასმაში გვეხმარება ოტოსტოპია - ყურში თვალით ჩახედვა - და აუდიომეტრია. ოტოსკოპია საშუალებას გვაძლევს, თვალით დავინახოთ ტინიტუსის მიზეზი - გოგირდის საცობი, ანთებითი უბანი, უცხო სხეული გარეთა ყურში... აუდიომეტრია (აუდიოგრამა) სმენის ორგანოს დაზიანების ხასიათის დასადგენად არის საჭირო. კომპიუტერული აუდიომეტრიის მეშვეობით ვადგენთ, ხმაურის მიზეზი სმენის ნერვის დაზიანებაა თუ ტვინის ღეროს სიმსივნე. როცა დგას დაუყოვნებელი ოპერაციული ჩარევის საკითხი, უტყუარი დიაგნოზი აუცილებელია - ამ შემთხვევაში დროის ფაქტორი გადამწყვეტია, ვინაიდან საქმე სმენის ნერვის დაუზიანებელი უბნის შენარჩუნებას ეხება. სხვაგვარად სმენის ნერვი მთლიანად დაზიანდება. ეს კი, გარდა სრული სიყრუისა, სახის ნერვის სრული დამბლის გამო გარეგნობის შეცვლასაც გამოიწვევს. ამრიგად, ავადმყოფი ორმაგ ტრავმას იღებს.

- როგორ მკურნალობთ ყურებში ხმაურს?

- თუ მკურნალობა დროულად და სწორად არ ჩატარდა, საქმე შესაძლოა სრულ სიყრუემდე მივიდეს. აქედან გამომდინარე, მკურნალობის პრინციპები ერთი მხრივ უშუალოდ ტინიტუსის მკურნალობას გულისხმობს, მეორე მხრივ კი იმ დაავადებისას, რომელმაც იგი გამოიწვია. მკურნალობის მიზანია, დეკომპენსირებული ფორმა კომპენსირებულში გადავიყვანოთ - შევძლოთ პროცესის მართვა, ანუ თუ სმენა უკვე დაქვეითებულია, დაზიანება შევაჩეროთ, რათა სიყრუეს გადავურჩეთ. ამისთვის საუკეთესო გზაა სასმენი აპარატის გამოყენება. თანამედროვე სასმენი აპარატები ყურის ნიჟარის უკან მაგრდება და უცხო თვალისთვის თითქმის შეუმნეველია, რითაც ადამიანს უამრავ კომპლექს უხსნის.

- რა იწვევს ყურში გოგირდის საცობის გაჩენას და როგორ გავთავისუფლდეთ მისგან?

- პარადოქსულია, მაგრამ გოგირდის საცობი მეტისმეტი სისუფთავის მოყვარულ ადამიანებს უჩნდებათ. ისინი ხშირად იწმენდენ გარეთა ყურს, ჩხირები და ბამბა კი მექანიკურად აღიზიანებს ჯირკვლებს, რაც მათ სეკრეციას აძლიერებს და გოგირდის საცობის წარმოქმნას იწვევს. საცობი გოგირდისგან, ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტისგან, ქოლესტერინისა და კანის აქერცლილი ეპითელიუმისგან შედგება. ფერი ყვითლიდან მუქ ყავისფრამდე მერყეობს. კონსისტენცია თავდაპირველად რბილი, ცვილისმაგვარი აქვს, შემდეგ მკვრივდება და შესაძლოა ქვასავითაც კი გამაგრდეს. არის შემთხვევები, როცა საცობი იმხელა ხდება, რომ მთლიანად ავსებს გარეთა სასმენი მილის ხვრელს. წყალი თუ მოხვდა, ჯირჯვდება და დაფის აპკს აწვება. შედეგად სმენა სუსტდება, თავს იჩენს ტინიტუსი, რეფლექტორული თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ხველა, პირღებინება.

გარეთა სასმენი ხვრელი გოგირდის საცობისგან რომ გავათავისუფლოთ, ჯერ მისი დარბილებაა საჭირო. ამისთვის წყალბადის ზეჟანგს იყენებენ. ის პაციენტმა 2-3 დღის განმავლობაში უნდა იწვეთოს (ამ დროს საცობის გაჯირჯვების გამო სმენა ქვეითდება). შემდეგ ყურში შპრიცით მაღალი წნევით შეჰყავთ თბილი (37 გრადუსამდე) ფიზიოლოგიური ხსნარი, რომლის მექანიკური ზემოქმედების შედეგად საცობი ამოვარდება.

თუ საცობი გაგიჩნდათ, გირჩევთ, ყურის ექიმს მიმართოთ. არამც და არამც არ ეცადოთ წვეტიანი ჩხირით მის ამოღებას - შესაძლოა, დაფის აპკი დაიზიანოთ.

- უკვე აღვნიშნეთ, რომ ტინიტუსი ცივილიზებული სამყაროს პრობლემაა. ჩვენც ამ ცივილიზაციის ნაწილი ვართ. მაშ, როგორ მოვიქცეთ, რომ ეს უსიამოვნება თავიდან ავიცილოთ? ან, თუ უკვე ვდგავართ მსგავსი პრობლემის წინაშე, როგორ ვიცხოვროთ?

- რა ბანალურიც უნდა მოგეჩვენოთ, გირჩევთ ცხოვრების ჯანსაღ წესს: სწორი კვებისა და დღის რეჟიმის ორგანიზებას, სიგარეტსა და ჭარბ ალკოჰოლზე უარის თქმას. ვიმეორებ - ჭარბ ალკოჰოლზე, თორემ სამკურნალო დოზით ღვინო რეკომენდებულიც კია - მოგეხსენებათ, ის ანტიოქსიდანტებს შეიცავს.

ერიდეთ ამინოგლიკოზიდებს (ანტიბიოტიკის ჯგუფია), ბისეპტოლს, ასევე - ასპირინს, შარდმდენებს. ტინიტუსს იწვევს ონკოპრეპარატებიც.

მინდა, ახალგაზრდების გასაგონად ვთქვა: ტინიტუსის პროვოცირება უამრავ მიზეზს შეუძლია. ღამის კლუბის, დისკოთეკის მოყვარულებს სიფრთხილე მართებთ, ვინაიდან მაღალი სიხშირის ბგერის სასმენ ორგანოზე ხანგრძლივი ზემოქმედება საბოლოოდ სმენის დაქვეითებას იწვევს.

არანაკლები მნიშვნელობა აქვს სტრესსა და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას. იქმნება მანკიერი წრე: სტრესი - ხმაური ყურებში - ნევროზი - უძილობა - ფსიქიკური აშლილობა, რამაც შესაძლოა სუიციდამდეც კი მიგვიყვანოს.

გახსოვდეთ, პრობლემის თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე მისგან თავის დაღწევა. ყურებში ხმაურის აღმოცენებისთანავე მიმართეთ სპეციალისტს.