/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რატომ გვისკდება ფრჩხილებთან თითების კანი და ტუჩის კუთხეები - რა არის ჰიპოვიტამინოზი

რედაქციაში ბევრი შეკითხვა შემოვიდა ხელის თითებზე კანის დასკდომასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ მათგანს გაგაცნობთ და შევეცდებით ვუპასუხოთ

და გარკვეული რჩევებიც მივცეთ ყველას, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს.

"მაქვს კანის ძლიერი სიმშრალე, ფრჩხილებთან თითების რბილობი მისკდება და ძლიერ მტკივა. მისკდება აგრეთვე ტუჩის კუთხეები. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და როგორ ვიმკურნალო ოჯახურ პირობებში?"

თქვენ მიერ აღწერილი სიმპტომები შესაძლოა გამოწვეული იყოს ჰიპოვიტამინოზით ანუ ვიტამინების ნაკლებობით. ვიტამინები მცენარეთა და ცხოველთა სამყაროში ფართოდ გავრცელებულ ორგანულ ნივთიერებათა ჯგუფია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებისთვის.

ვიტამინებს სხვაგვარად ბიოგენურ სტიმულატორებსაც უწოდებენ, რადგანაც ისინი აქტიურად მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და მინერალური ნივთიერებების ასიმილაციის (წარმოქმნის) პროცესში, დიდ როლს ასრულებენ ორგანიზმის ცალკეული ორგანოების სასიცოცხლო ფუნქციების რეალიზებაში.

  • ჰიპოვიტამინოზის მიზეზები და სიმპრომები

ჰიპოვიტამინოზი სხვადასხვა ფაქტორის გამო ვითარდება:

  • არარაციონალური კვებისა და არასრულფასოვანი (ხელოვნური, დაკონსერვებული და სხვა სახის) საკვების მიღებისას ორგანიზმში ვიტამინები სათანადო ოდენობით ვერ აღწევს.
  • ვიტამინების ნაკლებობის მიზეზი შესაძლოა ორგანიზმის მიერ მათი ცუდი შეთვისებაც იყოს. ასეთ დროს ენდოგენურ ანუ შინაგანი ფაქტორებით განპირობებულ ჰიპოვიტამინოზზე საუბრობენ. მისი მიზეზი უმეტესად საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებია. კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და სხვა ორგანოთა პათოლოგიების დროს, აგრეთვე - ანტიბიოტიკებითა და ქიმიური პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში ირღვევა როგორც ვიტამინების სინთეზი (წარმოქმნა), ისე მათი სრულფასოვანი შეწოვა-შეთვისება.
შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ჰიპოვიტამინოზის ყოველგვარი ფორმის დროს ვლინდება:

  • მადის დაქვეითება;
  • ზოგადი სისუსტე;
  • ადვილად დაღლა;

თუმცა ყოველი ვიტამინის ნაკლებობას გარკვეული თავისებურებები და სპეციფიკური ნიშნები ახასიათებს.

  • A ვიტამინის (რეტინოლის) უკმარისობა

ასევე დაგაინტერესებთ
რისი შედეგია კანის სიმშრალე და რა უნდა გავითვალისწინოთ მშრალი კანის მოვლისას
როგორ შევინარჩუნოთ ხელზე ხავერდოვანი კანი

რეტინოლი ცხიმში ხსნადი ვიტამინია. ის ორგანიზმში უმთავრესად ცხოველური წარმოშობის საკვებთან ერთად აღწევს, თუმცა მცენარეულ საკვებშიც (მაგალითად, სტაფილოში) მოიპოვება. ნაწლავებში კარგად შეიწოვება ცხიმების არსებობის პირობებში. ა ვიტამინი უზრუნველყოფს კანისა და ლორწოვანი გარსების ეპითელური ქსოვილის ნორმალურ განვითარებას. მისი ნაკლებობა იწვევს:

  • კანის სიმშრალესა და აქერცვლას;
  • ლორწოვანი გარსების გარქოვანებას, მათზე ეროზიების წარმოქმნას;
  • კერატიტს - თვალის რქოვანა გარსის ანთებას;
  • კონიუნქტივიტს - თვალის შემაერთებელქსოვილოვანი გარსის ანთებას;
  • ჰემერალოპიას ანუ ქათმის სიბრმავეს. ეს მხედველობის დარღვევის თავისებური ფორმაა. ამ დროს მხედველობა უკეთესია დღისით და ძლიერი განათების პირობებში, ღამით კი დაქვეითებულია;
  • ლორწოვანი გარსების ეპითელური ქსოვილის ბარიერული ფუნქციის დაქვეითებას, რაც თავის მხრივ დასაბამს აძლევს სხვადასხვა ინფექციურ დაავადებას;
  • საშარდე გზების ლორწოვანი გარსების მეტაპლაზიას ანუ ერთი სახის ქსოვილის გარდაქმნას სხვა მორფოლოგიისა და ფუნქციის ქსოვილად და სხვა.

  • B2 ვიტამინის (რიბოფლავინის) უკმარისობა

რიბოფლავინის ნაკლებობას ახასიათებს ქეილოზისა და სტომატიტის განვითარება.

  • სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებაა, ქეილოზი კი ტუჩის არეში მიმდინარე პათოლოგიური პროცესია. ამ დროს ხშირია ნახეთქების გაჩენა ტუჩის კუთხეებში.
  • B2 ვიტამინის ნაკლებობას ახასიათებს გლოსიტის (ენის ლორწოვანი გარსის ანთების) და სებორეული დერმატიტის განვითარებაც. ეს უკანასკნელი კანის სპეციფიკური დაზიანებაა, რომელიც მისი გამოშრობითა და გამოხატული აქერცვლით ვლინდება.
  • რიბოფლავინის უკმარისობა მხედველობის სისტემასაც ასვამს თავისებურ დაღს: თავს იჩენს სინათლის შიში, წვის შეგრძნება თვალების არეში და სხვა სიმპტომები.

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება, დერმატიტი (კანის ანთება), უმადობა, კუნთების ტკივილი და სისუსტე ახასიათებს PP ვიტამინის, იმავე ნიაცინისა და B3 ვიტამინის ნაკლებობასაც.

  • რჩევები

თითოეული, იზოლირებული თუ კომბინირებული ჰიპოვიტამინოზის დროს აუცილებელია, ორგანიზმს ვიტამინების სათანადო ოდენობა მივაწოდოთ. ამისთვის სხვადასხვა პრეპარატის მიღებასთან ერთად ყურადღება უნდა მიექცეს საკვებ რაციონსა და კვების რეჟიმს. თანამედროვე ფარმაცევტული წარმოება პოლივიტამინური პრეპარატების ფართო არჩევანს გვთავაზობს. ვიტამინები დღეს სხვადასხვა ფორმით - სიროფის, სუსპენზიის, აბის, ხსნადი ფხვნილის, საღეჭი აბისა თუ დრაჟეს სახით გამოდის.

ჰიპოვიტამინოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკის მთავარი გზა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სრულფასოვანი, ვიტამინებით მდიდარი საკვებით რაციონალური კვებაა.

  • რაციონი უნდა გაამდიდროთ ხორცით, მარცვლეული კულტურებისგან მიღებული პროდუქტებით, ხილითა და ბოსტნეულით.
  • A ჰიპოვიტამინოზს თავიდან აიცილებთ, თუ სათანადო რაოდენობით მიირთმევთ სტაფილოს, კვერცხის გულს, თევზის ქონსა და მცენარეულ ზეთს.
  • გირჩევთ, მიმართოთ ექიმ თერაპევტს, რომელიც თქვენი მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლით დაადგენს ჰიპოვიტამინოზის გამომწვევ მიზეზს, მის კონკრეტულ ფორმას (შესაძლოა, წერილში მითითებული სიმპტომების გარდა სხვა ჩივილებიც გქონდეთ). თუ ჰიპოვიტამინოზი ამა თუ იმ ენდოგენური (შინაგანი) ფაქტორით არის გამოწვეული, მხოლოდ პოლივიტამინების მიღება პრობლემას ვერ აღმოფხვრის - ძირეულ პათოლოგიასთან ბრძოლა და სათანადო მკურნალობის ჩატარება დაგჭირდებათ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ გვისკდება ფრჩხილებთან თითების კანი და ტუჩის კუთხეები - რა არის ჰიპოვიტამინოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები