სწრაფი კვების ობიექტები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */
ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */
ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */
ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */
ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */
ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */
ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
.
მართლაც, როდესაც გშია, სახლამდე კი შორია, ძნელია გვერდი აუარო ხაჭაპურით, ფუნთუშებითა და ღვეზლებით სავსე თაროებს...მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ექიმები კარგა ხანია მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სწრაფი კვების პროდუქტების რეგულარული მოხმარება ზიანს აყენებს ჩვენს ორგანიზმს. რასაკვირველია, თანამედროვე ადამიანისთვის ძნელია, სულ მთლად აიკრძალოს "ქუჩის საკვების" გამოყენება, მაგრამ მისი ძირითად საკვებად ქცევა ნიშნავს თავი გავწიროთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებისთვის.
სწრაფი კვების პროდუქტებს, როგორც წესი, მივირთმევთ ფეხზე, ნაჩქარევად, ხანმოკლე შესვენების დროს. ამის გამო ლუკმების წესიერად დაღეჭვას ვერ ვახერხებთ და საკვები კუჭში დაუღეჭავად ხვდება, კუჭის გადატვირთვას კი მივყავართ ისეთ სერიოზულ დაავადებებამდე, როგორებიცაა პანკრეატიტი, გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმს ის მავნე ნივთიერებები, რომლებითაც მდიდარია ქუჩის საკვები. უმთავრესად ესენია ცხიმები - ზეთები და მარგარინი, რომელსაც ამ პროდუქტების მომზადებისას იყენებენ.
სამწუხაროდ, სწრაფი კვების ობიექტებში ხშირად მხოლოდ 2-3 დღეში ერთხელ (ან უფრო იშვიათად) ცვლიან ზეთს, რომელშიც წვავენ სხვადასხვა პროდუქტს, მრავალჯერ გაცხელების შედეგად კი ზეთში წარმოიქმნება არა მარტო ტოქსიკური, არამედ კანცეროგენული თვისებების მქონე ნივთიერებები (აკრილამიდი, ჰეტეროციკლური ამინები, პეროქსიდები), რომლებიც საკმაოდ ბევრი დაავადების მიზეზად შეიძლება იქცეს, ისეთებისა, როგორებიცაა ქოლესტერინის დონის მომატება, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, ონკოლოგიური სნეულებები, ნერვული სისტემის პრობლემები, უშვილობა, შაქრიანი დიაბეტი.
ქუჩის პროდუქტების კიდევ ერთი ნაკლია მარგარინი. ფენოვანი ხაჭაპურების, ლობიანების, ნამცხვრების მოსამზადებლად, როგორც წესი, იყენებენ მარგარინის იაფფასიან სახეობებს, რომლებშიც მაღალია მავნე ნივთიერებების - ე.წ. ტრანსცხიმების - შემცველობა. ტრანსცხიმები ხელს უშლის საკვების ნორმალურ მონელებას და ათვისებას, ხელს უწყობს არაერთი პათოლოგიის განვითარებას. 2003 წლიდან ევროკავშირში მოქმედი კანონით, საკვებ პროდუქტში ტრანსცხიმების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს არსებული ცხიმის 2%-ს.
სამწუხაროდ, ჩვენში ტრანსცხიმების შემცველობა პროდუქტებში საერთოდ არ კონტროლდება და თავისუფლად იყიდება ტრანსცხიმებით გაჯერებული (მათი წილი, სავარაუდოდ, 40%-მდე აღწევს) მარგარინი, რომელიც დაბალი ხარისხის გამო იაფია და ფართოდ იყენებენ საცხობები.
თუ მაინც გიწევთ "ქუჩის საკვების" მოხმარება, გაითვალისწინეთ:
მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მასალების მიხედვით.