ცხვირისა და ყურების პლასტიკური ოპერაციები

ისეთ რეკონსტრუქციულ და ესთეტიკურ ოპერაციებს გვთავაზობს, რომლებზეც წინათ მხოლოდ ოცნება თუ შეიძლებოდა. თქვენ ოღონდ მოინდომეთ და თხემით ტერფამდე თავიდან აგაწყობენ. თუმცა, ყველაზე ხშირად მაინც ცხვირის ოპერაცია ტარდება და მისი ტექნიკა და მეთოდიკა იმდენად დახვეწილია, რომ ხშირად ვერც კი გაარჩევ, ადამიანს ბუნებრივი ცხვირი აქვს თუ პლასტიკური ქირურგის მიერ ახლად შექმნილი.
სწორედ ამ საინტერესო ოპერაციებზე სასაუბროდ ვეწვიეთ ესთეტიკური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა "კარაპს მედლაინს" და მისი პლასტიკური ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პლასტიკურ ქირურგ ალექსანდრე კალანტაროვსგავესაუბრეთ.
- ბატონო ალექსანდრე, ვინ მოგმართავთ უმთავრესად რინოპლასტიკისთვის? რომელი სქესისა და ასაკის ადამიანები ჭარბობენ?
- უნდა მოგახსენოთ, რომ თუ, მაგალითად, ამერიკასა და ევროპაში პლასტიკური ქირურგიული ჩარევები უმთავრესად ლიპოსაქციის წილად მოდის, საქართველოში და, საზოგადოდ, კავკასიაში უდიდესი წილი რინოპლასტიკას უკავია. ეს იმიტომ, რომ ჩვენთან, მოგეხსენებათ, კავკასიური ცხვირის პრობლემაა. რაც შეეხება ასაკს, 16-17 წლიდან 30 წლამდე ასაკის გოგონები ჭარბობენ. ეს ცხოვრების ის ეტაპია, როდესაც ახალგაზრდები აქტიურად იწყებენ ცხოვრებაში თავიანთი ადგილის დამკვიდრებას და სურთ გარეგნობის კორექცია, ესთეტიკური ნიუანსების გაუმჯობესება.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
16-17 წელი ის ასაკია, როდესაც პირობითად ფორმირებულია სახის ყველა ნაკვთი, ანატომიური ზრდა პრაქტიკულად დასრულებულია. აქედან გამომდინარე, სახეზე ნებისმიერი სახის ესთეტიკური ჩარევის განხორციელებაა შესაძლებელი. ყოფილა შემთხვევები, როდესაც 45, 55 და 60 წლის ასაკის ადამიანისთვისაც გაგვიკეთებია ცხვირის კორექცია, თუმცა, მთლიანობაში, უფროსი ასაკის პაციენტი, რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლებია.
როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, ჩვენ მიერ ჩატარებული პლასტიკური ოპერაციების 75% რინოპლასტიკის წილად მოდის, დანარჩენი 25% კი სხვა ოპერაციებსა და ჩარევებზე ნაწილდება. დღეს ძალზე პოპულარულია მკერდის ოპერაცია, კერძოდ, მკერდის გადიდება იმპლანტების ჩანერგვით. მასაც უმთავრესად ახალგაზრდა ქალები მიმართავენ. მას მოსდევს აბდომინოპლასტიკა და ლიპოსაქცია.
რინოპლასტიკაში ჩვენი წარმატების მთავარი ფაქტორი ის არის, რომ პაციენტებს არ ვთავაზობთ ნორმირებული ფორმის ცხვირებს; ყოველ მათგანს ეძლევა ალტერნატივა, სამი-ოთხი ვერსიიდან საკუთარი სურვილით, წარმოდგენითა და ანალიზით შეარჩიოს მისთვის მისაღები ვარიანტი, იმიტომ, რომ ეს არის მისი ცხვირი, მისი ცხოვრება. ამისთვის ტარდება კომპიუტერული მოდელირება: ადამიანი მონიტორზე ხედავს საკუთარ სახეს ახალი ცხვირით, ირჩევს სასურველ ვარიანტს და, რაც მთავარია, ოპერაციის შემდეგ იღებს აბსოლუტურად იდენტურ ფორმას. ასე რომ, ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული და დაგეგმილი. პაციენტი აღარ ღელავს იმის გამო, რა გამოვა, როგორი იქნება მისი ახალი ცხვირი, მოუხდება თუ არა... შედეგით ყოველთვის ძალიან კმაყოფილია. დღეს ყველაფერი გამარტივებულია - ნახა, მოეწონა, გაიკეთა.
- გამოდის, რომ უკმაყოფილო პაციენტები არ გყავთ... ნუთუ არ გქონიათ შემთხვევა, როდესაც სათანადო შედეგი ვერ მიგიღიათ, პაციენტს არ მოსწონებია ახალი ცხვირი და ოპერაციის გაკეთება უნანია?
- ძალიან იშვიათია, რომ ადამიანს არ მოსწონდეს ახალი ცხვირი და კიდევ რაიმე ნიუანსის შეცვლა, რამის კორექტირება სურდეს. იმდენად იშვიათი, რომ ჩვენს სტატისტიკაში პრაქტიკულად არ განიხილება. თუმცა, ალბათ, საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც არსებობენ სპეციალისტები, რომელთაც ეს სტატისტიკა საკმაოდ მაღალი აქვთ. უკმაყოფილო პაციენტები ნამდვილად არ გვყოლია. ამიტომაც ვამაყობთ და, რაც მთავარია, ამიტომაც გვყავს ბევრი პაციენტი. თუ უკმაყოფილების მიზეზი გაჩნდა, ისიც უმთავრესად სუბიექტურია და არა ობიექტური.
- იქნებ უფრო დაწვრილებით გვესაუბროთ ოპერაციულ ტექნიკაზე - როგორ ხდება ჩარევა, რას ეხებით ამ დროს, ძვლოვან თუ ხრტილოვან ნაწილს, როგორია და რამდენ ხანს გრძელდება რეაბილიტაციის პერიოდი, სდევს თუ არა თან ტკივილი? ტკივილის შიში ბევრს აბრკოლებს, თორემ ალბათ უფრო მეტი მსურველი მოგმართავდათ.
- კავკასიური ცხვირის კორექციის მიმართ არსებობს ორი მიდგომა, ორი ხედვა. ტიპური კავკასიური ცხვირის შემთხვევაში პრაქტიკულად ყველა პარამეტრია შესაცვლელი - ძვლოვანიც, ხრტილოვანიც და ქსოვილოვანიც. ამას ხშირად ბავშვობაში მიღებული ტრავმის გამო ან სხვა მიზეზით ძგიდის დეფორმაციაც ახლავს თან. ყოველივე ეს ოპტიმალურად მასშტაბურ ჩარევას მოითხოვს. თუმცა ეს არ აისახება არც რეაბილიტაციის სირთულეზე, არც პოსტოპერაციული პერიოდის ხანგრძლივობაზე და არც რაიმე გართულებას იწვევს. ერთი მეორესთან არ არის მიბმული, მიდგომა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურია. როცა საჭიროა, ყველა ანატომიური ნაწილის დამუშავება ხდება, როცა არ არის საჭირო და, მაგალითად, მხოლოდ ცხვირის წვერის პრობლემაა, მაშინ მხოლოდ ცხვირის წვერზე ხორციელდება ჩარევა.
ცხვირის წვერის პლასტიკა ძალიან მარტივად კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით. როცა შედარებით მასშტაბურ ჩარევას მივმართავთ, მაგალითად, როცა ტიპური კავკასიური ცხვირი რადიკალურად უნდა შეიცვალოს, მაშინ ზოგადი ანესთეზია გამოიყენება. ეს უკანასკნელი კომფორტულია როგორც პაციენტისთვის, ასევე ექიმისთვისაც: უფრო მშვიდად მუშაობს, არსად ეჩქარება. ყველაფერი მონიტორირდება, კონტროლდება და შედეგსაც საუკეთესოს ვიღებთ. მერწმუნეთ, რინოპლასტიკის გაკეთება დღეს არც ერთ ნორმალურ კლინიკაში აღარ არის პრობლემა.