/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

თრომბექტომია - იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი და რთული სამედიცინო შემთხვევის წარმატებული დასასრული

თრომბექტომია - იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი და რთული სამედიცინო შემთხვევის წარმატებული დასასრული
მსოფლიოში ინსულტის შედეგად ყოველწლიურად ხუთ მილიონამდე ადამიანი იღუპება.

ეს დაავადება ზრდასრული მოსახლეობის ინვალიდობის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს. ინსულტი პირველად ჰიპოკრატემ აღწერა და დაახასიათა, როგორც სისხლის სიმცირით გამოწვეული, სხეულის ნაწილების უეცარი დამბლა. მას შემდეგ, ინსულტის მიმართ ინტერესი არ ნელდება, რადგან ის სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებს შორის მე-3 ადგილზეა.

იშემიური ინსულტის მკურნალობის უახლესი მეთოდია - ენდოვასკულური თრომბექტომია, რომელიც საქართველოში მხოლოდ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაშია ხელმისაწვდომი. თრომბექტომია თავის ტვინის სისხლძარღვიდან თრომბის ამოღებას გულისხმობს, რაც პაციენტის უნარშეზღუდულობის გარეშე ცხოვრების გაგრძელების ალბათობას 4-ჯერ ზრდის.

მწვავე ინსულტის ეფექტურად სამართავად აუცილებელია, როგორც სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია, ისე ჰოსპიტლის ტექნიკური აღჭურვილობა. მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც პაციენტი თავსდება, ფუნქციონირებდეს ინსულტის სპეციალიზირებული მიმართულება, დანერგილი იყოს დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, როგორიც არის სისტემური თრომბოლიზისი და ენდოვასკულარული თრომბექტომია.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სწორედ ამ კომპონენტების ერთობლიობამ განაპირობა 67 წლის პაციენტის, გივი ვარდოშვილის წარმატებული მკურნალობა. როგორც მისი შვილი, ალექსი ვარდოშვილი გვიამბობს, პაციენტმა „ნიუ ჰოსპიტალსში“ კარდიოლოგიური ოპერაცია ჩაიტარა, რის შემდეგაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ინსულტის ნიშნები დაუფიქსირდა:

„ქირურგიული ჩარევიდან მესამე დღეს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მორიგე ექიმმა შენიშნა, რომ მამას ხელი წაერთვა და მეტყველების პრობლემა შეექმნა. ნევროლოგმა ხათუნა სიჭინავამ მდგომარეობა შეაფასა და სწრაფი რეაგირება მოახდინა. გადაუღეს თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია და დადასტურდა, რომ საძილე არტერია დათრომბილი ჰქონდა. მყისიერად ჩატარდა თრომბექტომია, მოხდა თრომბის ამოტუმბვა და საძილე არტერიაში სტენტის ჩადგმა. ოპერაციის შემდეგ, მამამ მალევე გაამოძრავა კიდურები და მეტყველებაც ეტაპობრივად აღუდგა. რომ არა კლინიკის პერსონალის ასეთი სწრაფი, მაღალპროფესიონალური რეაგირება და „ნიუ ჰოსპიტალსში“ ინსულტის მართვის გამართული პრაქტიკა, მამას ისტორია შეიძლება ასე არ დასრულებულიყო“.

შეკითხვა ექიმს
<p>-სწორ განყოფილებაში ვკითხულობ თუ არა არ ვიცი მაგრამ ხომ ვერ მეტყვით როცა ვწვები ზურგზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს, და შეგრძნება მაქ თითქოს თვალებში წნევა მიწევს .თავს ქვეშ ბალიში რო დავიდო ან თავი წამოვწიო მაშინ მივლის ეს ეფექტი. ხო ვერ მეტყვით ეს რისი.ბრალი უნდა იყოს??</p>

„ნიუ ჰოსპიტალსში“ თრომბექტომია რამდენიმე მეთოდით ხორციელდება. ნეიროქირურგი ცოტნე ჩხიკვიშვილი, რომელსაც პროფესიული პრაქტიკა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 15-მდე სამედიცინო დაწესებულებაში აქვს გავლილი, განმარტავს, რომ მეთოდის შერჩევა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად ხდება. სწორედ მან განახორციელა წარმატებით ენდოვასკულარული თრომბექტომია გივი ვარდოშვილთან:

„ზოგადად, ინსულტის მართვაში მთავარია დროული დიაგნოსტირება და შესაბამისი ჩარევა. დაგვიანებული მკურნალობის შედეგად მიღებული ფატალური შედეგი, მსოფლიოში აქტუალური საკითხია. საქართველოში კი განსაკუთრებით მწვავედ დგას, რადგან კლინიკების დიდ ნაწილს შესაბამისი მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა არ აქვთ. სწორედ ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი სიმპტომების დაფიქსირებისთანავე მოხვდეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ინსულტის ცენტრი ფუნქციონირებს. საპასუხისმგებლოა მიმღები ბრიგადის როლიც, რადგან სწორედ მათ უნდა ამოიცნონ ნიშნები და შესაბამის განყოფილებაში გადაამისამართონ. ყოველი წუთი და წამი გადამწყვეტია იმ პაციენტისთვის, რომლის ტვინსაც სისხლი არ მიეწოდება. შესაძლებელია ოპერაციამ წარმატებით ჩაიაროს, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდეს, რადგან გასული იყოს იმაზე მეტი დრო, ვიდრე ტვინს უსისხლოდ ყოფნა შეეძლო,“ - განმარტავს ცოტნე ჩხიკვიშვილი.

უახლესი პროტოკოლებით, ინსულტის სამართავად მაქსიმალური პერიოდი 24 საათია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პაციენტი თავსებადია ამ ვადასთან. დაყოვნების პერიოდი სხვადასხვა კრიტერიუმზეა დამოკიდებული, მათ შორის კი უმთავრესია ის, თუ დამხმარე სისხლძარღვები რამდენად კარგად აკომპენსირებენ თავის ტვინში სისხლის მიწოდებას მაშინ, როცა მთავარი არტერია დაბლოკილია.

ცოტნე ჩხიკვიშვილის თქმით სამი ძირითადი სიმპტომია, რომელთა აღმოჩენისთანავე პაციენტი ინსულტის ცენტრში უნდა მოთავსდეს, ესენია:

  • სისუსტე კიდურებში (მოძრაობის დაქვეითება სხეულის ცალ მხარეს)
  • ასიმეტრიული სახე (ცალ მხარეს ჩამოშვებული სახე)
  • მეტყველების დარღვევა (გაურკვეველი საუბარი).

ექიმის თქმით, „ნიუ ჰოსპიტალსში“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინსულტის

ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც თავის ტვინის ყველა სისხლძარღვოვანი დაზიანების მართვა,

ერთ სივრცეში ხორციელდება, როგორც გეგმიურ ისე გადაუდებელ შემთხვევებში.

R

კომენტარები (5)
თიკო
ვისაც ჩიყვი აქვს შეიძლება ცილოვანი დიეტა?
თარიღი : 23-01-2017
irma
წყალი და ყავა ტუ სეიზლება
თარიღი : 16-05-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ლიპოსაქცია ოპერაციის გარეშე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლიპოსაქცია ოპერაციის გარეშე

მათაც, ვინც ნორმალურად იტანს ნახშირწყლებს, არ აწყენდათ საკუთარი ფიგურის კორექცია. სწრაფი გახდომისათვის გამოიყენება ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა მაღალტექნოლოგიური ვარიანტებით. არსებობს სპეციალური კურსები, რომლებიც რამდენიმე კვირა გრძელდება. ამ დროს საჭიროა ცილოვანი კოქტეილების მიღება ბიოდანამატებთან ერთად. ამ რეჟიმით მუდმივად ცხოვრებას აზრი არ აქვს: ის მისაღებია მხოლოდ ცხოვრების გარკვეულ მომენტებში. მაგალითად, სპორტსმენებისთვის, რომელთათვისაც აუცილებელია განსაზღვრულ წონით კატეგორიაში მოხვედრა, ან ბოდიბილდერებისათვის, რომელთაც მუსკულატურის რელიეფურობის აღდგენა ესაჭიროებათ და საერთოდ, მათთვის, ვისაც სხეულის სწრაფი "შეფერთხვა" სჭირდება, უფრო სწორად კი "შეშრობა". ეს უფრო სწორი განსაზღვრებაა. მაღალცილოვანი დიეტა დროის მოკლე შუალედში, უპირველეს ყოვლისა, აშრობს წყალს. როგორც კი წყდება ნახშირწყლების მიწოდება, ორგანიზმიდან რამდენიმე დღეში გამოიდევნება წყალი. ცილოვანი დიეტით წონის დაკლება სისწრაფითა და ეფექტურობით ლიპოსაქციას უტოლდება. თანმხლები მოვლენები შეიძლება ასეთივე მასშტაბური აღმოჩნდეს. თუ "გამოშრობას" გადავაჭარბებთ, კანი გაწელილი დარჩება. სპორტსმენებსა და ფოტომოდელებს ეს არ ემუქრებათ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი ახალგაზრდები არიან და მათი კანი საკმაოდ მკვრივია, ხოლო უფრო ასაკოვანი ადამიანებისთვის გახდომის ასეთი რადიკალური ვარიანტი რეკომენდებული არ არის, თუნდაც კოსმეტიკური მიზეზის გამო.

როგორ მოქმედებს?

რატომ მაინცდამაინც ცილა? იმიტომ, რომ მისგან არ სუქდებიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცილოვანი საკვების გამო წონა ყოველთვის და ყველა სიტუაციაში იკლებს. მაგალითად, სპორტსმენმა, რომელიც შეუდგა ვარჯიშს ხანგრძლივი შესვენების შემდეგ და დიდი რაოდენობით ცილოვან საკვებს იყენებს, შეიძლება წონა მოიმატოს კიდეც. დაგროვილი ცხიმი მას თავმოყრილი აქვს კუნთოვან ქსოვილში, კუნთები უფრო მეტ ცხიმს იწონის. ადამიანები, რომლებიც წონას იკლებენ, მიირთმევენ ცილას, რათა არ დაკარგონ კუნთოვანი ქსოვილი და ხდებიან ცხიმის წვის ხარჯზე, რაც უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის. ალბათ იტყვით, რომ თქვენთვის სულ ერთია, რის ხარჯზე ხდებით. მთავარია, მოიკლოთ ავადსახსენებელი კილოგრამები. მაგრამ ნუ იჩქარებთ: თუ შეეცდებით წონაში დაკლებას მხოლოდ ნახშირწყლოვანი რაციონით, მალე შეამჩნევთ, რომ სწრაფად კარგავთ ძალებს და კიდევ უფრო უარესი - ძალას კარგავს თქვენი გული, რომელიც, როგორც ცნობილია, კუნთია. გარდა ამისა, თქვენ რისკის ქვეშ აყენებთ ნახშირწყლის ცვლის ბიოქიმიურ მექანიზმსაც. წმინდა ცილოვანი რაციონი არ ასუსტებს გულს. მას სხვა თავისებურებები აქვს. თუ ნახშირწყლების მიწოდება არ ხდება საკვებით, ეს მთავარი საწვავი იმ მარაგიდან მიეწოდება ორგანიზმს, რომელიც თავადვე აქვს დაგროვილი. ამ დროს ორგანიზმიდან ბევრი წყალი გამოდის. ცილოვანი დიეტის სწრაფი ეფექტი სწორედ სითხის დაკარგვის შედეგად მიიღწევა. ნახშირწყლების დაგროვილი მარაგის გამოყენებისას ორგანიზმი იწყებს ცხიმების წვას. ამ დროს ცილოვანი საკვები არა მარტო ამარაგებს მას საშენი მასალით, უჯრედებისა და ფერმენტების აღსადგენად, არამედ კლავს შიმშილის გრძნობას. ცილას დიდი რაოდენობით ვერ შეჭამ. ერთი სიტყვით, ცილოვანი დიეტით დაკლება შეუძლია ყველას, თუმცა აქაც არსებობს დაბრკოლებები.

დაბრკოლებები

ცილოვანი დიეტა, როგორც ნებისმიერი სხვა არაბალანსირებული კვება, პრობლემებს ქმნის. პირველი და მთავარი - იმისთვის, რომ მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ, საკვები უნდა იყოს ნამდვილად ცილოვანი. ხორცი, თევზი, კვერცხი, ხაჭო - უპუროდ, მაკარონისა და კარტოფილის გარეშე, ჩაი უშაქროდ. ერთი შეხედვით ეს იოლი გვეჩვენება, მაგრამ ყველაფერი არც ისე ადვილია. მეორე პრობლემა - ასეთი დიეტის დროს არის თავისებურებები ნივთიერებათა ცვლაში, წყურვილი და ტუალეტში სირბილის მოთხოვნილება, ღამის საათებშიც კი უცნაური, თავისებური სუნთქვა და სხეულის სუნი, მუდმივი მსუბუქი გაბრუება და ეიფორიის განცდა. თუმცა, ამასთან შეჩვევა შესაძლებელია. შედეგი ამართლებს მოლოდინს. მესამე პრობლემა - ყველა ადამიანის ღვიძლი და თირკმელები ვერ უძლებს ამ დიეტას. მათ, ვისაც ამ ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ და ექიმს უნდა დაეკითხონ. დაბოლოს, ცილოვანი დიეტის დაცვა არ შეიძლება დიდხანს სპეციალისტის დაკვირვების გარეშე. მასში არის ზოგიერთი ნივთიერების ნაკლებობა, მაგალითად, ანტიოქსიდანტების. ბოსტნეულის დიდი ნაწილი და თითქმის ყველა ხილი შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, ამიტომ უნდა გამოირიცხოს ცილოვანი დიეტის დროს, თუ მკაცრ ვარიანტს იცავთ. კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, გოგრა აკრძალულია. მხოლოდ ვაშლი შეიცავს ცილოვან დიეტაში დასაშვები ნახშირწყლების დღიურ ნორმას. ყურძენში, საზამთროში, ნესვში დიდი რაოდენობით შაქარია. ხილისა და კენკრის წვენები საერთოდ დაუშვებელია. ბევრი ადამიანი არ არის მზად ასეთი აკრძალვებისთვის. ისინი ელიან, რომ მოუწევთ უარის თქმა პურსა და კანფეტზე, ნაყინზე და ა.შ. მაგრამ არა ასეთი დოზებით!.. დასკვნა ერთმნიშვნელოვანია: გადაწყვიტეთ ცილოვანი დიეტის დაცვა? დაივიწყეთ ვიტამინები და მინერალური დანამატები. რაც უფრო დიდხანს აპირებთ აკრძალვებს, მით უფრო აუცილებელია, კონსულტაცია მიიღოთ ექიმთან ან დიეტოლოგთან.