/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

როგორ ვასაზრდოოთ მეხსიერება

როგორ ვასაზრდოოთ მეხსიერება
ასაკის მომატება ადამიანს მრავალ თავსატეხს უქმნის. ერთ-ერთი თავსატეხი მეხსიერების დაქვეითებაა.მეხსიერების დაქვეითებაც და გაუმჯობესებაც მრავალ მიზეზზეა

დამოკიდებული. მაგალითად, მასზე უშუალო გავლენას ახდენს ჰორმონები. მეხსიერებაზე ყველაზე მეტად ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მოქმედებს. მათი დონის მცირედ დაქვეითებასაც კი შეუძლია, მეხსიერების გაუარესება გამოიწვიოს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოსაქმნელად ორგანიზმს სჭირდება იოდი, ვიტამინი B2 და თუთია.

  • ალფა-ლიპოლის მჟავა

მეხსიერების შენარჩუნებაზე უკეთ რომ ვიზრუნოთ, უნდა ვიცოდეთ, როგორ მოქმედებენ განსაზღვრული ნივთიერებები, რომლებიც აჩქარებენ და ასტიმულირებენ თავის ტვინში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებს. ასეთი ნივთიერებაა ალფა-ლიპოლის მჟავა, რომელსაც უნარი შესწევს, მეხსიერება ხანდაზმულ ადამიანსაც კი გაუუმჯობესოს. მცირე რაოდენობით ეს მჟავა ორგანიზმშივე წარმოიქმნება. უფრო მეტს შეიცავს ზოგიერთი საკვები:

  1. ისპანახი,
  2. ხორცი,
  3. ლუდის საფუარი.

პროფილაქტიკური თუ სამკურნალო ეფექტისთვის საჭირო ოდენობის მჟავას ორგანიზმი საკვებიდან ვერ იღებს. უმჯობესია, ამ მიზნით საკვები დანამატები გამოვიყენოთ.

ლიპოლის მჟავას მოქმედება უფრო ეფექტურია, როდესაც ის ანტიოქსიდანტების - A და E ვიტამინების - კომპლექსის შემადგენლობაში შედის.

  • ბიოტინი და პანთოტენის მჟავა

ბიოტინი და პანთოტენის მჟავა საკვებში ერთად არის. პანთოტენის მჟავა, იგივე ვიტამინი B5, აუცილებელია თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დანარჩენი ნაწილების ურთიერთკავშირისთვის. ის ადვილად იშლება პროდუქტის თერმული დამუშავების დროს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ორგანიზმისათვის საჭირო დღიური ულუფის მისაღებად ადამიანმა უნდა შეჭამოს 300გ ხორბლის ღივი. უფრო იოლია, ეს ვიტამინი აბის სახით, ვიტამინმინერალურ კომპლექსთან ერთად მივიღოთ.

  • C ვიტამინი

დადგენილია, რომ ორგანიზმში C ვიტამინის კონცენტრაციის მატება ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ოთხჯერ ზრდის. მეხსიერების გაუარესებას C და E ვიტამინების დეფიციტიც იწვევს. მაგრამ C ვიტამინი მუჭებითაც რომ ყლაპოთ, სუპერინტელექტუალი, ცხადია, ვერ გახდებით... თანაც დოზის გადაჭარბებას აზრი არ აქვს, რადგან ორგანიზმი საჭიროზე მეტს მაინც ვერ აითვისებს. შენახვისა და გათბობის დროს, ასევე - ნიკოტინის ზემოქმედებით ეს ვიტამინი მალე იშლება.

ასევე დაგაინტერესებთ
ალცჰაიმერის დაავადება - რა უნდა იცოდეთ მასზე?
დასახელდა დიეტა, რომელიც სიბერეში გონების სიმახვილის შენარჩუნებას უწყობს ხელს

C ვიტამინი ბევრია შემდეგ პროდუქტებში:

  1. ციტრუსებში,
  2. კომბოსტოში (განსაკუთრებით - ბროკოლიში),
  3. წითელ მწარე წიწაკაში,
  4. ბულგარულ წიწაკაში,
  5. მწვანილში,
  6. სალათის ფურცლებში.
  • ვიტამინი B1

გაღიზინებას, დეპრესიას და საერთო სისუსტეს დაგავიწყებთ თიამინი - ვიტამინი B1. ის თვით ალცჰაიმერის დაავადებასაც კი არ ეპუება. ამ ვიტამინის საუკეთესო წყაროა ღორის მჭლე ხორცი, ბურღულეული, ლობიო, კაკალი. თიამინის დღიური ულუფის მისაღებად ყოველდღე უნდა მიირთვათ თითო კაკალი. სამკურნალო დოზის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ვიტამინმინერალური კომპლექსის მეშვეობით.

  • ვიტამინი B2

რიბოფლავინი - ვიტამინი B2 - ხელს უწყობს ტვინის უჯრედების ენერგიით მომარაგებას. რიბოფლავინს შეიცავს რძე. სამწუხაროდ, იგი სწრაფად იშლება მზისა და სინათლის სხივების ზემოქმედებით. მისი დღიური ულუფის მისაღებად ყოველდღე არანაკლებ სამი ჭიქა რძე უნდა დავლიოთ, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ შენახვისას ვიტამინი იშლება, მაშინ ექვსი ჭიქის დალევაც მოგვიწევს. გაცილებით მოხერხებულია რიბოფლავინის მიღება პოლივიტამინური კომპლექსის სახით.

  • ვიტამინ B3

სწრაფად და ადვილად დაღლას, მეხსიერების დაქვეითებას იწვევს ვიტამინ B3-ის - ნიაცინის - ნაკლებობა.

ვიტამინ B3 ბევრია ცილებით მდიდარ საკვებში:

  1. საქონლის,
  2. ქათმის ხორცში,
  3. თევზში,
  4. კაკალში.

ზოგიერთი მწარმოებელი ამ ვიტამინით მაკარონსაც ამდიდრებს, მაგრამ ამ პროდუქტში მისი შემცველობა არც ისე დიდია.

ნიაცინის ყოველდღიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად დღეში 7 ჭიქა მოხარშული მაკარონი უნდა მივირთვათ.

  • ვიტამინი B12

ხანში შესულებისა და ვეგეტარიანელებისთვის აუცილებელია კობალამინი - ვიტამინი B12. მისი დეფიციტი იწვევს მეხსიერების გაუარესებას, დეპრესიას. ამ ვიტამინის ძირითადი წყაროა ცხოველური საკვები. მის დღიურ დოზას მივიღებთ, თუ დღეში ერთხელ მივირთმევთ 150გ შვეიცარიულ ყველს.

  • ლეციტინი და ქოლინი

ნერვული სისტემისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ B ჯგუფის დანარჩენ წევრებსაც - ლეციტინსა და ქოლინს. ორგანიზმში ლეციტინისგან წარმოიქმნება ქოლინი, რომელიც, თავის მხრივ, დიდ როლს ასრულებს აცეტილქოლინის სინთეზში. აცეტილქოლინი მეხსიერების მასაზრდოებელი ძირითადი ცილაა.

  • რკინა

მეხსიერების გაუარესებას განაპირობებს მიკროელემეტების ნაკლებობაც. მეხსიერების დარღვევას რკინის უმნიშვნელო დეფიციტიც კი იწვევს. მცენარეულ და ცხოველურ პროდუქტებში მისი რაოდენობა მცირეა. გაითვალისწინეთ: რკინას ორგანიზმი კარგად ითვისებს მხოლოდ C ვიტამინთან ერთად.

  • იოდი

იოდი მეხსიერებისთვის აუცილებელი ერთ-ერთი ელემენტია. იოდდეფიციტის მქონე ადამიანებს ინტელექტის კოეფიციენტი დეფიციტის არმქონე პირებზე 13%-ით დაბალი აქვთ. მისი უკმარისობის აღმოფხვრა შესაძლებელია იოდიანი მარილის საშუალებით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ ვასაზრდოოთ მეხსიერება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები