/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

სასარგებლოა თუ არა რძე (სამი ულუფა დღეში)

დღეისათვის მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, კერძოდ, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, საფრანგეთში, ფინეთში, შვედეთსა და ავსტრალიაში რძე და რძის ნაწარმი მეტად პოპულარული გახლავთ.

აღნიშნულ ქვეყნებში ასეთი დევიზიც კია გაბატონებული – სამი ულუფა დღეში („3 a day“). სხვათა შორის, მრავალ ქვეყანაში რძეს „მენეჯერთა სასმელს“ უწოდებენ.

ეს იმიტომ, რომ ის საკვები ნივთიერებების ბუნებრივი წყაროა, შეიცავს უფრო მეტ სასარგებლო ნაერთს, ვიდრე ნებისმიერი სხვა სასმელი და ყველაზე უკეთ აკმაყოფილებს მინერალებისა და ვიტამინების დღიურ მოთხოვნილებას. ბოლოდრ­ოინდელმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ნახევარი ლიტრი რძე იძლევა ცილების დღიური მოთხოვნილების 20%-ს, კალციუმის – 72%-ს, ფოსფორის – 10%-ს, იოდის – 22%-ს, ხოლო ვიტამინების – 30%-ს.

დღეს აღარ არის სადავო ის, რომ ძვლოვანი სისტემის სრულფასოვანი განვითარებისა და იმუნური სისტემის განმტკიცებისათვის რძესა და რძის ნაწარმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რძე კარიესისა და ოსტეოპოროზის (ძვლის გამეჩხერების) პროფილაქტიკისათვის საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული. ის ენერგიის უნივერსალური წყაროცაა იმავდროულად. ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ეს სასმელი ნებისმიერი ადამიანის რაციონის აუცილებელი კომპონენტი უნდა იყოს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ადამიანში რძე ნაწლავთა შებერილობასა და ბოყინს იწვევს. ამ სასმლის წყალობით ზოგიერთებს ღვიძლიც შეახსენებს ხოლმე თავს, ბევრს ნაღვლის ბუშტი უღიზიანდება. ისეთი კატეგორიაც არსებობს, სპეციფიკური სუნის გამო რძეს სათოფეზეც რომ არ ეკარება.

ყოველივე ეს რძის რთული ბიოქიმიური შედგენილობის ბრალია. მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ რძე მავნებელია! პირიქით, მეტად სასარგებლო და აუცილებელი პროდუქტი გახლავთ. ის წყლის, ცილების, ცხიმების, ლაქტოზის, მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების საუკეთესო ნაკრებია. გარდა ამისა, შეიცავს პიგმენტებს, ფერმენტებს, ფოსფოლიპიდებსა და აირებს. ზოგი ამ სასმელს „წყალში ცხიმთა ემულგატს“ უწოდებს. ეს იმიტომ, რომ რძეში ცხიმი მიკროსკოპული ბურთულების სახითაა წარმოდგენილი. ერთ ჩაის კოვზ რძეში 15 მილიარდამდე ასეთი ბურთულაა. რძის შეფერილობაც მასში შემავალი ცხიმის ფერითაა განპირობებული – რაც უფრო ნაკლებცხიმიანია რძე, მით უფრო მოცისფრო ელფერი დაჰკრავს მას. რძის ფასიც სწორედ ცხიმების შემცველობის კვალობაზე იცვლება. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (მათ შორის – საქართველოშიც) ცხიმიანი რძე უფრო მეტად ფასობს. აი, აშშ-ში კი, სადაც დღედაღამ ქოლესტერინის ნორმალური ბალანსის შენარჩუნებაზე ფიქრობენ, ყველაზე ძვირი „ლურჯი“ ანუ ცხიმგამოცლილი რძეა. ამერიკელები ამ პროდუქტის მთავარ ღირსებად არა ცხიმების, არამედ კალციუმისა და ცილების შემცველობას მიიჩნევენ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, ვარ 1.65 და 67 კგ.არ ვარ მსუქანი ,თუმცა მინდა ერთი 7 კგ დაკლება.თუმცა ვერ ვახერხებ,არ ვარ ძალიან დიდი მჭამელი მაგრამ არც პატარა ულუფებით ჭამა შემიძლია.ვერ ვითმენ რომ არ ვჭამო და სულ უარი ვთქვა ,ცომეულზე ,ტკბილზე .იქნებ მირჩიოთ რამე ისეთი ,რითითაც მადის დაქვეითებას შევძლებ ან რამე მარტივი გასაკებელი იქნება,არც სწრაფი კლება მინდა,რომ მალე მოვიმატო.დღიურად მიწევს სიარილი,დაახლივებით 3000 -4000 ნაბიჯის ,ხან მეტიც.წყალს ძალდატანებით ,ვცდილობ დავლიო.</p>

ცნობილია, რომ რძეში შემავალი ზოგიერთი კომპონენტი ძნელად მოსანელებელია (ზოგიერთის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელ სისტემას უჭირს მისი გადამუშავება). ნაწლავთა შებერილობის, ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებისა და სხვა უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად ამ კატეგორიამ უმჯობესია პასტერიზებული რძე მიიღოს.

რა არის პასტერიზაცია

პასტერიზაციის დროს რძეს 2 წამის განმავლობაში 135-238Oჩ-ზე აცხელებენ, მერე კი მყისიერად აცივებენ. ამის წყალობით ვიტამინებისა და მინერალების დანაკარგი უმნიშვნელოა და რძე კვებით ღირებულებას მთლიანად ინარჩუნებს. სამაგიეროდ, UHT (Ultra High Temperature-ზე მაღალი ტემპერატურა) არასასურველ მიკრობებს უვნებელყოფს. ასეპტიკური შეფუთვა პროდუქტს ჰაერისა და სინათლისაგან იცავს. ამგვარად დამუშავებული რძე შეგიძლიათ 60-90 დღის განმავლობაში უმაცივროდ შეინახოთ. UHT მეთოდით დამუშავებული რძე არ შეიცავს არავითარ ქიმიურ დანამატს. ასე რომ, თამამად დალიეთ და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს სასმელი ჯანმრთელობისათვის სასარგებლო და აუცილებელია!

თუ მოწინავე ქვეყნების პოპულარულ დევიზს „სამი ულუფა დღეში“ ვერ დაიცავთ, კვირაში სამჯერ მაინც აუცილებლად მიიღეთ რძე, გაითვალისწინეთ, რომ ის:

  • ამშვიდებს ნერვულ სისტემას;
  • აუმჯობესებს ნივთიერებათა ცლის პროცესს, მეხსიერებასა და მხედველობას;
  • იწვევს გუნება-განწყობის ამაღლებასა და სასიცოცხლო ძალთა მოზღვავებას;
  • ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგუნარიანობას მრავალი დაავადებისადმი.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სასარგებლოა თუ არა რძე (სამი ულუფა დღეში) - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები